საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია . Georgian Library Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია . Georgian Library Association

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია .  Georgian Library Association The Georgian Library Association is a non-profit organization founded in 2000.

The association supports the development of libraries and library services to provide access to information. ეს გვერდი წარმოადგენს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ოფიციალურ ადგილს ფეისბუკში.
იგი გამიზნულია საბიბლიოთეკო ასოციაციის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ სიახლეების გასავრცელებლად და გასაზიარებლად.
ჩვენს გვერდზე თქვენ იხილავთ ყველა საჭრო ინფორმაციას ბიბლიოთეკების შესახებ და შესაძლებლობ

ა გექნებათ, მეტი გაიგოთ სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციის შესახებ.

გარემონტებული ბიბლიოთეკები, განახლებული წიგნადი ფონდები, ინტერნეტითა და კომპიუტერებით აღჭურვილი სივრცეები - 2014 წლიდან საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია პრეზიდენტის ფონდთან ერთად რეგიონულ, მათ შორის საზღვრისპირა სოფლების ბიბლიოთეკებს, კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღჭურვაში, მათი საზოგადოებრივ ცენტრად გადაქცევაში ეხმარება. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში ბიბლიოთეკარების ტრენინგი და გადამზადება მიმდინარეობს. ამ სამი წლის განმავლობაში კახეთის რეგიონის 76-მა სოფლის ბიბლიოთეკამ უფასოდ უკვე მიიღო კომპიუტერები და ინტერნეტი.
პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა. საქართველოს პრეზიდენტის ფონდთან ერთად დაფინანსებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მოძრაობა Beyond Access-მა. გამართული შენობები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, დაცვა და უსაფრთხოება - ამ და სხვა სპეციალური კრიტერიუმებით წინასწარ შერჩეული 100 ბიბლიოთეკიდან (უკვე კახეთის რეგიონის გარდა) კონკურსის ფარგლებში 70 ბიბლიოთეკა შეირჩა კომპიუტერიზაციისთვის, აღიჭურვა ინტერნეტითა და ტექნიკით და მათი თანამშრომლები გადამზადდა.
ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მესამე ეტაპი, რომელშიც კონკურსის წესით შეირჩევა 33 ბიბლიოთეკა.

ფეისბუკისა და ჩვენი წესების თანახმად, ყველა უცენზურო შინაარსის ლექსიკური გამოთქმა ჩვენს გვერდზე წაიშლება ავტომატურად.

ამ წუთებში გრძელდება ჩვენი ონლაინ ტრენინგი.ლექტორი: Manana Svanidzeთემა: საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდებიდან გარიცხვა დ...
18/02/2026

ამ წუთებში გრძელდება ჩვენი ონლაინ ტრენინგი.
ლექტორი: Manana Svanidze
თემა: საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდებიდან გარიცხვა და ჩამოწერა

ამ წუთებში მიმდინარეობს ჩვენი მორიგი ონლაინ ტრენინგი ბიბლიოთეკარებისთვის.ლექტორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი...
18/02/2026

ამ წუთებში მიმდინარეობს ჩვენი მორიგი ონლაინ ტრენინგი ბიბლიოთეკარებისთვის.
ლექტორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი Giga Khositashvili
თემა: ბიბლიოთეკის შრომითი პროცესების დაგეგმვა და
ფონდების მართვა; ბიბლიოთეკის სამეცნიერო ბაზები.
ინოვაციური პროცესები.

18-20 თებერვალს, საბიბლიოთეკო ასოციაცია გიწვევთ მორიგ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ‼ 🕺👩‍🎓💻 გთავაზობთ ტრენინგს...
10/02/2026

18-20 თებერვალს, საბიბლიოთეკო ასოციაცია გიწვევთ მორიგ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ‼ 🕺
👩‍🎓💻 გთავაზობთ ტრენინგს სასწავლო დაწესებულებებისა და საჯარო ბიბლიოთეკებისთვის. ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებსაც ‼
➡ სად? ZOOM-ში
🗓 როდის? 18-20 თებერვალს
⏰10:00 -16:00
🔴 თუ არ ხართ თბილისში
🔴სამსახურიდან ან სახლიდან უფრო კომფორტულია ტრენინგის გავლა
🔴მაშინ ჩვენს ტრენინგზე დასწრება იქნება თქვენთვის ძალიან კომფორტული ❤
👩‍🎓💻 ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი
👩‍🎓💻დასწრება ფასიანია
👩‍🎓💻 ტრენინგშ მონაწილეობის მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე: - ☎577600835

25-27 ნოემბერს საბიბლიოთეკო ასოციაცია გიწვევთ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ‼ 🕺👩‍🎓💻 გთავაზობთ ტრენინგს სასწავლ...
13/11/2025

25-27 ნოემბერს საბიბლიოთეკო ასოციაცია გიწვევთ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ‼ 🕺
👩‍🎓💻 გთავაზობთ ტრენინგს სასწავლო დაწესებულებებისა და საჯარო ბიბლიოთეკებისთვის. ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებსაც ‼
➡ სად? ZOOM-ში
🗓 როდის? 26-28 ნოემბერს
⏰10:00 -16:00
🔴 თუ არ ხართ თბილისში
🔴სამსახურიდან უფრო კომფორტულია ტრენინგის გავლა
🔴მაშინ ჩვენს ტრენინგზე დასწრება იქნება თქვენთვის ძალიან კომფორტული ❤
👩‍🎓💻 ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი
👩‍🎓💻დასწრება ფასიანია
👩‍🎓💻 ტრენინგშ მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ამ ბმულზე: https://forms.gle/LnmFj6NMwkZKM7MCA
🔷რეგისტრაციისა და დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ - ☎577600835

📣📖 გიწვევთ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ლატვიის მუზეუმების ასოციაციის ერთობლივ ვებინარზე, რომელიც ჩატარდება დ...
16/09/2025

📣📖 გიწვევთ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ლატვიის მუზეუმების ასოციაციის ერთობლივ ვებინარზე, რომელიც ჩატარდება დღეს,

🗓️ 16 სექტემბერს 🕐13:00, ონლაინ ფორმატში.

