GYDEA Georgia

GYDEA Georgia Georgian Youth Development and Education Association-(GYDEA)

საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა საქართველოს თანასწორ-განმანათლებლების მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აქტიური მხარდაჭერით.

ასოციაციის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია ახალგაზრდების განვითარებისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ასოციაციის ძირითადი ამოცანებია:

• განვითარების ეროვნულ სტრატე

გიებში ახალგაზრდების ჩართვა
• ახალგაზრდული მრავალმხრივი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა
• რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოება
• ახალგაზრდების დახმარება ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სამედიცინო მომსახურების ძირითადი პაკეტისა და პროფილაკტიკური საშუალებების მიღების საქმეში
• ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოება
• გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა

ჩვენი გამოცდილება ეფუძნება გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2001 წლიდან განხორციელებულ თანასწორთა განათლების პროექტებს, რამაც 2006 წელს მიიღო რეგიონალური ხასიათი. 2006-2009 წლებში განხორციელდა გაეროს მოსახსლეობის ფონდისა და ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ ფართომაშტაბიანი პროექტი ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში (RHYIC). ამ პროექტის ფარგლებში, ასოციაციის ამჟამინდელი წევრები - თანასწორ-განმანათლებლები აქტიურად იყვენენ ჩართულნი შემდეგ საქმიანობებში:

• თანატოლების განათლების პროგრამების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკებში (საპრეზიდენტო პროგრამა “პატრიოტი”); 2006-2009 წლებში 41,000 ახალგაზრდამ მიიღო კვალიფიციური ინფორმაცია აივ/შიდსის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, თამბაქოსა და ნარკომანიის შესახებ. ხოლო 2009-2011 წლებში ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს სესიაებს დაემატა პროგრამის „დავძლიოთ გენდერული ძალადობა სამხრეთ კავკასიაში“ ელემენტები - ძალადობა ოჯახში და გენდერული თანასწორობა. ტრენინგების ჩატერების უშუალო გამოცდილებამ და 5 წლის განმავლობაში ათეულათასობით ახალგაზრდასთან შეხვედრამ ასოციაციის წევრებს შესძინა ახალგაზრდებთან ურთიერთობისა და არაფორმალური განათლების ღონისძიებების ჩატარების უნიკალური გამოცდილება.
• სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული ფესტივალების ორგანიზება (2006, 2007,2009 წლებში) სადაც მონაწილეობა მიიღეს სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) პროექტის წარმომადგენლებმა და თანასწორ-განმანათლებლებმა, ასევე ევროპარლამენტის წევრებმა. ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და ასევე ახალგაზრდული ღონისძიებები, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ფესტივალი დატვირთული იყო კრეატიული და ინტერაქტიული ღონისძიებებით. ინფრომაციის სახალისო და გასართობი ფორმით მიწოდებამ, ფესტივალში ახალგაზრდების განაკუთრებული ჩართულობა და მათი დიდი ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე ფესტივალის ორაგნიზებაში უშუალო ჩართულობამ ასოციაციის წევრებს შესძინა დიდი გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარება ამ პროექტით გათვალისწინებული კრეატიული და ინტერაქტიული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში.
• ახალგაზრდული რეგიონალური საპარლამენტო ფორუმის ორგანიზება. ამ ფორუმის ფარგლებში შემუშავდა ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია. ეს კონცეფცია განხილული იქნა საქართველოს პარლამენტში, რამაც ხელი შეუწყო ახალგაზრდების სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას.

• საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალის გავრცელება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ/შიდსის, ნარკომანიის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ;

• თანამედროვე და ინტერაქტიული ეროვნული ვებ-გვერდის შექმნა (www.foryouth.ge) და მისი ახალგაზრდებში პოპულარიზაცია. საიტი საშუალებას აძლევდა ახალგაზრდებს მათთვის გასაგებ ენაზე მიეღოთ სრულყოფილი და პროფესიონალური ინფორმაცია ნარკომანიის, აივ ინფექციის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ რომელიც უკავშირდება ჯანსაღ ცხოვრების წესს. ვებ-გვერდი საშუალებას გვაძლევდა გაგვეხორციელებინა სხვადასხვა ინტერაქტიული კონკურსები. ასოციაციის დაარსების შემდეგ Facebook-ის პოპულარიზაციის ზრდამ, საშუალება მოგვცა ვებ-გვერდთან ერთად გამოგვეყენებინა ასოციაციის Facebook გვერდი (GYDEA Georgia).

