Youth for Public Health

Directions Contact the organization

Youth for Public Health "ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის" YPH aims to prevent, promote and protect the youth's health and well-being through various activities.

Primarily we are focused on the following:
• Enhancing youth awareness about health & health rights;
• Increasing civil society engagement in health promotion;
• Advocate green-friendly environment;
• Preventing emerging communicable and non-communicable diseases;
• Sustaining strong collaboration with the national and international players

🇵🇱 გახდი ESC მოხალისე პოლონეთში!გსურს გაატარო 1 წელი ლოძში (Łódź), მიიღო საერთაშორისო გამოცდილება და ჩაერთო საგანმანათლე...
28/07/2026

🇵🇱 გახდი ESC მოხალისე პოლონეთში!
გსურს გაატარო 1 წელი ლოძში (Łódź), მიიღო საერთაშორისო გამოცდილება და ჩაერთო საგანმანათლებლო პროექტებში? 🌟

Youth for Public Health და პოლონური ორგანიზაცია იწვევენ მოტივირებულ ახალგაზრდებს ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროექტში!

🗓 ხანგრძლივობა: 12 თვე (აგვისტო/სექტემბერი 2026 – აგვისტო 2027)

📍 ადგილი: ლოძი, პოლონეთი

🏫 როლი: ასისტენტი საბავშვო ბაღში (3-6 წლის ბავშვებთან მუშაობა, აქტივობებისა და ვორქშოფების მართვა)

💰 რას ფარავს პროექტი?

✅ ორმხრივი მგზავრობა
✅ უფასო საცხოვრებელი
✅ ყოველთვიური ჯიბის ფული + კვების ბიუჯეტი
✅ საერთაშორისო დაზღვევა & ენის კურსი

📋 მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა (B1)
👶 ბავშვებთან მუშაობის მოტივაცია

📥 როგორ დარეგისტრირდე?
1️⃣ შეავსე სააპლიკაციო ფორმა (ბმული პროფილში / Link in Bio):

🔗https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd7sy560D2eMorD4mqgRb-Gh_-2Dj0dtivy4s2vRjn8pMXqHw/viewform

📩 შერჩეულ კანდიდატებს პოლონური მხარე დაუკავშირდება.

იპოვე შენი პროფესიული საწყისი! ⚡️🔍 ეს სესია შენთვისაა, თუ:- ხარ სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი ან სტუდენტი;- ეძებ საკუთარ ...
08/07/2026

იპოვე შენი პროფესიული საწყისი! ⚡️

🔍 ეს სესია შენთვისაა, თუ:
- ხარ სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი ან სტუდენტი;
- ეძებ საკუთარ პროფესიას, პირველ სამსახურს ან სტაჟირებას;
- გაინტერესებს ევროპული და სხვა საერთაშორისო სასწავლო, გაცვლითი და მოხალისეობრივი პროგრამები (ESC).

📅 როდის? 11 ივლისი, 12:00 - 14:00 სთ
📍 სად? „ექსპო ჯორჯია“, მე-3 პავილიონი

📍 ხარაგაული • Kharagauli📅 29 მაისი, 2026ხარაგაულში 16 ადგილობრივ მოზარდთან ერთად პირველი ქართული სამაგიდო თამაში — “ორორ...
23/06/2026

📍 ხარაგაული • Kharagauli
📅 29 მაისი, 2026

ხარაგაულში 16 ადგილობრივ მოზარდთან ერთად პირველი ქართული სამაგიდო თამაში — “ორორას გამოქვაბულის თავგადასავლები” ვითამაშეთ.

​🎯ეს თამაში მოზარდებში ემოციური ინტელექტის განვითარებას, კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და კონფლიქტების მართვას ისახავს მიზნად.

