The Eduard Shevardnadze Center

The Eduard Shevardnadze Center Eduard Shevardnadze’s personal archive incorporates myriad photos, video and textual documents, ma Unfortunately, he did not live to see his vision fulfilled.

The Eduard Shevardnadze Center is a Facebook memorial page honoring Eduard Shevardnadze, a world-class Georgian politician, and a direct participant of the most far-reaching global events in the late 20th century. The page, drawing on documentary materials, seeks to remind and introduce all of you to the complex and challenging political career of Georgia’s second President, former USSR Foreign Mi

nister and Georgia’s leader in the communist era. Events like the withdrawal of Soviet troops from Afghanistan, the end of the Cold War, and Germany’s unification changed the world to offer an opportunity for liberation to the countries previously coerced into membership of the Socialist Bloc or the Soviet Union. For ten years, Eduard Shevardnadze worked toward transforming independent Georgia into a Western value-based state. He sought to usher in market economy in a democratic and stable environment, to put post-Soviet Georgia’s geographic location in the global spotlight. With firm support from friendly neighbor states and the West, Shevardnadze implemented projects of the century, and carried out reforms in collaboration with a team of young reformers. Yet, after the Rose Revolution, this historical period sank into oblivion. Shortly after resignation, Shevardnadze established a center with a view to sharing his years-long political experience with youth, and to inviting prominent global political leaders to hold lectures and conferences. Eduard Shevardnadze’s personal archive incorporates myriad photos, video and textual documents, many of which you can view on our page.

„ედუარდ შევარდნაძის ცენტრი“ არის გამოჩენილი და გამორჩეული ქართველი პოლიტიკოსის, მეოცე საუკუნის ბოლოს მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესების ეპიცენტრში მყოფი და ამ პროცესების უშუალო მონაწილის ედუარდ შევარდნაძის მემორიალური ფეისბუქ-გვერდი.
ამ გვერდის მიზანია თითოეულ თქვენგანს, დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, გაგახსენოთ და გაგაცნოთ საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ასევე საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და კომუნისტური პერიოდის საქართველოს პირველი პირის რთული და წინააღმდეგობებით სავსე პოლიტიკური გზა. ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, ცივი ომის დასასრული, გერმანიის გაერთიანება - ის მოვლენებია, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო და დამოუკიდებლობის მოპოვების შანსი მისცეს სოციალისტურ ბანაკში და საბჭოთა კავშირში ძალმომრეობით გაერთიანებულ ქვეყნებს.
ედუარდ შევარდნაძე 10 წლის მანძილზე დამოუკიდებელი საქართველოდან ქმნიდა დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ამკვიდრებდა დემოკრატიას მთელი თავისი ინსტიტუტებით, სტაბილურ გარემოს, ნერგავდა საბაზრო ეკონომიკას, ცდილობდა შიდა კონფლიქტების პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ახერხებდა მსოფლიოსთვის საინტერესო ყოფილიყო პოსტსაბჭოთა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ახორციელებდა საუკუნის პროექტებს კეთილგანწყობილ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად და დასავლეთის ურყევი მხარდაჭერით, ატარებდა რეფორმებს ახალგაზრდა პოლიტიკოსების გუნდთან ერთად, მაგრამ ე.წ. რევოლუციის შემდეგ მთელი ეს პერიოდი დავიწყებას მიეცა. გადადგომის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ დააფუძნა ცენტრი, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო წლების მანძილზე, სხვადასხვა ფორმაციის დროს, დაგროვილი პოლიტიკური გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გაზიარება, მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერების მოწვევა, ლექციებისა და კონფერენციების ჩატარება, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ჩანაფიქრად დარჩა.
ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულია უამრავი ფოტო, ვიდეო თუ წერილობითი დოკუმენტი, რომლის ნაწილსაც ჩვენი გვერდის მეშვეობით გაეცნობით .

01/06/2026

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და ბავშვთა დაცვა მათი ჯანმრთელობის დაცვით იწყება. დღეს აღარ გვიკვირს ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა, მაგრამ 2000 წელს ეს იყო პირველი შემთხვევა პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც იაპონიის მთავრობის დახმარებით იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა აღიჭურვა „ტოშიბას" ფირმის უახლესი სამედიცინო აპარატურით.

26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს! 🇬🇪
1997 წელი.

