Association géorgienne des professeurs de français +

Call Directions Contact the organization

Association géorgienne des professeurs de français + ფრანგული ენის გავრცელება

Un immense merci à l'Ambassade de France en Géorgie, à Son  Excellence Olivier Courteaud, Ambassadeur de France en Géorg...
15/07/2026

Un immense merci à l'Ambassade de France en Géorgie, à Son Excellence Olivier Courteaud, Ambassadeur de France en Géorgie et Madame Domenique Courteaud de nous avoir offert un si beau moment de convivialité et de partage.
L'Association géorgienne des professeurs de français vous remercie pour une organisation impeccable, un accueil chaleureux et un programme musical de grande qualité.

📣📣📣გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას.შეთავაზება ეხება 34 წლამდე   ასაკის ფრანგული ენის მასწავლებლებს. რეგისტრაციის ბოლო ვადა ა...
19/06/2026

📣📣📣
გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას.
შეთავაზება ეხება 34 წლამდე ასაკის ფრანგული ენის მასწავლებლებს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2 ივლისი.

L’OIF, par le biais du Centre régional francophone pour l’Europe centrale et orientale (CREFECO), en association avec ProFutur, organise une nouvelle édition du Forum régional des futur(e)s et jeunes enseignant(e)s de français qui aura lieu à Plovdiv (Bulgarie) du 24 au 28 août 2026.

13/06/2026
28/05/2026

ძვირფასო ფრანკოფონებო,
კავკასიის ფრანგულ სკოლაში ფრანკოფონიურ სკოლებთან თანამშრომლობისა და კულტურული ღონისძიებების კოორდინატორის სტატუსით, მოხარული ვარ გაგიზიაროთ ინფორმაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ.

წელს ფესტივალი რიგით 28-ედ იმართება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით. ღონისძიებას 29-31 მაისს უმასპინძლებს მულტიფუნქციური სივრცე „Factory Tbilisi“ (მისამართი: ა. წერეთლის გამზირი 114, ყოფილი „კოკა-კოლას“ ქარხნის ტერიტორია). ფესტივალზე დასწრება სრულიად თავისუფალია.

წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფრანკოფონიას, ფრანგულენოვან ლიტერატურას, კულტურულ დიალოგსა და საერთაშორისო თანამშრომლობას. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სპეციალური პროგრამა — La voix de la Francophonie“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბელგიური ფრანგულენოვანი გამომცემლობა „Le Lion Z’Ailé“-ის წარმომადგენლები: Yasmina Bouko, Christian Debast და Manuel Verlange.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ფესტივალის ფრანკოფონიული სივრცე, სადაც 31 მაისს, 11:00-დან 13:00 საათამდე, გაიმართება შეხვედრები საბავშვო ლიტერატურის, შემოქმედებითი წერის, საგამომცემლო საქმისა და კულტურული დიალოგის თემებზე. ამავე სივრცეში, მასწავლებლებისთვის ჩატარდება ატელიე — „Apprenez à mieux vous connaître“, რომელსაც გაუძღვება ქრისტიან დება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულებს:

Le Lion Z’Ailé — ოფიციალური ვებგვერდი

Christian Debast — სატრენინგო პლატფორმა

ფესტივალის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ფრანგულენოვანი წიგნების შეძენა, ფრანკოფონ ავტორებთან და გამომცემლებთან შეხვედრა, ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ და კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა.

წერილს თან ერთვის:

ფესტივალის ოფიციალური მოსაწვევი;

ფრანკოფონიული პროგრამა.

გულწრფელად მადლიერი ვიქნებით, თუ ამ ინფორმაციას გააზიარებთ თქვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კოლეგებში, რათა რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა შეძლოს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული მოვლენის ნაწილი გახდეს.

გელით თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე, რომელსაც მეც უდიდესი სიამოვნებით შევუერთდები 31 მაისს!

პატივისცემით,

ნინო ლაშხი

კავკასიის ფრანგული სკოლის ფრანკოფონიურ სკოლებთან თანამშრომლობისა და კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი

მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,📣📣📣საინტერესო შეთავაზება ფრანგული ენის პედაგოგებისთვის. 📖Les zexperts lancent un partenar...
31/03/2026

მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო,

📣📣📣საინტერესო შეთავაზება ფრანგული ენის პედაგოგებისთვის.

📖Les zexperts lancent un partenariat avec la Fédération Internationale des Professeurs de Français. Ce partenariat permet aux associations d'acheter des accès aux ressources pour 30 euros par prof pour 12 mois (au lieu de 120 euros).

სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით [email protected] დაგეხმარებით გამოწერის გაფორმებაში

23/03/2026
20/03/2026
Chers collègues,L’examen des travaux soumis dans le cadre de « Francophonie 2026 » est désormais terminé.Nous tenons à r...
19/03/2026

Chers collègues,

L’examen des travaux soumis dans le cadre de « Francophonie 2026 » est désormais terminé.
Nous tenons à remercier chaleureusement tous les participants pour leur enthousiasme, leur engagement et la qualité de leurs productions.
Cette année, ont été sélectionnés :
10 meilleurs participants au concours de lecture,
6 meilleures bandes dessinées,
5 meilleurs calligrammes.

ძვირფასო კოლეგებო,
დასრულდა „ფრანკოფონია 2026“ ფარგლებში მიღებული საკონკურსო ნამუშევრების განხილვა.
დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველა მონაწილეს ენთუზიაზმის, მონდომებისა და საინტერესო ნამუშევრებისათვის.
წელს გამოვლინდა 10 საუკეთესო მონაწილე კითხვის კონკურსში.
6 საუკეთესო კომიქსი და 5 საუკეთესო კალიგრამა.



Address

ფალიაშვილის 42
Tbilisi
0179

Telephone

+995599220136

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Association géorgienne des professeurs de français + posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Association géorgienne des professeurs de français +:

Shortcuts

Share