იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანება

იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანება ერთად ვიბრძოლოთ უსამართლობისა და მევახშეების წინააღმდეგ

იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია ქვეყნის მასშტაბით უკანონო გამოსახლებებს აჩერებს. გაერთიანების იურისტები მევახშეებისგან მოტყუებულ მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ უწევენ და მათ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში იცავენ. დამოუკიდებელი საგამოძიებო პალატა სისხლის სამართლის ნაწილში მევახშეების თაღლითობებით მოტყუებულ მოქალაქეების საქმეებს იძიებს და შეგროვებულ მტკიცებულებებს საგამოძიებო უწყებებს აწვდის.

📌გიგა წულეისკირი განცხადებას ავრცელებს 👇🏻
27/12/2025

📌გიგა წულეისკირი განცხადებას ავრცელებს 👇🏻

📍გიგა წულეისკირი განცხადებას ავრცელებს 👇🏻
27/12/2025

📍გიგა წულეისკირი განცხადებას ავრცელებს 👇🏻

📌 საინვესტიციო კომპანია სს ,,სფერო ინვესტის" მიმართვა მთავრობას.  #საქართველოსმთავრობა  #ბიზნესომბუდსმენი
12/12/2025

📌 საინვესტიციო კომპანია სს ,,სფერო ინვესტის" მიმართვა მთავრობას.
#საქართველოსმთავრობა
#ბიზნესომბუდსმენი

06/12/2025

📍 ,,გიგა წულეისკირი მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, ამისთვის საჭიროა მისი დროებით გათავისუფლება".

📍 ,,გიგა წულეისკირი მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, ამისთვის საჭიროა მისი დროებით გათავის...
06/12/2025

📍 ,,გიგა წულეისკირი მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, ამისთვის საჭიროა მისი დროებით გათავისუფლება."

დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და "სფერო ინვესტის" პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა გიგა წულეისკირის დ...

📌 ,,პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გიგა წულეისკირის დროებით გათავისუფლება მას დრო დეკემბრის ბოლომდე ჭირდება" 👇🏻
06/12/2025

📌 ,,პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გიგა წულეისკირის დროებით გათავისუფლება მას დრო დეკემბრის ბოლომდე ჭირდება" 👇🏻

უფლებადამცველების თქმით, გიგა წულეისკირი მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს და პრ...

"თუ წულეისკირი არ გათავისუფლდება, დაზარალებულების რიცხვი გაიზრდება" - რას ითხოვს "სფერო ინვესტი" დაზარალებულებისგან
06/12/2025

"თუ წულეისკირი არ გათავისუფლდება, დაზარალებულების რიცხვი გაიზრდება" - რას ითხოვს "სფერო ინვესტი" დაზარალებულებისგან

საჭიროა დაზარალებულ პირთა თანხმობა - ადვოკატი

📣,,სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გიგა წულეისკირი განცხადებას ავრცელებს📍სს ,,სფერო ინვესტის“ პრობლემის მოგვარებაში თავისი...
05/12/2025

