თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა/Tbilisi School of Political Studies

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა/Tbilisi School of Political Studies

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა/Tbilisi School of Political Studies თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს ევროპი

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ახალი ჯგუფის პირველი სემინარი... ის შედგა ჩვენი მონაწილეობით და ჩვენ გარეშე, რადგან...
12/11/2025

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ახალი ჯგუფის პირველი სემინარი... ის შედგა ჩვენი მონაწილეობით და ჩვენ გარეშე, რადგან სამუშაო მაგიდასთან იყო ცარიელი ადგილი დაპატიმრებულ ლევან ჯობავასთვის... შედგა სემინარი ერთდროულად სასტუმროს დარბაზში და ზაჰესის მეორე იზოლატორის მესამე კამერაში...

სკოლა, ტრადიციულად, აქცენტს სვამს სიმპტომურ და აქტუალურ თემებზე, მაგრამ დღეს ევროპელი დიპლომატები, ქართველი ექსპერტები თუ მონაწილეები ვსაუბრობთ უპრეცენდენტოდ მტკივნეულ რეალობაზე – არა გაბზარულ, არა შერყეულ, არა კრიზისულ, არამედ გაუქმებულ დემოკრატიაზე, არარსებულ სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებების სრულ და ფინალურ დევალვაციაზე, არა მხოლოდ მმართველობის ალოგიკურობასა და პარადოქსებზე, არამედ მის მიზანმიმართულ, დაგეგმილ მავნებლობაზე, ნორმალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელ „ანტი-ცნებებზე“, ბოროტების იმპერიის საუკუნოვან, ძალმომრეობით გავლენაზე, ე. ი., საზარელ რეალობაზე, და ჩვენს ხელთ შერჩენილ ერთადერთ ბერკეტზე: სამოქალაქო გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე!

ამ რეალობაში, რეჟისორების თანდასწრებით, ვუყურებთ ფილმებს ფუნდამენტურად შეცვლილი ხედვის პრიზმით, აღქმის რაკურსით... ვუსმენთ მუსიკას... სკოლის მუსიკალურ გამოცდილებაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი შეუმცდარად ხვდება, რომ რეპერტუარს ამ საზარელი რეალობის პრიზმიდან გამომდინარე უნდა შერჩევა, რომ შემდეგ ამ მუსიკალურ არჩევანის მორალური მართებულობის დასამტკიცებლად იქვე, იმ წამსვე, აღვიქვათ და თვალნათლად დავინახოთ ტკივილისა და სიმძიმის ამ მუსიკით მოგვრილი უფაქიზესი ჰარმონია... სკოლის ეს მუსიკა საგალობელია შენი და ჩემი გადარჩენისთვის, შენ და ჩემ ნაცლად ნაწამები, დასახიჩრებული იმ ასობით ადამიანისთვის, რომელთა შორის ბევრია სკოლელი და რომელთაგან არაერთი ჩვენი სემინარის პროგრამის ყდაზეა დატანილი.
ტკივილის და სევდის ესთეტიკა ზეობს სემინარზე, სამსახურებიდან გათავისუფლებული, სიმართლისთვის დაწუნებული, შეურაცხყოფილი, იარლიყმიწებებული, საკუთარი სამშობლოს ნორმალური სამყაროს ნაწილად გადარჩენის მსურველი ადამიანების ტკივილის სიმძიმის ესთეტიკა.

ერთდროულად ორგვარი სურნელი დგას სემინარზე – ერთი მხრივ, ბორჯომის დარბაზების შემოდგომის თბილი მზის სილბოთი გაჯერებული და, მეორე მხრივ, საპყრობილეების უსეზონო, უფერო, უმზეო, ნესტის და ობის. როგორ აშკარად ჩანს ამ გადასახედიდან, რომ დღეს ჩვენი ცხოვრება ზღვარია ყოფით სივრცეებსა და საპყრობილეებს შორის, რომ დღეს გლობალური სამყაროს სიდიდე შეიძინა ერთმა მართალმა კაცმა, ერთმა მართალმა საქმემ, ერთმა მართალმა ფიქრმა...

ჩვენს სკოლაში ყოველთვის და, მით უფრო, დღეს დგას ცარიელი სკამი თითოეული ჩვენგანისთვის, რომლის პირად და მორალურ ძალისხმევაზე, რომლის დიდ გამბედაობაზე უნდა დადგეს მთელი ქვეყნის და საზოგადოების გადარჩენის აქტი.

სინამდვილეში, ბიბლიური ლოტის იდეის ადამიანების არის სკოლა, ეს არის მისი არსი, მისი არსებობის გამართლება და, რა თქმა უნდა, მისი გამძლეობის და სიცოცხლისუნარიანობის გარანტი!

ესმა მანია
ხათუნა ლაფაჩის ფოტოები

Geo/Engევროპის კავშირი და ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასიის რეგიონის პერსპექტივა, როგორც ამ დროისათვის ყველაზე მწვავე, ფუნ...
24/10/2025

