CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre

  • Home
  • Georgia
  • Telavi
  • CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre

CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre თანამშრომლობა - ცვლილებებისათვის

გუშინ, სათემოს გერმანელ სტუმრებთან ერთად ილიაწმინდას (ყოფილი ულიანოვკა) ვესტუმრეთ. დავათვალიერეთ მალაკნების სახლები და ს...
25/09/2025

გუშინ, სათემოს გერმანელ სტუმრებთან ერთად ილიაწმინდას (ყოფილი ულიანოვკა) ვესტუმრეთ. დავათვალიერეთ მალაკნების სახლები და სამლოცველო, მოვისმინეთ საინტერესო ისტორიები და შენობა-ნაგებობებიც მაქსიმალურად გადავიღეთ.
თანამშრომლობა პარტნიორ ორჰანიზაციასთან ზემო ლაუზიცში, გროსჰენერსდორფის გარემოთდაცვით ბიბლიოთეკასთან 2019 წლიდან გვაქვს. მათი წლევანდელი სტუმრობის ერთ-ერთი თემა საქართველოში მცხოვრები ეროვნული და რელიგიური უმცირესობებიც არის. ყველას ვერ გავაცნობთ, თუმცა ამ მოკლე დროში მაინც შევძელით რამდენიმე საინტერესო სოფლის დათვალიერება.

დიდი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მეგობრების, გულშემატკივრების და გერმანიის მიმართ საქართვ...
25/09/2025

დიდი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მეგობრების, გულშემატკივრების და გერმანიის მიმართ საქართველოსთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის. აქ, მხოლოდ უმცირესია ჩამოთვლილი. მხოლოდ ის, რაც ერთ ორგანიზაციას და სოფელს ეხებოდა.

სათემო განვითარების ცენტრი 2010 წელს დააფუძნა "კავკასიურმა სახლმა", თავისი რეგიონული განვითარების პროგრამის ბაზაზე. ჩვენ...
24/09/2025

სათემო განვითარების ცენტრი 2010 წელს დააფუძნა "კავკასიურმა სახლმა", თავისი რეგიონული განვითარების პროგრამის ბაზაზე. ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა მას და სხვა ორგანიზაციებსაც.

„კავკასიური სახლის“ განცხადებით, 22 სექტემბერს მათაც მიიღეს სპეციალური წერილი ანტიკორუფციული ბიუროდან, რომლითა...

19/09/2025

კულტურა ადგილობრივი განვითარებისათვის.

🇩🇪🇬🇪ეს ჩვენი კვლევები და წიგნების ნაწილია. ის, რაც 2010 წლიდან შევძელით. მათ შორის არის კატალოგები: ხელნაკეთები კახეთიდა...
14/09/2025

🇩🇪🇬🇪

ეს ჩვენი კვლევები და წიგნების ნაწილია. ის, რაც 2010 წლიდან შევძელით. მათ შორის არის კატალოგები: ხელნაკეთები კახეთიდან, ქართული ანბანი - ქართული ორნამენტი, თელავში ერთი ძველი უბნის ისტორიის და დღევანდელობის კვლევა და სხვა.

ჩვენი ისტორიის, სოფლების ამბების კვლევებს ევროპელი და ამერიკელი მეგობრები აფინანსებდნენ. ისინი უჭერდნენ მხარს ხალხური რეწვის სხვადასხვა ხელობის შენარჩუნებას და აღორძინებასაც.
განსაკუთრებული მადლობა ეთქმის გერმანიას.
მათ გარეშე, მაგ. არ იარსებებდა ნუკრიანის სახელოსნოები, სადაც 200 მდე ქალმა შეისწავლა ხელობა, გაიუმჯობესა ზოგადი კომპეტენციები და შემოსავალი.
არ იქნებოდა უამრავი კეთილი საქმე, რომელმაც ჩვენს არაერთ მოქალაქეს მოჰგვარა შვება.
მადლობა გერმანიას

სათემო განვითარების ცენტრის სრული მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს და პარტნიორებს!მადლობა მათ ყველა იმ საქმისთვის, რაც წლების მ...
28/08/2025

სათემო განვითარების ცენტრის სრული მხარდაჭერა ჩვენს კოლეგებს და პარტნიორებს!
მადლობა მათ ყველა იმ საქმისთვის, რაც წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნისთვის აკეთეს.

