26/07/2026
"ჩვენ სამი ზომის კამის წამოღებაზე ვიკამათეთ და შენ ჭაჭის ბოთლი ამოიტანე?"
მთამსვლელმა არჩილ ბადრიაშვილმა გაიღიმა და უპასუხა:
"კი, ეს უფრო მნიშვნელოვანია."
"და ასე უმძიმეს ამინდში და დედამიწაზე დაუნდობელ ადგილას (ან იმ ადგილზე, დედამიწის ზურგზე, რომელმაც პატიება არ იცის), ყველამ მოვწრუპეთ ქართული ჭაჭა — და უცებ ყველაფერი ოდნავ უკეთესი გახდა."
იხსენებს მანუ პელისიე ინდოეთის ექსპედიციიდან.
26 ივლისი არჩილ ბადრიაშვილის დაბადების დღეა.🌟
დღეს არჩილ ბადრიაშვილი 36 წლის გახდებოდა.
ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მთებსა და ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვას დაუკავშირა, დღეს თავად იქცა ქართული ალპინიზმის მარადიულ სიმბოლოდ.
არჩილი არ ყოფილა მხოლოდ უბადლო მთამსვლელი. ის იყო ექიმი, მკვლევარი, დოკუმენტალისტი და თავდადებული მენტორი, რომელმაც ქართული მთამსვლელობა მსოფლიო ასპარეზზე ახალი მასშტაბით დააბრუნა.
კლდეზე ცოცვა 7 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 9 წლისა უკვე მამასთან ერთად კავკასიონის მწვერვალებზე ადიოდა.
მისი მემკვიდრეობა შთამბეჭდავია: არაერთი რთული პირველასვლა ჰიმალაებში, ყარაყორუმსა და კავკასიონზე, მათ შორის შხარას სამხრეთ კედლის ისტორიული ზამთრის გავლა.
🧗♂️🏔2022 წელს არჩილ ბადრიაშვილმა გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“ (Piolet d'Or), რომელიც მათ პაკისტანში, სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთ, მანამდე აუვალი მწვერვალის პირველი ასვლისთვის გადაეცათ.
გარდა ამისა, არჩილი ექვსგზის ქართული „ოქროს წერაყინის“ („წლის ასვლის“) მფლობელი იყო — 2015, 2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში.
მიუხედავად ამ არაერთი უმაღლესი ჯილდოსა და საერთაშორისო აღიარებისა, ის ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავმდაბლობით, სიკეთითა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით.
ის იყო ნამდვილი მკვლევარი, რომელიც მუდამ ახალ, გაუკვალავ გზებს ეძებდა დედამიწის ყველაზე მიუვალ კუთხეებში.
2024 წლის აგვისტოში შხელდაზე მომხდარმა ტრაგედიამ მისი სიცოცხლე ნაადრევად შეწყვიტა. თუმცა მისი საქმე და ხედვა კვლავაც ცოცხლობს მის მიერ დაარსებულ მთამსვლელობის სკოლაში, არჩილ ბადრიაშვილის ფონდსა და იმ მომავალ ალპინისტებში, რომელთათვისაც ის სამუდამო გზამკვლევად დარჩება.
ოჯახის და მეგობრების მოგონებებიდან ფრაგმენტები🌟
‘ბედნიერი კაცის შესახებ’დედის თვალით დანახული არჩილი
მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მისი დედა ვარ – დაბადებით მან სიხარული მოგვიტანა, და გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ძვირფასი გაკვეთილების მოცემას; „გარდაცვალების,“ როგორც ჩვენ, ქართველები, ვუწოდებთ ამ მეტამორფოზის ან სულიერი გარდაქმნის პროცესს.
არჩილი ბედნიერი ადამიანი იყო, და ამით მან სრულად შეასრულა სიცოცხლის მთავარი მისია. თავისი შეგნებული ცხოვრება მან მთებს მიუძღვნა, რომლებიც უსაზღვროდ უყვარდა, და ამ გზიდან არასდროს გადაუხვევია.
A Hundred Times More Than I’ჩემზე ასჯერ მეტი დის თვალით დანახული არჩილი
ამასწინათ სვანეთში ვიყავი. უშბას ვუყურებდი. და გულმა რეჩხი მიყო. ჩემზე ასჯერ მეტად უყვარდა ეს დედამიწა, ბუნება, მწვერვალები; ეს ნიავქარები, ცა... და დამენანა, რომ ის ადამიანი გამოაკლდა ამას, ვინც ყველაზე მეტად აფასებდა და პატივს სცემდა.1 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეზე მწვერვალ თეთნულდზე ამიყვანა. ორნი ვიყავით, 10 დღით ადრე მის წასვლამდე ამ ქვეყნიდან. კარავში ვიწექით და სიკვდილზე ვსაუბრობდით. მაშინ მითხრა, „რუსა, მე მზად ვარ წავიდე ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი მწვერვალიდან. იქნება ეს რთული თუ მარტივი მარშრუტი“.
ავთო ჯაფარიძე
"არჩილ ბადრიაშვილი მთის ადამიანი იყო, რომელსაც უყვარდა მთა განსაკუთრებულად და მისდამი მიდგომაც განსაკუთრებული ჰქონდა. გასაოცარი იყო მისი დამოკიდებულება: მას შეეძლო ხალისიანიც ყოფილიყო, სერიოზულიც და რთულ სიტუაციებში - მხნე .
თემურ ქურდიანი
"არჩილ ბადრიაშვილი... საიდან დავიწყო არჩილზე საუბარი, არ ვიცი, 16 წლის ვიყავი, რომ გავიცანი, დღეს 28-ის ვარ... სულ ეს დრო მერგო, რომ აჩოსთან ძმაკაცობა მომესწრო, საკმარისი იყო 15 წუთი დაგეხარჯა ადამიანთან და შეგრძნებები მთელი ცხოვრების ცნობიერებას უდრიდა.
ბეშქენ ფილფანი
სიყვარულს უყვარს აჩო. ნეტავ ყველამ იცოდეს, რამდენად დიდი სიყვარულია ჩვენში. როგორ უყვართ აჩო მთებს. როგორ უყვარს აჩო მზეს… ორმაგად ათბობს. მისი ძილით ქვებს სძინავთ. მისი სუნთქვით ქარი უბერავს. ის ხომ იქ ცხოვრობს? ის მათი გაზრდილია, ჩვენ - მისი. არავინ დავიწყებია და დაავიწყდება. ყველა ძველ მთას იხსენებს... ძველ გზებსს. როგორ უყვართ აჩო მთებს? ძალიან! უჭირთ მისი გაშვება, მაგრამ ჩვენც ძალიან გვიყვარს და ვერ ვუტოვებთ.
🌟🌟🌟
გილოცავთ დაბადების დღეს, აჩი.
შენი ნაკვალევი მწვერვალებზე არასოდეს წაიშლება. 🏔️✨
"ნახვამდის ხალხნო!
ჩვენ ერთ მთვარეს და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით.
ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!"