ხუროშვილების საგვარეულო კავშირი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
წესდება
მუხლი 1 ზოგადი დებულებები
1.1. ა.(ა.)ი.პ._ის წინამდებარე წესდება არეგულირებს ხუროშვილების საგვარეულო კავშირის ჩამყალიბების, საქმიანობის და ლიკვიდაციის სამართებლივ პირობებს, განსაზღვრავს მის მიზნებს და უფლება მოვალეობებს.
1.2. ა.(ა.)ი.პ._ი “
ხუროშვილების საგვარეულო კავშირი” წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.3. ა.(ა.)ი.პ._ის სრული სახელწოდებაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –„ხუროშვილების საგვარეულო კავშირი“ (შემდგომში კავშირი)
1.4. ა.(ა.)ი.პ._ი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
1.5. ა.(ა.)ი.პ._ის შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი საქმიანობა რაც კანონით არ იკრძალება.
1.6. ა.(ა.)ი.პ._ის წესდების რომელიმე დებულება თუ ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
1.7. ა.(ა.)ი.პ._ი იურიდიულ სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.8. ა.(ა.)ი.პ.-ის უფლება აქვს დააფუძნოს დამხმარე საწარმოები ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები კანონოთ დადგენილი წესით.
1.9. ა.(ა.)ი.პ._ი მოქმედებს როგორც საქართველოს კოდექსის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საერთაშორისოსამართვებრივი აქტების საფუძველზე;
1.10. ა.(ა.)ი.პ._ი საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
1.11. ა.(ა.)ი.პ._ი უფლებამოსილია ჰქონდეს საკუთარი ფილიალები, ფონდი, საბანკო ანგარიში და ბეჭედი;
1.12. ა.(ა.)ი.პ._ის სათავო ოფისის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი
1.13. ა.(ა.)ი.პ._ის ადგილობრივი ოფისები განლაგებულია ხუროშვილებით დასახლებულ პუნკტებში როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.
1,14, ა.(ა.)ი.პ._ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით და მისი წევრები პასუხს არ აგებენ მის ვალდებულებებზე.
მუხლი 2. გამგეობა
2.1. ა.(ა.)ი.პ.-ის მართველობის ორგანოა გამგეობა.
2.2. საწყის ეტაპზე 5 წლის ვადით გამგეობის წევრები არიან დამფუძნებლები ხოლო შემდგომ არჩეული წევრები.
2.3. ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობას ხელმძღვანელობს თავჯდომარე რომელსაც ირჩევს გამგეობის წევრები კენჭისყრით 5 წლის ვადით.
2.4. თავჯდომარე კრებაზე განიხილავს და ამტკიცებს თავის მოადგილეებს გამგეობის წევრთა შემადგენლობიდან.
2.5. გამგეობის სხდომები ტარდება 3 თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომები შეიძლება ჩატარდეს თავმჯდომარის ინიციატივით ან გამგეობის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით.
2.6. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა არანაკლებ 2/3-ისა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
მუხლი 3 თავმჯდომარის კომპეტენცია
3.1. გადაწყვეტილებების მიღება ა.(ა.)ი.პ.-ის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ.
3.2. ა.(ა.)ი.პ.-ის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
3.3 ა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
3.4. გამგეობის პროგრამის განხილვა და დამტკიცება;
3.5. ა.(ა.)ი.პ.-ის სტრატეგიული საქმიანობის წარმართვა;
3.6. წევრების მიღება და გარიცხვა;
3.7. გამგეობის წევრები წარადგენენ საგვარეულო კავშირს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
3.8. კავშირის ინტერესების დაცვა სასამართლოში.
3.9. შექმნას კომისიები და კვლევითი საინიციატივო ჯგუფები
3.10. საერთო კრების მოწვევა, მომზადება და ჩატარება.
3.11. ადგილობრივი ოფისების დაფუძნება ხუროშვილების განსახლების არიალში და ადგილობრივი თავჯდომარის დამტკიცება.
