12/04/2026
“ერთშაბათს, დილით ადრე მივიდნენ სამარხთან და მიიტანეს ნელსურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ. და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული. და რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალი იესოს სხეული. და როდესაც ამის გამო შეფიქრიანებულნი იყვნენ, აჰა, მათ წარუდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსით მოსილი. შეძრწუნებულებს სახე ძირს ჰქონდათ დახრილი. ხოლო მათ უთხრეს მათ:
„რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა.
გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როდესაც ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ
კაცის ძე ცოდვილ ადამიანთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს.“”
ლუკას სახარება 24:1-7
ქრისტე აღდგა! 🕊️✝️
გილოცავთ!