Europa Nostra Georgia

Europa Nostra Georgia Country represantation of Europa Nostra in Georgia

ევროპა-ნოსტრა - მემკვიდრეობის ორგანიზაციების პან ევროპული გაერთიანებაა, რომელიც დაარსდა 1963 წლის 29 ნოემბერს.
ევროპა ნოსტრა არის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საზოგადოების ხმა ევროპაში.
ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას. 2016 წელს ამ გაერთიანებას საქართველოც შეუერთდა.

🔴🇪🇺 ევროპა ნოსტრამ საქართველოში ევროპული ღირებულებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრ...
01/11/2025

🔴🇪🇺 ევროპა ნოსტრამ საქართველოში ევროპული ღირებულებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლების სოლიდარობის განცხადება გაავრცელა.

🔴🇪🇺 2025 წლის 12-15 ოქტომბერს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სამიტის ფარგლებში ბრიუსელში გამართული დისკუსიების, ასევე სამი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მიმდინარე წელს შემუშავებული ერთობლივი განცხადებისა და ინიციატივის - „კულტურული შეთანხმება ევროპისათვის“ - შესაბამისად, ევროპა ნოსტრა ურყევ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, კერძოდ კი, საქართველოს კულტურის მუშაკებს, მემკვიდრეობის სპეციალისტებსა და მოხალისეებს, რომლებიც მედგრად იცავენ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ შორის კულტურულ უფლებებს, კანონის უზენაესობას და გამოხატვის თავისუფლებას.

ვრცლად იხ: https://shorturl.at/mbxHv

Europa Nostra Statement (PDF) Following the recent discussions at the European Cultural Heritage Summit 2025 held in Brussels from 12-15 October, and referring to the statement…

🌟ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2026 🌟  📢გაგზავნეთ თქვენი განაცხადი 2025 წლის 9 სექტემბრამდე ❗️  👉როგ...
11/06/2025

🌟ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2026 🌟
📢გაგზავნეთ თქვენი განაცხადი 2025 წლის 9 სექტემბრამდე ❗️

👉როგორც ინდივიდუალური პირი ან ორგანიზაცია ჩართული ხართ კულტურული მემკვიდრეობის პროექტში, რომელიც იმსახურებს ევროპულ აღიარებას?

🔴ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/„ევროპა ნოსტრას ჯილდო - 2026“ მზად არის განაცხადების მისაღებად!
ეს არის შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ თქვენი გამორჩეული წვლილი კულტურულ მემკვიდრეობაში და იბრძოლოთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული პრიზების მოსაპოვებლად ამ სფეროში.

🏆 ჯილდოები გაიცემა გამორჩეული მიღწევებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, კონსერვაციასა და კვლევაში, ასევე, ამ უკანასკნელის პოპულარიზაციაში. ისინი მოიცავენ მატერიალური, არამატერიალური და ბუნებრივი მემკვიდრეობის სხვადასხვა კატეგორიებსა და პროექტებს.

👉განაცხადები მიიღება შემდეგ 5 კატეგორიაში:

🔸კონსერვაცია და განახლებული / ადაპტირებული გამოყენება
🔸კვლევა
🔸განათლება, სწავლება და უნარები
🔸მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება
კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები

🔴პრიზების პროგრამა დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ ახორციელებს Europa Nostra

🇪🇺 ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო ფინანსდება ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ.

👉რატომ უნდა შეიტანოთ განაცხადი?

ჯილდოს მოგება მოიცავს:

🔹სარგებელს: მოიპოვებთ ევროპულ აღიარებას, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე თქვენს შესახებ ცნობიერება ამაღლდება, ვიზიტორთა რაოდენობისა და/ან დაფინანსების შემდგომი შესაძლებლობები გაგეზრდებათ.

🔹ფულად პრიზებს: გექნებათ შანსი მოიგოთ 10 000 ევროს ოდენობის გრან-პრი და დამატებით 10 000 ევროს ოდენობის "ხალხის რჩეულის ჯილდო".

