11/05/2026
🗓 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 მაისი, 23:59
🧭 იჩქარე, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
👉 ონლაინ რეგისტრაცია პროგრამაზე: https://forms.gle/7vaRyNhk1aAN3u1x9
🚀 გახდი სპორტული ორიენტირების სერტიფიცირებული მწვრთნელი და აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები!
📍 ხარ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მოქმედი მასწავლებელი თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან ან თეთრიწყაროდან? ეს შანსი შენთვისაა!
💼 ცხადდება მიღება საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას გახდე სპორტული ორიენტირების მწვრთნელი და შეიტანო რეალური წვლილი საქართველოს სპორტულ და საგანმანათლებლო სივრცეში.
➡️ დეტალური ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ: https://bit.ly/orient-training
🎯 რას მიიღებ?
✅ პრაქტიკულ და თანამედროვე ცოდნას სწრაფად განვითარებად სპორტის სახეობაში
✅ შესაძლებლობას დანერგო სპორტული ორიენტირება სკოლაში 🏫
✅ წვდომას საერთაშორისო გამოცდილებასა და რესურსებზე 🌍
✅ შანსს გახდე ლიცენზირებული მწვრთნელი
🔥 პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებ:
✔️ შექმნა ახალი სპორტული კულტურა სკოლაში
✔️ ჩართო მოსწავლეები აქტიურ და საინტერესო პროცესში
✔️ მოამზადო მოსწავლეები საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის 🏅
📅 საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 2 ეტაპს:
🟢 I დონე – ინსტრუქტორი (მაისი–ივნისი 2026)
🔵 II დონე – მწვრთნელი (ნოემბერი–დეკემბერი 2026)
🎁 დამატებითი ბონუსი: პროგრამის ორივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილე სკოლები 2027 წელს მიიღებენ სპორტული ორიენტირების საბაზისო აღჭურვილობას.
🌍 და ბოლოს… საუკეთესო შედეგების მქონე 5 მონაწილე გაემგზავრება შვედეთში დამატებითი გამოცდილების მისაღებად ✈️
სპორტული ორიენტირების საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება პროექტის “ორიენტირება საქართველო” ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტს ახორციელებ:
სპორტი განვითარებისთვის - საქართველო / Sport for Development - Georgia Sakartvelo Orienteeringსპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი . State University of Sport