Our Story
დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის მიზანია: •საქართველოში დიასპორული ინვესტიციების მოზიდვა და მხარდაჭერა; •უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია; •საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სათანადო ინფორმაციითა და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით უზრუნველყოფა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება; •უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის საქართველოში პოპულარიზაცია; •საქართველოში დაბრუნების მსურველი ან/და დაბრუნებული ემიგრანტების საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, ასევე დამხმარე მექანიზმების შემოღება, რომლებიც დაინტერესებულ პირებს გაუადვილებს წვდომას ინფორმაციაზე, ფინანსებსა და განათლებაზე; •საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების დასაქმების საქმეში დახმარება; •ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებული სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის მონიტორინგი; •წევრებს შორის ურთიერთობების განვითარება, როგორც ფორმალურ და სამუშაო, ასევე არაფორმალურ გარემოში; •წევრთა კავშირების განვითარება სამთავრობო, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლებთან; •წევრებისთვის მაღალი რანგის ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება სამთავრობო, არასამთავრობო და დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლებთან; •წევრების მიერ შემოსულ პრობლემატურ საკითხებზე ექსპერტული ანალიზის განხორცილებე, სწრაფი და ადეკვატური რეაგირება; •წევრების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა და ლობირება საკუთარი რესურსის გამოყენებით; •წევრების საქმიანობის ცნობადობისა და მათი მაღალი სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა; •წევრების საექსპორტო პროდუქციის, მომსახურების რაოდენობისა და მრავალფეროვნების ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობა.