სოციალური ქოლგა Social umbrella

სოციალური ქოლგა Social umbrella ასოციაცია "სოციალური ქოლგა"თელავში რეგისტრირებული სს ორგანიზაციაა, რომლის სამუშაო არეალი საქართველოა

ასოციაცია "სოციალური ქოლგა" საქმიანობის მიზნებს შემდეგნაირად აყალიბებს:
1. სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მზრუნველობამოკლებული და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და მათი ოჯახები, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობები, ქალები, მარტოხელა დედები, ძალადობის მსხვერპლი პირები, ოჯახში მოძალადეები, პირობით მსჯავრდებულები, ხანდაზმულები და სხვა.
2. სოციალურად მოწყვლა

დი ჯგუფების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამების შექმნა;
3. სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
4. სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება;
5. სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დაკავშირება თემში არსებულ რესურსებთან;
6. სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების და ინდივიდების ფსიქო-სოციალური დახმარება;
7. სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წახალისება და დახმარება/ხელშეწყობა საკუთარი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში;
8. საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის;
9. კვლევების, კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება;
10. სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება და განათლება ადამიანის უფლებების სფეროში.

სადაა და რაა მშვიდობა.... მართლა ომში ვართ.......
20/09/2024

სადაა და რაა მშვიდობა.... მართლა ომში ვართ.......

"ჩემთვის ეს "მშვიდობა" ომია! ომია, რომელშიც უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით და თუ ის ვერ მოვიგეთ ძალიან მალე: მართლა სიძულვილში ჩავიხრჩობით ისე, რომ გარე მტერი სულაც აღარ დაგვჭირდება!" — წერს ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.

🔗ვრცლად: https://go.on.ge/3mbb

https://www.facebook.com/photo/?fbid=804690465023185&set=a.551137903711777
12/08/2024

https://www.facebook.com/photo/?fbid=804690465023185&set=a.551137903711777

📢 თაფლის შემოწმების შედეგები

✅ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თაფლის ნიმუშები შეიძინეს და ლაბორატორიას ჩააბარეს.

🔬 სულ 36 ნიმუში შემოწმდა, 18 ნიმუში ქლორამფენიკოლის (იგივე ლევომიცეტინის) შემცველობაზე, ხოლო 18 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე (8 პრეპარატი).

:) საბედნიეროდ, ანტიბიოტიკების შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა.

👉 შემოწმებული ნიმუშების სია და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6820

09/12/2023

📢 სურსათის ეროვნული სააგენტოს რეაგირება დაბინძურებული ყველის ნიმუშების გამოვლენის შემდეგ

🔎 მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ყველის ნიმუშები შემოწმდა.

❗️ ლაბორატორიული კვლევების შედეგად გამოვლინდა 12 მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული ნიმუში.

❗️ შედეგების შესახებ შეტყობინებები გაეგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს).

შეტყობინებების მიღების შემდეგ სეს-მა შემდეგი ქმედებები განახორციელა:

✅ შეამოწმა 18 სურსათის ბიზნესოპერატორი.
✅ შეუსაბამობები დაუფიქსირა 10 მეწარმეს, რომელთაც მათი გამოსწორება დაევალათ.
✅ დააჯარიმა 8 მეწარმე.
✅ აქედან, 6 მეწარმე დაჯარიმდა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის და რეგისტრაციის გავლამდე საქმიანობა აეკრძალა.

🎯 მთლიანობაში, სეს-ის რეაგირება შეიძლება დადებითად შევაფასოთ.

❓ კითხვის ნიშნები რჩება, „დიდგორის“ ბრენდის ყველის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის ნიმუშებიც სეს-მა ლაბორატორიულად არ გადაამოწმა.

⏳ დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება შეტყობინების ადრესატებისადმი პასუხების გაცემის ვადები. 7-დან 5 შემთხვევაში იგი აღემატებოდა 20 დღეს, 2 შემთხვევაში კი 32 და 38 დღე შეადგინა.

⚠️ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იმაზე მოწმობს, რომ არაეტიკეტირებული ყველის მიკვლევადობა და ჰიგიენური მდგომარეობა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს.

👉 დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6813

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

ასოციაცია "სოციალური ქოლგა" ესწრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების სადისკუსიო შეხვედრას - "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმი...
14/06/2023

ასოციაცია "სოციალური ქოლგა" ესწრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების სადისკუსიო შეხვედრას - "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (AML / CFT) და ამ პროცესების ზეგავლენა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე".