ასოციაციის დაარსებამდე და მის შემდეგ, GYDEA-ს წევრებმა განახორციელეს მრავალმხრივი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ( “Free Hugs” kampania; Bus Tour შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს; საერთაშორის 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, სატელევიზიო რგოლები, თოქ შოუები, თანასწორ-განმანათლებელთა გლობალური ქსელის 10 დღიანი აქტივობის კამპანია, „დედამიწის საათი“ და MTV-ის მიერ ინიცირებული კამპანიის Staying alive-ის ფარგლებში ჩატარებული ფილმის „Transit“ ჩვენება სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ასევე 7 აპრილს მსოფლიო ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული სემინარი, რომლის შემდეგაც შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები აივ/შიდსის, ნარკომანიის, თამბაქოს მოხმარებისა და წამალთა რეზისტენტობის შესახებ)

ორგანიზაციამ განახორციელა 2 კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის. ასევე, ასოციაციის წევრებმა პროგრამის „ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ორგანიზება გაუკეთეს 10-მდე ახალგაზრდულ კონკურსს, რომელთა მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თემაზე. კონკურსები მოიცავდა თემატურ ქვიზებს, ვიქტორინებს, ფოტოკონკურსსა და გამოფენას, ფეისბუქის გვერდისა და პროგრამის ვებ-გვერდის საშუალებით გამოცხადებულ კონკურსებს საუკეთესო სლოგანზე, პოსტერზე და ა. შ. ახალგაზრდული კონკურსების ჩატარების და ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამოცდილება ორგანიზაციის წევრებს საშუალებას მისცემს, ეფექტურად განახორციელოს კონკურსები სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის საშუალებით.

საქართველოს ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოს თანასწორთა განმანათლებელთა ქსელის ნაწილს და მის წარმომადგენლობას საქართველოში. ასოციაციის წევრები, რომლებიც თავად წარმოადგენენ თანასწორთა განმანათლებლებს, 6 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადრილობრივ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად ახორციელებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს. ასოციაციის 5 წევრს გავლილი აქვს საერთაშორისო ტრენერთა ტრენინგი და წარმოადგენენ თანასწორ განმანათლებელთა ტრენერებს. გასულ წელს კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაციასთან ერთად მომზადდა 40-ზე მეტი ახალი თანასწორთა განმანათლებელი. ასოციაციის ერთ-ერთი წევრი მსოფლიო ქსელში დაასახელეს 2010 წლის დეკემბრის თვის საუკეთესო თანასწორ განმანათლებლად.
თანასწორ განმანათლებელთა მსოფლიო ქსელი, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს ასოციაცია საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მსოვლიო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს 700-ზე მეტ ორგანიზაციას და სამთავრობო ინსტიტუციას მსოფლიოს 48 ქვეყნიდან. მასში ჩართულია ათეულ ათასობით ახალგაზრდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან.
თანასწორ განმანათლებელთა ქსელი წარმოადგენს მოხალისეთა დიდ ჯგუფს, რომლებიც ახალგაზრდების განათლების განსხვავებულ, კარგად აპრობირებულ მეთოდებს იყენებენ. ახალგაზრდები ერთმანეთს უზიარებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხებში. Geogian Youth Development and Education Association” (GYDEA) is Non-Governmental organization founded by Peer Educators and persons aiming at development of young people in the Caucasus Region through promotion of all main fields of youth development including: Health care, Education, Employment and Social protection.