Geo/Eng

ევროპის კავშირი და ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასიის რეგიონის პერსპექტივა, როგორც ამ დროისათვის ყველაზე მწვავე, ფუნდამენტური საკითხი, თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების ოქტომბრის შეხვედრის სამუშაო თემად იქცა. შეხვედრა მერამდენე დასტურია იმისა, რომ ევროპა სომხეთისა და საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებას, მათ დემოკრატიულ მომავალს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხოებას აქვს ერთადერთი პერსპექტივა - მეტად და მეტად ღრმა თანამშრომლობა ევროპასთან. ამ მიმართულებით, აქცენტი არა მხოლოდ ცალკე სახელმწიფოებრივ, არამედ რეგიონულ კონტექსტზე, ბრძოლის საკვანძო, ეფექტიანი მექანიზმია.
დღეს ჩვენი რეგიონი, სწრაფად ცვლადი გლობალური გარემოს ფონზე, გარე ზეწოლის მძლავრი წნეხის ქვეშ, ლოგიკური თუ მოდელირებული რისკების პირობებში, განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს იმისთვის, რომ გადარჩეს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ - საკუთარ არჩევანში, საკუთარ ცივილიზაციურ კონტექსტში.
შეხვედრაზე ყველაზე საგულისხმო მაინც ის იყო, რომ მასში მონაწილე საქართველოსა და სომხეთში მომუშავე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მხრიდან იმის საუკეთესო გააზრება ჩანდა, რომ რეგიონის ამ ქვეყნების მხრიდან კი არ მერყეობდა ეს ფართო ევროპული არჩევანი, არამედ მტაცებლური გეოპოლიტიკური ინტერესი განაპირობებდა ამ ეგზისტენციურად სახიფათო რყევებს.
ერთი გეოპოლიტიკური კონტექსტის ორი დიდი, სავსებით თვითმყოფადი კულტურების ქვეყანა იყო ჩვენი საფიქრალი, მათი აქამდე მოსვლის გზებით და, მუდმივი ისტორიული ტურბულენტობის შემდეგ, მათი საბოლოო გადარჩენის წერტილზე კონცენტრაციით. თუ ადრე საქართველო ჩანდა ამ რეგიონული გადარჩენის ლოკომოტივად, დღეს ეს ენერგია სომხეთიდან მოდიოდა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს უამრავი მოქალაქის მტკიცე, დაუღალავი, თავგანწირული ბრძოლით ევროპული პერსპექტივისთვის ჩვენი ქვეყანა კვლავ ჩადგება ამ უალტერნატივო, ერთიან ფერხულში.
ამ საფიქრალით დავდიოთ განსაკუთრებით მზიან ერევანში, სადაც ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვა, მისი არჩევანი, მისი გადაწყვეტილება სახელმწიფოს ისე საშიშად არ ეჩვენებოდა, ისე კრიტიკულად არ იდევნებოდა, როგორც საქართველოში... იქ მთავარი, უალტერნატივო გზის დაცვისთვის არც სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მაგრამ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს უფრთხოდნენ და არც რაციონალურ კომპრომისებს, როცა სასწორის მეორე პინაზე ყველაზე მთავარი იდგა.
დავდიოდით ერევნის ქუჩებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკით, მწიფე, ტკბილი ხილის სურნელით და, რაც მთავარია, სერგო ფარაჯანოვის ენერგეტიკით, ამ ორი ქვეყნის, ამ ორი კულტურის ეკლექტში თვითგამოხატვის მის მიერ მიგნებული უნიკალური მანერით, მისი დახვეწილი მრავალფეროვნებით, გამომსახველობის ყველა, იმ დროისთვის დაშვებული თუ დაუშვებელი საშუალებით, ნახევარსიტყვით, ნახევარტონით, ნამსხვრევით თუ ნაფშვენით, მაგრამ თავისუფლებით, გემოვნებიანი და შინაარსიანი თავისუფლებით.

ესმა მანია
ოქტომბერი, 2025

ანზორ მეხრიშვილის ფოტოები

გულითადი მადლობა ღონისძიების მხარდამჭერებსა და ჩვენს ერთგულ მეგობრებს
Estonian Embassy in Tbilisi
Norwegian Embassy in Tbilisi
European Union in Georgia
European Union in Armenia

***
The European Union - and, within this context, the future of the South Caucasus as the most pressing and fundamental issue of our time - became the central topic of the October meeting between the Tbilisi and Yerevan Schools of Political Studies. The event once again reaffirmed that Europe is the civilizational choice of Armenia and Georgia; that the development of our countries, their democratic future, the protection of fundamental human rights, economic progress, and security all rely on one perspective only: ever deeper cooperation with Europe. In this endeavour, the regional dimension - not solely the national - remains a key and effective mechanism of resilience and struggle.
Today, amid a rapidly changing global environment, under intense external pressure and in conditions shaped by both logical and artificially modelled risks, our region must apply extraordinary effort not only to survive physically, but to remain steadfast in its chosen civilizational path.
A particularly meaningful aspect of the meeting was the clarity demonstrated by representatives of the diplomatic corps working in Georgia and Armenia: it is not the broad European aspirations of our nations that are driving existential instability, but rather the predatory geopolitical interests surrounding us.
Two countries with distinct, ancient cultures but bound within one geopolitical context stood at the heart of our reflections - their difficult historical journeys and their focus on securing final survival and self-determination. If Georgia once appeared to be the regional locomotive of this common European endeavour, today that transformative energy is coming from Armenia. We remain hopeful that through the firm, tireless, and self-sacrificing struggle of many Georgian citizens for our European future, Georgia will once again return to this unified and inevitable course.
With such thoughts, we walked through a sunlit Yerevan - a city where the expression of free will, of personal choice, does not seem dangerous to the state nor pursued with critical intensity as it is in Georgia... There, in defence of their main, non-negotiable direction, they have not hesitated to take strategically important but unpopular decisions, nor to pursue rational compromises when something greater was on the scale.
We strolled through the streets of Yerevan filled with music of every genre and the scent of ripe, sweet fruit - and, above all, with the spirit of Sergei Parajanov: his refined diversity, his fearless creativity, the unique artistic language he crafted in the eclectic fusion of these two nations and cultures. With half-tones or fragments, allowed or forbidden means of expression - but always with freedom. Elegant, meaningful freedom.

