ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI ორგანიზაციის შესახებ: http://tdi.ge/ge/chven-shesaxeb

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის/ Tolerance and Diversity Institute (TDI) მიზნებია: რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვა; სეკულარული სახელმწიფოს იდეის დაცვა და გავრცელება; კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა; უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი.

🗓️🔍 Georgia: Freedom of Religion or Belief, Equality, and Secularity - March 2026 📎 Monitoring report in English:https:/...
17/04/2026

🗓️🔍 Georgia: Freedom of Religion or Belief, Equality, and Secularity - March 2026

📎 Monitoring report in Englishhttps://tdi.ge/sites/default/files/monitoring_forb_equality_and_secularity_march_2026.pdf

Context:

📌The reporting period of March 2026 coincided with a turning point in Georgia’s recent history. On 17 March 2026, Catholicos-Patriarch Ilia II of the Georgian Orthodox Church (GOC) passed away.

📌This period is also notable because, for the first time in the history of independent Georgia, a new Patriarch must be elected. However, there is a risk that the ruling Georgian Dream (GD) party may attempt to influence this process.

📌The statement from the Russian Foreign Intelligence Service can be assessed as an apparent attempt at external interference in the Patriarchal election, indicating that Russian intelligence is interested in the decision-making process.

📌In principle, the GOC is protected from state interference in its internal affairs by the Constitution of Georgia and the Constitutional Agreement between the Church and the State. However, in 2024, GD attempted to undermine this autonomy at the legislative level.

📌Moreover, alleged large-scale surveillance and wiretapping of clergy revealed through the anonymously leaked files of the State Security Service in 2021 point to GD’s efforts to control and subordinate the clergy.

During the reporting period, in the context of religion, the main narratives promoted by GD, affiliated groups, and their propagandist media included:

🔹A “religious war” is being waged against Georgia and the Georgian Orthodox Church by “internal and external enemies”;
Political opposition, civil society, pro-European demonstrators, and in general, all opponents labeled as “radicals” by GD and its media were portrayed as enemies of the Church, religion, and the Patriarch;

🔹The European Union was presented as an enemy of Georgia, seeking to weaken the Orthodox Church and religious identity.

🔹OSCE’s “Moscow Mechanism” was framed as a Western political tool against Georgia.

🔹GD was portrayed as the force defending the Church and Orthodoxy;

🔹So-called “external” and “internal enemies” were blamed for attempting to interfere in the election of the new Patriarch.

🔹Respect for Ilia II was equated with support for his designated locum tenens, Metropolitan Shio Mujiri (one of the potential candidates for patriarchate), while criticism of him was framed as rejecting the Patriarch’s choice;

🔹The issue of condolences following the Patriarch’s death was instrumentalized to claim that European leaders and “Eurobureaucrats” failed to express condolences to the Georgian people.

📍As in previous reporting periods, a small number of clergy continued to criticize and condemn the arrests and politically motivated prosecution of activists and opposition representatives.

🗓️🔍 მონიტორინგის ანგარიში - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, სეკულარობა  და თანასწორობა - 2026 წლის მარტი📎https://tdi.g...
17/04/2026

🗓️🔍 მონიტორინგის ანგარიში - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, სეკულარობა და თანასწორობა - 2026 წლის მარტი
�https://tdi.ge/sites/default/files/monitoringi_religiis_tavisupleba_sekularoba_da_tanascoroba_marti_2026.pdf

კონტექსტი:

📌2026 წლის მარტის საანგარიშო პერიოდი საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ თარიღს დაემთხვა. 2026 წლის 17 მარტს, გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

📌ეს პერიოდი იმითაც არის გამორჩეული, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად უნდა აირჩეს ახალი პატრიარქი. თუმცა არსებობს რისკი, რომ პატრიარქის არჩევაზე გავლენა ან ამის მცდელობა “ქართულ ოცნებას” ჰქონდეს.