A new chapter begins! ✨I am beyond excited to share that I have become an International Coordinator at Y-PEER! 🥳For me, ...
27/07/2025

A new chapter begins! ✨
I am beyond excited to share that I have become an International Coordinator at Y-PEER! 🥳
For me, this role is not just a title – it is a powerful milestone in my journey.
Being part of this incredible global family gives me the opportunity to create a real impact on an international level.
I am deeply committed to using this platform to empower youth, women, and marginalised communities, and to advance SRHR for all.
And use this unique opportunity to become a better professional in social empowerment and organisational development.
Here’s to growth, advocacy, and making meaningful change together! 🌍💪❤️

GYDEA Georgia is honored to receive the Certificate of Appreciation from UNFPA Georgia on their 25th anniversary!We appr...
21/02/2024

GYDEA Georgia is honored to receive the Certificate of Appreciation from UNFPA Georgia on their 25th anniversary!
We appreciate the trust and confidence placed in GYDEA and express our gratitude for the partnership during these years. This Certificate of Appreciation serves as a reminder of the collective impact that can be achieved when organizations and individuals unite for a common purpose. Here's to more years of collaboration, growth, and positive change!
Special thanks to Tamar Khomasuridze and Lela Bakradze for their valuable partnership and dedicated support, which contributed significantly to the growth and development of GYDEA. Thanks also to the UNFPA Georgia team for their support and cooperation.

2024 წელს სასიამოვნო ამბით ვიწყებთ🚀 საქართველოს Y-PEER ქსელი, რომლის ოფიციალური პარტნიორიც GYDEA Georgia გახლავთ, გასულ ...
15/01/2024

2024 წელს სასიამოვნო ამბით ვიწყებთ🚀

საქართველოს Y-PEER ქსელი, რომლის ოფიციალური პარტნიორიც GYDEA Georgia გახლავთ, გასულ წელს აგვისტოს თვიდან განხორციელებულ ICPD30-ისთვის მიძღვნილ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. შესაბამისად, გაწეული სამუშაოს დემონსტრირებით, ჩვენმა ეროვნულმა ქსელმა გლობალურ წარმომადგენლობაში საპატიო მესამე ადგილი დაიკავა💫

პირველ ადგილზე ალბანეთის ქსელია🌟
მეორეზე - ტაჯიკეთის🌟🌟
ხოლო, მესამე ადგილს სომხეთთან ერთად ვინაწილებთ🌟🌟🌟

ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მოტივაციის წყაროა, რათა უფრო აქტიურად განვაგრძოთ მუშაობა.
გლობალური ქსელის თითოეულ მონაწილე ქვეყანას კი ვუსურვებთ წარმატებულ სამუშაო წელს🚀

“The absence of youth-friendly health services and health education limit youth and adolescent access to accurate inform...
09/01/2024

“The absence of youth-friendly health services and health education limit youth and adolescent access to accurate information and services”.

“Early, child and forced marriages still persist in Georgia, limiting employment and educational opportunities for girls and exposing them to significant social exclusion and health risks”

“Empowering young people and increasing investments in their education, health and livelihood, is a cornerstone for sustainable development of the country” Sopiko Rostiashvili, Y-PEER focal point in Georgia

Sopiko participated in the conference Accelerating Progress in Sexual and Reproductive Health in Eastern Europe and Central Asia in Tbilisi, Georgia. She has been invited to the panel discussion about Introduction: Roadmap to getting to zero unmet need to FP in Eastern Europe and Central Asia on September 26, where she underlined the following topic: Information, education and services for youth: Life-course approach in FP policies and programmes.

Sopiko stressed the role of Y-PEER in Georgia regarding the SRHR and FP through the official partnership with GYDEA Georgia during the years.

