24/07/2026
"გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" ილიას განათლების ფესტივალზე დაგვხვდებათ.
🚌26 ივლისს, 15:00 საათზე, გეპატიჟებით მესტიის სათავგადასავლო პარკში ილიას განათლების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. აქ გელით ინტერაქციული სამეცნიერო ექპერიმენტები, ახალი ტექნოლოგიები, ღია ლექციები, სამეცნიერო კვლევების გამოფენა.
🏔️ფესტივალი ეძღვნება არჩილ ბადრიაშვილს, ახალგაზრდა მთამსვლელს, ურთულესი საერთაშორისო ალპინისტური მარშრუტების ინიციატორს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის პროგრამის კურსდამთავრებულსა და მკვლევარს.
არჩილისთვის განსაკუთრებულ რეგიონში ილიაუნის მკვლევრები, პროფესორები და სტუდენტები გაგიზიარებენ ცოდნასა და აღმოჩენებს, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ.
🏆ფესტივალზე დააჯილდოვებენ არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიატებს. არჩილის სტიპენდია ილიაუნიში 2024 წელს დაარსდა ალპინიზმის კვლევით დაინტერესებული სტუდენტების წასახალისებლად და ქართული ალპინიზმის ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის.
📖 გაეცნობით მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ალპინისტურ გამოცემა The American Alpine Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებშიც არჩილ ბადრიაშვილი აღწერს მნიშვნელოვან ასვლებს უშბაზე, თეთნულდზე, შხარასა და აილამაზე. არჩილის ამ და სხვა ისტორიებით მსოფლიოს მკითხველმა პირველად გაიცნო არაერთი უნიკალური კავკასიური მარშრუტი და ქართული ალპინიზმის ისტორია.
🌍 სვანეთი გამორჩეული რეგიონია ცოდნის შეძენის, გადაცემისა და გაზიარების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით. მისი გამორჩეული კულტურა, ისტორია, ბუნება და გეოგრაფიული გარემო ქმნიდა ცოდნის დაგროვებისა და თაობებისთვის გადაცემის განსაკუთრებულ სივრცეს. დღეს ამ მემკვიდრეობის შესწავლასა და ახალი ცოდნის შექმნაში საკუთარი წვლილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებსაც შეაქვთ.
🔍მოეწყობა გამოფენა „მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის“, რომელზეც გაეცნობით ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევებს (ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემები, გლაციალური ტბები, არქეოლოგია, ანთროპოლოგია).
⛺საგამოფენო კარვებში დაგხვდებათ ინტერაქციული ღია ლაბორატორიები, სადაც შეძლებთ თავად ჩაატაროთ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნოთ მეცნიერებას.
🧗სვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (სმმკ) კარავში
გაიცნობთ ლეგენდარულ სვან მთამსვლელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ალპინიზმის ისტორიაში, გაეცნობით საგანმანათლებლო მთამსვლელობის საფუძვლებს – კავკასიური სირთულის შეფასების სისტემას, მთაში სწორი სუნთქვის ტექნიკას, მთის CV-ის შედგენის პრინციპებს, მთის ეთიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ასევე დაათვალიერებთ მთის აღჭურვილობას, გაიგებთ მის დანიშნულებასა და გამოყენების წესებს. გამოცდილი სვანი მთამსვლელები გასწავლით სხვადასხვა ტიპის კვანძის გაკეთებას.
🧪🧑🔬ქიმიური ბიოლოგიის კარავში
გაიგებთ, როგორ გამოიყოფა ბანანიდან დნმ, როგორ განისაზღვრება წყალში ცილა, მოამზადებთ „ტკბილ შუქნიშანს“. ასევე შეძლებთ სხვადასხვა ანათალის მიკროსკოპში დათვალიერებას, ნივთიერებების დაყოფას ქრომოტოგრაფიულ სვეტზე და სხვა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას.
🤖 თანამედროვე ტექნოლოგიების კარავში
გაიცნობთ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს, შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები საინტერესო თემებზე. გაიგებთ, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჰუმანოიდი რობოტები და რაში ვიყენებთ მათ.
