The purpose of "Your Forest" foundation is scientific research of the forests and its restoration.
ფონდი Your Forest ჰუმანიტარული მისიით, საქართველოს ტყეების გადასარჩენად დაფუძნდა. მისი მიზანია მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობის საქართველოს ეკოსისტემის შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემის აღდგენა.
როგორც უცხოელი მეცნიერები აღნიშნავენ, საქართველოს ტყეები წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წე
რტილს, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს.
ფონდის პირველი ინვესტორია ისრაელის საერთაშორისო კომპანია J Group Global-ი. J Group Global-ს მსგავსი ტიპის პროექტები რამდენიმე ქვეყანაში აქვს განხორციელებული. მის პროექტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, თურქმენეთის უდაბნოში, რთულ კლიმატურ პირობებში, 7 000 ჰექტარზე წარმატებით გაშენებული ტყის მასივი.
ფონდის მიერ საქართველოში დაწყებულ უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტში ქართველ მეცნიერებთან ერთად, ისრაელიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან მოწვეული უმაღლესი რანგის მეცნიერები ჩაერთვებიან. ასევე საქართველოს და ისრაელის უნივერსიტეტების სტუდენტები. პირველ ეტაპზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში კლიმატის ცვლილების, დაავადებული ტყეების, ქართული ნიადაგებისა და ხის ჯიშების მეცნიერული შესწავლა მოხდება. სამეცნიერო კვლევების დასრულების შემდეგ კი, ახალი ტყეების განაშენიანების პროექტი მომზადდება და განხორციელდება.
ფონდმა „შენი ტყე“ საქართველოს ტყეების პრობლემების შესასწავლად მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები მოიწვია, რომლებიც წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემის შენარჩუნებასა და აღდგენაზე წარმატებით მუშაობენ.
პროექტი საქართველოს პატრიარქის მხარდაჭერით ხორციელდება. J Group Global-ის ორგანიზებით, პროექტის ფინანსური უზრუნველყოფა, მთლიანად საერთაშორისო ფონდების მეშვეობთ მოხდება, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკოსისტემების შენარჩუნებასა და აღდგენაზე ზრუნავენ.