გაიგეთ რას ფიქრობენ ქართველი ახალგაზრდები, თუ როგორ შეუძლია განათლების სისტემას უკეთესად უპასუხოს ახალგაზრდების საჭიროებ...
16/11/2023

გაიგეთ რას ფიქრობენ ქართველი ახალგაზრდები, თუ როგორ შეუძლია განათლების სისტემას უკეთესად უპასუხოს ახალგაზრდების საჭიროებებს სრჯუ-ს ჭრილში, შიდსის, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ჩათვლით.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

GYDEA Georgia 1 ოქტომბერს ჩაატარა ეროვნული კონსულტაცია Y-PEER ქსელის ფარგლებში, რომელიც მიზანიც იყო ახალგაზრდების ფიქრების და მათი საჭიროებების დადგენა. შედეგები სხვა ქსელის წევრი ქვეყნების კონტექსტში გააანალიზდა და წარმოდგენილი იყო ICPD30 მიმართ ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე.

ქართველი ახალგაზრდების აზრით, მხოლოდ ახალგაზრდების საჭიროებებზე ორიენტირებით არის შესაძლებელი სექსუალური და რეპორდუქციულ...
16/11/2023

ქართველი ახალგაზრდების აზრით, მხოლოდ ახალგაზრდების საჭიროებებზე ორიენტირებით არის შესაძლებელი სექსუალური და რეპორდუქციული, აივ სერვისების გაუმჯობესება.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

GYDEA Georgia 1 ოქტომბერს ჩაატარა ეროვნული კონსულტაცია Y-PEER ქსელის ფარგლებში, რომელიც მიზანიც იყო ახალგაზრდების ფიქრების და მათი საჭიროებების დადგენა. შედეგები სხვა ქსელის წევრი ქვეყნების კონტექსტში გააანალიზდა და წარმოდგენილი იყო ICPD30 მიმართ ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე.

ქართველი ახალგაზრდების წინაშე აქტიურად დგას ბარიერები, რომლებიც აფერხებს ინფორმორებული გახაწყვეტილების მიღებას საკუთარი ...
16/11/2023

ქართველი ახალგაზრდების წინაშე აქტიურად დგას ბარიერები, რომლებიც აფერხებს ინფორმორებული გახაწყვეტილების მიღებას საკუთარი სექსუალური ცხოვრების შესახებ.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

GYDEA Georgia 1 ოქტომბერს ჩაატარა ეროვნული კონსულტაცია Y-PEER ქსელის ფარგლებში, რომელიც მიზანიც იყო ახალგაზრდების ფიქრების და მათი საჭიროებების დადგენა. შედეგები სხვა ქსელის წევრი ქვეყნების კონტექსტში გააანალიზდა და წარმოდგენილი იყო ICPD30 მიმართ ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე.

GYDEA Georgia-ს მიერ ჩატარებულ კონსულტაციაზე გამოიკვეთა ბარიერები, რომლებიც აფერხებს ახალგაზრდებში წვდომას რეპროდუქციულ ...
13/11/2023

GYDEA Georgia-ს მიერ ჩატარებულ კონსულტაციაზე გამოიკვეთა ბარიერები, რომლებიც აფერხებს ახალგაზრდებში წვდომას რეპროდუქციულ და აივ სერვისებზე, ინფორმაციასა და კონტრაცეპტივებზე.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

GYDEA Georgia 1 ოქტომბერს ჩაატარა ეროვნული კონსულტაცია Y-PEER ქსელის ფარგლებში, რომელიც მიზანიც იყო ახალგაზრდების ფიქრების და მათი საჭიროებების დადგენა. შედეგები სხვა ქსელის წევრი ქვეყნების კონტექსტში გააანალიზდა და წარმოდგენილი იყო ICPD30 მიმართ ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე.

კონსულტაციების დროს გამოიკვეთა ახალგაზრდების ყოველდღიურობაში გავრცელებული გენდერზე დაფუძნებული ძალადობისა და დისკრიმინაც...
12/11/2023

კონსულტაციების დროს გამოიკვეთა ახალგაზრდების ყოველდღიურობაში გავრცელებული გენდერზე დაფუძნებული ძალადობისა და დისკრიმინაციის ფორმები.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

GYDEA Georgia 1 ოქტომბერს ჩაატარა ეროვნული კონსულტაცია Y-PEER ქსელის ფარგლებში, რომელიც მიზანიც იყო ახალგაზრდების ფიქრების და მათი საჭიროებების დადგენა. შედეგები სხვა ქსელის წევრი ქვეყნების კონტექსტში გააანალიზდა და წარმოდგენილი იყო ICPD30 მიმართ ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე.

