14/04/2026
18 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში, „პასკის ფესტივალი 2026“ გაიმართება.
ღონისძიების დასაწყისი: 13:00 საათი
ღონისძიების პროგრამა:
- ადგილობრივი კულინარიის წარმოდგენა, პასკის ნაირსახეობა, ფერადი კვერცხი, ჩირი და სხვა ტრადიციული ნუგბარი,
- რაჭული კერძების დაგემოვნება,
- თონეში შოთი პურის ცხობის მასტერკლასი
- ადგილობრივი წარმოების ქართული ღვინის დეგუსტაცია
- მოწვეული კულინარის, ტრადიციული წესით პასკის ცხობის მასტერკლასი - „ლაგოდეხური პასკის“, მომზადება-დეგუსტაცია
- ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, კერამიკის გამოფენა, შშმ ბავშვთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
- ნორჩი მხატვრების შემოქმედების გამოფენა, ადგილზე ხატვის მასტერკლასი, სააღდგომო კვერცხებზე მოხატვა, სახეზე ხატვა
- ბავშვთა გასართობი სივრცე: ატრაქციონები, ბატუტები.
კონცერტი - ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით
მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ „პასკის ფესტივალი 2026“!
#პასკისფესტივალი2026