ინტერაქციულ გარემოში მონაწილეებმა გუნდურად იმუშავეს და ისეთი თვისებები განავითარეს, როგორიცაა კეთილგანწყობა, მზრუნველობა და თავდაჯერებულობა. ❤️✨

​ℹ️ ინიციატივა ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს DVV International საქართველო.

📍ხარაგაული • Kharagauli📆 29 მაისი, 2026ჩვენი ედუგაჩერებები გრძელდება!🌏ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მოზარდებთ...
18/06/2026

📍ხარაგაული • Kharagauli
📆 29 მაისი, 2026

ჩვენი ედუგაჩერებები გრძელდება!🌏
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მოზარდებთან ერთად კლიმატის ცვლილებაზე, ეკო-მომავალსა და ჯანმრთელობაზე ზეგავლენაზე ვისაუბრეთ.

🌱განსაკუთრევული ყურადღება კომპოსტირებას დავუთმეთ. მონაწილეები მზად არიან პრაქტიკული და მწვანე ნაბიჯი საკუთარ სოფლებში დანერგონ.

☀️ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
გლობალური დათბობა, ექსტრემალური სიცხეები და ჰაერის დაბინძურება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ნარჩენების შემცირება და გარემოზე ზრუნვა ყოველდღიურობაში.

ℹ️ინიციატივა ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის “დემოკრატიის ხმები: მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს DVV international საქართველო.

🥳 დიდი სიახლე! 🎉„ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“ (YPH) ოფიციალურად გახდა ევროპული სოლიდარობის კორპუსის (ESC) ...
10/06/2026

🥳 დიდი სიახლე! 🎉

„ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“ (YPH) ოფიციალურად გახდა ევროპული სოლიდარობის კორპუსის (ESC) აკრედიტებული გამგზავნი ორგანიზაცია! 🇪🇺✨

ეს ნიშნავს, რომ სულ მალე უამრავ მოტივირებულ ახალგაზრდას დავეხმარებით ევროპულ მოხალისეობრივ პროექტებში გამგზავრებასა და დაუვიწყარი გამოცდილების მიღებაში! 🌍💼

აკრედიტაცია უკვე ძალაშია! მადლობა პოლონეთის ეროვნულ სააგენტოს ნდობისთვის 🇵🇱🤝

🚀 მოემზადეთ ახალი შესაძლებლობებისთვის!

📌 „Be Prepared, Don’t Panic“ არის Erasmus + ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რუმინეთში🗓️11-17 აგვისტო პროექტი მიზნად ისახა...
07/06/2026

📌 „Be Prepared, Don’t Panic“ არის Erasmus + ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რუმინეთში
🗓️11-17 აგვისტო

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე პირების (youth workers) მომზადებას კრიზისული სიტუაციებსა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი).

არაფორმალური განათლების, სიმულაციებისა და პრაქტიკული ვორქშოფების საშუალებით, მონაწილეები შეიძენენ პირველადი დახმარების, კრიზისების მართვისა და სწრაფი რეაგირების უნარებს. პროექტი მათ მისცემს ცოდნასა და თავდაჯერებულობას, რათა ეფექტურად დაეხმარონ ადგილობრივ თემებს და მიღებული გამოცდილება გაუზიარონ ახალგაზრდებსა და მოხალისეებს საკუთარ ქვეყნებში, რითაც ხელს შეუწყობენ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას.

☀️ თუ ხარ 18-30 წლის და გსურს გახდე ამ გამოცდილების ნაწილი, დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა! ✨

სარეგისტრაცო ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfEpd67YvU0dIShkpAIvzJ3jRLm6qrucykTM5u4e5FT2z4pHg/viewform?usp=header

01/06/2026

ბავშვთა დაცვის დღე და მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე გვახსენებს, რომ ბავშვებისთვის სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა 🤍

Geo/Eng ⬇️მიმზიდველი ხილის არომატები მალავენ სიმართლეს - მათ მიღმა ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები იმალება, რომელთა ჩასუნთქ...
29/05/2026

Geo/Eng ⬇️

მიმზიდველი ხილის არომატები მალავენ სიმართლეს - მათ მიღმა ისეთი ტოქსიკური ნივთიერებები იმალება, რომელთა ჩასუნთქვა იწვევს ფილტვების მძიმე და შეუქცევად დაავადებას, „პოპკორნის ფილტვს“, რაც სამუდამოდ აზიანებს სასუნთქ გზებს.

