Vegan Georgia

Vegan Georgia Non-governmental organization focused on promoting animal liberation and veganism in Saqartvelo

არის არაკომერციული და არასახელმწიფო ორგანიზაცია რომელიც პოპულარიზაციას უწევს - ცხოველთა უფლებების დაცვას, ვეგანობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, გარემოსა და ბუნების დაცვას


YOUTUBE https://www.youtube.com/channel/UCxpwP6pL7cC5GLGxAee3ykA

20/07/2026

როგორ ძალიან გაუხარდა, რა საყვარელია💚

✊️ "ვეგან ჯორჯიას" ორგანიზებით, პარლამენტთან, 7 ივნისს "ცხოველთა უფლებების ეროვნული დღე" აღინიშნა. NARD ყოველწლიური აქტი...
10/06/2026

✊️ "ვეგან ჯორჯიას" ორგანიზებით, პარლამენტთან, 7 ივნისს "ცხოველთა უფლებების ეროვნული დღე" აღინიშნა. NARD ყოველწლიური აქტივობაა, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ შეუერთდა.

🌍 NARD მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა, რომელიც 2011 წელს დაარსდა და ის ერთდროულად 50-ზე მეტ ყვეყანაში აღინიშნება. აქტივობის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ცხოველთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

✅️ თბილისში NARD16-ს ათობით აქტივისტი შემოუერთდა.
ადგილობრივი პრობლემებიდან გამომდინარე, წელს დამატებული იყო ორი მოთხოვნა:
🔴 საქართველოში ცხოველთა მსხვერპლშეწირვის აკრძალვა. (3 ივნისს ჩატარდა ლომისობა", რომელიც მოიცავს ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ რიტუალს.)
🔴 სახელმწიფოს ახალი რეგულაციისა და პრაქტიკის გაუქმება, რომელიც მიუსაფარი ცხოველების გენოციდისკენაა მიმართული, გამქრალი ცხოველების უკან დაბრუნება და პროცესის სრული გამჭვირვალობა.

➡️ ღონისძიება მოიცავს სიმბოლურ მემორიალურ ცერემონიას ადამიანთა მიერ ყოველწლიურად მოკლულ მილიარდობით ცხოველთა ხსოვნისადმი.
➡️ ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივიზმში მიღწეული პროგრესის აღნიშვნა.
➡️ ცხოველთა უფლებების დეკლარაციის საჯარო წაკითხვა და ხელმოწერა.

💚 დიდ მადლობას ვუხდით მამაც აქტივისტებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან ცხოველთა თავისუფლებისა და საყოველთაო სამართლიანობისათვის.

#ვეგანჯორჯია

🌱 "ვეგან ჯორჯია" უერთდება საერთაშორისო ღონისძიებას "ცხოველთა უფლებების ეროვნული დღე - National Animal Rights Day" 2026.✅...
05/06/2026

🌱 "ვეგან ჯორჯია" უერთდება საერთაშორისო ღონისძიებას "ცხოველთა უფლებების ეროვნული დღე - National Animal Rights Day" 2026.
✅️ NARD მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს გარშემო.
ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგება:
● მემორიალური ცერემონია, რომელიც ეძღვნება ყოველწლიურად ადამიანის ხელით მოკლულ მილიარდობით ცხოველის ხსოვნას.
● ცხოველების ტანჯვის დასრულებისა და მათი თავისუფლების მოპოვების მიმართულებით მიღწეული პროგრესის აღნიშვნა.
NARD 2026 გააერთიანებს დამატებით მოთხოვნებს:
❗️საქართველოში ცხოველთა მსხვერპლშეწირვის აკრძალვა.
❗️სახელმწიფოს ახალი რეგულაციის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც მიუსაფარი ცხოველების ლიკვიდაციისკენაა მიმართული, გამქრალი ცხოველების უკან დაბრუნება და პროცესის სრული გამჭვირვალობა.
📅 ღონისძიება გაიმართება კვირას, 7 ივნისს, 16:00-ზე.
📍ადგილმდებარეობა: პარლამენტის წინ.
📣 ადგილზე გვექნება გამზადებული პოსტერები და მაისურები.
📢 აქცია შეთანხმებულია შსს-სთან.
✊️ შემოუერთდი აქტივობას!
✊️იყავი ცხოველების ხმა!
✊️ ბრძოლა საყოველთაო თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NARD 16-ში! 🐾
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
🌐 www.thenard.org
🌐 .

ცხოველთა უფლებების ეროვნული დღე • NARD

03/06/2026

დღეს ლომისობაა - ასობით მსხვერპლშეწირულ ცხოველთა გლოვის დღე.