Esma Mania
October, 2025

Photos by Anzor Mekhrishvili

A heartfelt thank you to the supporters of this initiative and to our loyal friends
Estonian Embassy in Tbilisi
Norwegian Embassy in Tbilisi
European Union in Georgia
European Union in Armenia

Geo/Engმანიფესტს ჰგავდა ბახმაროს სემინარი, უცნაურ მანიფესტს, რადგან ვთანხმდებოდით იმაზე, რაზედაც არასოდეს შევთანხმებულვა...
15/10/2025

Geo/Eng

მანიფესტს ჰგავდა ბახმაროს სემინარი, უცნაურ მანიფესტს, რადგან ვთანხმდებოდით იმაზე, რაზედაც არასოდეს შევთანხმებულვართ და რაც ხმის ამოღების გარეშეც გვესმოდა...
სხვა დროება დგებოდა და ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ჩვენ მეტად და მეტად დავიწროებული წრით შევქმნიდით კუნძულს, კიდობანს, თავშესაფარს და შევიფარებდით მას, რაც უსათუოდ უნდა გადარჩენილიყო!
ვთანხმდებოდით, რომ ასეთი კუნძულების – საპყრობილეების, სარდაფების, ნესტის და წყვდიადის ენერგიაში უნდა გვეცოცხლებინა და როგორმე გადაგვერჩინა ყველაზე მთავარი!
ვთანხმდებოდით, რომ ჩვენ, ძვლებჩამსხვრეულები და მოწყვლადები, კულმინაციური ცინიზმისა და ანგარებიანი მანიპულაციების პირისპირ აღმოჩენილები, დავრჩენილიყავით სიკეთეში და გვებრძოლა ჩვენი ერთადერთი იარაღით – სიმართლით...
ვთანხმდებოდით, რომ ამქვეყნად ყველაზე სუსტი და უბადრუკი იარაღია ძალმომრეობა და სხვილბარკალნი მამაკაცისანი...
ვთანხმდებოდით, რომ თავისუფლებისთვის დაბადებულები კომპრომისს არ შევკრავდით მონობასთან...
ვთანხმდებოდით, რომ ერთგულ და ნამდვილ მეგობრად დავიტოვებდით იმ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც უშურველად გვეხმარებოდნენ საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელი ძალისხმევით ჩვენი გადაგვარებული ვინაობის აღდგენაში, ჩვენი გაუკუღმართებული ფასეულობებისა და უნარების რეკონსტრუქციაში, მაგრამ დღეს ასე უმადურად, ასე უგუნურად მტრებად არიან გამოცხადებული!
ვთანხმდებოდით, რომ ხელახლა ავაშენებდით კულმინაციამდე მიყვანილ, მაგრამ ჩვენ თვალწინ დანგრეულ სახლს...
ვთანხმდებოდით, რომ კონტურს გადავავლებდით ყველა წაშლილ ფრესკას, ყველა საგალობლის დახეულ ხელნაწერს…
ვთანხმდებოდით, რომ ჩვენივე გადასარჩენად ნაკუწ-ნაკუწ დავიშლიდით საკუთარ თავს, გამოვიძიებდით საკუთარ შეცდომებს, საკუთარ გადაცდომებს, საკუთარ გულუბრყვილობებს, ჩავიძირებოდით ჩვენივე ინტერესების ძირეულ მოტივებში და ჩვენსავე სისხლსა და ქსოვილში აღმოვაჩენდით იმ პირველ მომწამვლელ უჯრედებს, შემდეგ უსათუოდ რომ აგვიტალახებდა სისხლს...
ვთანხმდებოდით, რომ არ გვჭირდებოდა ტრიბუნები და პრეზიდიუმები, რომ ხელებაკაპიწებულებს და მუხლჩახრილებს უნდა გვეომა და გვეშრომა...
ვთანხმდებოდით, რომ არაფერი გვქონდა გარანტირებული, რომ ყველაფერი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველწამიერად იყო მოსაპოვებელი...
ვთანხმდებოდით, რომ არასოდეს, არაფრისგან შევიქმნიდით კერპებს, სტერეოტიპებს, რომ შემდეგ მათ ფორმალობად და შაბლონად არ ექცია ჩვენი ფიქრის, სიტყვის და ქმედების თავისუფლება...
ვთანხმდებოდით, რომ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, რომელიც უკვე 26 წელს ითვლის, ფუნდამენტურ ძალისხმევას დახარჯავდა იმაში, რომ როგორადაც არ შებრძოლებოდნენ მას, როგორადაც არ წაეშალათ მისი მეოთხედსაუკუნოვანი არსებობის კვალი, ის ამ გზის შენებას, ამ საქმის კეთებას ისევ ისე, ისევ ისეთივე უკომპრომისობით, ფართოდ გახელილი თვალებით, უსუფთავესი ხელებით, დიდი და ძველი მეგობრების დახმარებით, თუნდაც პირველი ნაბიჯიდან დაიწყებდა...
ვთანხმდებოდით იმაზე, რომ სკოლა, როგორც გარდამავლობებისა და გრადაციებისთვის დაარსებული სუბსტანცია, დღეს შუალედურს ვერაფერს ხედავდა სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის!..მანიფესტს ჰგავდა ამ შემოდგომის ბახმაროს სემინარი, უცნაურ მანიფესტს, რადგან ვთანხმდებოდით იმაზე, რაზედაც არასოდეს შევთანხმებულვართ, რაც ადრე ხმის ამოღების გარეშეც გვესმოდა, რადგან ის პიროვნებად ყოფნის ჩვენეულ ფორმულას ემთხვეოდა... დღეს, ჩვენი ვინაობის საგულდაგულო ნგრევის მცდელობის პარალელურად, დაგვჭირდა რაღაც სხვა – ახალი სტრატეგიული მანიფესტები...