თამბაქოს ინდუსტრია მიზანმიმართულად ცდილობს ტრადიციული თამბაქო ახალი პროდუქტებით ჩაანაცვლოს და სწორედ ამიტომაც ასაღებს მათ „უსაფრთხო ალტერნატივად“. გაეცანი მტკიცებულებაზე დაყრდნობილ ინფორმაციას და აირჩიე ჯანმრთელობა!

❤️🚭 გაუზიარე ინფორმაცია მას, ვინც ჯერ კიდევ არიცის ელექტრონული სიგარეტის მავნეობის შესახებ.

Attractive fruit flavors actually hide the truth - they conceal toxic substances that, when inhaled, cause a severe and irreversible lung condition known as “Popcorn Lung,” permanently damaging the airways.

The to***co industry deliberately attempts to replace traditional to***co with new products, which is precisely why they market them as a “safe alternative.” Get informed with evidence-based facts and choose your health!

❤️🚭 Share this information with someone who still doesn’t know about the harms of e-cigarettes.

„Mending Mindscapes“ არის Erasmus + ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რომელიც განხორციელდება 17-25 აგვისტოს, რუმინეთში!  პრ...
11/05/2026

„Mending Mindscapes“ არის Erasmus + ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რომელიც განხორციელდება 17-25 აგვისტოს, რუმინეთში! პროექტი ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ემოციურ კეთილდღეობასა და ემოციური მდგრადობის გაძლიერებას ეძღვნება. 🌿

ინტერაქტიური ვორქშოფების, ინფორმაციული სესიებისა და გამოცდილებების გაზიარების გზით მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, თვითშემეცნება და ჯანსაღი გამკლავების მექანიზმები უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, რათა უკეთ გაიაზრონ საკუთარი ემოციები, შეინარჩუნონ ემოციური ბალანსი და ხელი შეუწყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას საკუთარ საზოგადოებებში. 💙

თუ ხარ 20-26 წლის და გსურს გახდე ამ გამოცდილების ნაწილი, დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა! ✨

სარეგისტრაცო ლინკი: https://forms.gle/qkFAXQKa5eLdmgZK9

🚀 „ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“ აცხადებს მოხალისეების მიღებას!თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული და გინდა შენი...
15/04/2026

🚀 „ახალგაზრდები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის“ აცხადებს მოხალისეების მიღებას!

თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული და გინდა შენი დრო რეალურ ცვლილებებს მოახმარო, ჩვენ სწორედ შენ გეძებთ.

📌 ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც უკვე 12 წელია მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებაზე.
ჩვენი გამოცდილება მოიცავს 100+ წარმატებულ თანამშრომლობასა და არაერთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამას.

📌 რას მიიღებ მოხალისეობით?

🔹 საერთაშორისო გამოცდილებას — სრულად დაფინანსებული ტრენინგები, ვორქშოფები და კონფერენციები
🔹 პროექტების მართვის პრაქტიკას — რეალურ პროექტებზე მუშაობა
🔹 პროფესიულ ნეთვორქინგს — კავშირები შენი სფეროს სპეციალისტებთან
🔹 პიროვნულ განვითარებას — soft skills-ის გაძლიერებას

📅 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი
შერჩევის შემდეგ, პოტენციურ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის.

სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/uvP9zZk5ExWLK6WZ9

📩 დამატებითი კითხვებისთვის:
Email: [email protected]

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Youth for Public Health posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Youth for Public Health:

Shortcuts

Share