BPW Georgia • საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • BPW Georgia • საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანება

BPW Georgia • საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანება BPW Georgia - Official representative of BPW • The International Federation of Business and Professional Women

BPW (International Federation of Business and Professional Women) - საქმიან ქალთა საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც საერთო ღირებულებებითა და მისიით აერთიანებს საქმიან და პროფესიონალ ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ფედერაციის შექმნის იდეა 1930 წელს შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, დოქტორი ლენა მადსენ ფილიპსის ინიციატივით გაჩნდა მსოფლიო ქალთა ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დ

ა დღემდე წარმატებით მოღვაწეობს მსოფილოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ფედერაციის მთავარი მიზანი ქალების თანაბარი შესაძლებლობების გაცნობას ემსახურებოდა, როგორც ეკონომიკურ და სამოქალაქო, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. BPW Georgia • საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანება - საერთაშორისო ფედერაციის (BPW International) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. BPW Georgia-ს საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს მეწარმე, საქმიან და პროფესიონალ ქალთა ხელშეწყობა, მათი თვითრწმენისა და მოტივაციის ზრდა, პროფესიული თუ პიროვნული კომპეტენციების განვითარება და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებლობების გაჩენა საერთაშორისო მასშტაბებით.

სწორედ ამ მიზნების რეალიზებისთვის შექმნა გაერთიანების უმაღლესი ორგანო - "დარგობრივი კომიტეტების საბჭო", რომელიც ჩაშლილია შემდეგ სამ მიმართულებად:

○ ტრენინგებისა და განვითარების საბჭო
○ მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების საბჭო
○ ციფრული და ტექნოლოგიური განვითარების საბჭო



BPW (International Federation of Business and Professional Women) is an international association with common values ​​and mission, that brings together business and professional women around the world. The idea of ​​creating a federation belongs to Dr. Lena Madsen Phillips and was founded in 1930, Geneva, Switzerland, for promoting business and economic abilities for women around the world. The federation successfully operates in more than 100 countries around the world. The main goal of the federation was to introduce equal opportunities for women in both economic and civil as well as political life. BPW Georgia • Unity of Business and Professional Women - is an official Representative of the International Federation (BPW International) in Georgia. The main activities of BPW Georgia are promoting possibilities for entrepreneurial, business and professional women, increasing their self-confidence and motivation, developing professional and personal competencies and, most importantly, creating opportunities on the international scale. To achieve these goals, the highest body of the union - the "Council of Sectoral Committees" was created, which is divided into the following three areas:

○ Training and Development Council
○ Entrepreneurship and Business Development Council
○ Digital and Technological Development Council

09/06/2026
03/06/2026

🌿✨ გეპატიჟებით განსაკუთრებულ შეხვედრაზე BPW ქალთა კლუბში ✨🌿

📅 6 ივნისი
🕖 19:00 საათი

ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკის სპეციალისტი მამუკა მანგოშვილი, რომელიც ჩაატარებს საინტერესო და პრაქტიკულ სესიას შინაგანი ბალანსის, ენერგიისა და ცხოვრებისადმი ახალი დამოკიდებულების შესახებ.

დღევანდელ სწრაფ და დატვირთულ რეალობაში ქალები ხშირად ვცხოვრობთ მუდმივი პასუხისმგებლობების, მობილიზებისა და დაძაბულობის რეჟიმში. ზოგჯერ გვავიწყდება სილაღე, სიმსუბუქე, თამაში და ის, რაც გულს ნამდვილად ახარებს.

🌸 ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ:

✨ როგორ დავუბრუნოთ სხეულსა და გონებას ბუნებრივი სიმშვიდე
✨ როგორ შევამციროთ შინაგანი დაძაბულობა
✨ როგორ გავაძლიეროთ ენერგია და რესურსული მდგომარეობა
✨ როგორ გავიხსენოთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების ხელოვნება

რადგან ქალის ნამდვილი ძალა მხოლოდ შრომასა და პასუხისმგებლობებში არ არის, ის ასევე სილაღეში, შემოქმედებაში, სიხარულსა და ცხოვრებით ტკბობის უნარშიცაა. 💫

📍 BPW ქალთა კლუბი
📍 დ. უზნაძის 72

📲 დასწრების მსურველებმა მოგვწერეთ წინასწარ.

