Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის Coalition for Independent Living (CIL) is a cross-disability organization established in 2003 and uniting 21 disabled people's organizations (DPOs).

CIL’s mission is to support equal opportunities for persons with disabilities (PWD) to participate in the political, economic, social and cultural life of Georgia. Today CIL is a reputable DPO coalition organization with extensive experience and expertise in disability. CIL has conducted many types of social advocacy and public education activities including: more than 300 seminars on the rights o

f PWD, involving approximately 4000 professionals; festivals of films dedicated to disability issues in Tbilisi and Batumi; public education campaigns (documentaries, videos, photo exhibition, printed/online articles), disability awareness training to government and municipal officials, teachers, journalists, lawyers and students; and civic education training for citizens and government officials on the legal rights of PWD. CIL has created groups of young disabled activists in Telavi, Gori and Imereti region of Georgia who continue to provide advocacy and public awareness raising activities in their communities

The “Coalition for Independent Living” warmly congratulates Gunta Anca on her election as President of the European Disa...
11/05/2026

The “Coalition for Independent Living” warmly congratulates Gunta Anca on her election as President of the European Disability Forum

🌍 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების გაზრდის მსოფლიო დღეა.2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად გამოაცხა...
02/04/2026

🌍 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების გაზრდის მსოფლიო დღეა.

2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად გამოაცხადა 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების უფლებებისა და ღირსების დაცვისკენ.

21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მსოფლიო დღე აღინიშნება💙 განსაკუთრებული სიყვარულით მოვიკითხავთ ჩვენს მეგობრებს🫶💕
21/03/2026

21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მსოფლიო დღე აღინიშნება💙 განსაკუთრებული სიყვარულით მოვიკითხავთ ჩვენს მეგობრებს🫶💕

22/12/2025

„სპორტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გვაძლიერებს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად და გვაძლევს საკუთარი თავის რწმენას“ - ამბობს პარალიმპიელი ანა ჯაფარიძე.

📹 უყურეთ ანა ჯაფარიძის ვიდეოს და მოისმინეთ მისი ისტორია.

ვიდეო შექმნილია პროექტის "ერთად ინკლუზიისთვის" ფარგლებში, რომელიც სამ ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (საქართველო), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის ცენტრი აგატი (სომხეთი) და ორგანიზაცია MOTIVAȚIE (მოლდოვა).

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში.

აქტივობა ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ."

19/12/2025

უსინათლოთა კავშირის წევრი და სამართალმცოდნე დავით ბიბილეიშვილი ვიდეოში საუბრობს უსინათლოთა დახმარე საშუალებებზე და მათ მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის მიმოიხილავს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ დამხმარე საშუალებებს, რომლებიც უსინათლო და მცირემხედველ პირებს დამოუკიდებელი გადაადგილების, ინფორმაციის მიღებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.

ვიდეო შექმნილია პროექტის "ერთად ინკლუზიისთვის" ფარგლებში, რომელიც სამ ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (საქართველო), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის ცენტრი აგატი (სომხეთი) და ორგანიზაცია MOTIVAȚIE (მოლდოვა).

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში.

აქტივობა ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ.“

17/12/2025

🙋გიგო შიუკაშვილი უკვე წლებია ინტეგრირებული თეატრის “აზდაკის ბაღის” მსახიობია. ამ პერიოდში მან არაერთ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.

გიგოს სურვილია, მსახიობის პროფესიას პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს და თეატრალური ხელოვნების სფეროში სრულფასოვან სპეციალისტად ჩამოყალიბდეს. თუმცა, დღეს მოქმედი განათლების სისტემა მას ამ გზაზე მნიშვნელოვან ბარიერს უქმნის.

📝უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, რომელიც სამწუხაროდ, დაუნის სინდრომის მქონე პირების ინდივიდუალურ საჭიროებებს არ ითვალისწინებს.

ვიდეო შექმნილია პროექტის "ერთად ინკლუზიისთვის" ფარგლებში, რომელიც სამ ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (საქართველო), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის ცენტრი აგატი (სომხეთი) და ორგანიზაცია MOTIVAȚIE (მოლდოვა).

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში.

აქტივობა ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ.“

15/12/2025

“ჩვენ უნდა დავანახოთ ადამიანებს, რომ შესაძლებელია, ყველამ ისარგებლოს თანაბარი პირობებით და იცხოვროს თანაბარ გარემოში” - სტუდენტი, მარიამ ამირანაშვილი საუბრობს რა გამოწვევებს აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით სარგებლობით დროს.

პროექტი "ერთად ინკლუზიისთვის" სამ ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (საქართველო), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის ცენტრი აგატი (სომხეთი) და ორგანიზაცია MOTIVAȚIE (მოლდოვა).

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში.

აქტივობა ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ.“

11/12/2025

🤰👩‍🦯👩‍🦽👩‍🦼რამდენად კარგად იცნობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს და რა ინფორმაციას ფლობთ მათ ყოველდღიურ გამოწვევებზე? - აქტივისტი ეკა ცხვარიაშვილი აღწერს, როგორი გამოცდილებაა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი და დედა იმ საზოგადოებაში, სადაც ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ უამრავი სტერეოტიპი არსებობს.

