IDP Women Association "Consent"

Call Directions Website Contact the organization

IDP Women Association "Consent" The IDP Women Association “Consent” is a non-governmental organization, working in Georgia since April 1995.

The organization was created originally by the IDP women from Abkhazia, volunteering for their community after the war. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 1994 წლიდან ჯგუფის სახით არსებობდა, 1996 წლის აპრილში კი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

ასოციაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ორი მოადგილე ჰყავს.

ასოციაციის დირექტორთა საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ საკითხებზე.

ასოციაციასთან არსებობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება ასოციაციაში შემავალი ქალთა ჯგუფების ლიდერი ქალებისგან.

ასოციაციას ფილიალები გააჩნია ქ. გორში (შიდა ქართლი), წყალტუბოში (იმერეთი), გარდაბანში (ქვემო ქართლი).


ორგანიზაციის მისია:

ასოციაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ადგილნაცვალ ქალებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, აგრეთვე, ხელს უწყობს იგპ და სხვა უმცირესობათა ჯგუფების განათლების, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებსა და ახალგაზრდობას.


საქმიანო ბის ძირითადი მიმართულებები:

- ქალებისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლება;

- მშვიდობის აღმშენებლობა;

- იგპ პრობლემათა ადვოკატირება;

- გენდერული თანასწორობის იდეის დამკვიდრება;

- სწორი ინფორმაციის გავრცელება.

ამ ღონისძიებათა გატარებით კი - დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება.


ასოციაცია ატარებდა და მხარს უჭერდა სოციალურ, ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ გამოკვლევებსა და დევნილთა, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას.

ასოციაცია ჩართულია შემდეგ საერთაშორისო და ეროვნულ ქსელებში: სამხრეთ კავკასიის ქალთა ქსელი "ვმუშაობთ ერთად კავკასიაში", ლტოლვილთა და დევნილთა საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციათა ქსელი CRINGO (დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით), ქალთა ორგანიზაციების ქსელი "ქალები მშვიდობისათვის" და რეგიონალური კოალიცია "ქალთა ერთიანობა მშვიდობისათვის" (UNIFEM-ის მხარდაჭერით), თანამშრომლობს, აგრეთვე, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კომიტეტებთან სამხრეთ კავკასიაში.


ასოციაცია თანამშრომლობს ფონდებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

2026 წლის 1–2 აგვისტოს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად გავიგოთ მ...
06/09/2026

2026 წლის 1–2 აგვისტოს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად გავიგოთ მეტი ბავშვების განვითარებაზე“ ფარგლებში ჩატარდა ფსიქოსაგანმანათლებლო სესიები, რომლებსაც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების პროგრამის მაგისტრანტები ანა კემულარია და ქეთევან ქურთიშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრებზე განხილული იყო ბავშვებსა და მოზარდებში გავრცელებული მდგომარეობები: ADHD, აუტისტური სპექტრის აშლილობა და სპეციფიკური დასწავლის უნარის დარღვევა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული მდგომარეობების ნიშნების, მიზეზების, მართვისა და მხარდაჭერის სტრატეგიების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას, ქცევის მართვას, სასწავლო გარემოს ადაპტაციას, პოზიტიურ განმტკიცებასა და მშობლებსა და სპეციალისტებს შორის თანამშრომლობას.

✅2026 წლის 9 აგვისტოს  თბილისში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: “რეზოლუცია 1325 და ნექსუსი“. ტრენინგის მონაწილეები იყ...
17/08/2026

✅2026 წლის 9 აგვისტოს თბილისში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: “რეზოლუცია 1325 და ნექსუსი“. ტრენინგის მონაწილეები იყვნენ ასოციაციის ლიდერი ქალები რეგიონებიდან, დევნილები და კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებნი. სულ 21 ქალი.
✅ტრენინგის მიზნები იყო: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის ძირითადი კომპონენტების გააზრება; გლობალური ჩარჩოებით მხარდაჭერის მექანიზმების გაცნობიერება, პრაქტიკული განხორციელების გზების გააზრება.
✅მონაწილეებს განემარტათ, რას ნიშნავს ნექსუსი: რომ, სამმაგი ნექსუსი გულისხმობს სამ ძირითად სფეროს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა თითოეულ მიმართულებაში განხორციელებული ძალისხმევა ერთმანეთს ავსებდეს, აძლიერებდეს და სტრატეგიულად იყოს შეთანხმებული; რომ, სამივე მიმართულება - ჰუმანიტარული დახმარება, განვითარება და მშვიდობის მშენებლობა - აერთიანებს უნიკალურ მიდგომებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებისას ქმნის უფრო თანმიმდევრულ და ეფექტიან რეაგირებას
მონაწილეებმა იმუშავეს 3 ჯგუფად, და დაწერეს 3 მიმართულებით ქალთა შესაძლო აქტივობები/ მოქმედებები.
✅ტრენინგს უძღვებოდნენ მარინა ფოჩხუა და იულია ხარაშვილი