🔹პროფესიულ ქსელებთან დაკავშირებას: შეუერთდებით მემკვიდრეობის პროფესიონალების, ექსპერტებისა და ენთუზიასტების ევროპულ ქსელებს.

🔹ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ნამუშევარი ყურადღების ცენტრში მოექცეს და თქვენი მიღწევები ევროპის მასშტაბით იქნას გაზიარებული.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ონლაინ განაცხადის გასაგზავნად ეწვიეთ:
www.europeanheritageawards.eu

🗓️ განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 9 სექტემბერი.

📢გაავრცელეთ ინფორმაცია:
იცნობთ ვინმეს, ვინც ღირსეული კანდიდატია განაცხადის შესატანად ჯილდოებზე? გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მას და დაგვეხმარეთ, ხმა მივაწვდინოთ მეტ კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონს

🔗For information in English, please visit: www.europeanheritageawards.eu

🗣 „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმა საქართველოში“ათენის ჰაბის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წა...
14/05/2025

🗣 „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმა საქართველოში“
ათენის ჰაბის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში
13 მაისი, 2025

🔹შეხვედრის მიზნები:
• ევროპა ნოსტრას, ათენის ჰაბის და ევროპული მემკვიდრეობის ჰაბის პროექტის წარდგენა
• საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მიმოხილვა

• ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საჭიროებების და გამოწვევების იდენტიფიცირება

შეხვედრას ესწრებოდნენ ქალბატონი ლიდია კარასი, ELLINIKI ETAIRIA-ს პრეზიდენტი და ათენის მემკვიდრეობის ცენტრის თავმჯდომარე; ბატონი კოსტას სტამატოპულოსი, ELLINIKI ETAIRIA-ს ვიცე პრეზიდენტი და ათენის მემკვიდრეობის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტის წევრი; ქალბატონი იოანა მიკროუ, ELLINIKI ETAIRIA-ს საბჭოს წევრი და ათენის მემკვიდრეობის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტის წევრი და საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

www.athenshub.org
www.gaccgeorgia.org

🗣 “The voice of civil society organizations in Georgia”
Athens hub stakeholders’ meeting with the cultural heritage sector in Georgia at the Georgian Arts and Culture Center
13 May, 2025

🔹 Meeting objectives:

• Briefing on the European Heritage Hub project, the role of Europa Nostra, and the Athens European Heritage Hub

• Gaining an understanding of Georgia's current state of cultural heritage.

• Better understanding of the needs and challenges of local NGOs, the structure of local administration, and the concept of heritage at a regional level (including among young people and professionals).

The meeting was attended by the Athens Heritage Hub - Ms. Lydia Carras, President of ELLINIKI ETAIRIA and Chair of the Athens Heritage Hub; Mr. Costas Stamatopoulos, Vice President of ELLINIKI ETAIRIA and member of the Advisory Committee of the Athens Heritage Hub; Ms. Ioanna Mikrou, Board Member of ELLINIKI ETAIRIA and member of the Advisory Committee of the Athens Heritage Hub, and representatives of organizations working in the field of cultural heritage in Georgia.

European Heritage Hub
ΕΛΛΗΝΙΚΗ ΕΤΑΙΡΕΙΑ Περιβάλλοντος και Πολιτισμού
Europa Nostra Georgia
Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

GEO/ENGსაერთაშორისო კონფერენცია „ტრადიციული საცხოვრისები კავკასიაში“ , 25 აპრილი, 2025🇪🇺 კონფერენცია ჩატარდა პროექტის „კ...
28/04/2025

GEO/ENG
საერთაშორისო კონფერენცია „ტრადიციული საცხოვრისები კავკასიაში“ , 25 აპრილი, 2025

🇪🇺 კონფერენცია ჩატარდა პროექტის „კავკასიის ტრადიციული საცხოვრისების აღორძინება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და ALIPH Foundation-ის თანადაფინანსებით მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის ევროპული ჰაბის ( European Heritage Hub ) მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით.
კონფერენციის მხარდამჭერი: აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts

კონფერენციის ორგანიზატორები:
Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
და ქსელი „კავკასია დროში“

International Conference `Caucasus Traditional Building Revival`
April 25, 2025

The conference served as a snapshot of ongoing research and practices in the South Caucasian region, building strategies and techniques (addressing exploration of traditional methods using sustainable materials like clay, wood, and local stone), theoretical and practical dimensions (investigating the principles underpinning traditional architecture and their practical applications in contemporary contexts), social and cultural aspects (understanding the role of traditional building in shaping communal identities and fostering cultural continuity) and methodological innovations (sharing new approaches and tools for studying and applying traditional architectural practices) throughout the archaeological and historical periods.

🇪🇺 The conference is organized by the Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი / Europa Nostra representative in Georgia and the The Caucasus Through Time Network - LIBRARY in the frames of the "Caucasus Traditional Building Revival" project implemented thanks to the support of the European Heritage Hub pilot Project co-funded by the European Union and supported by the ALIPH Foundation. The supporter of the conference is Apollon Kutateladze Tbilisi State Academy of Arts. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts

GEO/ENG📢 საერთაშორისო კონფერენცია „ტრადიციული საცხოვრისები კავკასიაში“ 25 აპრილი, 2025, 9:30- 17:00 სთ. მდებარეობა - აპო...
11/04/2025

GEO/ENG
📢 საერთაშორისო კონფერენცია
„ტრადიციული საცხოვრისები კავკასიაში“

25 აპრილი, 2025, 9:30- 17:00 სთ.

მდებარეობა - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საკონფერენციო დარბაზი. (მის: ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. 22)

სამუშაო ენა - ინგლისური

🖇 კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/SNtwX

🖇 გთხოვთ დაადასტუროთ დასწრება: https://forms.gle/YHxqbqbTMztX19Zj7

კონფერენციის ორგანიზატორები:
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი/ევროპა ნოსტრას წარმომადგენლობა საქართველოში და
ქსელი „კავკასია დროში“ LIBRARY

🔹საერთაშორისო კონფერენცია „ტრადიციული საცხოვრისები კავკასიაში“ მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ტრადიციული არქიტექტურის პოპულარიზაციას და დაცვას. კონფერენცია აერთიანებს ექსპერტებს, პრაქტიკოსებს და მეცნიერებს, რომლებიც მუშაობენ ტრადიციული და მდგრადი არქიტექტურის შესწავლაზე, ეფუძნებიან რა სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამშენებლო ტრადიციებს. კონფერენცია წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე კვლევებისა და პრაქტიკების მიმოხილვას.

🇪🇺 კონფერენცია ტარდება პროექტის „კავკასიის ტრადიციული საცხოვრისების აღორძინება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ALIPH Foundation-ის თანადაფინანსებით მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის ევროპული ჰაბის European Heritage Hub მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით. კონფერენციის მხარდამჭერია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts

📢 International Conference `Caucasus Traditional Building Revival`

April 25, Friday, 2025, 9:30 am - 5:00 pm

Venue: Apollon Kutateladze Tbilisi State Academy of Art
Add: 22 Alexander Griboedov St, Tbilisi, 0108, Georgia

Working language: English

🖇 See the full programme: https://shorturl.at/SNtwX

🖇 Please confirm your attendance: https://forms.gle/YHxqbqbTMztX19Zj7

🔹The Conference of the “Caucasus Traditional Building Revival” is a pioneering initiative aimed at promoting and preserving traditional architecture in the South Caucasus. It brings together experts, practitioners, and scholars engaged in exploring traditional and sustainable architecture rooted in the building traditions of Armenia, Azerbaijan, and Georgia.