გიზიარებთ ეროვნული კონსულტაციის ძირითად მიგნებებს, რომლებიც ახალგაზრდების მიერ სამუშაოს ძიებას ეხება.გაგვიზიარეთ თქვენი ...
12/11/2023

გიზიარებთ ეროვნული კონსულტაციის ძირითად მიგნებებს, რომლებიც ახალგაზრდების მიერ სამუშაოს ძიებას ეხება.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

GYDEA Georgia 1 ოქტომბერს ჩაატარა ეროვნული კონსულტაცია Y-PEER ქსელის ფარგლებში, რომელიც მიზანიც იყო ახალგაზრდების ფიქრების და მათი საჭიროებების დადგენა. შედეგები სხვა ქსელის წევრი ქვეყნების კონტექსტში გააანალიზდა და წარმოდგენილი იყო ICPD30 მიმართ ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე.

“ახალგაზრდა თანატოლგანმანათლებლებს სჭირდებათ მეტი აღიარება, მხარდაჭერა და სივრცე მონაწილეობისთვის. მოზარდები და ახალგაზრ...
13/10/2023

“ახალგაზრდა თანატოლგანმანათლებლებს სჭირდებათ მეტი აღიარება, მხარდაჭერა და სივრცე მონაწილეობისთვის. მოზარდები და ახალგაზრდები არამხოლოდ მოსწავლეები, არამედ, თანა-შემოქმედებიც არიან; ისინი არ არიან მხოლოდ ბენეფიციარები, ისინი არიან ცვლილების აგენტებიც.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოზარდები და ახალგაზრდები იყვნენ ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც შეეხება მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, მათ შორის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს.” ანუკი მოსიაშვილი, Y-PEER-ის ალუმნა.

ჩვენ ვაგრძელებთ ყოვლისმოცველი სექსუალური განათლებისა და ICPD დღის წესრიგის გაცნობას Y-PEER-ის სოციალურო მედიის კამპანიის ფარგლებში

Y-PEER თამაშობს მნიშვნელოვან როლს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლებაში თანატოლგანმანათლებლებისა და გადაწყვეტილების მიმღებ რგოლებში ადვოკატირებისათვის.

2023 წლის 10-14 აპრილს ნიუ იორკში, გაეროს სათაო ოფისში გაიმართა მოსახლეობისა და განვითარების კომისიის რიგით 56-ე სესია.

მოსახლეობისა და განვითარების კომისია ახორციელებს 1994 წელს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) ფარგლებში მიღებული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს, მიმოხილვასა და შეფასებას.

ანა (ანუკი) მოსიაშვილი, Y-PEER-ის ალუმნა, როგორც ახალგაზრდა აქტივისტი და ადამიანის უფლებათა სპეციალისტი, მიწვეული სპიკერი იყო გადაწყვეტილების მიმღებ პირთა პანელზე, რომელიც შეეხებოდა განვითარებისა და განვითარების საკითხებს.

Y-PEER აგრძელებს ადვოკატირებას მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებების დაყენებას ადგილობრივი თუ გლობალური აქტორების საქმიანობის დღის წესრიგში!

ჩვენ ვაგრძელებთ   კამპანიას და წარმოგიდგენთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ტერმინს ICPD30 აჯენდიდან!დღეს შევეხებით ყოვლისმომცველ ს...
13/10/2023

ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას და წარმოგიდგენთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ტერმინს ICPD30 აჯენდიდან!

დღეს შევეხებით ყოვლისმომცველ სექსუალურ განათლებას. იხილეთ პოსტში მოცემული ბარაგები.

😍გაეცანით მოცემულ ინფორმაციას და გახდით ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მნიშვნელობის ადვოკატირების ნაწილი, რათა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციასთან.

Address

Tbilisi
0101

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GYDEA Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GYDEA Georgia:

Share