10/09/2025
🎉 ვიწყებთ მონაწილეთა შერჩევას ტრენინგ კურსზე რუმინეთში! 🇷🇴
❗👉 თუ გსურთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია და ჩაეტიოთ ვადაში, გთხოვთ, ნუ გამოგზავნით პირად შეტყობინებას. ჩვენი რესურსები არ არის საკმარისი თითოეული შეტყობინების ცალ-ცალკე დამუშავებისთვის, ამიტომ გთხოვთ, მიუთითეთ თქვენი მეილი მხოლოდ კომენტარებში 💬✉️
ტრენინგი:
„From Clicks to Critical Thinking – მომავალი ციფრული თაობის მენტორობა“ 💻🧠
📅 10–17 ნოემბერი 2025
📍 რუმინეთი, ბუქარესტი
პროექტის მიზნები:
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული მუშაკების როლის გაძლიერებას, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარებიან კრიტიკულად, პასუხისმგებლობით და კონსტრუქციულად იმოქმედონ ციფრულ სამყაროში 🌐პროექტის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ საჭირო ხელსაწყოებს, ცოდნასა და მეთოდებს, რათა უკეთ გაუმკლავდნენ ონლაინ გამოწვევებს.
პროექტი დაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის მიერ
🏠 საცხოვრებელი, 🍽️ კვება და 🚍 ადგილობრივი ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია
✈️ ავიაბილეთის ღირებულება დაგიბრუნდებათ პროექტის დასრულების შემდეგ, ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში
მონაწილეთა პროფილი: 👥
ახალგაზრდული მუშაკები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამოქალაქო ჩართულობით და განათლებით
ასაკი: 18 წლიდან
უპირატესობა მიენიჭება ახალგაზრა მუშაკებს, ტრენერებს, მენტორებს არაფორმალური განათლების სფეროში, ვისაც ნაკლები შესაძლებლობები აქვთ და ეს მათი პირველი Erasmus+ გამოცდილება იქნება
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის:
დაკომენტარეთ ამ პოსტზე მეილი ✉️ და ჩვენ დაგიკავშირდებით!
ბოლო ვადა: 11 სექტემბერი, 16:00
❗👉 თუ გსურთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია და ჩაეტიოთ ვადაში, გთხოვთ, ნუ გამოგზავნით პირად შეტყობინებას. ჩვენი რესურსები არ არის საკმარისი თითოეული შეტყობინების ცალ-ცალკე დამუშავებისთვის, ამიტომ გთხოვთ, მიუთითეთ თქვენი მეილი მხოლოდ კომენტარებში 💬✉️
Asociatia Avatar