რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ძალა ერთობაშია!

საქართველოსთვის არასოდეს არაფერი უჩუქებიათ და რასოდეს არავის გადაურჩენია,უფრო მეტიც, არ მგონია რომელიმეერს იმდენიებრძოლო...
26/05/2026

საქართველოსთვის არასოდეს არაფერი უჩუქებიათ და რასოდეს არავის გადაურჩენია,უფრო მეტიც, არ მგონია რომელიმე
ერს იმდენი
ებრძოლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისთვის, როგორც ეს საქართველომ გააკეთა,ამ პატარა ქვეყანამ და ამ უმაგრესმა ხალხმა!
ვერ იქნებოდა ამაყი ქართველი,
ვერ იქნებოდა საერთოდ ქართველი,
ამ თავგანწირვის გარეშე,ეს არის ჩვენი წარსული ,აწმყო
და მომავალიც.
საქართველოზე ზრუნვა ნიშნავს მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვას
და არა პირიქით!
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ გიორგობას!
06/05/2026

გილოცავთ გიორგობას!

ღირსეული შრომის პირობები უტოპია არ არის,ის რეალურია და არსებობს,სხვა ვერავინ მოგართმევთ ღირსეულ სამუშაო პირობებს მხოლოდ ...
01/05/2026

ღირსეული შრომის პირობები უტოპია არ არის,ის რეალურია და არსებობს,სხვა ვერავინ მოგართმევთ ღირსეულ სამუშაო პირობებს მხოლოდ თქვენი სოლიდარობით და ორგანიზებით არის შესაძლებელი ეს ყველაფერი✊
გილოცავთ მშრომელთა საერთაშორისო დღეს!

11/04/2026
19/03/2026

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.

დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:

✔️ თბილისი-ბათუმი-თბილისი ( #888/887)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 21:30
ბათუმში ჩასვლა: 02:42
ბათუმიდან გამოსვლა: 08:45
თბილისში ჩამოსვლა: 13:44

✔️თბილისი-ფოთი-თბილისი ( #872/871)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 09:10
ფოთში ჩასვლა: 14:45
ფოთიდან გამოსვლა: 17:20
თბილისში ჩამოსვლა: 22:54

✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი ( #878/877)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 18:30
ზუგდიდში ჩასვლა: 00:40
ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35
თბილისში ჩამოსვლა: 14:44

რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:

✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი ( #802/801)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 08:00
ბათუმში ჩასვლა: 13:12
ბათუმიდან გამოსვლა: 16:50
თბილისში ჩამოსვლა: 21:49

✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი ( #804/803)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 17:10
ბათუმში ჩასვლა: 22:22
ბათუმიდან გამოსვლა: 08:00
თბილისში ჩამოსვლა: 12:59

✔️თბილისი-ფოთი-თბილისი ( #874/873)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 17:30
ფოთში ჩასვლა: 23:00
ფოთიდან გამოსვლა: 07:10
თბილისში ჩამოსვლა: 12:39

✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი ( #870/869)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 08:15
ზუგდიდში ჩასვლა: 14:25
ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10
თბილისში ჩამოსვლა: 23:19

✔️ თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ( #854/953)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 08:25
ოზურგეთში ჩასვლა: 15:37
ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35
თბილისში ჩამოსვლა: 14:44

✔️თბილისი-ბორჯომი-თბილისი ( #618/617)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 06:35
ბორჯომში ჩასვლა: 10:48
ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30
თბილისში ჩამოსვლა: 20:50

✔️თბილისი-ბორჯომი-თბილისი ( #686/685)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 18:45
ბორჯომში ჩასვლა: 22:58
ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50
თბილისში ჩამოსვლა: 10:10

✔️თბილისი-გარდაბანი-თბილისი ( #6413/6414)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 07:10
გარდაბანში ჩასვლა: 08:16
გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30
თბილისში ჩამოსვლა: 09:39

✔️თბილისი-გარდაბანი-თბილისი ( #6415/6416)
(21 და 22 მარტი)
თბილისიდან გასვლა: 19:00
გარდაბანში ჩასვლა: 20:06
გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20
თბილისში ჩამოსვლა: 21:29

ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331

18/03/2026

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

უწმინდესმა ილია II-მ ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართველი ხალხის სულიერ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი მოღვაწეობა იყო მშვიდობის, თანადგომის, ადამიანთა შორის სიყვარულისა და ერთიანობის მაგალითი.