🔹The conference will serve as a snapshot of ongoing research and practices in the South Caucasian region, building strategies and techniques (addressing exploration of traditional methods using sustainable materials like clay, wood, and local stone), theoretical and practical dimensions (investigating the principles underpinning traditional architecture and their practical applications in contemporary contexts), social and cultural aspects (understanding the role of traditional building in shaping communal identities and fostering cultural continuity) and methodological innovations (sharing new approaches and tools for studying and applying traditional architectural practices) throughout the archaeological and historical periods.

🇪🇺 The conference is organized by the Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი / Europa Nostra representative in Georgia and the The Caucasus Through Time Network - LIBRARY in the frames of the "Caucasus Traditional Building Revival" project implemented thanks to the support of the European Heritage Hub pilot Project co-funded by the European Union and supported by the ALIPH Foundation. The supporter of the conference is Apollon Kutateladze Tbilisi State Academy of Arts.

GEO/ENG

📢 საერთაშორისო კონფერენცია
„ტრადიციული საცხოვრისები კავკასიაში“

25 აპრილი, 2025, 9:30- 17:00 სთ.

მდებარეობა - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საკონფერენციო დარბაზი. (მის: ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. 22)

სამუშაო ენა - ინგლისური

🖇 კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/SNtwX

🖇 გთხოვთ დაადასტუროთ დასწრება: https://forms.gle/YHxqbqbTMztX19Zj7

კონფერენციის ორგანიზატორები:

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და
ქსელი „კავკასია დროში“ The Caucasus Through Time Network - LIBRARY

🔹საერთაშორისო კონფერენცია „ტრადიციული საცხოვრისები კავკასიაში“ მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ტრადიციული არქიტექტურის პოპულარიზაციას და დაცვას. კონფერენცია აერთიანებს ექსპერტებს, პრაქტიკოსებს და მეცნიერებს, რომლებიც მუშაობენ ტრადიციული და მდგრადი არქიტექტურის შესწავლაზე, ეფუძნებიან რა სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამშენებლო ტრადიციებს. კონფერენცია წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე კვლევებისა და პრაქტიკების მიმოხილვას.

🇪🇺 კონფერენცია ტარდება პროექტის „კავკასიის ტრადიციული საცხოვრისების აღორძინება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და ALIPH Foundation -ის თანადაფინანსებით მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის ევროპული ჰაბის European Heritage Hub მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით. კონფერენციის მხარდამჭერია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts

📢 International Conference `Caucasus Traditional Building Revival`

April 25, Friday, 2025, 9:30 am - 5:00 pm

Venue: Apollon Kutateladze Tbilisi State Academy of Art
Add: 22 Alexander Griboedov St, Tbilisi, 0108, Georgia

Working language: English

🖇 See the full programme: https://shorturl.at/SNtwX

🖇 Please confirm your attendance: https://forms.gle/YHxqbqbTMztX19Zj7

🔹The Conference of the “Caucasus Traditional Building Revival” is a pioneering initiative aimed at promoting and preserving traditional architecture in the South Caucasus. It brings together experts, practitioners, and scholars engaged in exploring traditional and sustainable architecture rooted in the building traditions of Armenia, Azerbaijan, and Georgia.

🔹The conference will serve as a snapshot of ongoing research and practices in the South Caucasian region, building strategies and techniques (addressing exploration of traditional methods using sustainable materials like clay, wood, and local stone), theoretical and practical dimensions (investigating the principles underpinning traditional architecture and their practical applications in contemporary contexts), social and cultural aspects (understanding the role of traditional building in shaping communal identities and fostering cultural continuity) and methodological innovations (sharing new approaches and tools for studying and applying traditional architectural practices) throughout the archaeological and historical periods.

🇪🇺 The conference is organized by the Georgian Arts&Culture Center ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი / Europa Nostra representative in Georgia and the The Caucasus Through Time Network - LIBRARY in the frames of the "Caucasus Traditional Building Revival" project implemented thanks to the support of the European Heritage Hub pilot Project co-funded by the European Union and supported by the ALIPH Foundation. The supporter of the conference is Apollon Kutateladze Tbilisi State Academy of Arts. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts

🔊Join the Inclusive European Heritage Residencies from 14 until 20 June 2025 at Hardwick Hall, United Kingdom.Europa Nos...
15/03/2025

🔊Join the Inclusive European Heritage Residencies from 14 until 20 June 2025 at Hardwick Hall, United Kingdom.
Europa Nostra National Trust
International National Trusts Organisation (INTO)
👇

Europa Nostra, the leading European heritage civil society network, the National Trust and INTO – the International National Trusts Organisation will organise the first edition of…

🇪🇺 🔴ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ვიზიტი ჭაქვინჯის ციხის გადასარჩენად! Chakvinji Fortress10-13 თებერვალი, ზუგდიდის მუნიციპალი...
14/02/2025

🇪🇺 🔴ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ვიზიტი ჭაქვინჯის ციხის გადასარჩენად! Chakvinji Fortress
10-13 თებერვალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, 2025

2025 წლის 10-13 თებერვალს, ევროპა ნოსტრას „7 განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდს ევროპა ნოსტრას ვიცე-პრეზიდენტი, პიტ ჯასპაერტი (ბელგია) და საერთაშორისო ექსპერტი და არქიტექტორი, პედრო პონჩე (ესპანეთი) ესტუმრნენ.

Europa Nostra-ს ექსპერტთა მისიის მიზანია ჭაქვინჯის ციხის არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა და მისი გადარჩენისთვის შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და რეკომენდაციების შემუშავება.

ექსპერტებმა ადგილზე დეტალურად შეისწავლეს ჭაქვინჯის ციხის მდგომარეობა. მისიის წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality -თან და მერის პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან, „Creative Spark“-ის გუნდთან და მის ხელმძღვანელთან ლევან ხარატიშვილთან და ასევე, „ევროპა ნოსტრა საქართველო“-ს (Europa Nostra Georgia) წარმომადგენელთან, მაკა დვალიშვილთან ერთად განიხილეს ციხის წინაშე არსებული გამოწვევები, მომავალი გეგმები და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ისტორიული ძეგლის გადასარჩენად იგეგმება.

👥🤝ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, ასევე, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების მართვის ცენტრთან; განხილვის თემები მოიცავდა აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და სტუდენტების ჩართვას ძეგლის კონსერვაციისა და რევიტალიზაციის პროცესში.

ვიზიტის ფარგლებში, ჭაქვინჯის ციხესთან დამონტაჟდა ახალი ინტერაქტიული საინფორმაციო ბანერი.

მისიის რეკომენდაციების საფუძველზე უახლოეს მომავალში შემუშავდება ციხის დაცვის, კონსერვაციის, რევიტალიზაციისა და განვითარების სახელმძღვანელო გზამკვლევი.

საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ჭაქვინჯის ციხე შეყვანილია ევროპა ნოსტრას „7 განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა პროგრამა“-ში.


🇪🇺 🔴„7 განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა პროგრამა“ ხორციელდება ევროპა ნოსტრას Europa Nostra-ს მიერ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან (EIB Institute) თანამშრომლობით. პროგრამა მხარდაჭერილია ევროკავშირის პროგრამის - შემოქმედებითი ევროპის Creative Europe მიერ.

🇪🇺 🔴Europa Nostra experts visit to save Chakvinji Fortress
February 10-13, Zugdidi Municipality, 2025
Chakvinji Fortress

On February 10-13, 2025, within the framework of Europa Nostra’s `The 7 Most Endangered Programme`, Europa Nostra Vice-President Piet Jaspaert (Belgium) and international expert and architect Pedro Ponce (Spain) visited Zugdidi Municipality.

The Europa Nostra expert mission aims to conduct a detailed study of the current condition of Chakvinji Fortress and develop recommendations for its preservation.