3.12. გამგეობის საქმიანობის შინაგანაწესის შემუშავება
3.13. კავშირის წევრობის მსურველთა განცხადებების განხილვა და კავშირის მიზნების პოპულარიზაციისთვის ზრუნვა.
3.14. ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც წამოიჭრება კრებებს შორის პერიოდში და არ განეკუთვნება სპეციალურ კომპეტენციას.
3.15. .ა.(ა.)ი.პ.-ის თავმჯდომარე წარმართავს გვარის საქმიანობას.
3.16. დებს ხელშეკრულებებს კავშირის სახელით
3.17. გასცემს მინდობილობებს
3.18. გამგეობასთან შეთანხმებით განკარგავს ა(ა)იპ–ის ქონებას და სახსრებს
3.19. ხელს აწერს საფინანსო და სხვა სახის დოკუმენტაციას
3.20. ხსნის და ხურავს კავშირის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში
მუხლი 4. მიზნები და ამოცანები
4.1. ხუროშვილების კონსოლიდაცია.
4.2. ხუროშვილების უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
4.3. ხუროშვილების მატერიალური, სამედიცინო, იურიდიული და სხვა სახის დახმარების ხელშეწყობა;
4.4. ა.(ა.)ი.პ._ი ეწევა კვლევით საქმიანობას;
4.5. გვარის წარმომვლობის ისტორიულ-დოკუმენტური მასალების მოძიება;
4.6. ა.(ა.)ი.პ._ი აწყობს კონფერენციებს, დისკუსიებს, გამოფენებსა და ა.(ა.)ი.პ.-ის მიზნებიდან გამომდინარე სხვა ღონისძიებებს;
4.7. გამოსცემს და ავრცელებს თემატურ ლიტერატურას, გაზეთებს, ჟურნალებსა და წიგნებს, ბროშურებს როგორც თაბახზე ნაბეჭდს, ისე ელექტრონული სახით, ინტერნეტის ქსელში რეალიზებულ ელექტრონულ ჟურნალებს და ა. შ.
4.8. აწარმოებს მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა სხვა, მათ შორის დამხმარე ხასიათის კომერციულ საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
4.9. აყალიბებს საკოორდინაციო ჯგუფს(ჯგუფებს)
4.10. ორგანიზებას უწევს საქველმოქმედო აქციების ჩატარებას.
4.11. თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
4.12. ეწევა ხუროშვილების გვარის წევრებისათვის ქველმოქმედებას
4.13. ეწევა ხუროშვილების გვარის წევრების შეკრებების ორგანიზებას.
4.14. ხუროშვილების გვარის წევრებისათვის აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს.
4.15. ხუროშვილების გვარის წევრებს შორის საქმიანი-ბიზნეს ურთიერთობების ხელშეწყობა.
4.16. აგროვებს შემოწირულობებს.
4.17. ა.(ა.)ი.პ._ი თავისი მიზნებიდან გამომდინარე თანახმაა მიიღოს დონორი ორგანიზაციების დახმარება ტექნიკური თანამშრომლობის, აღჭურვილობის, ავეჯის, მედიკამენტების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა დახმარების სახით.
მუხლი 5. წევრობა უფლება მოვალეობები
5.1. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი;
5.2. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრებად მიღებას ახდენს გამგეობა წერილობითი განცხადების საფუძველზე.
5.3. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს ა.(ა.)ი.პ.-ის წევრობიდან დასაბუთებული წერილობითი ახსნა-განმარტების შემდეგ.
5.4. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრს უფლება აქვს მიიღოს 10 % ფასდაკლება ორგანიზაციის მიერ ნაწარმოებ პროდუკქებსა და მომსახურებაზე.
5.5. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრს უფლება აქვს მიიღოს 10 % ქეშბექი ორგანიზაციასა და დაამკვეთს შორის შუამავლობის შემთხვევაში.