📣,,სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გიგა წულეისკირი განცხადებას ავრცელებს📍
სს ,,სფერო ინვესტის“ პრობლემის მოგვარებაში თავისი ინიციატივით ჩაერთო „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გიგა წულეისკირი, რომელსაც, მართალია, სამართლებრივი კავშირი არ აქვს უშუალოდ „სფერო ინვესტთან“ (არ არის მისი დამფუძნებელი/დირექტორი), მაგრამ დაწყებული აქვს მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან და ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებთან; იგი მოქალაქეებს თავაზობს პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს:
1) გიგა წულეისკირს პარტნიორი კომპანიების მეშვეობით დაწყებული ქონდა მოლაპარაკებები ბანკებთან საკრედიტო საკითხებზე, რომლის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული იქნებოდა „სფერო ინვესტის“ ქონება;
2) გიგა წულეისკირს მოლაპარაკება ქონდა უცხოელ ინვესტორებთან, „სფერო ინვესტის“ უძრავი ქონების ხარჯზე თანხების გამოყოფაზე სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ყველა მოქალაქის დასაკმაყოფილებლად (ამ შემთხვევაში, საჭიროა მოქალაქეების თანხმობა ყადაღის მოხსნაზე);
3) გიგა წულეისკირი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც აშენებენ ბინებს ქ. თბილისში, რათა მომხდარიყო „სფერო ინვესტის“ უძრავი ქონების ნაწილის გაცვლა თბილისში არსებულ ბინებზე, რისი შეთავაზება მოხდებოდა მოქალაქეებისათვის (ეს შეთავაზება ეხებოდა ყველას, მათ შორის, მათაც, ვისი თანხის დაბრუნების ვადა ჯერ არ იყო დამდგარი).
📌,,სფერო ინვესტი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაშია 570 მოქალაქესთან, საიდანაც, დღეის მდგომარეობით, თანხის გადახდის ვალდებულება დამდგარია მხოლოდ 88 მოქალაქის მიმართ. მიუხედავად ამისა, გიგა წულეისკირს აქვს ინიციატივა, რომ შესაძლებელია ყველა ვალდებულების წინმსწრებით დაფარვა, რადგანაც კომპანიის ქონება ჯამურად რამდენჯერმე აღემატება ვალდებულებებს. მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა მიმართაც სამომავლოდ დადგება გადახდის ვალდებულება, ყოველთვიურად მოიმატებს...
📌დღეის მდგომარეობით, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და „სფერო ინვესტის“ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა გიგა წულეისკირის დროებით გათავისუფლება, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის დროებით შეცვლა გირაოთი, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმეები. ზემოაღნიშნული 3 ვარიანტიდან ერთ-ერთი საკმარისია პრობლემის გადასაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს მოლაპარაკება ჩაიშლება, პრობლემა დარჩება პრობლემად და მისი მოგვარება გადაინაცვლებს ხანგრძლივ რეჟიმში. ამის გამო მოითხოვს გიგა წულეისკირი დროებით გათავისუფლებას. მას ჭირდება დრო 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე. მოგეხსენებათ, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან შეუძლებელია აქტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების გამართვა.
📍წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ მოხდა მისი გათავისუფლება, გიგა წულეისკირი იხსნის პასუხისმგებლობას შემდგომ ნებისმიერ უარყოფით განვითარებაზე, რაც მომდინარეობს დაზარალებულად ცნობილი პირებისაგან და ა.შ...
📌 „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელ და ხელმძღვანელ პირს, არც მის პარტნიორს, არ ქონიათ განზრახვა მოქალაქეთა მიერ ინვესტირებული თანხების მითვისების, რასაც მოწმობას მთელი ქონების კომპანიის ბალანსზე არსებობა. მიღებული თანხების ძირითადი ნაწილი დახარჯულია უძრავი ქონებების შექმნაში, ხოლო ნაწილი პერსონალის ხელფასებში და სოციალური პროექტებში.
📌ამდენად, საქმის განხილვის პროცესში ეს გარემოებები ნათლად წარმოჩინდება და თვითონ მოქალაქეები დაინახავენ, რომ არც განზრახვა და არცერთი ფაქტი არ დადასტურდება თანხების მითვისების. საჭიროა ერთობლივი მოქმედება და ჩვენ მივმართავთ „სფერო ინვესტის“ კონტრაქტორ მოქალაქეებს, რომ მისცენ ამის შესაძლებლობა გიგა წულეისკირს, რითაც მათი ფინანსური მოთხოვნებიც უფრო დროულად იქნება დაკმაყოფილებული.

⚖️თავისუფლება სფერო ინვესტის დირექტორს გიორგი მურუსიძეს!📌კომპანია სფერო ინვესტმა გირავნობის ალტერნატიული პროდუქტით საქარ...
12/11/2025

⚖️თავისუფლება სფერო ინვესტის დირექტორს გიორგი მურუსიძეს!
📌კომპანია სფერო ინვესტმა გირავნობის ალტერნატიული პროდუქტით საქართველოს ბაზარზე ინოვაციური ხედვა დანერგა. კომპანიაში შემოსული თანხა სრულად აკუმულირებული იქნა დეველოპერულ საქმიანობაში შექმნილია უძრავი ქონება რომლის ჯამური ღირებულება ბევრად აღემატება კომპანიის შესასრულებელ ვალდებულებებს.
📍სფერო ინვესტის დირექტორს უნდა მიეცეს მომხმარებლების დაკმაყოფილების შესაძლებლობა სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არ შეეზღუდოს თავისუფლება, რათა არ დაზიანდეს კომპანია და კომპანიასთან ერთად მისი ასობით მომხმარებელი!
#სოლიდარობა #სფეროინვესტი #გიორგიმურუსიძე #სოლიდარობასფეროინვესტს