📌პატრიარქის არჩევნებში ღია საგარეო ჩარევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც აჩვენებს, რომ რუსული დაზვერვა უშუალოდ არის დაინტერესებული ეკლესიაში გადაწყვეტილების მიღების პროცესით.

📌სახელმწიფოს მიერ შიდა საქმეებში ჩარევისგან მართლმადიდებელ ეკლესიას კონსტიტუცია და კონსტიტუციური შეთანხმება იცავს. თუმცა, 2024 წელს, ამ ავტონომიის ხელყოფას“ქართული ოცნება” საკანონმდებლო დონეზე შეეცადა.

📌ასევე, სასულიერო პირების კონტროლისა და დაქვემდებარების მცდელობაზე მეტყველებს სავარაუდო ტოტალური თვალთვალი და მიყურადება, რასაც 2021 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანონიმურად გავრცელებული ფაილები, ე.წ. “კრებსები” აჩვენებს.

საანგარიშო პერიოდში, რელიგიის კონტექსტში, “ქართული ოცნების”, მასთან აფილირებული ჯგუფებისა და პროპაგანდისტული მედიის ძირითადი გზავნილები იყო:

🔹საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს “რელიგიური ომი”, რომელსაც “შიდა და გარე მტრები” წარმართავენ;
მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქის მტრებად მონიშნული არიან: 🔹პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები და ზოგადად, ოპონენტები, რომლებსაც “ქართული ოცნება” და მისი მედია “რადიკალებად” მოიხსენიებს;
🔹ევროკავშირი საქართველოს მტერია და მისი მიზანია, მართლმადიდებელი ეკლესიისა და რელიგიური იდენტობის დასუსტება;
🔹„მოსკოვის მექანიზმი“ დასავლეთის პოლიტიკური ინსტრუმენტია საქართველოს წინააღმდეგ;
🔹“ქართული ოცნება” არის ძალა, რომელიც იცავს ეკლესიას და მართლმადიდებლობას;
🔹“გარე” და “შიდა მტრები” ცდილობენ, ჩაერიონ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში;
🔹ილია მეორისადმი პატივისცემა ავტომატურად გულისხმობს მის მიერ შერჩეული თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მხარდაჭერას, ხოლო მოსაყდრის კრიტიკა თავად პატრიარქის არჩევანის უარყოფაა;
🔹პატრიარქის გარდაცვალების სამძიმრით მანიპულაცია - ევროპელ ლიდერებს და „ევრობიუროკრატებს“ ქართველი ხალხისთვის არ მიუსამძიმრიათ.

📍ასევე, როგორ წინა საანგარიში პერიოდებში, სასულიერო პირების მცირე ნაწილი კვლავ აკრიტიკებდა და გმობდა აქტივისტებისა და ოპოზიციის დევნას, დაკავებასა და მათ წინააღმდეგ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

📍2026 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.🗓️🔍ჯემნიუსის სტატია, რ...
30/03/2026

📍2026 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

🗓️🔍ჯემნიუსის სტატია, რომელშიც ავტორი TDI-ის იურისტთან, საბა სუთიძესთან ერთად სცემს პასუხს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებების გარშემო არსებულ კითხვებს .

უცხოელების დასაქმება საქართველოში - ამ სტატიაში იპოვით პასუხს ყველა კითხვაზე - რა უნდა გააკეთოთ, რომ საქართველოშ...

GEO / ENG🗓️🔍 მონიტორინგის ანგარიში - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, სეკულარობა  და თანასწორობა - 2026 წლის იანვარი-თე...
05/03/2026

GEO / ENG
🗓️🔍 მონიტორინგის ანგარიში - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, სეკულარობა და თანასწორობა - 2026 წლის იანვარი-თებერვალი

Georgia: Freedom of Religion or Belief, Equality, and Secularity - January-February 2026

