28/04/2026
სილო დემონტაჟის საფრთხის წინაშეა!
თბილისის სილო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქალაქში შემორჩენილი მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული ნაგებობების სიაში.
ნავთლუღში მდებარე №5 წისქვილკომბინატი (სილო), ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ავტომატიზებული ინდუსტრიული ობიექტი იყო. ამჟამად ეს მონუმენტური კომპლექსი კერძო მფლობელობაშია, რომელსაც მისი დანგრევა და ამ ადგილზე 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა სურს.
სილო თბილისის ინდუსტრიული წარსულის ერთგვარი სიმბოლოა, რომლის დავიწყებაც ქალაქის ისტორიის დავიწყებას ნიშნავს. სილოს ადგილას, ამ ჟამად დაგეგმილი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა წაშლის ისტორიულ კვალს და შექმნის მორიგ ჩაკეტილ სივრცეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო განვითარებასთან და მხოლოდ ერთეული მესაკუთრის მოგებას ემსახურება.
შენობის ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შედგეს ღია პროფესიული და საზოგადოებრივი დისკუსია. აუცილებელია ჩატარდეს არქიტექტურული კონკურსი და პროფესიულ საზოგადოებას მიეცეს საშუალება წარადგინონ ადგილის საუკეთესო განვითარების ვერსიები.
გროვდება ხელმოწერები მერიაში განაცხადის შესატანად!
გადადი ლინკზე და მოაწერე განაცხადს ხელი!
შეჩერდეს ტერიტორიაზე დაწყებული დემონტაჟი!
შენობას მიენიჭოს ძეგლის სტატუსი!
ტერიტორია განვითარდეს საზოგადოებრივი ფუნქციით!
…
The silo is under threat of demolition!
The Tbilisi Silo holds a distinct place among the city’s remaining abandoned industrial structures that are quiet, but still deeply present.
Located in Navtlughi, Mill Combine No. 5 (the silo) was once one of the largest and most automated industrial facilities in the city. Today, this monumental complex is privately owned, with plans to demolish it and replace it with eleven residential apartment blocks.
The silo stands as a symbol of Tbilisi’s industrial past. Losing it would mean losing a part of the city’s history. The proposed development risks erasing this trace and replacing it with another gated space, detached from its context and driven only by private interest.
Given its historical and architectural value, the future of the silo should be openly discussed. An architectural competition is essential, giving professionals the chance to propose thoughtful and meaningful alternatives for the site.
We are collecting signatures to submit an official appeal to City Hall. Visit the link and support the initiative.
Stop the ongoing demolition!
Grant the building heritage status!
Reimagine the area as a public space!
https://docs.google.com/document/d/1SujAMKUKrRkwoQTPEPLeibgY_4pU8Q2K/edit?usp=drivesdk&ouid=112249779212547527656&rtpof=true&sd=true