23/08/2026
სიმპტომი, როგორც გამკლავების მცდელობა 🧊
ხშირად გვგონია, რომ კვებითი აშლილობა მხოლოდ საკვებსა და წონას ეხება.
თუმცა, ის, რასაც გარშემომყოფები ხედავენ, მხოლოდ „აისბერგის წვერია“:
ხილული ქცევები: მკაცრი შეზღუდვა, უკონტროლო კვება, გადაჭარბებული ვარჯიში, საფაღარათო ან შარდმდენი საშუალებების გამოყენება,პირღებინება …
რა იმალება “წყალქვეშ”?
მიღების და მოქმედების (პასუხისმგებლობის) (ACT) თერაპიის ჭრილში, ეს ქცევები არ არის უბრალოდ „ცუდი ჩვევა“. ეს არის შინაგანი ტკივილისა და ქაოსისგან თავის დაღწევის მცდელობა. სიმპტომი ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას:
🔺შფოთვისა და სირცხვილის შემცირება
🔺კონტროლისა და უსაფრთხოების განცდის დაბრუნება
🔺უსიამოვნო ფიქრებისა და ემოციებისგან არიდება
პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ეს სტრატეგია ხდება ერთადერთი გზა შინაგან განცდებთან გამკლავებისთვის.
მოკლევადიანი შვება, გრძელვადიან პერსპექტივაში, ზღუდავს და ავიწროებს ცხოვრებას.
განკურნება იწყება არა ქცევის უხეში აკრძალვით, არამედ იმის გაგებით — რა პრობლემის მოგვარებას ცდილობს ეს სიმპტომი სინამდვილეში?
როგორ ფიქრობთ, რა შინაგანი საჭიროების დაფარვას ცდილობს ხოლმე თქვენი კვებითი ქცევა?
#კვებითიაშლილობა #ფსიქიკურიჯანმრთელობა ტრავმა MentalHealthMatters