⚫️ ეს დღე სიმბოლური შეხსენებაა საზოგადოებისთვის, რომ ცხოველთა რიტუალური მკვლელობა არის სასტიკი, ბოროტი და ანტიქრისტიანული ქმედება.
🌱 მადლიერება გამოიხატება თავისუფლების მინიჭებით, ქველმოქმედებით და კეთილი საქმით.
⁉️ რომელი ღმერთი ითხოვს სისხლს ?

🎬 იხილეთ და გააზიარეთ - ვეგან ჯორჯიას დოკუმენტური ფილმი "ლოცვა სისხლში" 2025.

#დღესასწაულიმსხვერპლისგარეშე #არაცხოველთამსხვერპლშეწირვას

“ვეგან ჯორჯიას” ოფიციალური განცხადებაგვსურს, ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებთან კავშირში, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ვეგან ა...
30/04/2026

“ვეგან ჯორჯიას” ოფიციალური განცხადება

გვსურს, ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებთან კავშირში, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ვეგან აქტივისტებს და გამოვეხმაუროთ ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობას.

⚠️ ჩვენი ორგანიზაციის წევრები და ვეგანი აქტივისტები გახდნენ “საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი”-ს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი. ჩვენ ვგმობთ “აისის” მმართველი რგოლის მხრიდან განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ასევე, ვგმობთ ფეისბუქ გვერდი “გარისა”-ს მხრიდან განხორციელებულ ცხოველებზე ძალადობის ფაქტს და მასში არასრულწლოვანთა ჩართულობას.

⛔️ “აისის” ქმედების მომხრეთა და “გარისა” -ს მმართველი პირის მიერ, განხორციელდა ჩვენი ორგანიზაციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. კერძოდ - სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩვენი ორგანიზაციის რეგისტრაციის ოფიციალური დოკუმენტი, სადაც გამგეობის წევრებად ქართველ და უკრაინელ წევრებთან ერთად, არიან რუსეთის მოქალაქეებიც. საქართველოს კანონმდებლობა უფლებრივად არ უზღუდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ა(ა)იპ-ში გაერთიანებას. ვეგან ჯორჯიას რეგისტრაციის დოკუმენტი არის საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებულ პირთათვის.

✅ მიგვაჩნია, რომ ადამიანის ეთნიკურობასა და მოქალაქეობაზე აპელირება არის ქსენოფობიისა და შოვინიზმის გამოხატულება, რაც ცალსახად დასაგმობია. გვჯერა, რომ ადამიანის პიროვნებას განაპირობებს მისი არჩეული პოზიცია და ქმედებები, და არა ეთნიკური თუ სხვა ნიშანი. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ჩვენ აქტივისტებს და მათ ეთიკურ პოზიციას ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი და ინფორმაციული საშუალებებით.

🟢 “ვეგან ჯორჯია” არის ამაყი, რომ ათწლეულზე მეტია წარმოადგენს მულტინაციონალურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ადამიანებს სამართლიანობისა და ცხოველთა თავისუფლების იდეის გარშემო. გარდა ცხოველთა უფლებების დაცვისა, ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა, პოზიცია გამოვხატოთ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე.

⬇️ ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ცხადი და საჯარო:

⭕️ რუსეთი ოკუპანტია.
⭕️ საქართველოს მომავალი პრო-ევროპულია.
⭕️ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები დასაგმობია.
⭕️ “არა რუსულ კანონს” - თავისუფლება არასამთავროებს და მედიას.
⭕️ თავისუფლება და მხარდაჭერა პოლიტ-პატიმრებს.
⭕️ წინააღმდეგობა ნაციზმს, ყოველ მჩაგვრელობით იდეოლოგიას და მათ მიმართ ტოლერანტობას.
⭕️ წინააღმდეგობა ცხოველსა და ადამიანზე ძალადობას. უარი ამ ძალადობის ნებისმიერი სახის მხარდაჭერას ან გამართლებას.

🔴 ჩვენი ინფორმაციით, ორგანიზაცია “აისი”-ს და “გარისა”-ს მხრიდან ოფიციალური განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე არ გაკეთებულა.