ესმა მანია
ოქტომბერი, 2025

ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოები

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს იმ პარტნიორებსა და დიდ მეგობრებს, რომელთა თავდაუზოგავი ძალისხმევით შედგა ბახმაროს შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვააზრებინა ჩვენი ევროპული, დამოკრატიული არჩევანის სისწორე და ამ არჩევანის ერთგულებისთვის საჭირო ენერგიით დაგვმუხტა!
Estonian Embassy in Tbilisi
British Embassy Tbilisi

***
The Bakhmaro seminar was akin to a manifesto—an unusual manifesto—because it represented a consensus on matters previously unspoken, yet deeply understood without the need for raised voices.
We acknowledged the dawn of a new era and resolved to create an island, an ark, a sanctuary defined by an ever-narrowing circle of refuge—safeguarding that which must unquestionably be preserved.
We recognized that we must inhabit the energy of such islands—be they prisons, cellars, realms of dampness and darkness—and, within them, protect what is most essential.
We accepted that, though broken and vulnerable, confronted by the apex of cynicism and selfish manipulation, we must remain anchored in goodness and wield our sole weapon—truth.
We understood that the weakest and most ineffectual weapon in this world is the force and we “take not pleasure in the legs of a man”.
We affirmed that, born for freedom, we would refuse to have any compromise with slavery.
We committed to stay with our European and American friends—those who, through relentless struggle against the Soviet regime, helped to restore our eroded identity and reconstruct our distorted values and capabilities—only to now be ungratefully and foolishly cast as adversaries.
We pledged to rebuild the house that, though having reached its culmination point, collapsed before our very eyes.
We vowed to reoutline every erased fresco, every torn manuscript of our anthems.
In the pursuit of self-preservation, we agreed to dissect ourselves piece by piece: scrutinizing our errors, transgressions, and naivety; probing the root motives of our interests; and discovering, in our own blood and tissue, the initial poisonous cells that have since tainted our collective lifeblood.
We agreed that tribunes and presidiums are unnecessary; our path demands humble, diligent labor with rolled up sleeves and bowed knees.
We acknowledged that nothing is guaranteed; every step, every moment remains in contest.
We vowed never to fabricate idols or stereotypes from nothingness—lest they, in time, reduce our freedom of thought, speech, and action to mere formality and pretense.
We committed that the Tbilisi School of Political Studies, now 26 years old, will dedicate its fundamental efforts to ensure that, no matter how hard they try to oppose it or erase every trace of its a quarter-of-a-century existence, will persist in building this path and undertaking this work anew—with unwavering resolve, vigilant eyes, unsullied hands, and the support of longstanding allies from our very first step.
We concurred that this school, established as a crucible for transitions and gradations, recognizes no middle ground between falsehood and truth.
The Bakhmaro seminar of this autumn was like a manifesto—an extraordinary manifesto—because it solidified an understanding which we formerly never agreed upon but just felt it intuitively, because it concurred with our ethos as of individuals. Today, amid deliberate assaults on our identity, we are in need of something different, which is a new strategic manifesto.

Esma Mania
October, 2025

Photos by Lasha Phalavandishvili

Special thanks to our partners and dear friends, whose selfless efforts made the Bakhmaro meeting possible. Once again, this gathering reaffirmed the correctness of our European and democratic choice and energized us to remain steadfastly committed to it!
Estonian Embassy in Tbilisi
British Embassy Tbilisi

ავდივართ იმ მაღალ მთაზე, რომელსაც წინ თრუსოს ხეობის მკაცრი, გაუკაცრიელებული ლანდშაფტი და თერგის უსწორმასწორო, ღრმა კალაპ...
18/08/2025

ავდივართ იმ მაღალ მთაზე, რომელსაც წინ თრუსოს ხეობის მკაცრი, გაუკაცრიელებული ლანდშაფტი და თერგის უსწორმასწორო, ღრმა კალაპოტი უძღვის... რთულია ასვლა იმ მომავალივით, წინ რომ უდევს ჩვენს ქვეყანას, შესაბამისად, ჩვენს სკოლას... იქნებ სიმბოლურია, რომ ამ წლების განმავლობაში არწივიც პირველად გამოჩნდა ამ გზაზე, საკმაოდ ახლოს ჩვენს თავთან... იმ ყველაზე მაღალ წერტილში კი დანგრევის პირას მისული, ძლივს ფორმაშენარჩუნებული ის შენობაა, ყოველწლიურად სიმბოლურ ათვლის წერტილად რომ მიაჩნია სკოლას... ხევში, აქვე, ახლოს, ის ისტორიული პუნქტიცაა, თავის დროზე ილია ჭავაჭავაძემ ყველა საფუძვლისა და პლაცდარმის გარეშე დარჩენილი თავისი სამშობლოსთვის ფიქრი რომ დაიწყო, სწორედ აქედან იწყება მისი მოქალაქეობაც, რომელიც დგას ერთადერთ საფუძველზე – ცვლილების, განახლების მნიშვნელობაზე, ზოგჯერ საკუთარი პოსტულატების გადაბიჯებაზეც კი, როცა ეს რაციონალურია და განვითარების სწორი ვექტორებისთვის არის საჭირო... ეს სიმაღლე გვაფიქრებინებს, რომ ილია კონტექსტია და არა სამანიპულაციოდ ამოგლეჯილი ორიოდ სიტყვა... აქვე გერგეტია და დარიალი, როგორც მოძალებული მტრული ნიაღვრის პირველი ზღუდეები, ნიაღვრის, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება სახელმწიფოთა შორის კეთილმეზობლურ კეთილგონიერებას.

ელვასავით გვიკრთის გონებაში ფიქრი, რომ წინ გაურკვეველი მომავალია, ჩვენ კი ჩვენს გზას ჯიუტად მივუყვებით მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის ნაწრთობი ტრადიციებით, ასეულობით კურსდამთავრებულით, საერთაშორისო დიპლომატიური რაკურსის საუკეთესო პრიზმით, მაღალი სამოქალაქო შეგნების სპიკერ-მსმენელებით, პოტენციური ადგილით ყველა ადამიანისათვის, ყველა იდეის საწრთობი ყალიბით, ზღვრული პასუხისმგებლობით საკუთარი თავის და გარემოს წინაშე, დიდი მადლიერებით და, რაც მთავარია, სრული უანგარობით, სრული გულწრფელობით და უსუფთავესი ხელებით!