21/05/2026

მართალია, საძირკველი არ ჩანს, მაგრამ თუ ის მკვიდრი არ არის, მყარ ნაგებობას ვერ ააშენებ. უდიდესია ედუარდ შევარდნაძის დამსახურება საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მშენებლობაში, რომელიც თავისთავად მოიცავს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, „საუკუნის პროექტებად“ აღიარებულ ნავთობსდენებსა და გაზსადენებს, სატრანსპორტო დერეფანს, თავისი რკინიგზითა და ავტობანებით. წლების წინ ალბათ მიუწვდომლად გვეჩვენებოდა ამ პროექტებიდან მიღებული სიკეთეები, რომლებზეც მუდამ ლაპარაკობდა ედუარდ შევარდნაძე და თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ ბევრი მოწინააღმდეგე და ხელისშემშლელიც კი ჰყავდა ამ საშვილიშვილო საქმეებს. ჩვენ არქივში არსებულ 2002 წლის ვიდეოში პრეზიდენტი ყულევის ტერმინალსა და ანაკლიის პორტზე გაცხარებით საუბრობს.

18/05/2026

1996 წელს სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანის 130 წლის იუბილე აღინიშნა. 1979 წელს საგანგებოდ აშენებულ საგამოფენო დარბაზში მისი ნამუშევრების ექსპოზიცია მოეწყო. დღეს, 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეა და ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია.

08/05/2026

როგორი იყო პატრიარქის არჩევნები კომუნისტურ საქართველოში. უწმინდესი და ედურად შევარდნაძე იმ პერიოდის მცირე დეტალებს იხსენებენ.

25/04/2026

გზა ტაძრისკენ…
მაცხოვრის საფლავის ტაძარი, 2000.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსრულებიდან 40 დღე გავიდა.

14/04/2026

დედაენის დღის აღნიშვნა 1998 წლის 14 აპრილს.

11/04/2026

ქრიტე აღდგა!
გილოცავთ ✨
სიონი, 1999

31/03/2026

კონკორდატი! 2002 წლის 14 ოქტომბერი, სვეტიცხოველი.
„მე მიმაჩნია, რომ ეს მართლაც უნიკალური მოვლენაა ეკლესიასთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობაში... საკონსტიტუციო ხელშეკრულების მომზადების ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ხელისუფლებას - აღმასრულებელსა და საკანონმდებლოს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მის კოლეგებს. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული ჩვენი სამღვდელოება, მღვდელმთავრები და ყველა, ვინც მათი თანამოაზრეა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით. მათთან თითქმის ერთი წელი გამუდმებული მუშაობა, დისკუსიები დამთავრდა იმით, რომ ეს საკონსტიტუციო კანონი იქნა მიღებული... ბევრ ქვეყანაში ვერ ახერხებენ ამ დონის ხელშეკრულების, ასეთი ურთიერთობების, პრინციპების ჩამოყალიბებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ჩვენ ეს შევძელით...
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში, მის შენარჩუნებაში, გადარჩენაში და სულიერების ჩამოყალიბებაში, ამიტომაც სხვა კონფესიების წარმომადგენლები, რომლებსაც მე შევხვდი, სრული გაგებით ხვდებიან ასეთ კანონს... ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე რელიგია უნდა შევიწროვდეს, ან რომელიმე რელიგიის უფლებები უნდა შეილახოს - ეს გამორიცხულია, ეს ეწინააღმდეგება თვით ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებას და იმ პრინციპებს, რა პრინციპებზეც საქართველოს სახელმწიფო შენდება. ამ სიახლემ უნდა მიგვიყვანოს ჩვენი მოსახლეობის შემდგომ შეკავშირებამდე, უკეთეს ურთიერთგაგებამდე, იქამდე, რომ საქართველო მართლაც იცხოვრებს ერთი მიზნით - ეს არის ერთიანი, განუყოფელი საქართველო ყველა მოქალაქის, ყველა ეროვნების წარმომადგენლების გათვალისწინებით.“- ამონარიდები პრეზიდენტის რადიოინტერვიუდან.

25/03/2026

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყანა ბაგრატის ტაძრის, ერთიანი საქართველოს ძლიერების სიმბოლოს 1000 წლოვან იუბილეს აღნიშნავდა. ამ მოვლენის და კიდვე ბევრი სხვა საინტერესო ფაქტის ამსახველი კადრები ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში მრავლად მოიპოვება, რომლებსაც ჩვენ მუდმივად გიზიარებთ და კვლავაც გავაგრძელებთ.
დღეს კი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, რომელიც დაემთხვა ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე, უფლის წინაშე მისი სულის მეორედ წარდგენის დღეს, გადავწყვიტეთ ეს ისტორიული მომენტი გაგვეხსენებინა თქვენთვის.

Address

2 Mtskheta Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995511281919

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when The Eduard Shevardnadze Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to The Eduard Shevardnadze Center:

Share