მედიის განვითარების ფონდი, MDF

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მედიის განვითარების ფონდი, MDF

მედიის განვითარების ფონდი, MDF MDF მედიის კვლევების და კომუნიკაციის მიმართულებით წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში

03/06/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ე.წ. რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.

გუშინ, 2 ივნისს, მედიით გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ, რომელთა შორისაც არიან ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია, სალომე გეგეშიძე და სხვა თანამშრომლები. ამავე პროცესის ფარგლებში გაუქმდა ქობულეთის ბიუროც. თავად გათავისუფლებული ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ მათთვის უცნობია გადაწყვეტილების მკაფიო და დასაბუთებული მიზეზები, ხოლო რიგ შემთხვევებში მიაჩნიათ, რომ რეალური მოტივი კრიტიკული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოზიციის ჩახშობაა.

სამსახურიდან გათავისუფლებული პირები საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან მაღალი პროფესიული სტანდარტებით, დამოუკიდებელი სარედაქციო მიდგომებით და განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემით.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელში დამოუკიდებელ ხმებს ავიწროებენ. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მიუთითებს მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ შესუსტებასა და მაუწყებლის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს, იცავდეს ჟურნალისტების პროფესიულ დამოუკიდებლობას და ქმნიდეს თავისუფალი დისკუსიის სივრცეს. დღეს კი საპირისპირო პროცესს ვხედავთ. მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ეს პროცესი არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულ მოვლენად. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი, მიმართული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, და სისტემური ზეწოლა ჟურნალისტებსა და განსხვავებული აზრის მქონე პროფესიონალებზე.

მედიის დასუსტება და კრიტიკული ხმების განდევნა პირდაპირ აზიანებს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლების საქმიანობა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს „აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებსა და ზოგადად ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, რომლებიც რეპრესიების სამიზნე პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო გახდნენ.

წყაროები კომენტარში →

✒️ ეთელ ანაკინი სნოუდენი ბრიტანელი სოციალისტი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი და ფემინისტი პოლიტიკოსი იყო, რომელიც საქართვ...
26/05/2026

✒️ ეთელ ანაკინი სნოუდენი ბრიტანელი სოციალისტი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი და ფემინისტი პოლიტიკოსი იყო, რომელიც საქართველოს 1920-იან წლებში ეწვია და საკუთარი შთაბეჭდილებები გაზეთ „მანჩესტერ გარდიანის“ ფურცლებზე ასახა.

ვრცლად > https://genderbarometer.ge/eten-anakini/

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
26/05/2026

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!

23/05/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია Formula • ფორმულა დაჯარიმებასა და საქართველოს პარლამენტის მიერ პუბლიკა • Publika და სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების ვადამდე გაუქმების გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები ქვეყანაში მედიის გარემოს კიდევ უფრო გაუარესებასა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს.

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სანქცირების მექანიზმების გამოყენებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის „ქართული ოცნების“ ხელში მედიის კონტროლის ინსტრუმენტად არის ქცეული. ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგს ეფუძნება. დეპარტამენტმა „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამები დაამონიტორინგა და მიიჩნია, რომ არხმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ მოთხოვნები დაარღვია. კომისიამ „ფორმულა“ 2 500 ლარით დააჯარიმა ისეთი შეფასებითი ფორმულირებების გამოყენების გამო, როგორიცაა „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“ და სხვა.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ კომუნიკაციების კომისია შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმებს სულ უფრო აქტიურად იყენებს დამოუკიდებელი მაუწყებლების წინააღმდეგ. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა წარსულში ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა და ასევე „ქართული ოცნების“ ყოფილი პარლამენტის წევრია. სწორედ „იმედი“ და POSTV იყვნენ ის სამთავრობო მაუწყებლები, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სასარგებლოდ გავრცელებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამო დაასანქცირა. მისი წინამორბედი კახა ბექაური პირადაც დასანქცირებული იყო.

დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის გაგრძელებაა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებიც, რომლითაც საგამოძიებო გუნდ „მონიტორსა“ და გამოცემა „პუბლიკას“ აკრედიტაციები ვადამდე გაუუქმდათ. ორივე ბრძანებას ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, კახა ოქროჯანაშვილმა. ბრძანებების მიხედვით, მიზეზად დასახელდა ის, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ პარლამენტში.

ეს გადაწყვეტილებები ვერ განიხილება კონტექსტის გარეშე. პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესები მედიასაშუალებებს აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას უზღუდავს. როგორც „მონიტორს“, ისე „პუბლიკას“ მხოლოდ ოთხი აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდათ. ამავე დროს, დამატებითი ჟურნალისტების პარლამენტში დაშვების მოთხოვნები პრაქტიკაში ხშირად არ კმაყოფილდება. სწორედ ამ პირობებში, „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ პარლამენტს ორჯერ მიმართა ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ კი ჟურნალისტების „არყოფნა“ თავად პარლამენტმა აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლად გამოიყენა.

