Green Line - მწვანე ხაზი

Green Line - მწვანე ხაზი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Green Line - მწვანე ხაზი, Non-Governmental Organization (NGO), Tbilisi.

დედამიწის საერთაშორისო დღე დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის 2009 წლის  # A/RES/63/278 რეზოლუციით. რეზოლუციით, რომელსა...
22/04/2025

დედამიწის საერთაშორისო დღე დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის 2009 წლის # A/RES/63/278 რეზოლუციით. რეზოლუციით, რომელსაც 50-ზე მეტმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, აღიარებულია, რომ „დედამიწა და მისი ეკოსისტემები ჩვენი სახლია“ და რომ „აუცილებელია მის ბუნებასა და დედამიწასთან ჰარმონიის ხელშეწყობა.“ ტერმინი „დედა-მიწა“ გამოყენებლუია იმიტომ, რომ ის „ასახავს ურთიერთდამოკიდებულებას, რომელიც არსებობს ადამიანებს, სხვა ცოცხალ არსებებსა და პლანეტას შორის, რომელზეც ჩვენ ყველა ვბინადრობთ“. რეზოლუციით გადაწყდა ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნოს დედამიწის საერთაშორისო დღე

The International Day for Preventing the Exploitation of the Environment in War and Armed Conflict ომსა და შეიარაღებულ კ...
07/11/2024

The International Day for Preventing the Exploitation of the Environment in War and Armed Conflict
ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში გარემოს ექსპლუატაციის პრევენციის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აღინიშნება 2001 წლიდან. ტრადიციულად, ომისა და კონფლიქტების დროს აღირიცხება დაღუპულთა და დაჭრილების რიცხვი, დანგრეული შენობები, ქალაქები. მაგრამ არის კიდევ ერთი განზომილება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ესაა ზიანი, მიყენებული გარემოსადმი, რომელიც ასევე ომის მნიშვნელოვანი მსხვერპლია. ზიანი მრავალგვარია - ესაა წყლის დაბინძურება, გადამწვარი ტყის მასივები, მინდვრები, ხეხილი, მოწამლული ნიადაგი, განადგურებული ფლორა და ფაუნა.
ამის მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი - უდიდესი ზარალი, რომელიც საქართველოს, ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას მიადგა.
რუსეთის ავიაციის ქმედებების შედეგად სრულად ან ნაწილორივ განადგურდა 950 ჰექტარი ტყე. აქედან, 250 ჰექტარზე ტყე მთლიანად გადაიწვა, ხოლო 700 ჰექტარზე ტყის საფარის დაახლოებით 70 პროცენტი.
ხანძარმა, რომელიც ტყეებში 25 დღე მძვინვარებდა, გაანადგურა იშვიათი მცენარეები, რომლებსაც ლოკალური კლიმატის ფორმირებისთვის განსაკუთრებული ფუნქცია აქვს. ზოგან განადგურდა არამარტო ხეები, არამედ ნიადაგიც. ტყის ამ უზარმაზარი და ულამაზესი მასივის სრულად აღდგენა ამ საუკუნეში, ფაქტიურად შეუძლებელია.
ეკოლოგიურ კატასტროფას, რომელიც აგვისტოში მოხდა, შეიძლება ეკოციდის კვალიფიკაცია მიეცეს (ეკოციდი - ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლა, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება, ანდა სხვა ქმედება, რასაც შეეძლო ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია).
იგივეს მოწმენი ვართ დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში. დღეისათვის უკრაინაში გენერალური პროკურატურის მიერ. 10 საქმეა აღძრული რუსების მიერ ეკოციდის ფაქტებზე.
სამწუხაროდ, კაცობრიობის წინაშე ეს დანაშაული პროცედურულად რთულად დასამტკიცებელია და წლები და საერთაშორისო საზოგადოებრიობის პოლიტიკური ნებაც სჭირდება. საქართველომ, მიუხედავად მცდელობისა, ეს ჯერ ვერ შეძლო.
თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - ომის შედეგად მიზანმიმართულად გადამწვარი ტყეები, განადგურებული ფლორა და ფაუნა, რომელთა აღდგენაც ადგილობრივი და საერთაშორისო ძალების ძალისხმევის მიუხედავად, მრავალი ათეული წელიწადი დასჭირდება.

დაუჩოქებელ, ევროპულ, ფერად, ბედნიერ საქართველოში მინდა  ვიცხოვრო და ვიცხოვრებ კიდეც!ყველა არჩევნებზე!
25/10/2024

დაუჩოქებელ, ევროპულ, ფერად, ბედნიერ საქართველოში მინდა ვიცხოვრო და ვიცხოვრებ კიდეც!
ყველა არჩევნებზე!

დღეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1931 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 4 ოქტომბერი ფრ...
04/10/2024

დღეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1931 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა. 4 ოქტომბერი ფრანცისკ ასიზელის ხსენების დღეა, რომელსაც კათოლიკეები ცხოველთა მფარველად მიიჩნევენ.
ყოველ წელს ამ დღეს რომელიმე კონკრეტულ თემას უძღღვნიან.
წლევანდელი თემაა „მსოფლიო მათი სახლიცაა“ (The world is their home too).

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Green Line - მწვანე ხაზი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Green Line - მწვანე ხაზი:

Share