20/06/2026
⚔️საჩხერე-ჭიათურა
🔹 საჩხერისა და ჭიათურის რაზმმა ჩაატარა მორიგი საველე გასვლა თემაზე : სალაშქრო მომზადება, საველე ყოფა და ქვეითის ინდივიდუალური შენიღბვა.
🔸რეკრუტები გაეცნენ სალაშქრო საქმეს, თავშესაფრის გაშლა-მოწყობას, ბუნებაში ცეცხლის დანთების პრინციპებს და გაიარეს შესაბამისი საველე სავარჯიშოები.
🔹საველე გასვლის მეორე ნაწილი დაეთმო ინდივიდუალურ და ჯგუფის ეკიპირებას, შენიღბვის პრინციპებს და საშუალებებს.
🔸თეორიული ნაწილი ინდივიდუალურ და ჯგუფურ სალაშქრო აღჭურვილობის აღწერას, ლაშქრობაში გასათვალისწინებელ ფაქტორებს და სხვადასხვა თემატურ რეკომენდაციებს მოიცავდა.