პარლამენტმა ახალი რეგულაციები არაერთხელ გამოიყენა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების საქმიანობის შესაზღუდად.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“, „მონიტორს“, „პუბლიკას“ და ყველა ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას, რომლებიც მზარდი ზეწოლის მიუხედავად აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას და საზოგადოების ინფორმირებას.

🏃‍♀️‍➡️🏃‍➡️იჩქარე, მედიისა და ამბის თხრობის საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია 31 მაისს სრულდება!თუ ხარ 15–17 წლის და გინდა ი...
22/05/2026

🏃‍♀️‍➡️🏃‍➡️იჩქარე, მედიისა და ამბის თხრობის საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია 31 მაისს სრულდება!

თუ ხარ 15–17 წლის და გინდა ისწავლო:
✏️წერითი და ამბის თხრობის ვიზუალური ტექნიკები
🎥 ვიდეომონტაჟი, ბლოგინგი და პოდკასტის შექმნა
🔍ფაქტების და ყალბი ვიზუალის გადამოწმება
🔐კიბერსივრცეში უსაფრთხო ნავიგაცია
🤩შექმენი შენი პორტფელიო და მიიღე სერტიფიკატი

❗️დარეგისტრირდი 10-დღიან ინტენსიურ კურსზე 👉https://mdfgeorgia.ge/?p=12877

16 მაისს ლვივის მედია ფორუმზე (Lviv Media Forum) MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი მონაწილეობდა დისკუსი...
18/05/2026

16 მაისს ლვივის მედია ფორუმზე (Lviv Media Forum) MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც თავისუფლების დამცველ ქვეყნებში ადვოკატირების მექანიზმების გაძლიერებას ეხებოდა.

დისკუსიაში - "Not Sympathy but Infrastructure: Building Leverage in Nations Defending Freedom" - რომლის მოდერატორი PR Army NGO-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანასტასია მარუშევსკა იყო საქართველოსთან ერთად ირანის და ბოსნია-ჰერცოგოვინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

15 მაისს MDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა Lviv Media Forum-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - “From...
15/05/2026

15 მაისს MDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა Lviv Media Forum-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - “From Informating to Sensemaking: How Public Media Guide Societies in the Eye of the Storm” - მიიღო მონაწილეობა და მარია ფრეისთან (Суспільне Мовлення-ის უფროსი მენეჯერი) და კრის ლიუსთან (Radio Taiwan International-ის ვიცე-პრეზიდენტი) ერთად, საზოგადროებრივი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დისკუსიის მოდერატორი იყო ქრისტიან-ჟოლტ ვარგა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინას, უნგრეთსა და აღმოსავლეთ ევროპას აშუქებს.

🇪🇺 🇬🇪 "ცივი ომის თამაშები"  #ევროპისდღეზე - 9 მაისს MDF-ის სტენდის სტუმრებმა სამაგიდო თამაშში თავი გამოცადეს და სამახსოვ...
11/05/2026

🇪🇺 🇬🇪 "ცივი ომის თამაშები" #ევროპისდღეზე - 9 მაისს MDF-ის სტენდის სტუმრებმა სამაგიდო თამაშში თავი გამოცადეს და სამახსოვრო პრიზები მიიღეს.

🎲თამაშის მიზანია, მონაწილეებს მისცეს ცოდნა საბჭოთა აქტიური ღონისძიებებისა და პროპაგანდის მეთოდების შესახებ; ამასთანავე, განუვითაროს მათ საინფორმაციო ომის დროს გამოყენებული ტექნიკების და მეთოდების იდენტიფიცირებისა და მათზე სტრატეგიული რეაგირების უნარი.

💡თამაში მაგალითებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს იყენებს და NATO-ს წინააღმდეგ გავრცელებულ ისტორიულ და ნაწილობრივ თანამედროვე მაგალითებს ეყრდნობა.

👉"ცივი ომის თამაშებზე" ვრცლად, წაიკითხეთ აქ https://millab.ge/ka/board-game

#საბჭოთაპროპაგანდა #ცივიომისთამაშები
European Union in Georgia NATO in Georgia

10/05/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობა აზიანებს მედიის თავისუფლებას, დემოკრატიას და საზოგადოების შესაძლებლობას, მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია.

10 მაისს, თავად გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელევიზიო ეთერიდან გამოსვლისთანავე მას თავს დაესხა ჰესების ლობისტი მარგებაძე, რის შედეგადაც ჟურნალისტმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით, ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის.

გელა მთივლიშვილი არის გამორჩეული პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში პრინციპულად აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იძიებს კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საქართველოში მედიის გარემოს მძიმე გაუარესებას ადასტურებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) შეფასებაც. მიმდინარე წლის მონაცემებით, ქვეყანამ მედიის თავისუფლების ინდექსში კიდევ 21 პოზიციით დაიხია უკან, ხოლო ბოლო წლებში ჯამურად - 75 პოზიციით, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის ნათელი მაჩვენებელია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, რომელსაც სხვა პროფესიონალ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს პირობებში უწევს საქმიანობა. ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.

Address

Mtskheta I Dead End, #6
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედიის განვითარების ფონდი, MDF posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მედიის განვითარების ფონდი, MDF:

Share