Wine Tourism Association / ღვინის ტურიზმის ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Wine Tourism Association / ღვინის ტურიზმის ასოციაცია

Wine Tourism Association / ღვინის ტურიზმის ასოციაცია The development of wine tourism in Georgia
ღვინის ტურიზმის განვითარება საქართველოში

ორგანიზაციის შესახებ:
ღვინის ტურიზმის ასოციაცია დაარსდა 2014 წელს საინიციატივო ჯგუფის მიერ.
ორგანიზაციის პროფილს წარმოადგენს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ღვინის ტურიზმის პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, გამოცდილებისა და ხედვის გაზიარება დარგის განვითარებულ და საწყის ეტაპზე მყოფი ობიექტებისთვის, მდგრადი ტურიზმის ჩამოყალიბე

ბაში ჩართულობა. About Organization:
Wine Tourism Association was founded in 2014 by the initiative group. The goal of the organization is to promote wine tourism in Georgia, to participate in wine tourism projects and activities, cooperate with government structures, to share experiences and vision of the field, as well as the initial facilities for the establishment of sustainable tourism involvement.

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ლეჩხუმი“, „რაჭა“ და „საზანოს ოცხანური“ დაემატა:დ...
29/12/2025

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ლეჩხუმი“, „რაჭა“ და „საზანოს ოცხანური“ დაემატა:

დასახელება: ლეჩხუმი
ღვინო „ლეჩხუმი“ მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი და ქარვისფერი.
ღვინო „ლეჩხუმის“ მიკროზონა მდებარეობს ლეჩხუმში და მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული რიონის, ლაჯანურისა და ცხენისწყლის ხეობების მევენახეობისათვის ხელსაყრელ ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების არეალს.
ღვინო „ლეჩხუმი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ შესაბამის მიკროზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნიდან. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

დასახელება: რაჭა
რაჭა – წითელი მშრალი ღვინოა.
წარმოების გეოგრაფიული ადგილი და ზონები რაჭის მიკროზონაში, ონისა და ამბროლაურის გარდა, შედის ამ ორი მუნიციპალიტეტის სოფლები: ხვანჭკარა, წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ქვემო ჭყვიში, ზემო ჟოშხა, ქვემო ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, ქვემო კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი, ძირაგეული, მუხლი, ნიგვზარა, ზუდალი, შარდომეთი და სორი.
ღვინო „რაჭა“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ რაჭის მიკროზონაში მოწეული ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე, ჯამურად, ამავე მიკროზონის კაბისტონის, ძელშავის და საფერავის ჯიშების გამოყენებაც.

დასახელება: „საზანოს ოცხანური“
„საზანოს ოცხანური“ წითელი მშრალი ღვინოა.
საზანოს მიკროზონა მოიცავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზედა საზანოს, სკანდეს, მუჯირეთს, ჩიხორს, დელტას უბანს, შიმშილაქედს და, ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვედა საზანოს, ტყლაპივაკეს და შიმშილაქედს. მიკროზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 120-420 მეტრის სიმაღლეზე.
ღვინო „საზანოს ოცხანური“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ საზანოს მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება, თუმცა დასაშვებია მხოლოდ ამავე მიკროზონაში მოწეული 5% საფერავის დამატება.
წყარო - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.

🇬🇪🇪🇺✊
29/11/2024

🇬🇪🇪🇺✊

Europe is our choice
17/04/2024

Europe is our choice

იშვიათი იმერული და ლეჩხუმური ღვინოების დეგუსტაციაზე და ვახშამზე გეპატიჟებათ ჯი.ვინო • G.Vino შაბათს 16 მარტს! ✨Vintners ...
14/03/2024

იშვიათი იმერული და ლეჩხუმური ღვინოების დეგუსტაციაზე და ვახშამზე გეპატიჟებათ ჯი.ვინო • G.Vino შაბათს 16 მარტს!

✨Vintners & Vagabonds-ის მარანი შემოგთავაზებთ მსუბუქ, ხალასს და ენერგეტიკულ ბუნებრივ ღვინოების დასავლეთიდან! 🍷🍾

გაეცანით დეტალებს: https://gvino.me/პროდუქტი/იგავის-ღვინოების-დეგუსტა/
ან დასაჯავშნად დარეკეთ: 598 932 121

ეიდენმა პირველი ღვინო ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში, საკუთარი სახლის ავტოფარეხში „Vin du Patron“-ის ეტიკეტის ქვეშ დაამზ.....

📣 შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვინც პრემიუმ ხაზის ღვინის ეტიკეტირების დიზაინითაა დაინტერესებული! 🫵🏻🇮🇹 იტალიელი დიზა...
28/02/2024

📣 შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვინც პრემიუმ ხაზის ღვინის ეტიკეტირების დიზაინითაა დაინტერესებული! 🫵🏻

🇮🇹 იტალიელი დიზაინერი გთავაზობთ მოკლე კურს, რომელიც საშუალებას მოგცემთ სრულფასოვნად შეისწავლოთ ღვინის ეტიკეტის ბრენდირების და დიზაინის ყოველი დეტალი საერთაშორისო გამოცდილებით! 💥

🔍 დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ ბმულს და ასევე გაუზიაროთ თქვენს მეგობარ ილუსტრატორებს, დიზაინერებს, ღვინის მარნებს და ყველა ამ სფეროში ჩართულ ადამიანს!

Jacopo Saleri 👨🏻‍💻✨

კურსზე განხილული იქნება ღვინის ეტიკეტის დიზაინის პროცესი, დაწყებული დიზაინის ძირითადი პრინციპებით, დიზაინის ი....

Address

Tbilisi
0105

Telephone

+995599919165

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Wine Tourism Association / ღვინის ტურიზმის ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Wine Tourism Association / ღვინის ტურიზმის ასოციაცია:

Share