საზოგადოებრივი დამცველი/Public Advocacy

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საზოგადოებრივი დამცველი/Public Advocacy

საზოგადოებრივი დამცველი/Public Advocacy მოგესალმებით "საზოგადოებრივი დამცვე?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებივი დამცველი „ დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი 2011 წლის 22 მარტს.
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია: ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას; განათლებას ადამიანის უფლებათა სფეროში; საქართველოში დემოკრატიული,ღია სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოების ჩამოყალიბების ხელის შ

ეწყობა; ადამიანის უფლებათა დაცვა; პატიმართა უფლებების დაცვა; ახალგაზრდების უფლებების დაცვა და მათთვის ხელშეწყობა; სხვადასხვა საერთოშორისო ორგანიზიებთან კონტაქტების დამყარება; სემინარებში, კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.

15/04/2026

14 აპრილს, ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველმა“ კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა!

პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებების კვლევა და ინტეგრაციის გზების წახალისება“ ფარგლებში, პროექტის გუნდმა წარვადგინეთ უახლესი მონაცემები, რომლებიც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გამოწვევებს ასახავს.

კვლევა, რომელიც 1200 რესპონდენტს მოიცავს, მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორისთვის.

მადლობას ვუხდით სსიპ სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერისთვის და ყველა პარტნიორს და კოლეგას ვინც დაესწრო დღევანდელ ღონისძიებას.

15/04/2026

14 აპრილს, ა(ა)იპ „საზოგადოებრივმა დამცველმა“ კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა!

პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებების კვლევა და ინტეგრაციის გზების წახალისება“ ფარგლებში, ჩვენ წარვადგინეთ უახლესი მონაცემები, რომლებიც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გამოწვევებს ასახავს.

კვლევა, რომელიც 1200 რესპონდენტს მოიცავს, მიზნად ისახავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორისთვის.

მადლობას ვუხდით სსიპ სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერისთვის და ყველა პარტნიორს, ვინც დაესწრო დღევანდელ ღონისძიებას. ჩვენი მიზანია, თითოეული ქალის ხმა იყოს გაგონილი!

საზოგადოებრივი დამცველი პროექტის ფარგლებში აგრძელებს მონიტორინგს, ბოლნისის რაიონის სოფლებში ინტერვიუერებთან ერთად.
20/02/2026

საზოგადოებრივი დამცველი პროექტის ფარგლებში აგრძელებს მონიტორინგს, ბოლნისის რაიონის სოფლებში ინტერვიუერებთან ერთად.

„საზოგადოებრივი დამცველი“  პროექტის.ფარგლებში,ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებისა და ინტეგრაციის პროცესის შესწავლის მიმ...
14/02/2026

„საზოგადოებრივი დამცველი“
პროექტის.ფარგლებში,ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებისა და ინტეგრაციის პროცესის შესწავლის მიმართულებით ანხორციელებს კვლევას,დღეს მარნეულში განხორციელდა მონიტორინგი..

18/01/2026

,,საზოგადოებრივი დამცველი"აგრძელებს საქმიანობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით. GIZ-(გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მხარდაჭერით, 17–18 იანვარს გაიმართა ორდღიანი ვორქშოფი, რომელიც პროექტების დაგეგმვის, დიზაინისა და ბიუჯეტირების საკითხებს დაეთმო.
ვორქშოფის მიზანს წარმოადგენდა გერმანიაში მოქმედი ქართული დიასპორის ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტიანი პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერება..
მადლობა GIZ-ს მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის.

11/11/2025

🇬🇪 „საზოგადოებრივი დამცველი“
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს.
ინიციატივის მიზანია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებისა და ინტეგრაციის პროცესის შესწავლა საქართველოში.
ამ ფორმით პირველად დაიწყო სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის მოდელი.,რომელსაც წლებია ითხოვდნენ ,როგორც სექტორის წარმომადგენლები ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.

06/11/2025

🇬🇪 დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა OFII (Office Français de l’Immigration et de l’Intégration) და ICMPD-ის (International Centre for Migration Policy Development) წარმომადგენლებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარტნიორმა ორგანიზაციებმა, მენტორებმა და ბენეფიციარებმა.

შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე თანამშრომლობის შეფასება და ახალი ეტაპის დაგეგმვა დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერისა და მათი ეკონომიკური რეინტეგრაციის მიმართულებით.

დისკუსია შეეხო ბენეფიციართა შერჩევის, მენტორთა ჩართულობისა და მონიტორინგის პროცესებს, ასევე რეგიონულ პარტნიორებთან კოორდინაციის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ განხორციელებას.

🇫🇷 Aujourd’hui, une réunion de travail s’est tenue avec les représentants de l’OFII (Office Français de l’Immigration et de l’Intégration) et de l’ICMPD (International Centre for Migration Policy Development), à laquelle ont participé les organisations partenaires, les mentors et les bénéficiaires.

L’objectif de la réunion était d’évaluer la coopération en cours et de planifier la prochaine étape du soutien aux migrants de retour et à leur réintégration économique.

La discussion a porté sur les processus de sélection des bénéficiaires, l’implication des mentors et le suivi, ainsi que sur le renforcement de la coordination avec les partenaires régionaux — tous ces éléments contribuant à une mise en œuvre efficace et axée sur les résultats du projet.