📌2026 წლის 8 აგვისტოს იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”-ს ოფისში ჩატარდა ტრენინგი ტრენერებისათვის სამეგრელოსა და შიდა ქართლ...
17/08/2026

📌2026 წლის 8 აგვისტოს იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”-ს ოფისში ჩატარდა ტრენინგი ტრენერებისათვის სამეგრელოსა და შიდა ქართლის 12 ტრენერისთვის.
📌ასოციაციის ერთ-ერთი მიზანია - რეგიონალური ტრენერების გუნდების შექმნა. სამეგრელოში უკვე შექმნილია ახალგაზრდა ტრენერთა გუნდი, რომლებსაც დაემატნენ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტიდან ტრენერები.
📌ტრენინგზე განხილული იყო ტრენინგის სტრუქტურა, ენერჯაიზერები, გაცნობისა და როლური თამაშების ტექნიკები.
📌მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის საავტორო სახელმძღვანელოების გამოყენებას რეგიონების გუნდები გაეცნოებიან და შეძლებენ მათ გამოყენებას
ტრენინგების ეს სერია გაგრძელდება

✅აფხაზეთის ომი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული ფურცელია. 1992-1993 წლების სამხედრო კონფ...
14/08/2026

✅აფხაზეთის ომი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული ფურცელია. 1992-1993 წლების სამხედრო კონფლიქტი არ იყო მხოლოდ ლოკალური დაპირისპირება - ეს იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასიათასობით მოქალაქე საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.
✅კონფლიქტის ფესვები ღრმა პოლიტიკურ და ეთნიკურ მანიპულაციებში დევს, რომლებსაც საბჭოთა იმპერიის დაშლის პერიოდში გარე ძალები, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაცია, აქტიურად იყენებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესასუსტებლად. ომმა, რომელიც წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ორივე მხარეს მოუტანა უდიდესი მსხვერპლი, თუმცა ყველაზე მძიმე დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელდა. სოხუმის დაცემას და ომის დასასრულს თან მოჰყვა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რამაც რეგიონის დემოგრაფიული სურათი სამუდამოდ შეცვალა.
✅დღეს, ათწლეულების შემდეგ, აფხაზეთის ტკივილი კვლავ ცოცხალია. ოკუპირებული რეგიონი, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები ყოველდღიურად ახსენებს ქართულ საზოგადოებას ამ მოუშუშებელ ჭრილობას. დევნილთა თაობები გაიზარდნენ სახლში დაბრუნების იმედით, ხოლო თავად კონფლიქტის ზონა იზოლაციისა და ეკონომიკური სტაგნაციის მსხვერპლი გახდა.
✅იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” 1994 წლიდან მუშაობს დევნილ საზოგადოებასთან და ცდილობს შეძლებისდაგვარად მათი ცხოვრების შემსუბუქებას.
✅ომით და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ყველაზე სენსიტიურ ფენას წარმოადგენს და მათთან განსაკუთრებით სათუთი მოპყრობაა საჭირო.
დრო გადის და ტკივილის სიმძაფრე იკლებს, თუმცა არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს 1992 წლის 14 აგვისტო, რათა ასეთი საშინელება აღარასოდეს განმეორდეს.