🌋🗻 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კარავში
აღმოაჩენთ, რა იწვევს მიწისძვრას, მეწყერს, წყალდიდობას და სხვა გეოლოგიურ პროცესებს. გაიგებთ, როგორ განისაზღვრება სამშენებლო-საინჟინრო პარამეტრები გეოფიზიკური მეთოდებით. გაეცნობით რეალურ მინერალებს და მონაწილეობას მიიღებთ წამახალისებელ გათამაშებაში, ნახავთ სეისმური მონაცემების Live -ტრანსლაციას.
🧠ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადიქციის შემსწავლელ კარავში
გაეცნობით, რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადიქცია, სხვადასხვა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო მასალას. შეგიძლიათ შეავსოთ რამდენიმე ტესტი გუნება-განწყობისა და შფოთვითი პრობლემების შესაფასებლად, მონაწილეობას მიიღებთ სახალისო ქვიზში და დასაჩუქრდებით ღია ბარათებსა და სტიკერებს.
აქვე დაგხვდებათ ძილისა და გამკლავების სტრატეგიების დღიურები, რომლებიც ყოველდღიურ კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაგეხმარებათ.
🔭☀️ ასტროფიზიკის სივრცეში
ტელესკოპით დააკვირდებით მზეს და სხვა პლანეტებს.
🪐 ილიაუნის პლანეტარიუმში
იმოგზაურებთ პლანეტების სამყაროში და მოისმენთ ინფორმაციას სამყაროს წარმოშობის, ასევე მზის სისტემის ობიექტების ბუნების შესახებ (პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მზე), დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებისა და ევოლუციის გზაზე ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე. გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ და გაეცნობით გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას.
🐞🪲🌿ეკოლოგიის კარავში
გაიგებთ მეტს იმ ორგანიზმების შესახებ, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით დააკვირდებით მცენარეებსა და მწერებს მიკროსკოპში და გაეცნობით ამ ორგანიზმების ველურ ბუნებაში არსებობის თავისებურებებს.
🦎🐞🐢ზოოლოგიის კარავში
გაიგებთ, რა ორგანიზმები ცხოვრებენ ექსტრემალურ პირობებში და როგორ ახერხებენ იქ არსებობას. აღმოაჩენთ, რომ დედამიწის მტკნარი წყლის დიდი ნაწილი სწორედ მიწისქვეშაა დამალული. გაიცნობთ საქართველოს უნიკალურ მღვიმეებს, რომლებიც მსოფლიოშიც გამორჩეულია.
🏗️ სამოქალაქო ინჟინერიის კარავში
გაიგებთ, როგორ იგეგმება და შენდება ხიდები, შენობები და ინფრასტრუქტურა, რა განსაზღვრავს მათ სიმტკიცესა და სტაბილურობას და როგორ უმკლავდებიან ინჟინრები გარემო ფაქტორებს. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეგიძლიათ გამოსცადოთ სხვადასხვა კონსტრუქციის გამძლეობა, სტაბილურობა და დიზაინის ეფექტურობა, ასევე გაიგებთ, როგორ ნაწილდება დატვირთვა და რატომ აქვს მნიშვნელობა ფორმასა და მასალას. გაეცნობით, როგორ ითვალისწინებენ გარემო ფაქტორებს – მიწისძვრა, წყალი და ნიადაგი – ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას.
მონაწილეობას მიიღებთ სახალისო გამოწვევებში და გამოსცდით საკუთარ თავს, როგორც მომავალი ინჟინერი.
🖥️ კომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული ინჟინერიის კარავში
ილიაუნის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ პროექტებს და გაგიზიარებენ, როგორ იქმნება მიკროსქემების დიზაინი და საინტერესო ტექნოლოგიური მოწყობილობები.
✦✦✦
ილიას განათლების ფესტივალმა საქართველოს 12 ქალაქში იმოგზაურა ათასობით სტუმრით, აღმოჩენებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით. ფესტივალმა მეცნიერება და განათლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან კიდევ უფრო დააახლოვა.
სექტემბერში ფესტივალის მონაწილეები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე გიმასპინძლებთ.
ილიას გზით განათლებისთვის!
შემოგვიერთდი!
📣ილიას განათლების ფესტივალი მესტიაში – მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის