Education for Development

Education for Development საქმიანობის სფეროები: სოციალური კეთილდღეობა, განათლება.

◉ვინაა მასწავლებელი, პროფესიონალი სუბიექტი თუ შესამოწმებელი ობიექტი? წლების განმავლობაში საქართველოში მასწავლებლის პროფე...
22/05/2026

◉ვინაა მასწავლებელი, პროფესიონალი სუბიექტი თუ შესამოწმებელი ობიექტი?

წლების განმავლობაში საქართველოში მასწავლებლის პროფესია თანდათან გადაიქცა არა ცოდნის, ავტორიტეტისა და თავისუფლების სივრცედ, არამედ სტატუსების, ქულებისა და ბიუროკრატიული მოთხოვნების სისტემად. მასწავლებლის შეფასება ნაკლებადაა მხარდამჭერი, მეტად დამამცირებელია.
როდესაც სისტემა მუდმივად ამოწმებს, ახარისხებს და აკონტროლებს მასწავლებელს, პროფესია კარგავს ღირსებასა და ინტელექტუალურ მიმზიდველობას.
ძლიერი განათლების სისტემები შენდება ნდობით, პროფესიული ავტონომიითა და მაღალი სოციალური სტატუსით. ასე თუ კიდევ გაგრძელდა, მასწავლებლები სანთლით საძებარი გახდება. ქვემოთ ცოტა უფრო ვრცლად, იმ ეკლექტური, მცდარი და დამაზიანებელი პოლიტიკის შესახებ, რომელიც ათწლეულებია უწყვეტად და დიდი შემართებით მიმდინარეობს საქართველოში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ცვლილებების მიუხედავად, სისტემის ძირითადი პრობლემა უცვლელი დარჩა: სახელმწიფომ ვერ შეძლო მკაფიოდ განესაზღვრა, რას ემსახურებოდა მასწავლებლის შეფასება: პროფესიული მინიმალური სტანდარტის დადგენას თუ მასწავლებელთა ერთმანეთთან შედარებით რანჟირებას.
საწყის ეტაპზე მასწავლებელთა კატეგორიები განისაზღვრა გამოცდაზე მიღებული ქულების მიხედვით. თუმცა ეს გამოცდა თავისი ბუნებით სასერტიფიკატო იყო და არა სასელექციო. ამ ორ მოდელს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა: სასერტიფიკატო გამოცდა ადგენს, ფლობს თუ არა ადამიანი პროფესიისთვის აუცილებელ მინიმალურ კომპეტენციას, ხოლო სასელექციო სისტემა ადამიანებს ერთმანეთთან შედარებით ანაწილებს. თუ ბარიერი 70 ქულაა, მაშინ 88 და 97 ქულის მქონე მასწავლებლები ორივე აკმაყოფილებენ პროფესიულ სტანდარტს. განსხვავება შეიძლება ასახავდეს ცოდნის მოცულობის ნიუანსებს, მაგრამ არა არსებით სხვაობას პროფესიულ ვარგისიანობაში. სახელმწიფომ კი ეს განსხვავება აქცია ფინანსური დიფერენციაციის მთავარ საფუძვლად, რაც პროფესიული შეფასების ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა.

შედეგად, სისტემა ორიენტირებული გახდა არა მასწავლებლის პროფესიული მხარდაჭერისა და განვითარებისკენ, არამედ ადმინისტრაციული კონტროლისა და ხელფასების ბიუროკრატიული განაწილებისკენ. ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა ხშირად ვერ ასახავდა სწავლების რეალურ ხარისხს, მოსწავლის შედეგებს ან მასწავლებლის გავლენას სასკოლო კულტურაზე. ამან კი ბუნებრივად წარმოშვა განცდა, რომ სახელმწიფო უფრო „შემოსავლების განმკარგავ ინსტიტუტად“ იქცა, ვიდრე პროფესიული განვითარების მხარდამჭერ სისტემად.

შემდგომ ეტაპზე სქემა კიდევ უფრო გართულდა: შეიქმნა სტატუსების მრავალსაფეხურიანი მოდელი: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი. თეორიულად, ეს უნდა ყოფილიყო პროფესიული ზრდის გზა, მაგრამ პრაქტიკაში პროცესი მეტწილად ბიუროკრატიულ მექანიზმად გადაიქცა. მასწავლებლების მნიშვნელოვანი დრო და ენერგია იხარჯებოდა დოკუმენტაციის, ვიდეოგაკვეთილების, ფორმალური აქტივობებისა და ადმინისტრაციული მოთხოვნების შესრულებაზე. პარალელურად, შეიქმნა ზედამხედველობითი და შემფასებელი სტრუქტურების ფართო ქსელი, რომელიც სისტემის ცენტრალიზებულ მართვას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე სკოლის გაძლიერებას.
პრობლემა მხოლოდ ფინანსური ან ადმინისტრაციული არ იყო. ყველაზე მძიმე შედეგი პროფესიის შინაარსობრივი დევალვაცია გახდა. მასწავლებლის საქმიანობა თანდათან გადაიქცა სტატუსებისა და დანამატების დაგროვების პროცესად, მაშინ როდესაც განათლების სისტემის მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო ორი რამ:
1.სკოლაში კვალიფიციური კადრების მოზიდვა;
2.კვალიფიციური კადრების შენარჩუნება.

დღეს კი ამ ორ მიზანთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს.
პირველი: სისტემას რეალურად არ აქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე, რამდენი კვალიფიციური მასწავლებელი ჰყავს ქვეყანას. სხვადასხვა პერიოდში ბარიერების ცვლილებამ და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა თავად შეფასების სისტემის სანდოობა შეასუსტა. თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია რეალური კრიტერიუმია, მაშინ მისი შეფასება უნდა იყოს თანმიმდევრული, მკაფიო და პოლიტიკური კონიუნქტურისგან დამოუკიდებელი.

მეორე: ხელფასების დიფერენციაციამ შექმნა არაჯანსაღი პრაქტიკა, როდესაც მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლები რამდენიმე სკოლაში ერთდროულად მუშაობდნენ მხოლოდ შემოსავლის გასაზრდელად. ასეთ პირობებში რთულია საუბარი ხარისხიან სასწავლო პროცესზე, პროფესიულ თვითგანვითარებაზე ან მასწავლებლის ემოციურ მდგრადობაზე.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: სისტემა ვერ გახდა ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი პროფესიული სივრცე. განათლების პოლიტიკის მთავარი ინდიკატორი უნდა იყოს არა მხოლოდ მოქმედი მასწავლებლების სტატუსები, არამედ ისიც, თუ რამდენად სურთ საუკეთესო კურსდამთავრებულებს სკოლაში მუშაობა. როდესაც აკადემიურად წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდები მასწავლებლობას არ ირჩევენ, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მხოლოდ ანაზღაურებაში არ არის, პრობლემა პროფესიის პრესტიჟში, ავტონომიაში, სამუშაო გარემოსა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაშია.

თანამედროვე განათლების კვლევები ცხადად აჩვენებს, რომ ძლიერი საგანმანათლებლო სისტემები შენდება არა გადაჭარბებული ბიუროკრატიული კონტროლით, არამედ მასწავლებლის პროფესიული ნდობით, აკადემიური თავისუფლებითა და მაღალი სოციალური სტატუსით. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ფინეთი ან ესტონეთი, მასწავლებლის პროფესია კონკურენტულია არა იმიტომ, რომ სისტემა მუდმივად ამოწმებს და რანჟირებს მასწავლებლებს, არამედ იმიტომ, რომ სკოლაში მუშაობა აღიქმება მაღალი ინტელექტუალური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმიანობად.

ამიტომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის მთავარი კითხვა უნდა იყოს არა ის, როგორ დავახარისხოთ მასწავლებლები, არამედ როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ძლიერი ადამიანები თავად მოისურვებენ სკოლაში მუშაობას, პროფესიულ ზრდას და სისტემაში დარჩენას.

პ.ს. არ მაქვს ილუზია, რომ უახლოეს მომავალში რაიმე შეიცვლება. იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვინც შეძლებს ამ ჭაობში ჩაძირული სისტემის ცვლილებას, შეიძლება მისთვის იყოს საინტერესო. ის ახლა ალბათ 20-22 წლის ახალგაზრდაა.
ეს ფოტო ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, ფიროსმანის ყაიდაზე. ტექსტი ჩემია.

23/04/2026

ივანე ჯავახიშვილი - 150

„კარგი ვარ იმას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა, კარგი ჩვენც მოგვეწონება, ცუდი არც თავის დედასა..."

23/04/2026

ინგა თეთრაძის ფოტოები მოვძებნე...

წავიდა იმ ქვეყნად, ბევრი მადლიერი ადამიანი დავრჩით.

მე კი დარწმუნებული ვარ, ინგას სახელი დიდხანს იცოცხლებს და მისი ლიტერატურული შვილი რატომელა ბევრ ბავშვს შეაყვარებს კითხვას და გაუნათებს სამყაროს... #ინგათეთრაძე #რატომელა
Inga Tetradze

ხელოვნური ინტელექტის აკრძალვის თაობაზე, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, სანამ ხელოვნური ინტელექტი თავად არ დაგვიწერს ნებისმი...
03/04/2026

ხელოვნური ინტელექტის აკრძალვის თაობაზე, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, სანამ ხელოვნური ინტელექტი თავად არ დაგვიწერს ნებისმიერ კითხვაზე პასუხს, ან არ გაქრება ვირტუალური სივრციდან! 👇

თუ გარდიანს დავუჯერებთ, (სხვა წყაროებში არ გადამიმოწმებია, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბავი მგონია და ამიტომ ვაქვეყნებ), ვიკიპედიამ აკრძალა AI-ს მიერ შექმნილი ტექსტების გამოქვეყნება! ჯიმი უელსის (ვიკიპედიის ერთ-ერთი დამფუძნებელი) აზრით, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ადამიანმა დაიხმაროს ტექსტების რედაქტირებასა და კორექტურაში, მაგრამ AI-იმ არ უნდა შექმნას შინაარსი, რადგან ვიკიპედიის სტანდარტების შესაბამისი არ არისო.
გუგლი სხვანაირად მოიქცა, საძიებო სისტემაში ჩააშენა AI, როდესაც ვეძებთ, პირველად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ინფორმაციას გვთავაზობთ. სხვაგვარად ჩემი აზრით ეს საძიებო სისტემა გაქრებოდა.

მართლა მაინტერესებს, ვიკიპედიის მხრიდან გონივრულია ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი შინაარსის აკრძალვა და ეს აკრძალვა შეაჩერებს ხელოვნური ინტელექტის მძლავრ ტალღას და ვეღარ შემოიჭრება ჩვენ ინტელექტუალურ პროცესებში? იმუშავებს აკრძელვები, რეგულაციები, დაბრმავება და დაყრუება, ვეღარ დავინახავთ ხელოვნური ინტელექტს და ვეღარ გავიგებთ ხელოვნური ინტელექტის ხმას?
დაწერეთ თქვენი პასუხები და მოსაზრებები! 👇
პ.ს. ტექსტი მე დავწერე, ნახატი ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა, ჩემი დავალებით.

ქართული სკოლა და დემოკრატია, ანუ სოციალისტური და კომუნისტური იდეები1905 წლის ნააზრევისასკოლო დემოკრატიაზე წინა საუკუნის ...
02/04/2026

ქართული სკოლა და დემოკრატია, ანუ სოციალისტური და კომუნისტური იდეები
1905 წლის ნააზრევი

სასკოლო დემოკრატიაზე წინა საუკუნის დასაწყისშიც ფიქრობდნენ. გთავაზობთ 1905 წლის 25 აპრილს გამოცემულ პეტრე სურგულაძის წიგნს/პამფლეტს (პირველ კომენტარში), ,,დაწყებითი განათლება“. ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს, როგორ ხედავდნენ მაშინსოციალ-დემოკრატები განათლების განთავისუფლების საქმეს.
გავიხსენოთ, რა ხდებოდა იმ დროს. 1905 წლის იანვარის ,,სისხლიან კვირას“ მოჰყვა გაფიცვები და აჯანყებები მთელ იმპერიაში, ხოლო ოქტომბერში, ნიკოლოზ II გამოსცა ,,ოქტომბრის მანიფესტი“ სამოქალაქო თავისუფლებებისა და სათათბიროს შესახებ.
ამიტომ გასაკვირი არაა, არც პამფლეტის შინაარსი და პათოსი, არც იმდროინდელი ქართველების მემარცხენე იდეებით გატაცება.
სურგულაძე თვლის, რომ საქართველო (როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი) ჩამორჩენილია და მას სჭირდება დემოკრატიული, საერო, საყოველთაო, სავალდებულო და უსასყიდლო დაწყებითი განათლება, სადაც ბიჭები და გოგოები ერთად ისწავლიან, გაუქმდება წოდებრივი და ქონებრივი უთანასწორობა, ხოლო ეკლესია გამოიყოფა სკოლიდან. იგი უპირისპირდება ფეოდალურ-კონსერვატიულ ძალებს, რომლებიც აფერხებენ ხალხის განათლებას (მაგ., „განა მეღორისთვის წერა-კითხვა საჭირო არისო?“).
თუ განათლებას გაბატონებული კლასი თავისი ბატონობის შესანარჩუნებლად იყენებს, მაშინ სკოლა უნდა განთავისუფლდეს.
,,სკოლას ეძლევა პოლიტიკური მნიშვნელობა. ის მოკლებულია თავისუფალ განვითარებას,საჭიროებს ემანსიპაციას. ვინ უნდა მოახდინოს ეს ემანსიპაცია? რასაკვირველია, იმ კლასმა, რომელიც საზოგადოდ ებრძვის ყოველ გვარ დაჩაგვრას და საერო თანასწორობის დამყარების განხორციელებას ემსახურება, ეს დემოკრატიის საქმეა“.
ავტორიც დემოკრატიისა და განთავისუფლების მომხრეა. ის წერს, რომ საზოგადოების ხელში უნდა გადავიდეს აღზრდის საქმე და მასთან ერთად დამკვიდრდეს ,,კომუნიზმი აღზრდის საქმეში“ (გვ. 30). მკვეთრად უპირისპირდება ეკლესიას და რელიგიურ სწავლებას სკოლაში. მისი პრინციპია: „ეკლესია გამოაშოროს სახელმწიფოს გამგეობას, გახადოს კერძო სინდისის საქმედ, ხოლო სკოლაში დაამყაროს საერო პრინციპი“ (გვ. 44).
ასევე მოითხოვს ბავშვთა შრომის აკრძალვას, ღარიბი მოსწავლეებისთვის ტანსაცმლის, სასწავლო ნივთებისა და უფასო სადილის მიწოდებას, ასევე სქესთა თანასწორობასა და ერთად სწავლას.

