ასოციაცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანსაც არ
წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა. იგი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი
სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების
შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტე
ბის, წინამდებარე წესდების და სასერთაშორისო
ნორმების საფუძველზე.
ასოციაციის მიზნებია:
ა) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესის ხელშეწყობა;
ბ) სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
გ) დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა;
დ) ევრო–ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ე) ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ვ) ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ზ) კულტურული, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობა;
ზემოთაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად ასოციაცია:
ახორციელებს შემეცნებით, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ პროექტებს;
ორგანიზებას უკეთებს კონფერენციებს, შეხვედრებს, კონკურსებს, ტრეინინგებს;
აქტიურად თანამშრომლობს განათლების სისტემის ხელმძღვანელ ორგანოებთან;
აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ, სახელმწიფო, საერთაშორისო სამთავრობო და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ორგანიზაციის დამფუძნებლები: თათია სოსელია, ნიკა მორჩილაძე.
გენერალური დირექტორი - თათია სოსელია