🕸️ ვებინარის სახელწოდებაა - „მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საშუალებით მშვიდობიანი და მდგრადი საზოგადოების გაძლიერება“

🔗დასწრების მსურველებს გთხოვთ გადადით ბმულზე: https://fb.me/e/69YDSv6Kd

სტატია ჩვენს მიერ ლვოვში ჩატარებული კონფერენციის შესახებ ლატვიის მუზეუმების ასოციაციის ვებგვერდზე
05/06/2025

სტატია ჩვენს მიერ ლვოვში ჩატარებული კონფერენციის შესახებ ლატვიის მუზეუმების ასოციაციის ვებგვერდზე

On May 28, 2025, the conference "Localizing the Sustainable Development Goals through Museums and Libraries III" took place via livestream from the Lviv Culture Hub in Ukraine. The event focused on peace within local communities as a cornerstone of sustainable development. Since 2020, the....

📚🫶მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, ბიბლიოთეკარებო, გილოცავთ! 🎉🎈🎈სიხარულით გაცნობებთ, რომ თქვენ, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ჩ...
03/06/2025

📚🫶მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, ბიბლიოთეკარებო, გილოცავთ! 🎉🎈
🎈სიხარულით გაცნობებთ, რომ თქვენ, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ, ტრადიციულ კვირეულში, გადმოგეცათ სერტიფიკატი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისგან 2025 წლის საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულში წარმატებით მონაწილეობისათვის
🎉🎈თქვენი სერტიფიკატი ერთ-ერთია თანდართულ ფაილებს შორის, ამოირჩიეთ ის, რომელსაც თქვენი სახელი და გვარი აწერია და ჩამოტვირთეთ

🪖  ჩვენ ეს შევძელით და უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ჩავატარეთ კონფერენცია ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების როლის შესახებ მშვიდობი...
02/06/2025

🪖 ჩვენ ეს შევძელით და უკრაინაში, ქალაქ ლვოვში ჩავატარეთ კონფერენცია ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების როლის შესახებ მშვიდობის შენების და მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

🪖📖კონფერენციის სახელწოდება- „მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მეშვეობით III“, რომელიც ტარდება ლატვიის საბიბლიოთეკო ასოციაციის, ლატვიის მუზეუმების ასოციაციის, ლატვიის იუნესკოს ეროვნული კომისიისა და ქალაქ ლვოვის (უკრაინა)კულტურის ჰაბის მხარდაჭერით.

🪖📖კონფერენციის მიზანი იყო გააძლიეროს ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების როლი მშვიდობიანი, გამძლე და მდგრადი საზოგადოების შექმნაში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოცდილებები, სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციას განსაკუთრებით იმ მშვიდობის, სამართლიანობის, განათლების, საზოგადოების გამძლეობისა კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით.
🪖📖საბიბლიოთეკო ასოციაციამ წარადგინა თემა: "საზღვრისპირა სოფლებში ბიბლიოთეკების როლი ომის შემდგომ პერიოდში" UNESCO UNESCO Latvijas Muzeju biedrība

🪖 პირდაპირი ტრანსლაცია - ონლაინ კონფერენცია ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების როლის შესახებ მშვიდობის შენების და მდგრადობის გ...
28/05/2025

🪖 პირდაპირი ტრანსლაცია - ონლაინ კონფერენცია ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების როლის შესახებ მშვიდობის შენების და მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

🪖📖კონფერენციის სახელწოდებაა „მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მეშვეობით III“, რომელიც ტარდება ლატვიის საბიბლიოთეკო ასოციაციის, ლატვიის მუზეუმების ასოციაციის, ლატვიის იუნესკოს ეროვნული კომისიისა და ქალაქ ლვოვის (უკრაინა)კულტურის ჰაბის მხარდაჭერით.

🪖📖კონფერენციის მიზანია გააძლიეროს ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების როლი მშვიდობიანი, გამძლე და მდგრადი საზოგადოების შექმნაში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამოცდილებები, სტრატეგიები და ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ლოკალიზაციას განსაკუთრებით იმ მშვიდობის, სამართლიანობის, განათლების, საზოგადოების გამძლეობისა კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით.
🪖📖საბიბლიოთეკო ასოციაცია წარადგენს თემას: "საზღვრისპირა სოფლებში ბიბლიოთეკების როლი ომის შემდგომ პერიოდში" UNESCO Latvijas Muzeju biedrība

Address

Gudiashvili Str. N 7
Tbilisi

Telephone

+995577436478

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია . Georgian Library Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია . Georgian Library Association:

Share