მიუხედავად ამ პუბლიკაციის მემარცხენე ბუნებისა, სურგულაძეს არ ივიწყებს დაწყებითი განათლების ეროვნულ საფუძველს და სწავლების პრინციპებს, კერძოდ მშობლიური ენიაზე სწავლის მნიშვნელობას, განათლება ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საშუალებად მიაჩნია. წერს: ,,ჩვენ ამით ის არ გვინდა ვთქვათ, თითქო სკოლა უნდა ავითარებდეს ეროვნულ. ეგოიზმს, შოვინიზმს , სთესავდეს ერთა მორის სიძულვილს და მტრობას. სრულიადაც არა. ჩვენ ამით აღვიარებთ მირთალ პედაგოგიურ პრინციპს. შეუძლებელია გონიერი სწავლება, გონიერი აღზრდა თუ მას საფუძვლად არ უდევს სამშობლო ენა და სამშობლო კულტურა. სწავლებისძირითადი პრინციპია თან-და-თანი გადასვლა ნაცნობიდან უცნობზე, ახლოდან შორეულზე”.

სოციალ-დემოკრატი სურგულაძე 1906 წლიდან სოციალისტ-ფედერალისტია. პოლიტიკური საქმიანობის გამო ბევრჯერ დაპატიმრებული, გაძევებული კავკასიიდან. 1921 წელს დატოვა საქართველო და სტამბოლში დევნილობაში გარდაიცვალა.

#განათლების ისტორია
ბმული პირველ კომენტარში.
პ.ს. დაწყებით განათლებაში სურგულაძე გულისხმობს საყოველთაო უფასო განათლებას და არა დღევანდელი გაგებით დაწყებით განათლებას.

საქართველოს განათლების ისტორიის საკითხებიბევრ თქვენგანს აინტერესებს, როგორი იყო განათლების საკითხები საქართველოში. გიზია...
23/03/2026

საქართველოს განათლების ისტორიის საკითხები

ბევრ თქვენგანს აინტერესებს, როგორი იყო განათლების საკითხები საქართველოში.

გიზიარებთ მასალების კრებულს, ,,სწავლა-აღზრდის საკითხები საქართველოში, რომელიც გამოიცა 1937 წელს.

ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ, როგორც წინასიტყვაობაში წერია:

,,ვრცელი მასალაა შეგროვილი სწავლა-აღზრდის შესახებ მე-19 საუკუნეში, ასეთია: პედაგოგიური და პროფესიონალური განათლება, სასულიერო უწყების სკოლები და განსაკუთრებით ტფილისის სასულიერო სემინარია, საერო განალება, ქართული კულტურულ-განმანათლებელი საზოგაღოებანი და ყველაზე
მნიშვნელოვანი მათ ზორის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომლის ისტორია ცალკე იწერება სექციის მიერ; საყურადღებო მასალაა გამოვლენილი სწავლა-აღზრდის საქმეში რუსიფიკატორული პოლიტიკის შესახებ და სხვ."

ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს წარსულის გააზრების გარეშე ძნელია დღევანდელი მოცემულობის შეფასება, ხოლო ჩვენმა განათლების სისტემამ ისეთივე რთული გზა გაიარა, როგორც ჩვენმა სამშობლომ.