🇬🇧 Today, a working meeting was held with representatives of OFII (Office Français de l’Immigration et de l’Intégration) and ICMPD (International Centre for Migration Policy Development), attended by partner organizations, mentors, and beneficiaries.

The purpose of the meeting was to evaluate the ongoing cooperation and plan the next phase of support for returned migrants and their economic reintegration.

The discussion focused on the processes of beneficiary selection, mentor engagement, and monitoring, as well as on strengthening coordination with regional partners — all contributing to the effective and results-oriented implementation of the project.

22/10/2025

საზოგადოებრივმა დამცველმა დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ხორციელდება ბერგჰოფთან პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პროექტის მთავარი მიზანია სამართლიანობის, დიალოგისა და საზოგადოებრივი შერიგების ხელშეწყობა. ინიციატივა ითვალისწინებს ინსტიტუციურ თანამშრომლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული მმართველობისა და მშვიდობის კულტურის განმტკიცებას საქართველოში.

04/10/2025

საზოგადოებრივი დამცველი მიმართავს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს.

საქართველოს კონსტიტუცია და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი მოქალაქეებს უზრუნველყოფს თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას. თუმცა, ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, მათ შორის სახელმწიფო შენობებში უკანონო შეჭრა, ქონების დაზიანება ან მოქალაქეთა მიმართ საფრთხის შექმნა, სცდება კანონის ფარგლებს და წარმოადგენს სამართალდარღვევას.

მივიჩნევთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთა პროვოკაციები, რომლებიც მიზანმიმართულად აღვივებენ დაძაბულობას და მოქალაქეებს უბიძგებენ კანონის დარღვევისკენ, პირდაპირ არღვევს სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს დემოკრატიულ პროცესს. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავებას და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას.

ამასთან, ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ძალადობრივი სცენარი წინააღმდეგობაშია როგორც ქვეყნის კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან, რომელთა დაცვის ვალდებულება საქართველოს ეკისრება.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და საზოგადოებრივ ლიდერებს: თავი შეიკავონ ძალადობრივი სცენარების წახალისებისაგან.

01/10/2025

საზოგადოებრივი დამცველი მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

საზოგადოებრივი დამცველი აცხადებს, რომ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მიუხედავად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციისა, თითოეული ხმა არა მხოლოდ ამომრჩევლის არჩევანს გამოხატავს, არამედ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ემსახურება.

ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქის ყველაზე ახლო ინსტიტუტია, რომელიც ყოველდღიურ საჭიროებებსა და თემის განვითარებას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, არჩევნებში მონაწილეობა წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალურ უფლებას, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენას. .

საზოგადოებრივი დამცველი მოუწოდებს ყველა ამომრჩეველს, 4 ოქტომბერს აქტიურად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მონაწილეობით წვლილი შეიტანონ ქვეყნის დემოკრატიული სისტემის გამყარებაში. მხოლოდ ფართო ჩართულობა უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და ანგარიშვალდებულებას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში.

25/09/2025

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ ოფიციალურად დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორც დამკვირვებელი ორგანიზაცია. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია სერიოზულ გამოწვევას ქმნის.

„საზოგადოებრივი დამცველი“ 2011 წლიდან მუდმივად ახორციელებს საარჩევნო მონიტორინგს და სადამკვირვებლო მისიებს. დაგროვილი გამოცდილება გვაკისრებს მაღალ პასუხისმგებლობას, ვიყოთ ობიექტურები, მიუკერძოებლები და დავიცვათ დემოკრატიული სტანდარტები.

ჩვენი მიზანია, საარჩევნო პროცესში საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი და სანდო ინფორმაცია, ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობას და ამომრჩეველთა უფლებების დაცვას.
„საზოგადოებრივი დამცველი“ 4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს თბილისში მობილური სადამკვირვებლო ჯგუფების მეშვეობით დააკვირდება. აღნიშნული ფორმატი უზრუნველყოფს როგორც საარჩევნო უბნების მონიტორინგს, ისე სხვადასხვა ტიპის შესაძლო დარღვევების სწრაფი და ეფექტიანი გამოვლენას.

20/08/2025

მიმართვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. სწორედ ამ მიზნით, კონგრესის საინიციატივო ჯგუფი იწყებს სამზადისს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული კონგრესის ჩატარებისთვის და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას აქტიურად შემოგვიერთდეს აღნიშნულ ინიციატივაში.

კონგრესის მთავარი მიზანია სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად ერთობლივი პლატფორმის შექმნა. ჩვენი საერთო ძალისხმევა ხელს შეუწყობს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ დაცვას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებულ და ეფექტიან საქმიანობას.

ვიწვევთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა, საკუთარი გამოცდილებითა და რესურსებით წვლილი შეიტანოს ეროვნული კონგრესის წარმატებით ჩატარებაში.

გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, თქვენი ჩართულობის შესახებ გვაცნობოთ 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]

კონგრესის საინიციატივო ჯგუფი

Address

მცხეთის ქ. 1
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995591573737

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზოგადოებრივი დამცველი/Public Advocacy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საზოგადოებრივი დამცველი/Public Advocacy:

Share