მართალია, ელვასავით გვიკრთის გონებაში ფიქრი, რომ წინ გაურკვეველი მომავალია, მცდარია ეს ფიქრი, რადგან მომავალი მაშინ არის გაურკვეველი, როდესაც შენს იდეას, შენს ფასეულობას გამგრძელებელი, მიმღები, მაღიარებელი, მატარებელი არ ჰყავს! სხვა რა იყო ჩვენი სკოლის აპლიკანტთა შესარჩევი ტრადიციული კონკურსი, იდეისთვის რეპრესირებული, სამსახურებიდან გაშვებული, დასჯილი ადამიანების კრებულით, მათი გზნებით თუ ცრემლით, უკომპრომისო მისწრაფებებით აღბეჭდილი დღეებით, თუ არა იმ მთავარი იდეის გაზიარება, მის ორბიტაზე ყოფნა, იმ კიდობანში აღმოჩენის სურვილი, რომელსაც არასოდეს, არც ერთი მმართველობის დროს გაუწევია ანგარიში დროის კონიუნქტურისთვის!

არასდროს ისე მკაფიოდ არ ჩანდა მომავალი, როგორც ახლა – ახლა ყველამ, მოსულმაც და დამხვდურმაც, როგორც იმ ერთი კიდობნის წევრებმა, შესანიშნავად ვიცით, რომ უნდა გავძლოთ და გავუძლოთ, გაუსაძლისი უნდა ავიტანოთ, წარმოუდგენელი ძალისხმევა გავწიოთ, რადგან წინ გადასარჩენი მომავალია და ის მთავარი, ჩვენი იდენტობის სახლი, რომელიც ვერ ავაშენეთ...

ესმა მანია
აგვისტო, 2025

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში წელს უკვე 25-ედ იმართება აპლიკანტებთან გასაუბრება (საუბარი) ახალი ჯგუფის შესარჩევა...
14/08/2025

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში წელს უკვე 25-ედ იმართება აპლიკანტებთან გასაუბრება (საუბარი) ახალი ჯგუფის შესარჩევად. სკოლის წინაშე არსებული რეალური საფრთხის მიუხედავად, უკომპრომისოდ გვჯერა, რომ ჩვენი ფასეულობები, ჩვენი ხედვები, ჩვენი მიზანდასახულობა თავის გზას არ დაკარგავს!
ვმადლობთ აპლიკანტებს, სკოლელებს და ყველას, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს და რჩება ჩვენი სკოლის ორბიტაზე!

ვბრუნდებოდით სომხეთიდან, კურორტ წახკაძორში გამართული უკვე მეორე სომხურ-ქართული სემინარიდან და ბედისწერასავით გარდაუვალად...
06/07/2025

ვბრუნდებოდით სომხეთიდან, კურორტ წახკაძორში გამართული უკვე მეორე სომხურ-ქართული სემინარიდან და ბედისწერასავით გარდაუვალად იდგა უმწვავესი კითხვა – რა იქნება მომავალში! არა ფილოსოფიურ მომავალში, არამედ ხვალინდელ დღეს, როცა საბოლოოდ, დაუნანებლად, უხეშად ნადგურდება ჩვენი არჩევანი, ჩვენი დიდი ძალისხმევით მოპოვებული შედეგები, ჩვენით გაკვალული, გზებად ქცეული ბილიკები... როცა, როგორც იქნა, ადამიანს უბრუნდებოდა თავისი მნიშვნელობა, თავისი უფლებებით და თავისუფლებით, თავისი სურვილებით და არჩევანით, თავისი განსხვავებულობებით... ამ მძიმე და ნაბრძოლ გზაზე დიდი და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენს სკოლას, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას, როგორც გადარჩენის წერტილს, 25 წლის განმავლობაში არსებული სხვადასხვაგვარი ბიუროკრატიული წნეხისა და მმართველობის სისტემებიდან მომდინარე წინააღმდეგობების მიუხედავად... და ახლა ისმის კითხვა, რა იქნება ხვალ სკოლაში, რა იქნება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში... როგორ შევეგუებით იმის წართმევას, რამაც პიროვნებად ყოფნა გვასწავლა და რაც ყველაზე მთავარია ამ სამყაროში!
და რა იქნება ხვალ? იქამდე კი იყო სომხეთის სემინარი საკვანძო თემით – სამხრეთ კავკასია, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის ანომალიური გამოცდილებით, ეთნიკური კონფლიქტებით, სუსტი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებით, გამოუგლოვებელი ფსიქოლოგიური ტრავმებით, ჰიბრიდული ომის მანიპულაციებით, ზეწოლით, დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული სტრატეგიებით, რელიგიური გავლენებით, კრიმინალური და ოლიგარქიული სქემებით, მერყევი ფასეულობებით, არამდგრადი ეკონომიკით, მყიფე უსაფრთხოების სისტემებითა და სუვერენიტეტის პირდაპირი საფრთხეებით, არაკოორდინირებული რეგიონული პოლიტიკით, გლობალური გეოპოლიტიკის რისკებით...
ასე მძიმე და რთულ მოცემულობას, სემინარზე დასმული აქცენტის თანახმად, განაპირობებდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიული ცივილიზაციური არჩევანი – ევროპული გზა! გზა, რომელიც მიუღებელია რეგიონული ჰეგემონობის მსურველისთვის… ამ მძიმე და აუტანელი წინააღმდეგობების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნების მკაფიო გადაწყვეტილებაა, გრძელვადიანი განვითარება დაუკავშირონ ღრმა თანამშრომლობას ევროპასთან, დემოკრატიულ მომავალს, რაც ნიშნავს ერთნაირ სამართალს ყველა მოქალაქისთვის, პიროვნების დაცულობას, ხელშეუხებლობას და მისი თავისუფლების გარანტიებს, ერთი სიტყვით, ნორმალურობის პრიორიტეტს ჩვენს არჩეულ ევროპულ მომავალში.
სემინარზე თვალნათლივ იკვეთებოდა საქართველოსა და სომხეთის მომავლის განვითარებაზე ჩვენივე ურთიერთგავლენა, რომ ჩვენი დღევანდელი პრობლემები გადაულახავ ბარიერად იდგა სომხეთისთვის და პირიქით, მათი ხელისუფლების გონივრული ნაბიჯები იმედს გვისახავდა სწორი რეგიონული განვითარების კონტექსტში.
ჩვენი სემინარის პარალელურად, სომხეთში უკვე დეკლარირებული აგრესორის მიერ მოწყობილ დიდ უკუღმართობებს ებრძოდნენ, სემინარის დარბაზის დიდ ეკრანზე კი გამოსახული იყო ანდრო ჭიჭინაძის პორტრეტი, როგორც ერთი მართალი ადამიანის შერკინების ეფექტი ავტოკრატიულ მონსტრთან... და რა იქნება ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, ისედაც უკუღმართობებით და გამოტოვებებით სავსე ჩვენს ისტორიაში, ისედაც ფაქიზ რეგიონში, სადაც განსაკუთრებული კეთილგონიერებით უნდა დაიგეგმოს ყოველი ნაბიჯი…
და რაც იქნება ხვალ ჩემთვის, შენთვის, სკოლისთვის, საქართველოსა და რეგიონისთვის, დამოკიდებულია ჩემს არჩევანზე – ვრჩები თუ არა პიროვნებად და ადამიანად!