5.6. მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და არჩეულ იქნეს ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობასა და კომისიებში;
5.7. მოითხოვოს სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დაცვა;
5.8. ისარგებლოსა.(ა.)ი.პ.-ის საინფორმაციო საშუალებებით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
5.9. მიიღოს მონაწილეობა ა.(ა.)ი.პ.-ის მუშაობაში და ყველა საინტერესო საკითხის განხილვაში.
5.10. ყოველ წლიურად გადაიხადონ საწევროს თანხა სიმბოლური ერთი ლარის სახით.
5.11. აქტიური მონაწილეობა მიიღონ ა.(ა.)ი.პ.-ის წინაშე დასმული ამოცანების წარმატებით შესრულებაში;
5.12. დაიცვანა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობის კონფიდენციალობა;
5.13. წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძველის არსებობის შემთხვევაში ა.(ა.)ი.პ.-ის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ა.(ა.)ი.პ.-ის თავჯდომარე 100% ხმის უფლებით.
მუხლი 6. ქონება შემოსავლი
6.1. ა.(ა.)ი.პ.-ის უფლება აქვს ეწეოდეს ნებისმიერი ხასიათის საქმიანობას რაც კანონით არ იგრძალება.
6.2. ა.(ა.)ი.პ.-ის უფლება აქვს ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას.
6.3. ა.(ა.)ი.პ.-ის სამეურნეო წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს,პირველი წლის გარდა, რომელიც იწყება სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან და მთავრდება 31 დეკემბერს.
6.4. ა.(ა.)ი.პ.-ის საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება, გარდა ბრუნვიდან ამოღებული ქონებისა.
6.5. ა.(ა.)ი.პ.-ის ფულადი სახსრები იქმნება შემოწირულობებით, საწევრო გადასახადებითა და გრანტების შედეგად კანონიერი გზით მიღებული სხვა შემოსავლებით. აგრეთვე, დამხმარე სამეწარმეო-კომერციული საქმიანობით, რომლის მოგება მთლიანად მოხმარდება ხუროშვილების კეთილდღეობასა და ა.(ა.)ი.პ.-ის მიზნებს.
მუხლი 7. ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია
7.1. ა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობის შეწყვეტა ხდება რეორგანიზაციის გზით.
7.2. ა.(ა.)ი.პ.-ის ლიკვიდაცია ხდება შემდეგ შემთხვევაში:
ა. გაკოტრებისას ან რეგისტრაციის გაუქმებისას;
ბ. თუ ა.(ა.)ი.პ. არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
გ. ა.(ა.)ი.პ.-ის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.
7.3. ლიკვიდაცია ხორციელდება დამფუძნებლების მიერ, მაგრამ თუ:
ა. დამფუძნებლებს შორის უთანხმოებაა ლიკვიდაციის საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ლიკვიდაციას ახორციელებენ სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები კანონით დადგენილი წესით.
7.4. ა.(ა.)ი.პ.-ის ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები. დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
7.5. ა.(ა.)ი.პ.-ის ლიკვიდაცია დასრულებულად, ჩაითვლება სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
7.6. დამფუძნებელთა/წევრთა გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
7.7. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
7.8. ლიკვიდაციას ხელმძღვანელობის თავჯდომარე
მუხლი 8. დამფუძნებლები
გიროგი ხუროშვილი პ/ნ 01007009014 მის.: თბილისი, წერეთლის გამზირი 77/5 კორ. ბ. 4 დაბ. 14.05.1982
/________________________/ (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ირაკლი ხუროშვილი პ/ნ 01007011426 მის.: თბილისი, წერეთლის გამზირი 77/5 კორ. ბ. 4 დაბ. 14.05.1985
/________________________/ (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ნინა ხუროშვილი პ/ნ 01021011818 მის.: თბილისი, თემქა 4 მიკრო 10 კორ. ბ. 73 დაბ. 22.10.1948
/________________________/ (დამფუძნებლის/წევრის სახელი, გვარი) (ხელმოწერა)