👩‍👦მისი გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად არა მხოლოდ ფიზიკურ თუ სისტემურ დაბრკოლებებს, არამედ ტრადიციული როლების, მოლოდინებისა და სტიგმების წნეხსაც აწყდებიან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების რეალური საჭიროებების გაგება ხომ საკითხების მოსმენით, მათი პერსპექტივის პატივისცემით, თანადგომითა და იმ სისტემური ბარიერების გაცნობიერებით იწყება, რომლებიც დღემდე ზღუდავს მათ სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროექტი "ერთად ინკლუზიისთვის" სამ ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ: კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (საქართველო), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის ცენტრი აგატი (სომხეთი) და ორგანიზაცია MOTIVAȚIE (მოლდოვა).

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მდგრადი თანამშრომლობის ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში.

აქტივობა ხორციელდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" მხარდაჭერით, რომელიც თანადაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ.“

🧑‍🦯👩‍🦯👨‍🦼🧑‍🦽🚶🚶‍♀️3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია, სისტემური გამოწვევე...
03/12/2025

🧑‍🦯👩‍🦯👨‍🦼🧑‍🦽🚶🚶‍♀️3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია, სისტემური გამოწვევები მეტი სიზუსტითა და თვალსაჩინოებით წარმოაჩინოს და ხელი შეუწყოს იმ ცვლილებების დაწყებას, რომლებიც რეალურად აისახება თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ცხოვრებაზე.

🔸დღევანდელი რეალობა გვაჩვენებს, რომ ფრაგმენტული შეხვედრები, მკაფიო შედეგის გარეშე ჩატარებული კონსულტაციები და ფორმალური მოსმენები აღარ არის საკმარისი.

🔸თუ გვსურს არსებითი პროგრესი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა უნდა გადავიდეს თანამონაწილეობრივ მოდელზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავად მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე.

🔸დღეს მრავალი მწვავე საკითხია დაგროვილი, ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისებიდან დაწყებული, ხელმისაწვდომობით, განათლებითა და ჯანდაცვით დამთავრებული. ყველა ეს მიმართულება პრაქტიკულ, დროულ და კოორდინირებულ ნაბიჯებს მოითხოვს.

❗თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ საკითხებს გადაუდებელი მნიშვნელობა არ აქვს, საკმარისია გაეცნოს, როგორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყოველდღიურობა არსებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების პირობებში. რეალობის ახლოდან დანახვა ყველაზე სწრაფი გზაა იმის გასაგებად, რამდენი ბარიერი უნდა გადალახოს ადამიანმა, რათა იმოძრაოს, იმუშაოს, მიიღოს სერვისი ან უბრალოდ თავად მართოს საკუთარი ცხოვრება.

3 დეკემბერი გვახსენებს, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა საჭიროებს არა ერთჯერად ღონისძიებებს, არამედ კოორდინირებულ, გრძელვადიან და თანასწორ თანამშრომლობას.

📣📣ბოლო დღეების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააჩინ...
23/08/2025

📣📣ბოლო დღეების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა: როგორია სახელმწიფოს რეაგირება ფსიქოსოციალური საჭიროებისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პაციენტების მიმართ?

დღეს საქართველოში არ არსებობს მკაფიო პროტოკოლი ან გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავს ასეთ პაციენტებთან მუშაობის წესებს. ეს ნიშნავს, რომ კრიზისულ სიტუაციებში სამედიცინო პერსონალი იძულებულია იმოქმედოს საკუთარი შეხედულებით და არა პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით.

ამის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებებში ასეთ პირებთან მშობლებსა და ოჯახის წევრებს არ უშვებენ. სამედიცინო პერსონალს კი არ აქვს შესაბამისი ცოდნა და ინსტრუმენტები მათთან სწორად ურთიერთობისთვის. შედეგად, იზრდება სტრესიც და ფიზიკური ზიანის საფრთხეც.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია შესაბამისი სახელმძღვანელოების და პროტოკოლების შემუშავება, რომელიც დაეხმარება ექიმებს, ექთნებს და მთლიანად ჯანდაცვის სისტემას:

* სწორად მართონ კრიზისული სიტუაციები;
* უზრუნველყონ პაციენტის ფსიქო-სოციალური
კეთილდღეობა;
* თავიდან აირიდონ მდგომარეობის დამძიმება არასაკმარისი
ცოდნის ან არასწორი მიდგომების გამო.

ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დაიწყონ მუშაობა აღნიშნული სახელმძღვანელოების შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვაზე.

29/07/2025

10-დან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში - გაიმართა რეგიონული შეხვედრები დამხმარე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე. ღონისძიებები ჩატარდა "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) და გლობალური ინიციატივის ATscale-ის მხარდაჭერით. შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“.

აქტივობების მთავარი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დამხმარე ტექნოლოგიების მნიშვნელობის, ხელმისაწვდომობისა და იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების დამოუკიდებელ ცხოვრებას.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების როლზე, პროგრამებში მონაწილეობის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაზე.

Address

7 Spiridon Kedia
Tbilisi
0154

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995322356609

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Coalition For Independent Living / კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის:

Share