შეხვედრის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და სამოქალაქო ორგანიზაციების ხედვების კონსოლიდაცია საქართველოში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის (AML/CFT) პროცესებზე.

ღონისძიება იმართება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, INSPIRES-ს პროგრამის ფარგლებში. პროექტი შესაძლებელი გახადა არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრმა (ICNL), USAID-ის დაფინანსებით.






#ასოციაციასოციალურიქოლგა

ასოციაცია "სოციალური ქოლგა" გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 🎈🎉🎊ბედნიერი ბავშვობა ყველა ბავშვს! ❤️🌞🌈   #ასოცია...
01/06/2023

ასოციაცია "სოციალური ქოლგა" გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 🎈🎉🎊

ბედნიერი ბავშვობა ყველა ბავშვს! ❤️🌞🌈



#ასოციაციასოციალურიქოლგა

26/04/2023
19-20 აპრილს, ასოციაცია ”სოციალური ქოლგა Social umbrella მონაწილეობას იღებს სამუშაო შეხვედრაში “მშობლების როლი ნარკოტიკე...
20/04/2023

19-20 აპრილს, ასოციაცია ”სოციალური ქოლგა Social umbrella მონაწილეობას იღებს სამუშაო შეხვედრაში “მშობლების როლი ნარკოტიკების პრევენციაში”.

შეხვედრა ტარდება ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის პროექტის “ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში” ფარგლებში.

Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
Pompidou Group of the Council of Europe
Council of Europe

ასოციაცია "სოციალური ქოლგა" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 💝💝💝
16/04/2023

ასოციაცია "სოციალური ქოლგა" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 💝💝💝

ასოციაცია სოციალური ქოლგა Social umbrella ესწრება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სახელმ...
30/03/2023

ასოციაცია სოციალური ქოლგა Social umbrella ესწრება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სახელმძღვანელოს “სახელმძღვანელო პრინციპები ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციისა და რეაგირებისთვის” პრეზენტაციასა და დისკუსიაზე

ბულინგი და კიბერბულინგი მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა დღეს და მისი პრევენციისთვის აუცილებელია საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობა და მეტი აქტიურობა.



22/03/2023

Product/service

04/03/2023
იხილეთ კახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა, რომელიც აფიქსირებს ჩვენს ერთიან აზრს და პოზიციას! #არადი...
04/03/2023

იხილეთ კახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა, რომელიც აფიქსირებს ჩვენს ერთიან აზრს და პოზიციას!

#არადიქტატურას
#ევროპაარჩევანია
#არაოკუპაციას

კახეთის რეგიონული, სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წ....

მადლობა საინტერესო შეხვედრისთვის ✨  Association of Georgia  USAID Economic Security Program  #სოციალური ქოლგა Social umb...
22/02/2023

მადლობა საინტერესო შეხვედრისთვის ✨

Association of Georgia
USAID Economic Security Program

#სოციალური ქოლგა Social umbrella

📣 რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!🔸 ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო...
21/02/2023

📣 რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!

🔸 ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

🔸 ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

🔸 ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.

🔸 რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

🔸 ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

🔴 ამ დროისთვის განცხადებას ხელს აწერს 270-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცანოთ შემდეგ ბმულზე:

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ ....

გაეცანით ჩვენს ანგარიშს, საინტერესო გამოვიდა. მადლობა ყველა ჩართულ მხარეს თანამშრომლობისთვის.საქართველოს სტრატეგიული კვლ...
14/02/2023

გაეცანით ჩვენს ანგარიშს, საინტერესო გამოვიდა.

მადლობა ყველა ჩართულ მხარეს თანამშრომლობისთვის.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
სოციალური ქოლგა Social umbrella


European Union in Georgia
#კოლეჯიპრესტიჟი
#აისი

🌟გაეცანით მონიტორინგის ანგარიშს: კახეთის რეგიონში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან
🔸წვდომა: https://rb.gy/hx8hep
🇬🇪🇪🇺 ანგარიში მომზადდა სოციალური ქოლგა Social umbrella მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით. ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში.
European Union in Georgia

Address

Telavi
2200

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995593737121

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოციალური ქოლგა Social umbrella posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სოციალური ქოლგა Social umbrella:

Share