Association Anika • ასოციაცია ანიკა

Association Anika • ასოციაცია ანიკა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “ანიკა” დაარსდა 1997 წელს.
(1)

ასოციაცია „ანიკა“ დაარსდა 1997 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ. მის მმართველ ორგანოში გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობა სწორედ შშმ ადამიანებს ეკუთვნით. დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ ადგილობრივი და საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსტრუქციული თანამშრომლობით განახორციელა შშმ ბავშვთა და პირთა უფლებებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების

ხელშემწყობი მრავალი პროექტი და აგრძელებს მუშაობას ამ და სხვა მიმართულებებით.

ასოციაცია „ანიკა“ - ს მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.
ჩვენ გვსურს გარემო, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები დაცულია, ხოლო შესაძლებლობები - რეალიზებული. ამისთვის ანიკა შშმ პირთათვის უფლებებზე დაფუძნებული, ეფექტური და მდგრადი სოციალური მომსახურებების მიწოდების განვითარება-დანერგვას უწყობს ხელს.

- - - - - - - - - - - -


Association “Anika” was established in 1997 by parents of the children with disabilities. Since then, “Anika” has been implementing various projects financed or supported by local and international donors and aiming at promoting realization of rights and capacities of children and adolescents with disabilities. The aim of the Association “Anika” is contributing to the development of right-based, effective, and sustainable social service delivery for persons with disabilities in Georgia. Mission of Association “Anika” is to promote independent living and integration of people with disabilities.

“We want environment, where every human’s rights are protected, and opportunities are realized.” - Anika promotes the development and implementation of rights-based, effective,and sustainable social services for persons with disabilities.

📣ასოციაცია „ანიკა“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართუ...
21/04/2026

📣ასოციაცია „ანიკა“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით!

🔷ამჯერად, შეხვედრა გაიმართა „მუზეუმების გაერთიანებასთან“, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურულ დაწესებულებებში ინკლუზიური გარემოს შექმნის მნიშვნელობას 🏛️✨

🔷შეხვედრაზე განვიხილეთ მუზეუმების სივრცისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, რათა ისინი უფრო მეგობრული და ხელმისაწვდომი გახდეს შშმ პირებისთვის ♿🤝

🔷მუზეუმების თანამშრომლების ინტერესისა და საჭიროებების გათვალისწინებით, დაიგეგმა დამატებითი ვიზიტი, რომელიც დაეთმობა პრაქტიკული მიდგომების სწავლებას და მოიცავს სიმულაციურ აქტივობებს 📚

მადლობას ვუხდით შეხვედრის ყველა მონაწილეს ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის 🙏

📢 2026 წლის იანვარ–მარტის პერიოდში, ასოციაცია „ანიკა“-მ პროექტის  „გარე მომსახურებაზე გატანილი სოციალური სერვისები საქარ...
20/04/2026

📢 2026 წლის იანვარ–მარტის პერიოდში, ასოციაცია „ანიკა“-მ პროექტის „გარე მომსახურებაზე გატანილი სოციალური სერვისები საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხარისხიანი მომსახურებისთვის“ ფარგლებში წარმატებით განახორციელა ტრენერთა ტრენინგები (T o T), რომლებიც ეფუძნებოდა გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის (GEDSI) პრინციპებს.

📍 ტრენინგები გაიმართა ქუთაისში, თელავში, ბათუმსა და თბილისში, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

🎯 პროექტის მიზანია მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერება და მათი მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი, ინკლუზიური სოციალური სერვისების განვითარების გზით.

📊 პროექტის ფარგლებში 24 ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ოთხ რეგიონში იღებს მხარდაჭერას შესაძლებლობების განვითარების, ფინანსური მდგრადობის, ადვოკატირებისა და სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.

🤝 პროექტი ხორციელდება BMZ-ისა და WV Germany-ის ფინანსური მხარდაჭერით, World Vision საქართველოსთან, KADC-თან, BSI-სა და CER-თან პარტნიორობით.

World Vision in Georgia

Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი / Kakheti Area Development Center-KADC

@ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

📢 ასოციაცია “ანიკა” აცხადებს 2025 წლის ორგანიზაციის წლიური ფინანსური და საგადასახადო აუდიტის ჩატარების ტენდერს.ტენდერში ...
17/04/2026

📢 ასოციაცია “ანიკა” აცხადებს 2025 წლის ორგანიზაციის წლიური ფინანსური და საგადასახადო აუდიტის ჩატარების ტენდერს.

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:
▪️ მომსახურების ფასი (დღგ-ს ჩათვლით);
▪️ მომსახურების გაწევის სავარაუდო პერიოდი;
▪️ კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
▪️ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

📩 შემოთავაზება იგზავნება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

⏳ განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 11 მაისი, 2026 წელი.

დეტალები იხილეთ მითითებულ ბმულზე:

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

🔉შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ანიკას“ წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ...
01/04/2026

🔉შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ანიკას“ წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან მორიგი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს.

🔷შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე სიმულაციურ აქტივობებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა საკითხი არა მხოლოდ ინფორმაციულ, არამედ გამოცდილებით და ემპათიის ჭრილშიც აღექვათ.

🔶სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და გაიმართა დისკუსია ინკლუზიის, ხელმისაწვდომობისა და თანასწორი შესაძლებლობების მნიშვნელობაზე.

🔷მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებში ხელს უწყობს უშუალო კომუნიკაციის დამყარებას შშმ პირებთან, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას.

მადლობა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის.

ასოციაცია “ანიკას” სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ...
18/03/2026

ასოციაცია “ანიკას” სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს.

📣ასოციაცია “ანიკა” აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საბავშვო ბაღებთან!ამჯერად, ჩვენი წარმომადგენლები ქალაქ თბილისის ნაძ...
04/03/2026

📣ასოციაცია “ანიკა” აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საბავშვო ბაღებთან!
ამჯერად, ჩვენი წარმომადგენლები ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის 25-ე ბაგა-ბაღის თანამშრომლებს შეხვდნენ.

🔷შეხვედრა ინტერაქციულად მიმდინარეობდა, სპეციალისტებმა ისაუბრეს შშმ ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკაზე, ასევე მოისმინეს თანამშრომლების გამოცდილებები.

🔷შეხვედრის ბოლოს განხილული იქნა პრაქტიკული ქეისები, რაც დაეხმარება შშმ ბავშვებთან მომუშავე თანამშრომლებს სწორად აღქმაში და ეფექტური მიდგომების დაგეგმვაში.

დიდი მადლობა 25-ე ბაგა-ბაღს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის! 💛

03/03/2026
03/03/2026

ანიკელები გილოცავთ 3 მარტს!

03/03/2026

ანიკელები გილოცავთ 3 მარტს!

🎶მადლობა ჯგუფ იბერიას ანიკელების ასეთი გახალისებისათვის!ბენდი იბერია ⦁ Iberia Band
12/02/2026

🎶მადლობა ჯგუფ იბერიას ანიკელების ასეთი გახალისებისათვის!

ბენდი იბერია ⦁ Iberia Band

Address

136 Tsotne Dadiani Street
Tbilisi
0180

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322694591

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Association Anika • ასოციაცია ანიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Association Anika • ასოციაცია ანიკა:

Share