📣თავისუფლება სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელს გიგა წულეისკირს! 📍დღეს თითოეული თქვენგანის თანადგომა მნიშვნელოვანია! ადამიანი ...
12/11/2025

📣თავისუფლება სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელს გიგა წულეისკირს!
📍დღეს თითოეული თქვენგანის თანადგომა მნიშვნელოვანია! ადამიანი რომელიც მთელი თავის მოღვაწეობის განმავლობაში საჯაროდ უპირისპირდებოდა მევახშეებს დღეს თქვენს თანადგომას საჭიროებს ✊🏻
📌გიგა წულეისკირის თავისუფლება ნიშნავს თითოეული მევახშისგან დაზარალებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. აქტიურად ჩანიშნული გამოსახლების პროცედურები ღიად მიუთითებს იმაზე რომ ამ ადამიანის თავისუფლების აღკვეთა პირდაპირ ,,მწვანე შუქს" უნთებს უკანონოდ ადამიანების გამოსახლებას!!! ნუ იქნები ჩუმად გამოხატე #მხარდაჭერა
#თავისუფლებაგიგაწულეისკირს
#მხარდაჭერასფეროჰოლდინგს

11/11/2025

📌აკაკი ლუკავას მიერ განხორციელებული მიზანმიმართული ხელშეშლის ფაქტები!
#სოლიდარობა
#სფეროჰოლდინგი
#გიგაწულეისკირი
#სფეროინვესტი
#გიორგიმურუსიძე

საჯარო მიმართვა ბიზნესომბუდსმენს!საჯაროდ მივმართავთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ბატონ ოთარ დანელიას,ბატონო ოთარ,სს „სფე...
05/11/2025

საჯარო მიმართვა ბიზნესომბუდსმენს!

საჯაროდ მივმართავთ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს ბატონ ოთარ დანელიას,

ბატონო ოთარ,

სს „სფერო ინვესტი“ პირველი ქართული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც არის საფონდო ინსტიტუციის ფლაგმანი და რომელმაც შექმნა ფულადი სახსრების მოზიდვის და კაპიტალდაბანდების განსხვავებული მოდელი, ვიდრე ეს საბანკო სესხებით სარგებლობაა. მისი პროდუქტებით წლები სარგებლობდა მოსახლეობა, გასცემდა ბანკზე მეტ სარგებელს და ქმნიდა უძრავ ქონებას მყარი კაპიტალის სახით. სწორედ ამიტომაც, სს „სფერო ინვესტი“ იქცა ქართული კომერციული ბანკების სამიზნედ, რომელთაც მასში კონკურენტი დაინახეს და დაუწყეს ბრძოლა არაკეთილსინდისიერი მეთოდებით. ჯერ იყო და 2025 წლის ივნისში, „თიბისი ბანკმა“ დაუხურა საბანკო ანგარიშები სს „სფერო ინვესტს“ ბანკის შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე - ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე. შემდგომ, იგივე გაგრძელდა სხვა ბანკებშიც...

ანგარიშების გაუქმების გამო ფულადი მიმოქცევის შეწყვეტამ და დაინტერესებული ოპოზიციური პირებისა და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ აგორებულმა კამპანიამ, ფინანსური სირთულეების წინაშე დააყენა კომპანია. ამ მოვლენების გამო, თანხების გრაფიკით დაბრუნების ნაცვლად კომპანიას უწევს თანხების ერთიანი დაბრუნება,

პრობლემის შესახებ ვაცნობეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს, მაგრამ მათგან არ მიგვიღია პასუხი. საბანკო ანგარიშების აღდგენის გარეშე კი შეუძლებელი იქნება კომპანიის ფუნქციონირება.

ფაქტობრივად, მიმდინარეობს ბიზნესის შევიწროება და განადგურება, რაც სს „სფერო ინვესტის“ ასობით მომხმარებელს აზარალებს. ეს მაშინ, როცა 2025 წლის ივნისამდე კომპანიის კაპიტალის ზრდა ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობდა.

გთხოვთ თქვენ თანადგომას, საკითხის კანონიერ შესწავლას და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას საბანკო ანგარიშების აღდგენაზე.



სს „სფერო ინვესტის“ ადმინისტრაცია

Address

118 Akaki Tsereteli Avenue
Tbilisi
0101

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 11:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share