პატრიარქის სიტყვა და სიბრძნე ხშირად იყო საზოგადოებისათვის იმედი და ძალა რთულ პერიოდებში. მისი ცხოვრებისეული გზა დარჩება ღირსების, თავმდაბლობისა და სამშობლოსადმი თავდადების სიმბოლოდ.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც პატრიარქი სულიერი საყრდენი იყო.
მარადიული ხსოვნა მის ნათელ სულს.

ძვირფასო ქალბატონებო!გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს✨
08/03/2026

ძვირფასო ქალბატონებო!
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს✨

გილოცავთ დედის დღეს!
03/03/2026

გილოცავთ დედის დღეს!

🇬🇪საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გილოცავთ დედის დღეს 🌷 და მიმართავს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ორსულობის და მშობიარობის გამო და ბავშვის მოვლის გამო (დეკრეტული) შვებულების ღირსეული ანაზღაურებისა და დედობის დაცვის ეფექტური გარანტიების შესაქმნელად.
❗დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი.

📌 მოქმედი კანონმდებლობით:
* საჯარო მოხელეებსა და საჯარო სკოლების პედაგოგებს დეკრეტული შვებულება სრულად უნაზღაურდებათ;
* სხვა ყველა დასაქმებულს სახელმწიფო 183 დღეში უხდის არაუმეტეს 2000 ლარს;
* დამსაქმებელს ამ პერიოდის დამატებით ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია.

🚫 დეკრეტული შვებულებითა და შესაბამისი ანაზღაურებით ვერ სარგებლობენ:
* არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები;
* პლატფორმული გზით დასაქმებულები;
* ატიპიური კონტრაქტების მქონე პირები.

⚖ არსებული მოცემულობა ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №183 კონვენციას „დედობის დაცვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ყველა დასაქმებულს, სექტორის მიუხედავად, უფლება აქვს დეკრეტული შვებულების პერიოდში მიიღოს ანაზღაურების არანაკლებ 2/3, 14 კვირის განმავლობაში.

№191 რეკომენდაციის მიხედვით კი ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს ქალის წინა შემოსავლის სრულ ოდენობამდე.

📊 2000 ლარიანი სახელმწიფო დახმარება საშუალო ხელფასის მხოლოდ 16.9%-ს შეადგენს

👩👧 დეკრეტული შვებულების ასეთი რეგულირებით უპირატესად ზარალდებიან ქალები, რადგან საქართველოში ოჯახური პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი სწორედ მათ ეკისრებათ.

შედეგად:
* დედები ხშირად იძულებულნი არიან გამოეთიშონ შრომის ბაზარს;
* ხდებიან ეკონომიკურად არააქტიურები.

📈 2025 წლის მონაცემებით, ქალების ეკონომიკური აქტიურობა მხოლოდ 55.8%-ს შეადგენს, რაც კაცების მაჩვენებელს 22%-ზე მეტით ჩამორჩება.

შრომის ბაზარზე დაბრუნებას ართულებს:
* დედობის დაცვის არასაკმარისი გარანტიები;
* სამუშაოსა და ოჯახური პასუხისმგებლობის შეთავსების სირთულე;
* ზრუნვის არასათანადო ინფრასტრუქტურა;
* დაბალი ანაზღაურება.

2024 წელს საქართველოში დაიბადა მხოლოდ 39 483 ბავშვი — 2017 წელთან შედარებით 13 810-ით ნაკლები.

⚠ გარდაცვლილთა რაოდენობა (43 971) აჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება მიგრაციის უარყოფითი სალდოს ფონზე.

📢 მივმართავთ სახელმწიფოს:

დედობის დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სოციალური პარტნიორების ჩართულობით:

✔ მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №183 („დედობის დაცვის შესახებ“) და №156 („ოჯახური პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ“) კონვენციების რატიფიცირება;
✔ ყველა დასაქმებულს, სექტორის მიუხედავად, მიეცეს დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება სახელმწიფოსა და დამსაქმებლის თანამონაწილეობით;
✔ გაძლიერდეს დედობის დაცვის საკანონმდებლო გარანტიები;
✔ შეიქმნას ზრუნვის სათანადო ინფრასტრუქტურა.

🙆♀️დედობის დაცვა სოციალური სამართლიანობის, ღირსეული შრომის და ქვეყნის დემოგრაფიული მომავლის საკითხია.

#დედობისდაცვა #დეკრეტულიშვებულება #შრომისუფლება #პროფკავშირები #დედისდღე

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
31/12/2025

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

Address

TAMAR MEPHE 15
Tbilisi
0112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი:

Share