2026 წლის 5 და 6 აგვისტოს მცირე ინიციატივის - "მედეგი თემი: ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, კრიზისის მართვა"-ს ფარ...
12/08/2026

2026 წლის 5 და 6 აგვისტოს მცირე ინიციატივის - "მედეგი თემი: ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, კრიზისის მართვა"-ს ფარგლებში, რომელიც გერმანული ფონდის "პური მსოფლიოსთვის" ფარგლებში ერგნეთის თემს დაუფინანსდა, განხორციელდა გასვლითი ტრენინგი თემაზე ,,კრიზისული სიტუაციების მართვა" და სამშვიდობო ინიციატივები ,,სამოქალაქო საზოგადოებაში". ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 15 ქალმა, გასვლითი ტრენინგის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართულებით,ასევე განვიხილეთ თუ როგორ შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამშვიდობო ინიციატივებში.

🕊️24-27 ივლისს, ბაკურიანში გამართული ბანაკი „მშვიდობის პულსი“ წარმატებით დასრულდა!ბანაკმა 25 ახალგაზრდას უმასპინძლა ქვემ...
08/08/2026

🕊️24-27 ივლისს, ბაკურიანში გამართული ბანაკი „მშვიდობის პულსი“ წარმატებით დასრულდა!

ბანაკმა 25 ახალგაზრდას უმასპინძლა ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან

✨რა ხდებოდა 4 დღიან ბანაკში?

1️⃣ მშვიდობა & უსაფრთხო გარემო

მონაწილეებმა იმსჯელეს მშვიდობის მნიშვნელობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის მოსმენასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე

2️⃣ კონფლიქტის პრევენცია & კომუნიკაცია

ინტერაქტიული აქტივობებისა და დისკუსიების მეშვეობით, ახალგაზრდებმა განიხილეს კონფლიქტების მშვიდობიანი მართვის გზები და დიალოგის მნიშვნელობა

3️⃣ პირველადი დახმარება & საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება

ბანაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო პირველადი დახმარების პრაქტიკული სწავლება. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა, თუ როგორ იმოქმედონ საგანგებო სიტუაციებში და საჭიროების შემთხვევაში, როგორ აღმოუჩინონ სხვას პირველადი დახმარება

4️⃣ ახალგაზრდების ჩართულობა & მშვიდობისთვის მოქმედება

ბანაკის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა მიღებული ცოდნა შეაჯამეს და იმსჯელეს, თუ როგორ შეძლებენ საკუთარ თემებში მშვიდობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებაში წვლილის შეტანა

🎉 ბანაკი სერტიფიკატებისა და თემატური საჩუქრების გადაცემით დასრულდა. ეს კი მონაწილეებისთვის ოთხდღიანი გამოცდილების სასიამოვნო დასასრული აღმოჩნდა

მადლობა თითოეულ მონაწილეს, ტრენერსა და ყველას, ვინც „მშვიდობის პულსი“ საინტერესო და დასამახსოვრებელ გამოცდილებად აქცია!🕊️💙

მშვიდობა იწყება ცოდნით, ზრუნვითა და მოქმედებით🤍

💕2026 წლის 3-4 აგვისტოს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ საიუბილეო ღონისძიება გამართა. 30 წლის იუბილე...
06/08/2026

💕2026 წლის 3-4 აგვისტოს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ საიუბილეო ღონისძიება გამართა. 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად „ვილა მოსავალში“ შეიკრიბა ის ხალხი, რომლებმაც ასოციაციის ჩამოყალიბებასა და საქმიანობაში თავის წვლილი შეიტანეს და ყველაზე რთულ პერიოდებში მათი თანადგომა ფასდაუდებელია.
💕კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ 30 წლის იუბილეს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო მეტი კეთილი საქმის გაკეთებას შევძლებთ!

📌იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 30 წლისაა! ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრის გაკეთება შევძელით!📌 გთავა...
31/07/2026

📌იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 30 წლისაა! ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრის გაკეთება შევძელით!
📌 გთავაზობთ ფილმს, რომელიც ასახავს ასოციაციის ჩამოყალიბებიდან დღემდე გაწეულ საქმიანობას! მადლობა ყველას, ვინც ამ 30 წლის მანძილზე ჩვენს გვერდით იდგა!
📌ვიმედოვნებთ, რომ კიდევ არაერთი კეთილი საქმის გაკეთებას შევძლებთ!

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

17/07/2026

Address

თამარ მეფის გამზ. 20, Tamar Mefe Avenue , 20
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995599570798

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IDP Women Association "Consent" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to IDP Women Association "Consent":

Shortcuts

Share