📎 მონიტორინგის ანგარიში ქართულად: https://tdi.ge/sites/default/files/tdi_monitoringis_angarishi_religiis_tavisupleba_sekularoba_da_tanascoroba_2026_clis_ianvari_tebervali.pdf
📎 Monitoring report in English:https://tdi.ge/sites/default/files/tdi_monitoring_report_forb_equality_and_diversity_jan_fab_2026.pdf

ძირითადი ტენდენციები:

📌 საანგარიშო პერიოდში “ქართული ოცნება” კვლავინდებურად მანიპულირებდა რელიგიური იდენტობის დაკარგვის საფრთხით და აგრძელებდა აგრესიულ ანტიდასავლურ პროპაგანდას ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ. იგი ცდილობდა ეჩვენებინა განსხვავება „ნამდვილ ევროპას” (რომელიც მისი თქმით, აღარ არსებობს) და „ბრიუსელის ბიუროკრატიას” შორის, რითაც “დიფ სთეითის” მიერ მართული ევროკავშირი წარმოჩნდება, როგორც ანტიქრისტიანული და სახელმწიფო სუვერენიტეტთან წინააღმდეგობაში არსებული პროექტი.

- სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური მონაწილეობის განადგურების მიზნით, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი რეპრესიული და ადამიანის უფლებების უკიდურესად შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები დაანონსა და საპარლამენტო წესით განხილვა დაიწყო.

- მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილი ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში აგრძელებდა როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერ, ისე სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკას.

- ამასთან ერთად, დადებითი ტენდენცია გაგრძელდა, და სასულიერო პირების ნაწილი ქადაგებებში, საჯარო გამოსვლებსა და აქციებზე აგრძელებდა პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერას.

Main Trends:

During the reporting period:

📌Georgian Dream party (GD) continued to manipulate fears about the loss of religious identity and persisted in its aggressive anti-Western propaganda targeting the European Union and the diplomats of its member states. It sought to portray a distinction between the “real Europe” (which it claims no longer exists) and the “Brussels bureaucracy,” thereby presenting the EU as a project allegedly controlled by the “deep state,” anti-Christian in nature, and incompatible with state sovereignty.

📌With the aim of obliterating civil society, media, and political participation, the GD announced and initiated parliamentary consideration of yet another set of anti-democratic, repressive legislative amendments that severely restrict human rights and freedoms (Adopted on March 4).

📌Some Orthodox clergy continued, through sermons and public statements, to promote rhetoric supporting the GD government while opposing civil society, human rights, and the European Union.

📌At the same time, a positive trend continued, as some members of the clergy, in sermons, public statements, and public demonstrations, maintained their support for the pro-European movement.

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა   #გვახსოვს
27/01/2026

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

#გვახსოვს

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

ჰოლოკოსტი ბერძნული სიტყვაა და „ცეცხლით მსხვერპლშეწირვას“ ნიშნავს. იგი გულისხმობს
ნაცისტური რეჟიმის მიერ დაახლოებით ექვსი მილიონი ებრაელისა და სხვა უმცირესობების მასობრივ
დევნასა და განადგურებას.

ჰოლოკოსტს, ებრაელებთან ერთად, შეეწირნენ ბოშები,
შავკანიანები, იეჰოვას მოწმეები, სლავები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, პოლიტიკური ოპონენტები.

GEO / ENG🗓️🔍 მონიტორინგის ანგარიში - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, სეკულარობა  და თანასწორობა - 2025 წლის ნოემბერი-დ...
13/01/2026

GEO / ENG
🗓️🔍 მონიტორინგის ანგარიში - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, სეკულარობა და თანასწორობა - 2025 წლის ნოემბერი-დეკემბერი/ Georgia: Freedom of Religion or Belief, Equality, and Secularity - November-December 2025

📎 მონიტორინგის ანგარიში ქართულად: https://tdi.ge/sites/default/files/monitoringi_religiis_tavisupleba_tanascorobasekularoba_noemberidekemberi_2025.pdf
📎 Monitoring report in English:https://tdi.ge/sites/default/files/georgia_monitoring_forbequliaty_and_secularity_nov.dec_.2025.pdf

ძირითადი ტენდენციები:
📌საანგარიშო პერიოდში “ქართული ოცნება” კვლავინდებურად მანიპულირებდა იდენტობის დაკარგვის საფრთხით და აგრძელებდა აგრესიულ ანტიდასავლურ პროპაგანდას ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ.

