Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტები
Call Directions Website Contact the organization

Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტები Georgian Organization of the Scout Movement (GOSM)

საქართველოს სკაუტები არის ერთი გუნდი, რომელიც აერთიანებს სხვადასვხა ასაკის დამოუკიდებელ, კომუნიკაბელურ, დინამიკურ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ნებისმიერ გარემოში ადაპტაციის უნარი, არიან ძლიერები და სურთ მეტი წარმატება. სსმო -ს მისიაა ხელი შეუწყოს ახალი თაობის შესაძლებლობების გამოვლენას, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, მენტალური და სოციალური კუთხით პოტენციალის განვითარების გზით და ამით პოზიტიური წვლილი შეიტანოს უკეთესი საზოგადოების და მსოფლიოს შექმნაში.

გახდი სკაუტი!შენი ახალი თავგადასავალი იწყება აქ ! ⭐️საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია იწყებს ახალი წევრების მიღ...
01/10/2026

გახდი სკაუტი!
შენი ახალი თავგადასავალი იწყება აქ ! ⭐️

საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია იწყებს ახალი წევრების მიღებას!

თუ შენ
🌿 გიყვარს ბუნება და თავისუფლება
🤝 გჯერა მეგობრობისა და გუნდურობის
💡 ეძებ გამოცდილებას, რომელიც გასწავლის ლიდერობასა და პასუხისმგებლობას
🚀 მზად ხარ სცადო ახალი, გადალახო შიში და განვითარდე
🎒 გიზიდავს ბანაკები, თავგადასავლები და ნამდვილი ურთიერთობები
🌍 გსურს, რომ შენი საქციელით შეცვალო გარემო და სამყარო

მაშინ ეს შენი შესაძლებლობაა!

📍შემოგვიერთდი და აღმოაჩინე სკაუტინგი, გზა მეგობრობისა და თავგადასავლებისკენ.

👉 რეგისტრაციისთვის:
https://forms.gle/rkihcxeQU1EVgiQf6

23/09/2026

„სკაუტინგმა რაღაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მასწავლა - ახალგაზრდების ნდობა ნიშნავს მათთვის პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას“ ⚜️

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თავისი პირველი გამოსვლისას ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგმა ისაუბრა იმ ფუნდამენტურ გაკვეთილებზე, რომლებსაც სკაუტინგი ლიდერობის, სოლიდარობისა და მომავალი თაობის გაძლიერების მიმართულებით გვასწავლის.

ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული სამყაროს შესაქმნელად აუცილებელია, ახალგაზრდებს მივცეთ პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა და მოქმედებისთვის საჭირო სივრცე.

ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი, სკაუტინგის მსოფლიო ფონდის საპატიო თავმჯდომარის ახალ ამპლუაში, სკაუტურ მოძრაობას საერთაშორისო ასპარეზზე უჭერს მხარს. როგორც სკაუტური მოძრაობის მრავალწლიანი ელჩი, იგი აქტიურად უწყობს ხელს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდებს ენდობიან, უსმენენ და ლიდერობის შესაძლებლობას აძლევენ.

🌍 20 სექტემბერი - მსოფლიო დასუფთავების დღეა! 🧹მსოფლიო დასუფთავების დღე, რომელიც 2024 წლიდან გაეროს ღონისძიებების კალენდა...
20/09/2026

🌍 20 სექტემბერი - მსოფლიო დასუფთავების დღეა! 🧹

მსოფლიო დასუფთავების დღე, რომელიც 2024 წლიდან გაეროს ღონისძიებების კალენდარს შეუერთდა, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარემოსდაცვით აქტივობად იქცა. 🌱

Let’s Do It საქართველოს Let’s do it Georgia♻️ ორგანიზებითა და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ჩართულობით, დასუფთავების აქტივობა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. 🏞️

🌧️ წვიმის მიუხედავად, ათობით მოხალისე შეუერთდა აქტივობას. ერთად დავასუფთავეთ გზის პირი და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია. 🧤♻️

ამ აქტივობით სკაუტები ვუერთდებით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ინიციატივას. 🌎💚

ვამაყობთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია და მოხალისეები აქტიურად ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის სისუფთავეზე, გარემოს დაცვასა და ჯანსაღ მომავალზე. 🌿🤝