During their visit, the experts studied the fortress on-site and met key members, including Konstantine Kakava, the First Deputy Mayor of Zugdidi Municipality; Levan Kharatishvili, leader of The Creative Spark team and Maka Dvalishvili, a representative of Europa Nostra Georgia. The challenges facing the fortress, plans and important steps forward the preservation of this historical monument were discussed.

👥🤝Working meetings were also held with representatives from Zugdidi S***a Meskhia State University and the Zugdidi Municipality Library Association Management Center; the discussion focused on the involvement of academic staff, researchers, and students in the conservation and revitalization process of this significant historical site.

As part of this initiative, a new interactive information banner was installed at Chakvinji Fortress.

Following the mission’s recommendations, a guidebook for the protection, conservation, revitalization, and development of the fortress will be created in the nearest future.

The Georgian National Heritage Site of Cultural Heritage - Chakvinji Fortress has been listed among Europe's `7 Most Endangered Programme`.

🇪🇺 🔴`The 7 Most Endangered Programme` is implemented by Europa Nostra in cooperation with the European Investment Bank Institute. It is supported by the European Union’s Creative Europe programme.
#ზსუ

🌟ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2025: 📢გაგზავნეთ თქვენი განაცხადი 2024 წლის 20 ნოემბრამდე❗  🫴როგორც ი...
23/10/2024

🌟ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2025: 📢გაგზავნეთ თქვენი განაცხადი 2024 წლის 20 ნოემბრამდე❗

🫴როგორც ინდივიდუალური პირი ან ორგანიზაცია ჩართული ხართ კულტურული მემკვიდრეობის პროექტში, რომელიც იმსახურებს ევროპულ აღიარებას?

🥁ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2025 მზად არის განაცხადებების მისაღებად! ეს არის თქვენი შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ თქვენი გამორჩეული წვლილი კულტურულ მემკვიდრეობაში და იბრძოლოთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული პრიზების მოსაპოვებლად ამ სფეროში.

🏆ჯილდოები გაიცემა გამორჩეული მიღწევებისათვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, კონსერვაციასა და კვლევაში, ასევე ამ უკანასკნელის პოპულარიზაციაში. ისინი მოიცავენ სხვადასხვა კატეგორიებსა და პროექტის ტიპებს – დაწყებული მატერიალური მემკვიდრეობდან და დამთავრებული არამატერიალური მემკვიდრეობით.

განაცხადები მიიღება შემდეგ 5 კატეგორიაში:
👉კონსერვაცია და ხელახალი ადაპტაციური გამოყენება
👉კვლევა
👉განათლება, სწავლება და უნარები
👉მოქალაქეთა ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება
👉კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონები

📖 პრიზების პროგრამა დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ მას ახორციელებს ევროპა ნოსტრა. ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო ფინანსდება ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ.

რატომ უნდა შეიტანოთ განაცხადი? ჯილდოს მოგება მოიცავს:

🔴სარგებელს: მოიპოვებთ ევროპულ აღიარებას, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე თქვენს შესახებ ცნობიერება ამაღლდება, ვიზიტორთა რაოდენობისა და/ან დაფინანსების შემდგომი შესაძლებლობები გაგეზრდებათ.

🔴ფულად პრიზებს: გექნებათ შანსი მოიგოთ 10,000 ევროს ოდენობის გრან-პრი და დამატებით 10,000 ევროს ოდენობის "ხალხის რჩეულის ჯილდო".

🔴 პროფესიულ ქსელებთან დაკავშირებას: შეუერთდებით მემკვიდრეობის პროფესიონალების, ექსპერტებისა და ენთუზიასტების ევროპულ ქსელებს.