ესმა მანია
ივლისი, 2025

Estonian Embassy in Tbilisi
Norwegian Embassy in Tbilisi
European Union in Georgia
European Union in Armenia

თბილისისა და ერევნის  პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივ  სემინარზე, პანელური დისკუსიის - "სამოქალაქო კულტურა და გამ...
27/06/2025

თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების ერთობლივ სემინარზე, პანელური დისკუსიის - "სამოქალაქო კულტურა და გამბედაობა" - პარალელურად, სლაიდზე ჩანდა ანდრო ჭიჭინაძის, პოლიტიკური პატიმრის, ფოტო გამბედავი და ღირსეული მოქალაქის პოზიციით: "არაფრის ხვეწნას არ ვაპირებ და როგორც გადაწყვეტს სასამართლო, ისე გადაწყვიტოს. ჩემი მხრიდან ის ვიცი, რომ არცერთი ადამიანი არ დაზიანებულა, არცერთი შენობა არ დაზიანებულა და პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც გამიკეთებია და მითქვამს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
მე რომ რაღაცა შეცდომა დამეშვა ოდესმე და დამიშვია უამრავი შეცდომა, არასდროს ბოდიშის მოხდა არ ყოფილა პრობლემა და შემიძლია იმ ადამიანებს ვუთხრა ბოდიში, რომელთა მიმართაც მე მქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება. ეს სამი ადვოკატი [საზოგადოებრივი ადვოკატი], რომლებიც არიან დღეს ჩვენთან ერთად, რატომღაც ამ ადამიანების მიმართ თავიდანვე ვიყავი უარყოფითაც განწყობილი და არაერთ ადამიანს გავუზიარე ეს ჩემი სკეპტიციზმი და მინდა რომ ბოდიში მოვუხადო ამ ადამიანებს და მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ მართლა ღირსეული და კარგი ადამიანები არიან“ (წყარო: პუბლიკა).

თბილისის პოლიტიკური სწავლების  სკოლის ჯგუფი მეორედ ესწრება ერევნისა და ჩვენი სკოლების ერთობლივ კონფერენციას "დიალოგი ევრ...
27/06/2025

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ჯგუფი მეორედ ესწრება ერევნისა და ჩვენი სკოლების ერთობლივ კონფერენციას "დიალოგი ევროპული დემოკრატიული მომავლისთვის", რომელიც ევროპის კავშირის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების ხელშეწყობით მიმდინარეობს სომხეთში, წახკაძორში.

სემინარის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის დამფუძნებელმა არმაზ ახვლედიანმა, რომელმაც ქვეყანასა და რეგიონში დამდგარ ურთულეს გამოწვევაზე, სომხეთისა და საქართველოს უალტერნატივო ევროპულ მისწრაფებებსა და ამ ბრძოლაში ევროპის, როგორც ორივე ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანის, და ამ გზაზე ევროპული სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის უპრეცენდენტო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 26-წლიანი გამოცდილება აჩვენებს, ის მუდმივად კონფრონტაციულ წინაღობაშია გაბატონებულ პარტიულ-პოლიტიკურ იდეოლოგიებთან. ეს გზა სკოლაში დღეს განსაკუთრებული ძალისხმევით გრძელდება, ის თავისი სამუშაო მეთოდოლოგიით, ბრძოლის თავისი გზებით ადასტურებს ერთადერთ სწორ არჩევანს საქართველოს ნორმალურობის, ანუ მტკიცე დემოკრატიის, წარმატებისა და მშვიდობის სასარგებლოდ.

13/06/2025

შეგახსენებთ, რომ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ახალ ჯგუფში აპლიკანტების განაცხადების მიღების დასრულებამდე დარჩა ორი დღე! სკოლა რთულ დროში სწორად ორიენტირებისა და ფასეულობების გადარჩენის იშვიათ ადგილთაგანია, პიროვნებად დარჩენის შესაძლებლობა და კეთილგონიერი არჩევანია!

ნინო სანადირაძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლის სახელით ვულოცავთ მას დიდ აღიარებას ყველაზ...
27/05/2025

ნინო სანადირაძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლის სახელით ვულოცავთ მას დიდ აღიარებას ყველაზე ანგარიშგასაწევი ევროპული სამუზეუმო პროფესიული ორგანიზაციის მხრიდან! ეს იმის დასტურია, რომ მან გაბედულად და გონივრულად მართა ჩვენი კულტურული მეხსიერების უმნიშვნელოვანესი სივრცე და შეუფარდა ის პროგრესულ ევროპულ საზომებს!