საქართველოს სკაუტები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚✨თქვენს წიგნში ახალი ფურცელი იწყება სავსე ცოდნით, სითბოთი დ...
15/09/2026

საქართველოს სკაუტები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 📚✨

თქვენს წიგნში ახალი ფურცელი იწყება სავსე ცოდნით, სითბოთი და ახალი თავგადასავლებით.
გისურვებთ, რომ ყოველი დღე იყოს ნაბიჯი თქვენი ოცნებებისკენ და ყოველი გაკვეთილი კი გასაღები სამყაროს შეცნობისკენ🌍💫

ეს წელი თქვენთვის ყოფილიყოს წარმატების, სიხარულისა და აღმოჩენების წელი. ჩვენ კი მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით როგორც სკაუტურ ბილიკზე, ისე თქვენი წინსვლისა და განვითარების გზაზე🌿🤝

09/09/2026
🏕️ ექვსი დღე და უამრავი დაუვიწყარი მოგონება - ჩვენი თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა✨ბანაკის განმავლობაში ახალგაზრდებმ...
03/09/2026

🏕️ ექვსი დღე და უამრავი დაუვიწყარი მოგონება - ჩვენი თავგადასავალი დასასრულს მიუახლოვდა✨

ბანაკის განმავლობაში ახალგაზრდებმა უცხოელი ტრენერებისგან მსოფლიო სკაუტინგისა და ახალგაზრდული განვითარების შესახებ მიიღეს ახალი ცოდნა და გამოცდილება, მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სკაუტურ ვორქშოფებში - ცეცხლის დანთებაში, წყლის გაფილტვრაში, პიონერინგსა და ჯომარდობაში🔥💧🪢🚣

🪄ეს დღეები იყო გამოწვევების, გუნდურობის, ახალი მეგობრობებისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის შესახებ

მადლობა ყველას, ვინც ეს თავგადასავალი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.
See you on the next adventure! 🌿🏕️

15/08/2026

⚜️♥️სკაუტური ბანაკი აერთიანებს პრაქტიკულ გამოცდილებას, გუნდურ მუშაობას, ახალ გამოწვევებსა და მეგობრობას.

⭐️თითოეული ბანაკი კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავალს ქმნის

არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა
⬇️დარეგისტრირდი ახლავე:

https://forms.gle/aG3ALhsM6vKw9Nsq8

11/08/2026

ბანაკის დასრულების შემდეგ ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის სწორედ ის ემოციებია, რომლებიც მონაწილეებს თან მიაქვთ.

❓ვკითხეთ მათ, რას ნიშნავდა მათთვის ეს დღეები, რა დაამახსოვრდათ და მოეწონათ ყველაზე მეტად

მათი გულწრფელი პასუხები კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ არის თითოეული ასეთი თავგადასავალი ჩვენთვის განსაკუთრებული. 🏕️♥️

07/08/2026

For English Scroll down⬇️

🌍 Adventure 2026 - საერთაშორისო სკაუტური ბანაკი საქართველოში

რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს საერთო ღირებულებების, თავგადასავლებისა და მეგობრობის გარშემო.

📆 თარიღი: 25-30 აგვისტო
📍ლოკაცია: ბორჯომის საბანაკე ტერიტორია

ბანაკის პროგრამა აერთიანებს აქტიურ თავგადასავლებს, საგანმანათლებლო აქტივობებსა და საერთაშორისო გამოცდილებას:

🛶 ჯომარდობა პროფესიონალ ინსტრუქტორებთან
🧗 კლდეზე ცოცვა
⚡ ზიპლაინი
🔥 კოცონის საღამოები
🌲 სკაუტური თამაშები და გუნდური გამოწვევები
🌍 საერთაშორისო ტრენერების ვორქშოფები
💬 პროგრამა ქართულ და ინგლისურ ენებზე

Adventure 2026 მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას:
✔ გაიცნონ თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან;
✔ ბუნებრივ საერთაშორისო გარემოში ყოველდღიურად გამოიყენონ და გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა;
✔ თავისუფლად იურთიერთონ უცხოელ მონაწილეებსა და ტრენერებთან, რაც ენის პრაქტიკის საუკეთესო საშუალებაა;
✔ განივითარონ ლიდერობის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
✔ გახდნენ საერთაშორისო სკაუტური საზოგადოების ნაწილი.