⬇️ მეორე მხრივ, რამდენიმე ფაქტობრივი მტკიცებულება “ვეგან ჯორჯიას” მულტინაციონალური გუნდის და აქტივისტების მიერ განხორციელებული მოხალისეობრივი ქმედებების შესახებ:

✅ რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, 2022 წლის 4 მარტს, შეგროვდა 967$ (+1000$ ერთი აქტივისტისგან) უკრაინაში აქტივისტებისგან ინიცირებული სოციალური ვეგანური სასადილოს მხარდასაჭერად, რომელიც უფასო საკვებს აწვდიდა ომისგან დაზარალებულ ადამიანებსა და ცხოველებს.
✅ 2024 წლის 15 დეკემბერს, ვეგან ჯორჯია შეუერთდა პროევროპულ “ცხოველთამოყვარულების მარშს”.
✅ 2024 წლის 20 დეკემბერს, ვეგან ჯორჯიამ ჩაატარა პროევროპული “ვეგანთა მარში თავისუფლებისთვის”.
✅ 2024 წლის 29 დეკემბერს, ვეგან ჯორჯიას ინიცირებით ჩატარდა საქველმოქმედო ხელოვნების აუქციონი, საიდანაც შემოსული თანხის 100% (870 ლარი) გადაირიცხა საქართველოში პოლიტ-პატიმართა დახმარების ფონდში.
✅ ჩვენი აქტივისტები, პროევროპული აქციების მიმდინარეობისას, თვეების მანძილზე, თითქმის ყოველდღიურად იდგნენ რუსთაველის გამზირზე პროტესტანტებისთვის უფასო ცხელი სასმელების და ვეგანური საკვებით დასახმარებლად. საკვების თანხა იფარებოდა აქტივისტების პირადი რესურსით, ან შემოსული დონაციების 100%-ით.
✅ პროევროპული აქციებისას გაფიცულ სტუდენტების მხარდასაჭერად, ვსტუმრობდით უნივერსიტეტებს, რათა მიგვეწოდებინა ჩვენივე ხელით, სახლში დამზადებული მცენარეული საკვები.
✅ დარბევებისას, ჩვენი ვეგანური მაგიდა და მოხალისეები, არაერთხელ მოყოლილან მომწამვლელი გაზისა და წიწაკის სპრეის ეპიცენტრში; ჩვენი აქტივისტები გამხდარან ძალოვანი სტრუქტურებისგან ცემის მსხვერპლნი. პარალელურად, დაშავებულებს ვუწევდით პირველად სამედიცინო დახმარებას ფიზიოლოგიური ხსნარების მეშვეობით.
✊ ჩვენს მიერ შეტანილი წვლილი დოკუმენტირებულია მრავალი მედია საშუალების მიერ. ცხოველთა თავისუფლება და ადამიანთა თავისუფლება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხებია. ჩვენი ბრძოლა მიემართება ყოველგვარ უსამართლო ჩაგვრას.

⚠️თუ თქვენ გახდით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი თქვენი ეთიკური შეხედულებების გამო, ან განიცდით ზეწოლას, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის ორგანოებს, ან დაგვიკავშირდეთ. ანონიმურობა დაცულია.
💚 🌱 მადლობა ადამიანებს, რომლებიც იცავენ ცხოველებს და აქტივისტებს, რომლებიც წარმოადგენენ ცხოველთა ხმას.

#ვეგანჯორჯია

"აღდგომის" მოსვლას ცხოველები შიშით ელიან.🌱 მათთვის, ვინც აღნიშნავს აღდგომას, ვეგანური გიდი მოვამზადეთ:🥗 შექმენი 100% ვეგ...
12/04/2026

"აღდგომის" მოსვლას ცხოველები შიშით ელიან.

🌱 მათთვის, ვინც აღნიშნავს აღდგომას, ვეგანური გიდი მოვამზადეთ:

🥗 შექმენი 100% ვეგანური საკვების სუფრა ყოველგვარი ცხოველური პროდუქტის გამორიცხვით.
🥝 შეგიძლია მოამზადო/იყიდო ვეგანური პასკა, შოკოლადი, სალათები, მცენარეული საღებავით შეღებო დეკორაციები.
🤝 მსხვერპლად გაიღო დახმარება უპოვართათვის (მცენარეული საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ფიზიკური შრომა, საუბარი თანაგრძნობით..)
🪦 გარდაცვლილთან სასაფლაოზე ვიზიტისას, პატივი ვცეთ სიცოცხლეს - ნუ მივიტანთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.
⛔️ ნუ აქცევ შენს დღესასწაულს სხვის ტრაგედიად. ნუ შესწირავ სისხლიან მსხვერპლს, ნუ დააფინანსებ და დაუჭერ მხარს ცხოველების ჩაგვრას.

⁉️ რომელი ღმერთი ითხოვს ცოცხალი არსების მკვლელობას და სისხლის მდინარეებს ?

💚 ჩვენ გვჯერა სიკეთის, თავისუფლებისა და ემპათიის.
აღადგინე თანაგრძნობა შენში.

⚠️ ამ სილამაზის გამოსასყიდათ ეძებენ შემფარებელს. ფოტო განთავსებულია "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი"-ზე.

#ვეგანურიაღდგომა #ვეგანჯორჯია #ვეგანურიგიდი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Vegan Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Vegan Georgia:

Shortcuts

Share