06/04/2026
2026 წლის 24-30 მარტს, ხორვატიის ქალაქ პლიტვიცეში იუნორთა შორის გო-ს 31 - ე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გაიმართა. პირველად საქართველოს ისტორიაში U16 კატეგორიაში ორმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ქუთაისის გოქაძის № 1 სკოლის მე - 9 - ე კლასის მოსწავლეებმა : გიორგი ნიკოლაძემ და რევაზ ხვადაგიანმა. სპორტსმენებთან ერთად ხორვატიაში იმყოფებოდა იმერეთის გო-ს ფედერაციის დამფუძნებელი _ გოჩა დვალიშვილი, რომელიც დიდი საქმეს აკეთებს იმერეთში ლოგიკური სამაგიდო თამაშის _ გო - ს დანერგვა - განვითარებისთვის.
ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა გვქონდა. მიუხედავად დროის სიმცირისა, ჩემმა მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ცოდნა მოიპოვეს. ხორვატიაში კი გიგიმ 6 ტურიდან 4 მოიგო, რეზიმ კი _ 3. აღნიშნულმა შედეგებმა ჩემს ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
ამ ახალგაზრდებს მომავალში ვუსურვებ უამრავ გამარჯვებას, სპორტული მწვერვალების დაპყრობას. მათი ეს გამარჯვება მაგალითის მიმცეემია ყველასთვის, ვინც ახლა იწყებს ან მომავალში დაიწყებს გო-ს შესწავლას.