📌“ქართული ოცნების” რიტორიკა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციასთან მიმართებით ეტაპობრივად შეიცვალა - თავიდან ტრამპი “დიფ სთეითს” ებრძოდა და ამხელდა, ხოლო “ქართული ოცნების” პროპაგანდისტების ბოლოდროინდელი განცხადებებით, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია “დიფ სთეითის” დავალებებს ასრულებენ.

📌გაგრძელდა არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია და დევნა.

📌 გაგრძელდა პროპაგანდისტული კამპანია მართლმადიდებელი სასულიერო პირის, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის წინააღმდეგ. ამასთან, საპატრიარქომ კიდევ ორი მართლმადიდებელი სასულიერო პირი დასაჯა ინსტიტუციური კრიტიკისა და პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერის გამო.

📌დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა, და სასულიერო პირების ნაწილი ქადაგებებში, საჯარო გამოსვლებსა და აქციებზე აგრძელებდა პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერას.

Main Trends
📌 Georgian Dream (GD) and its affiliated actors continued an aggressive anti-Western campaign portraying the European Union and the West as forces hostile to Georgia’s sovereignty, religious identity, traditions, and national values, while presenting GD as the defender of traditions and faith.

📌Narratives about the “Deep State” and an alleged conspiracy by the EU institutions against Georgia also remained prominent. GD’s rhetoric toward U.S. President Donald Trump and his administration has gradually changed: initially, GD claimed that Trump was fighting and exposing the “Deep State,” whereas in more recent statements by GD propagandists, Trump and his administration are portrayed as carrying out the “Deep State’s” instructions.

📌GD continued to discredit the non-governmental sector, once again manipulatively invoking the name of the Orthodox Church for this purpose.

📌The propagandistic campaign against Orthodox cleric Archimandrite Dorothe Kurashvili also continued. In addition, the Patriarchate of the Georgian Orthodox Church sanctioned two additional Orthodox clerics for criticizing the Orthodox institution and supporting the pro-European movement.

📌 A positive trend persisted, as some clergy members continued to express support for the pro-European movement in sermons, public statements, and at protest rallies.

Cover photo 📷 MOSE

“ადამიანი უნიკალური და განუმეორებელი არსებაა, და ეს უნიკალურობა და განსხვავებულობა ასახულია კაცობრიობის მრავალფეროვან კუ...
17/11/2025

“ადამიანი უნიკალური და განუმეორებელი არსებაა, და ეს უნიკალურობა და განსხვავებულობა ასახულია კაცობრიობის მრავალფეროვან კულტურაში, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელ სიმდიდრედ უნდა იქცეს და გაფრთხილება სჭირდება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ, რომ დასავლური ცივილიზაცია, რომლისკენაც ყველა პროგრესული ქართველი ისწრაფვის, დგას თავისუფლების იდეაზე პირველ ყოვლისა”.

✉️ მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზის, ზაზა თევზაძის მიმართვა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით.

მიმართვა ჩაწერილი და გამოქვეყნებულია 2023 წელს.

🔷 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზის, ზაზა თევზაძის მიმართვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან .....

“თანასწორობის და მრავალფეროვნების მხარდაჭერის იდეა, ევროპული იდეა არის და ჩვენც, ჩვენს კულტურასაც მოვიაზრებთ ევროპულ კულ...
17/11/2025

“თანასწორობის და მრავალფეროვნების მხარდაჭერის იდეა, ევროპული იდეა არის და ჩვენც, ჩვენს კულტურასაც მოვიაზრებთ ევროპულ კულტურად.
და მე მგონია, რომ ზუსტად რელიგიური თავისუფლების იდეის გაძლიერება, კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროპულ ოჯახს”.

