25/11/2025
🚫📌📢 განახლება: სკოპინგის ანგარიშის განხილვა შეწყდა.
🔴სააგენტომ დოკუმენტის განხილვისას აღმოაჩინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები.
იხილეთ დეტალები ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/file?file=66e835c9-2b14-42f9-b970-04ff37166cd5&type=True
📢 გარემოს ეროვნული სააგენტო გუდამაყრის თემში, მდინარე გუდამაყრის არაგვზე დაგეგმილი 5.9 მგვტ დადგმული სიმძლავრის „გუდამაყარჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშს განიხილავს.
📝 ძირითადი დეტალები:
პროექტი: „გუდამაყარჰესი“ (5.9 მგვტ), მდ. გუდამაყრის არაგვზე.
საქმიანობის განმხორციელებელი: შპს გუდამაყარი ჰესი (ს/ნ 405651192). დირექტორი:ლევან დიასამიძე. კომპანიას ფლობს გოჩა ენუქიძე შპს იბერკომპანის (ს/ნ 231963818) მეშვეობით.
საკონსულტაციო კომპანია: შპს „ენვაირო თრასთ გრუპი“.
👥 საკონტაქტო პირები:
განმხორციელებლის საკონტაქტო პირი: გიორგი მარგებაძე.
საკონსულტაციო კომპანიის საკონტაქტო პირი: თამარ ნასუაშვილი.
საკონტაქტო დეტალები მოცემულია სკოპინგის ანგარიშში.
📌საჯარო განხილვა: ჯერ არ ჩანიშნულა.
🗓️ შენიშვნების წარდგენის ვადა:
წერილობითი შენიშვნების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 დეკემბერი.
🔗განსახილველი დოკუმენტები სრულად ხელმისაწვდომია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე შემდეგ ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/f99203d6-4e8c-4730-bb7d-a2191713e0c7