ამ კრებულში ნახავთ:

1. დოც. ნ. ბერძენიშვ ი ლ ი —მასალები მეთერთმეტე საუკუნეში სწავლა-აღზრდის შესახებ
2. პროფ. სიმონ ჯანა შ ი ა — შეხედულება ფეოდალურ აღზრდისა და
განათლების შესახებ და მათი წესები XVII საუკუნის საქართველოში
3. ქ. შარა შ ი ძ ე —ქართული ნაბეჭდი სახელმძღვანელოები მეთვრამეტე საუკუნეში
4. პროფ. ა. ბარამიძე —საჯარო პაექრობა თელავის სემინარიაში.
5. ვ. ხურ ო ძ ე — კითხვისა და წერის შესწავლის მეთოდი ძველ საქართველოში
6. ტრ. ხუნდაძე-საერო განათლება საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში .
7. ი. ბაკურაძე-ტფილისის სასულიერო სემინარია 1817—1835 წ.
3. სოკ. dიმისტარიშ ვ ი ლ ი — კერძო სასწავლებლები საქართველოში 1830-1836 წ.
9. პროფ. ვუკოლ ბერი ძ ე —სვიმონ-კუტი ფირცხალავა (ქვემო იმერეთზი წერა-კითხვის გავრცელების ისტორიისათვის)
10.მ. ბერძნიშეილი —პირველი ბეჭდური ქართული არითმეტიკისათვის
11. თ. ბეგიაშვილი – ქართული ენა ტფილისის სასულიერო სემინარიაში 1859—67 წლებში .
12. ტრ. bუნდაძე-ტფილისში უმაღლესი სასწავლებლის დაარსების ისტორიისათვის .
13. ეპიზოდი ვაჟა-ფშაველას პედაგოგიურ მოღვაწეობიდან
14. თ. ბეგიაშვილი —ტფილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებლის ისტორიიდან.

კრებულის ბმული იხილეთ კომენტარში. სხვა პუბლიკაციებსაც გაგიზიარებთ როგორგ ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე

#განათლებისისტორია

კალენდარული მანიპულაციის აბსურდიუკვე მერამდენედ, აღარ მახსოვს, კალენდარული მანიპულაცია ხდება მშობლების ღელვის მიზეზისაქა...
03/03/2026

კალენდარული მანიპულაციის აბსურდი

უკვე მერამდენედ, აღარ მახსოვს, კალენდარული მანიპულაცია ხდება მშობლების ღელვის მიზეზი

საქართველოში სკოლის მიღების წესებს ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, და როგორც წესი, არგუმენტად ხან რას ამბობენ და ხან რას.

ჯერ კიდევ გუშინ 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვი პირველ კლასში სწავლას ვერ დაიწყებდა, ხოლო გასულ წელს თუ 31 დეკემბერს იყო დაბადებული, მაშინაც მიდიოდა სკოლაში. დღეს, ალიონზე, შევიტყვეთ რომ ამ წელსაც, 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვები მივლენ სკოლაში.

პრობლემა თარიღია?! არა! პრობლემა არის არასტაბილურობა და გადაწყვეტილების ლოგიკის ნაკლებობა.

👉 კალენდარული მანიპულაცია ვერ ჩაითვლება ხარისხის განვითარების მახასიათებლად.

გადაწყვეტილება ყოველწლიურად იცვლება, ესე იგი სტრატეგიული ხედვა არ არსებობს, პრობლემაა სტრატეგიული არათანმიმდევრულობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის არაარსებობა.

რა კარგი იქნებოდა, ვიცოდეთ მიქანაძემ და კომპანიამ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო კვლევა, დემოგრაფიული ან საგანმანათლებლო ანალიზი, იფიქრა სასკოლო მზაობაზე, რომელიც ემოციურ, კოგნიტიურ და სოციალურ სიმწიფეს გულისხმობს.

განათლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროგნოზირებადობა და ნდობაა.
რეფორმა უნდა ცვლიდეს ხარისხს, თარიღის ნაცვლად.

მშობლებს ვურჩევდი, დააკვირდნენ შვილს, თუ

✔️ შეუძლია დამოუკიდებლად ჩაცმა/გახდა
✔️ შეუძლია თანატოლებთან კომუნიკაცია
✔️ უსმენს და ასრულებს დავალებას
✔️ გამოხატავს ინტერესს წიგნისა და სწავლის მიმართ

რადგან მთავრობა არ ეშვება კალენდარულ მანიპულაციას, მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილება.

01/03/2026

შეიძლება ასეთ კარგ პროგრამებს კარგავდეს საქართველო?!

Address

Pekini Str
Tbilisi
0168

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Education for Development posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Education for Development:

Share