პარადოქსია, რომ ნინო სანადირაძე, დღეს უკვე ინსტიტუციური სტატუსის გარეშე, დაჯილდოვდა სწორედ ინსტიტუციური გამბედაობისა და პროფესიული წესიერებისთვის.

📎ევროპის მუზეუმების ფორუმის EMYA-ს ოფიციალური წარდგენა https://shorturl.at/wYX1i

🎥კადრები დაჯილდოვების ცერემონიალიდან https://shorturl.at/raQ7L

Nini Sanadiradze
European Museum Forum

Geo/Engმაისი, 2025 წელი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარი – ოცდახუთწლიანი დიდი ისტორიის, დიდი გამოცდილების ...
09/05/2025

Geo/Eng

მაისი, 2025 წელი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სემინარი – ოცდახუთწლიანი დიდი ისტორიის, დიდი გამოცდილების შედეგი... ქვეყნის შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის ერთგვარი მემატიანეც და შენაკადიც!

ვსხედვართ სემინარზე, რომელიც შესაძლოა, ჩვენი სკოლის დიდი ისტორიის უკანასკნელი აქტიც იყოს, რომ საგანგებოდ, ხელოვნურად ჩაშალონ თავისუფლებისა და აზროვნების ნათელი წერტილები... ამ განცდითაც განსხვავებულია ეს სემინარი და ექსპერტებისა და თემების კონფიგურაციითაც... ყველა გამოსვლა და დისკუსია გაჯერებულია შექმნილი ვითარების მიზეზების ძიებითაც და გამოსავლებზე ინტენსიური ფიქრითაც!

რა ასაზრდოებს ავტორიტარიზმს – ეს არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მაისის სემინარის მთავარი საფიქრალი – ჩვენ, ვინც სათანადო სიფხიზლე არ გამოვიჩინეთ, ვინც ოდესღაც რაღაცაზე დავხუჭეთ თვალი... ამ ნელთბილობასა და ნელნელობაში აღმოვაჩინეთ, როგორ აღმოცენდა ჩვენში ნამდვილი ჯოჯოხეთი, სადაც ერთი წამიც და, სუნთქვის საშუალებაც გაქრება და ლეშად იქცევა ყველაზე მთავარი...

სემინარზე ვსაუბრობთ იმ უჟანგბადობაზე, როგორც გაკვეთილზე, 70 წლის განმავლობაში რომ გამოვიარეთ, სადაც თურმე აკრძალვის და ცენზურის ზემოქმედების მთავარი ობიექტი იყო არა პოლიტიკური დისკუსია ან ეროტიკული სცენები, არამედ – ევროპული ყოფა-ცხოვრებიდან ნებისმიერი კადრი – სუპერმარკეტი იქნებოდა ეს, ტრანსპორტი, საუზმე ევროპულ ოჯახში თუ შვილისადმი დამოკიდებულება იქ... სადაც აკრძალული იყო ევროპული არაჟნის გემოს ცოდნა, რომ შედარების საშუალება არ გვქონოდა! რომ ბედნიერი შემთხვევის ძალით ევროპაში აღმოჩენილებს კატეგორიულად არ გვენახა ევროპული ქვეყნების უპრივილეგიო ლიდერები, ჩვეულებრივი მოქალაქეებივით რომ ცხოვრობდნენ...

და დღეს, ჩვენს სემინარზე, რომელსაც ჯერ კიდევ ესწრება რვა ევროპელი დიპლომატი, ისმის კითხვები – ნუთუ ევროპას წასვლა შეუძლია ჩვენგან?! ნუთუ არ გვეყოლება მთავარი მოკავშირე და მეგობარი, რომელიც ყოველთვის მიგვითითებს, ვიპოვოთ საკუთარი თავი, გავხდეთ ის, ვინც ვართ, დავუბრუნდეთ რეალობას, რადგან ფანტომები და ილუზიები იმათი იარაღია, ვისაც საზოგადოებაზე მანიპულაციის ბერკეტები აქვს უზურპირებული, ვინც მოდელირებული დღის წესრიგით წლებია, ნამდვილ, რეალურ დღის წესრიგს გვიცვლის, ვინც კომფორტისა და მშვიდობის ილუზიით საკუთარ თავს გვართმევს, რადგან თავისუფალი ადამიანის განადგურება მისსავე პიროვნებას შიზოფრენიულად ხლეჩს. ასეთ ადამიანი კი ადვილად სამართავია...

ლაიტმოტივად გასდევს სემინარს დამანგრეველი ვერდიქტი, რომ რეჟიმს ასაზრდოებს კონფორმიზმი, რომელიც თავიდან მოჩვენებითად სტაბილური ცხოვრების პირობებით ინერგება, მოგვიანებით კი – ბევრად ბრუტალური გზებით, რაც გვართმევს ადამიანად ყოფნის შესაძლებლობას, ე. ი., სივრცეს ინდივიდუალური თავისუფლებისთვის და ერთადერთ გამოსავლად გვთავაზობს მორჩილებას.

ასეთი მძიმე და, ამავე დროს, რაციონალური განწყობით ვესწრებით თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ამ გამორჩეულ სემინარს – თავისუფლების, ალტერნატიული აზროვნების, მოვლენების კომპლექსურად აღქმის, რაციონალური კრიტიკისა და თვითკრიტიკის დიდ, ოცდახუთწლიან გამოცდილებას თავისი ანგარიშგასაწევი ექსპერტებისა და დიდი საერთაშორისო მეგობრების გამორჩეული პალიტრით და ამ ყველაფერს, ასობით ადამიანის საიმედო თავშესაფარს, დღეს ხელოვნურად უფერხებენ მომავალს...