🌟ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ თქვენი ნამუშევარი ყურადღების ცენტრში მოექცეს და თქვენი მიღწევები ევროპის მასშტაბით იქნას გაზიარებული.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ონლაინ განაცხადის გასაგზავნად ეწვიეთ:
🫴 www.europeanheritageawards.eu

📢განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 2024 წლის 20 ნოემბერი

ევროპა ნოსტრა გამართავს ორ ვებინარს თემაზე ✨„როგორ მოვამზადოთ განაცხადი ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2025 - სთვის“ ✨ (ერთი და იმავე თემაზე, მსგავსი შინაარსით) შემდეგ თარიღებში:

📌პარასკევი, 2024 წლის 18 ოქტომბერი, 12:00-13:00 CEST. რეგისტრაცია ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeFHQGnSxcGU1TYsDT1wLxkdc88y4p8wNirCEKjDsh8ogCP6g/closedform

📌ორშაბათი, 2024 წლის 4 ნოემბერი, 17:00-18:00 CET. რეგისტრაცია ლინკზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeJwuZa2vSpVHvWWbNj-I31fXgedu4tPMvW5GYLQlPjS83UEA/viewform

ვებინარები უფასოა, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა❗

📣 გაავრცელეთ ინფორმაცია
იცნობთ ვინმეს, ვინც ღირსეული კანდიდატია განაცხადის შესატანად ჯილდოებზე? გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მას და დაგვეხმარეთ, ხმა მივაწვდინოთ მეტ კულტურული მემკვიდრეობის ჩემპიონს🎊

For information in English, please visit: www.europeanheritageawards.eu

🌟

💥 ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი  კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს - ევროპა ნოსტრას გრან პრის...
07/10/2024

💥 ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს - ევროპა ნოსტრას გრან პრის მფლობელი გახდა. 🥇🏆

⭐️⭐️⭐️პირველად ევროპა ნოსტრას მიერ, ქართული პროექტების აღიარების ისტორიაში, გრან პრი 10 000 ევროს ოდენობით საქართველოს ეროვნულ ფონდს გადაეცემა. საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia

🇪🇺 კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების, ევროპული მემკვიდრეობის პრიზის /ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები დღეს ბუქარესტში რუმინულ ათენეუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.
Europa Nostra

ევროპა ნოსტრას 2024 წლის გამარჯვებული პროექტების დაჯილდოების ცერემონია, ბუქარესტი. 07.10.2024
07/10/2024

ევროპა ნოსტრას 2024 წლის გამარჯვებული პროექტების დაჯილდოების ცერემონია, ბუქარესტი. 07.10.2024

Monday 7 October | 18:30 – 20:30 CET | 19:30 – 21:30 EEST Venue: The Romanian Athenaeum Awards Ceremony Programme Booklet (PDF)   The winners of the…

🇪🇺 4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ფონდმა „ევროპა ნოსტრას“ საპატიო დელეგაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების...
07/09/2024

🇪🇺 4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ფონდმა „ევროპა ნოსტრას“ საპატიო დელეგაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, არხოტში, ცისკარაულების კოშკზე „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს აღმნიშვნელი ბრინჯაოს დაფა გახსნა და აღდგენილი კოშკი დაათვალიერა.
🇬🇪 ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებისათვის მიიღო. ეს დიდი მიღწევა და აღიარება, რომელიც ქართველი და ევროპელი პარტნიორების თანამშრომლობის შედეგია, ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში საზოგადოების მონაწილეობის უდიდეს მნიშვნელობას.
საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia
Europa Nostra

04/09/2024

🥁 You’re invited! We're delighted to announce that registrations are now open for the 2024, taking place in Bucharest 🇷🇴 from 6-8 October.

We have an exciting line-up of events, including:

🔺 The Ceremony 2024 🏆, hosted at the iconic Romanian Athenaeum
🔺 The second European Heritage Hub Forum, focused on cultural heritage & the
🔺 The annual Policy Agora, where we’ll explore quality principles in heritage

Join us as we reflect on & raise awareness of the political, environmental, & societal value of for Europe.

✍ Secure your spot - make sure to register by 25 September 👉 https://www.europanostra.org/european-heritage-summit/

Address

Niko-nikoladze 7
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 00:00 - 18:00

Telephone

+995599506448

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Europa Nostra Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Europa Nostra Georgia:

Share