💙🌿✨

🏨✨ BPW Georgia-ს წევრი გახდა სასტუმრო „ტერასა ახალციხე“ ✨🏨მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ BPW Georgia-ს პროფესიულ ქსელს შე...
02/06/2026

🏨✨ BPW Georgia-ს წევრი გახდა სასტუმრო „ტერასა ახალციხე“ ✨🏨

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ BPW Georgia-ს პროფესიულ ქსელს შემოუერთდა სასტუმრო Terrace Akhaltsikhe • ტერასა ახალციხე ადგილი, რომელიც სტუმრებს განსაკუთრებული გარემოთი, მაღალი სტანდარტების მომსახურებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით მასპინძლობს. 🤝

🌿 „ტერასა ახალციხე“ გამოირჩევა:

✨ სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებითა და განსაკუთრებული ყურადღებით თითოეული სტუმრის მიმართ
✨ კომფორტული და დახვეწილი გარემოთი
✨ ულამაზესი ხედებითა და სასიამოვნო ატმოსფეროთი
✨ მაღალი სტანდარტების მომსახურებით
✨ როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი მოგზაურობისთვის იდეალური პირობებით

💙 განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სასტუმრო „ტერასა ახალციხე“ BPW Georgia-ს წევრებს სთავაზობს განსაკუთრებულ პირობებს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების გაერთიანება, რომლებიც ხარისხს, პროფესიონალიზმსა და განვითარებაზე ორიენტირებულ ხედვას იზიარებენ.

ვუსურვებთ სასტუმრო „ტერასა ახალციხეს“ წარმატებას, უამრავ კმაყოფილ სტუმარს და ახალ შესაძლებლობებს BPW Georgia-ს დიდ ოჯახთან ერთად! 🌟

💙🏨✨

დღეს ჩვენი წევრის, საუკეთესო ქალბატონის დაბადების დღეა!🌷 ძვირფასო მირანდა, გილოცავთ დაბადების დღეს! 🎉გისურვებთ ჯანმრთელო...
01/06/2026

დღეს ჩვენი წევრის, საუკეთესო ქალბატონის დაბადების დღეა!
🌷 ძვირფასო მირანდა, გილოცავთ დაბადების დღეს! 🎉

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებასა და უამრავ სიხარულს როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.

დაე, ყოველი ახალი დღე სავსე იყოს საინტერესო შესაძლებლობებით, შთაგონებითა და იმ ადამიანების სიყვარულით, რომლებიც გაფასებენ და მხარს გიჭერენ. ✨

მოხარული ვართ, რომ BPW Georgia-ს ძლიერი და წარმატებული ქალების ქსელის წევრი ხართ. თქვენი ენერგია, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. 💙

გისურვებთ ახალი მიზნების მიღწევას, წარმატებულ პროექტებს, ფინანსურ კეთილდღეობასა და ბედნიერ მომენტებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

დაბადების დღეს გილოცავთ! 🌹🎂🥂

სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით,
💙 BPW Georgia
Connect • Share • Grow ✨

🥐✨ დღეს BPW საქართველოს წევრებს ფრანგულმა საკონდიტრო ბულანჟერია „ჟენუაზმა“ უმასპინძლაBPW საქართველო აგრძელებს ტრადიციას,...
30/05/2026

🥐✨ დღეს BPW საქართველოს წევრებს ფრანგულმა საკონდიტრო ბულანჟერია „ჟენუაზმა“ უმასპინძლა

BPW საქართველო აგრძელებს ტრადიციას, რომელიც აერთიანებს პროფესიონალ და საქმიან ქალებს თბილ, მეგობრულ და შთამაგონებელ გარემოში

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქსელის წევრს, Génoise • ჟენუაზი ს, Lali Samsonidze ს რომელმაც დღეს გვიმასპინძლა და შესანიშნავი გარემო შეგვიქმნა.