ბანაკის თითოეული დღე დაფუძნებულია სკაუტური მოძრაობის ძირითად ღირებულებებზე - პატივისცემაზე, პასუხისმგებლობაზე, თანამშრომლობაზე, მეგობრობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე.

უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ყველა აქტივობა ტარდება კვალიფიციური ინსტრუქტორებისა და გამოცდილი სკაუტი ლიდერების ზედამხედველობით, რათა თითოეულმა მონაწილემ მიიღოს უსაფრთხო, ორგანიზებული და ხარისხიანი გამოცდილება.

👧🧒 მონაწილეთა ასაკი: 8+

💰 მონაწილეობის საფასური:
• 600 ლარი
• საქართველოს სკაუტური მოძრაობის წევრები ისარგებლებენ ორგანიზაციის დაფინანსებით (აქტიური წევრები და ვინც ჩართული იყო 2026 პროექტებსა და ბანაკებში) - 450 ლარი

თუ გსურთ, რომ ეს ზაფხული იქცეს საერთაშორისო მეგობრობის, ახალი ცოდნისა და დაუვიწყარი გამოცდილების დასაწყისად, Adventure 2026 გელოდებათ.

📩 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - დარეგისტრირდით დღესვე.

https://forms.gle/aG3ALhsM6vKw9Nsq8

🌍 Adventure 2026 - International Scout Camp in Georgia

A unique international Scout camp that brings together young people from different countries through shared values, adventure, and friendship.

📆 date: 25-30 August
📍 Location: Borjomi Campsite

The camp program combines exciting outdoor activities, educational experiences, and international learning opportunities:

🛶 Rafting with professional instructors
🧗 Rock climbing
⚡ Zipline adventures
🔥 Campfire evenings
🌲 Scout games and team challenges
🌍 Workshops led by international trainers
💬 Activities conducted in both English and Georgian

Adventure 2026 gives participants the opportunity to:
✔ Make friends with young people from different countries;
✔ Practice and improve their English in a natural international environment;
✔ Communicate confidently with international participants and trainers, gaining valuable real-life language experience;
✔ Develop leadership, communication, and teamwork skills;
✔ Become part of the international Scout community.

Each day of the camp is built around the core values of the Scout Movement - respect, responsibility, cooperation, friendship, and mutual support.

Safety is our highest priority. All activities are supervised by qualified instructors and experienced Scout leaders, ensuring every participant enjoys a safe, well-organized, and high-quality experience.

👧🧒 Participant age: 8+

💰 Participation Fee:

600 GEL

Members of the Georgian Scout Movement who are active members and participated in the organization’s 2026 projects and camps are eligible for a subsidized fee of 450 GEL.

If you want this summer to become the beginning of international friendships, new knowledge, and unforgettable adventures, Adventure 2026 is waiting for you.

📩 Places are limited - register today!

https://forms.gle/aG3ALhsM6vKw9Nsq8

✨ კიდევ ერთი ნაკადი, კიდევ ერთი დაუვიწყარი გამოცდილება.მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს ისეთ აქტივობებში ...
03/08/2026

✨ კიდევ ერთი ნაკადი, კიდევ ერთი დაუვიწყარი გამოცდილება.

მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს ისეთ აქტივობებში როგორებიცაა:
🛶ჯომარდობა
🧗კლდეზე ცოცვა
🤸‍♀️ზიპლაინი
🏹მშვილდის სროლა
🎨 Arts&Crafts
🧩სკაუტური თამაშები, რომლებიც გუნდურობასა და სტრატეგიაზეა დაფუძნებული

🎯პროგრამის ფარგლებში ჩატარდა თვითგადარჩენისა და მენეჯმენტის ტრენინგები, ხინკლის მასტერკლასი და მონაწილეებმა ისწავლეს სკაუტინგის როლი პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.
⚜️თითოეული აქტივობა მონაწილეებს ახალ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ლიდერული უნარების განვითარებაში დაეხმარა.

⭐️მადლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ თითოეულ მონაწილეს, ასევე ჩვენს ლიდერებსა და მოხალისეებს, რომლებმაც კიდევ ერთი განსაკუთრებული ბანაკი შექმნეს.

🪄პროექტი ფინანსდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით

Address

Chonqadze Street N12/15
Tbilisi
0105

Telephone

+995595155833

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტები:

Shortcuts

Share