50-ზე მეტი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს იმ შვიდი ორგანიზაციიდან, რომელთა საბან.....

წირვალზე, ჭიათურაზე, ქვეყანაზე, ერთი ადამიანის როლზე!
14/08/2025

წირვალზე, ჭიათურაზე, ქვეყანაზე, ერთი ადამიანის როლზე!

GE/ENGსიხარულით გიზიარებთ, რომ უდიური თემის და ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა - ანა პაჭიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა ბ...
14/07/2025

GE/ENG

სიხარულით გიზიარებთ, რომ უდიური თემის და ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა - ანა პაჭიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა ბორდერლენდის ფონდის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში „მცირე ცენტრები მსოფლიოს“ სეინში, პოლონეთში.

საზაფხულო სკოლაში ანას ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა საქართველოში მცხოვრები უდი თემის გამოცდილება, სათემო ორგანიზაციის საქმიანობა ზინობიანში და ის, თუ როგორ ვმუშაობთ თემის ისტორიული მეხსიერების აღდგენაზე, კულტურის დაცვასა და ჩართულობაზე.

ანა ასევე წარმოადგენდა პარტნიორ ორგანიზაცას - სათემო განვითარების ცენტრს (CDC), რომელიც 15 წელია ემსახურება სწორედ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ადგილობრივი თემის განვითარება, მათი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და მოვლა-პატრონობა, კულტურისა და მეხსიერების კვლევები, სათემო თანაცხოვრებისა და განვითარების საკითხები. ორგანიზაცია გამოსცემს საინტერესო წიგნებს აღნიშნულ საკითხებზე.

ეს იყო დაუვიწყარი სივრცე თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და იმაზე ფიქრისთვის, თუ როგორ შეუძლიათ მცირე თემებს გარდაქმნან სამყარო. იმის გაზიარება და მოსმენა, თუ როგორ შრომობენ თემების განვითარებაზე მეგობარი უკრაინელები, ლიეტვუელები, პოლონელები და სომხები იყო შთამბეჭდავი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ ავიღოთ საუკეთესო პრაქტიკები, ვისწავლოთ სხვების გამოცდილება და მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში არსებული სირთულეებისა, დაუღალავად გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.
მადლობა Fundacja Pogranicze ამ შთამაგონებელი შეხვედრისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ეს გამოცდილება განსაკუთრებულად აქცია!

--
We are delighted to share that a representative of our community, Ana Pachikashvili, participated in the Small Centers of the World summer school organized by the Borderland Foundation in Sejny, Poland.

During the program, Ana had the opportunity to present the experiences of the Udi community in Georgia, share the work of our grassroots organization in the village of Zinobiani, and talk about how we are working to restore historical memory, preserve culture, and promote inclusive community engagement.

Ana also represented our partner organization — the Community Development Center (CDC) — which for over 15 years has been dedicated to local development, the research and preservation of historical and cultural heritage, memory and cultural studies, as well as issues related to communal coexistence and sustainable development. The organization publishes unique books on these topics.

It was an unforgettable space for collaboration, sharing experiences, and reflecting on how small communities can transform the world. Hearing and exchanging with our friends from Ukraine, Lithuania, Poland, and Armenia — all working tirelessly for the development of their communities — was truly inspiring. It reminded us how important it is to learn from one another, adopt best practices, and, despite the many challenges in our country, continue striving for a better future for Georgia.

Thank you to Fundacja Pogranicze for this inspiring gathering, and to everyone who made the experience so meaningful!

Address

Ilia Chavchavadze Str N 185
Telavi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre:

Share