✉️ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის მიმართვა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით.

მიმართვა ჩაწერილი და გამოქვეყნებულია 2023 წელს.

🔷 ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოციძირიძის მიმართვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს🔷 Mess...

GEO/ENG🗓️🔍 მონიტორინგის ანგარიში - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, სეკულარობა  და თანასწორობა - 2025 წლის ოქტომბერი/ G...
17/11/2025

GEO/ENG
🗓️🔍 მონიტორინგის ანგარიში - რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, სეკულარობა და თანასწორობა - 2025 წლის ოქტომბერი/ Georgia: Freedom of Religion or Belief, Equality, and Secularity - October 2025

📎 მონიტორინგის ანგარიში ქართულად: https://tdi.ge/sites/default/files/monitoringi_religiis_tavisuplebatanascoroba_da_sekularoba_oktomberi_2025.pdf
📎 Monitoring report in English:https://tdi.ge/sites/default/files/monitoring_report_forbequality_and_secularity_october_2025.pdf

ძირითადი ტენდენციები:

📌საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა „ქართული ოცნების“ აგრესიული ანტიევროპული კამპანია, სადაც ევროკავშირი წარმოჩენილია საქართველოს მტრად და უცხო ძალად, რომელიც ებრძვის სახელმწიფო სუვერენიტეტს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ტრადიციებს.

📌გაგრძელდა პროპაგანდისტული მედიისა და საქართველოს საპატრიარქოს თავდასხმა პროევროპული მოძრაობის მხარდამჭერ მართლმადიდებელ სასულიერო პირზე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე.

📌დადებითი ტენდენცია საანგარიშო პერიოდშიც შენარჩუნდა. მართლმადიდებელი და სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირების მცირე ნაწილი კვლავინდებურად კრიტიკულად ეხმაურებოდა „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ კურსსა და პროპაგანდისტულ რიტორიკას, და ავრცელებდა პოლიტიკური პატიმრების მხარდამჭერ განცხადებებს საჯარო გამოსვლებსა თუ ქადაგეგებში.

Main Trends
📌 During the reporting period, the Georgian Dream’s (GD) aggressive anti-European campaign continued, portraying the European Union as an enemy of Georgia and a foreign force that allegedly undermines state sovereignty, the Georgian Orthodox Church, and national traditions.

📌pro-government and propagandist media, as well as the Georgian Patriarchate, continued to target Archimandrite Dorothe Kurashvili, an Orthodox cleric and supporter of the pro-European movement.

📌A positive trend was also sustained during the reporting period: a small number of Orthodox and other denominational clerics continued to voice critical positions against the GD’s anti-democratic and anti-European course and propaganda rhetoric, and to express support for political prisoners through public statements and sermons.

Cover photo 📷 MOSE

❗The country’s anti-corruption mechanisms are being repurposed not to hold those in power accountable, but to target ind...
10/11/2025

❗The country’s anti-corruption mechanisms are being repurposed not to hold those in power accountable, but to target independent civil society organizations in Georgia.

❗While high-ranking officials of the "Georgian Dream" and businesses associated with them are embroiled in corruption, the oversight mechanisms created by the "Georgian Dream" are being used against the very organizations that seek to expose this corruption.

❗This cannot be construed as anti-corruption policy. Instead, it is a protection racket for corruption, one that persecutes the independent civil sector fighting to expose them.

Read the full statement ⬇
https://tdi.ge/en/statement/instead-exposing-corruption-anti-corruption-bureau-persecuting-civil-society

❗️ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩ...
10/11/2025

❗️ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

❗ მაშინ როდესაც “ქართულ ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს.

❗ეს არ არის ანტიკორუფციული პოლიტიკა - ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომლითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი.

ვრცლად განცხადება ⬇
https://tdi.ge/ge/statement/korupciis-mxilebis-nacvlad-antikorupciuli-biuro-samokalako-sazogadoebas-devnis

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI:

Share