დიახ, ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დღეს ჩვენს სინდისზეა ათობით პოლიტიკური პატიმარი, ასობით ნაწამები და ნატანჯი მოქალაქე, ასობით უფუნქციოდ დარჩენილი პროფესიონალი, აუნაზღაურებლად უკანდახეული ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სკოლის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, მომავალი! ეს პასუხისმგებლობა ჩვენი ნერვული სისტემის და სისხლის მიმოქცევის ხმად უერთდება საერთო პროტესტის ხმას!

სკოლის პროექტის იძულებით შეჩერება ვერ შეაჩერებს ასობით სკოლელის და მათ ორბიტაზე მყოფი დიდი საზოგადოების თავისუფლების სულისკვეთებას, რომელიც შექმნა სკოლის იდეამ, სკოლის ფასეულობებმა, ვერ დაშლის ადამიანთა იმ დიდ ერთობას, სკოლამ რომ შექმნა, ვერ დათრგუნავს სკოლელთა მზაობას, ბოლომდე, მტკიცედ იბრძოლონ ქვეყნის ნორმალურობისთვის და ევროატლანტიკური ვექტორისთვის, ვერ დაჯაბნის მისწრაფებას, მუდმივად ვსწავლობდეთ პიროვნებად ყოფნას!

დიახ, ვაღიარებთ, რომ ვასაზრდოებთ ავტორიტარიზმს, რადგან ოდესღაც სადღაც რაღაცაზე დავხუჭეთ თვალი! არაფერია ამ აღიარებაზე მწარე და ამ აღიარებაზე საიმედო!

ესმა მანია
ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოები
მაისი, 2025

May 2025 – Seminar of the Tbilisi School of Political Studies: The Outcome of a Twenty-Five-Year Legacy of Profound History and Experience… A chronicler and a tributary of both domestic and international political developments in the country!

We are gathered at a seminar that might well mark the final act in the long and meaningful history of our School – perhaps deliberately and artificially dismantled in an attempt to extinguish one of the last remaining beacons of freedom and thought. This very sentiment makes the seminar distinct – not only in its emotional resonance but also in the configuration of its experts and themes... Every presentation and discussion is permeated by an earnest search for the root causes of the current situation, accompanied by intense reflection on possible solutions!

The central concern of the Tbilisi School of Political Studies’ May seminar is a pressing and uncomfortable question: What sustains authoritarianism? It is a moment of reflection for those of us who failed to exercise adequate vigilance, who once chose to look away, even briefly, from troubling developments… In the slow drift of complacency and indifference, we have come to witness the emergence of a true hell within our midst – a condition in which, at any moment, even the breath of life may be extinguished, and what is most essential reduced to lifeless remains…

At the seminar, we reflect on the suffocating atmosphere we endured for seventy years – a lack of oxygen that now serves as a profound lesson. We came to understand that the primary target of prohibition and censorship was not political discourse or erotic scenes, but rather any glimpse into European everyday life. Whether it was a supermarket, public transportation, a family breakfast, or the nature of parent–child relationships – any image that conveyed ordinary European existence was deemed subversive… Even the taste of European sour cream was forbidden, lest we develop the capacity for comparison. Those of us who, by rare stroke of luck, found ourselves in Europe were explicitly forbidden from witnessing the unprivileged status of European leaders – leaders who lived like ordinary citizens.

And today, at our seminar – still attended by eight European diplomats – profound questions are being asked: Could Europe truly turn away from us? Might we lose our principal ally and friend – the one who has consistently encouraged us to rediscover ourselves, to become who we truly are, to return to reality? For phantoms and illusions are the tools of those who have usurped the levers of manipulation over society – those who, for years, have substituted a fabricated agenda for the genuine, lived one. These are the actors who, under the illusion of comfort and peace, gradually deprive us of our very selves. For to destroy a free individual is to fracture their personality into schizophrenia. And such a person, fragmented and disoriented, is easily governed…

Running as a leitmotif throughout the seminar is a devastating verdict: that the regime is nourished by conformism – initially implanted through the illusion of a stable life, and later enforced through far more brutal means. This progression gradually strips individuals of the very possibility of being human – that is, of inhabiting a space for personal freedom – and presents obedience as the only viable alternative.

With this somber, yet deeply rational mindset, we attend this exceptional seminar of the Tbilisi School of Political Studies – an institution that embodies a twenty-five-year legacy of freedom, alternative thinking, complex understanding of events, and a culture of reasoned critique and self-reflection. Enriched by a distinguished palette of authoritative experts and longstanding international friends, the School has long served as a reliable refuge for hundreds. And yet today, this very institution is being artificially denied its future…

Yes, we acknowledge our responsibility for the reality that today, dozens of political prisoners, hundreds of tortured and tormented citizens, and countless professionals left without purpose weigh on our collective conscience. We recognize the cost: a country set back without restitution, and the uncertain future of our own institution – the Tbilisi School of Political Studies. This responsibility now courses through our nervous systems and circulatory flow, merging with the collective voice of protest!

The forced suspension of the School’s project cannot extinguish the spirit of freedom shared by hundreds of alumni and the broader community drawn into its orbit – a spirit born of the School’s vision and values. It cannot dismantle the profound unity among individuals that the School has cultivated, nor suppress the unwavering readiness of its graduates to fight – steadfastly and to the end – for the country’s return to normalcy and its Euro-Atlantic orientation. It cannot overpower the enduring aspiration to continually learn what it means to be a person!

Yes, we acknowledge that we have, in part, sustained authoritarianism – because at some point, somewhere, we chose to look away. There is nothing more bitter – and nothing more hopeful – than this very admission!

Esma Mania

Photo by Lasha Phalavandishvili
May, 2025

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა/Tbilisi School of Political Studies posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა/Tbilisi School of Political Studies:

Share