🇫🇷 „ჟენუაზი“ გამოირჩევა ფრანგული ბულანჟერიის ტრადიციებით, მაღალი ხარისხის პროდუქციით, დახვეწილი დესერტებითა და განსაკუთრებული ატმოსფეროთი. ეს არის ადგილი, სადაც ფრანგული კულტურის ელეგანტურობა და ქართული სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის🤎♥️

☕ სასიამოვნო გარემოში გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ახალ იდეებზე, გაგვეზიარებინა გამოცდილება, დაგვეგეგმა მომავალი პროექტები და კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ის კავშირები, რომლებიც BPW საქართველოს გაერთიანებას განსაკუთრებულ ძალას სძენს.

💙 მადლობა ყველა წევრსა და მეგობარს, ვინც შემოგვიერთდა. სწორედ თქვენ ქმნით იმ სივრცეს, სადაც ქალები ერთმანეთს მხარს უჭერენ, შთააგონებენ და ახალ შესაძლებლობებს ქმნიან.

ერთად ვძლიერდებით, ერთად ვიზრდებით და ერთად ვქმნით ცვლილებებს.

🌷✨

💼 რამდენად მზად არის თქვენი ბიზნესი სამართლებრივი რისკებისა და თანამედროვე ბიზნეს გამოწვევებისთვის?დღევანდელ ბიზნეს გარე...
27/05/2026

💼 რამდენად მზად არის თქვენი ბიზნესი სამართლებრივი რისკებისა და თანამედროვე ბიზნეს გამოწვევებისთვის?

დღევანდელ ბიზნეს გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
✔ სამართლებრივი რისკების პრევენცია
✔ სწორად გამართული დოკუმენტაცია
✔ უსაფრთხო ხელშეკრულებები
✔ პროფესიული იურიდიული მხარდაჭერა

სწორედ ამიტომ ვატარებთ მოკლე კვლევას, რათა უკეთ გავიგოთ ბიზნესების სამართლებრივი საჭიროებები, გამოწვევები და ინტერესები.

📋 თუ ხართ მეწარმე, კომპანიის წარმომადგენელი ან ბიზნესის მფლობელი; გთხოვთ, დაგვითმოთ რამდენიმე წუთი და შეავსოთ კითხვარი.

თქვენი პასუხები დაგვეხმარება ბიზნესისთვის უფრო ეფექტური, პრაქტიკული და საჭირო სამართლებრივი მხარდაჭერის სერვისებისა და პროგრამების შექმნაში 🤝

🔗 კითხვარის ბმული:
https://forms.gle/GYYdYpKVPEDNwLLH7
Google Form Survey

🌍✨BPW Georgia-ს წევრი გახდა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში წარმატებული კომპანია Greenway Logistics, ხო...
25/05/2026

🌍✨
BPW Georgia-ს წევრი გახდა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში წარმატებული კომპანია Greenway Logistics, ხოლო ჩვენს პროფესიულ ქსელს შეუერთდა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნატალია რაჯებაშვილი 🤝

🌍 კომპანიის საერთაშორისო აღიარებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია შვეიცარიაში, FIATA-ს(სატრანსპორტო ექსპედიტორთა საერთაშორისო ფედერაციის ასოციაცია) მიერ მიღებულ სერტიფიკატებს!

💼 განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ Greenway Logistics BPW Georgia-ს წევრებს სთავაზობს სპეციალურ, შეღავათიან პირობებსა და მომსახურებას საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

BPW Georgia მოხარულია, რომ ჩვენს ქსელს ისეთი პროფესიონალები და ძლიერი ქართული ბრენდები უერთდებიან, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს, ლიდერობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ხედვას ქმნიან 💙

ვუსურვებთ Greenway Logistics-ს და ნატალია რაჯებაშვილს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, საერთაშორისო პარტნიორობებსა და ახალ შესაძლებლობებს ✨

🌐 www.gwl.ge
✉️ [email protected]
✉️[email protected]

📞 +995 597 18 18 97
📞 +995 032 2 18 18 57

24/05/2026

BPW - ს წევრი

თუ გინდა იყო გარემოში, სადაც
✔ გისმენენ
✔ გაძლიერებენ
✔ გაკავშირებენ სწორ ადამიანებთან
მაშინ BPW Georgia შენთვისაა 🤍✨

Address

#72 Dimitri Uznadze
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322308661

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BPW Georgia • საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to BPW Georgia • საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანება:

Share