12/06/2026
საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" დუშეთში, სოფელ ამირნში, 28 ივნისს, ატარებს საქველმოქმედო შეჯიბრს ჯომარდობაში.
მონაწილე გუნდები სტარტს აიღებენ დროის მონაკვეთით (00:01წთ) 6 კმ. დისტანციაზე. მათ შორის 8 საუკეთესო შედეგის (ფიქსირებული დრო) მქონე გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ დაშვებაში, სადაც გამოვლინდება პირველი სამეული.
დაშვებამდე ინსტრუქტორების მიერ მოხდება სპეციალური ეკიპირებით აღჭურვა და უსაფრთხოების ზომების წინასწარი გაცნობა.
სავალდებულო წესების დაუცველობის შემთხვევაში გუნდი მოიხსნება შეჯიბრიდან.
შეჯიბრში მონაწილეობა ფასიანია და თითოეული გუნდისათვის 120 ლარს შეადგენს. შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება და გადაირიცხება „ბერი ანდრიას ფონდში“ (Monk Andrew's Foundation).
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გადარიცხოთ თანხა და ტრანზაქციის დამადასტურებელი ფოტო/დოკუმენტი ატვირთოთ სარეგისტრაციო ფორმის ბოლოში.
ანგარიში: GE19BG0000000518529100
მიმღები: შპს რაფტ ინ გეორგია
დანიშნულება: ფედერაციის თასი
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გუნდის დარეგისტრირება სავალდებულოა ონლაინ რეჟიმში. ისე ვერ გახსნით ბმულს, თუ თქვენი gmail ანგარიშით არ შეხვალთ.
გუნდებს დაურიგდებათ მაისურები ღონისძიების ემბლემით.
I, II და III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და სამახსოვრო საჩუქრებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 25 ივნისი
მონაწილე გუნდების მაქსიმალური რაოდენობა - 12 გუნდი
გუნდის შემადგენლობაში დაიშვება 4 ადამიანი, არც მეტი, არც ნაკლები.
მონაწილეთა ტრანსპორტირებას თბილისი - დაშვების ადგილი - თბილისი, ადგილზე კვებას უზრუნველყოფს ორგანიზატორი ფედერაცია. თბილისიდან 28 ივნისს, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დილას 09:00 სთ-ზე გავდივართ და ვბრუნდებით იმავე დღეს. მგზავრობის დეტალებს წინასწარ შეგატყობინებთ ორგანიზატორი.
*გთხოვთ, თან იქონიოთ სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. სხვა დანარჩენი აღჭურვილობა დაგხვდებათ ადგილზე.
**გთხოვთ, სარეგისტრაციო ფორმა შეავსეთ სრულად.
***ტრანსპორტი და კვება განკუთვნილია მხოლოდ მონაწილეებისთვის.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფედერაციის მესენჯერში ან დაურეკეთ მაია აზარაშვილს 555007005
რეგისტრაციისათვის დაგჭირდებათ ელფოსტა gmail-ზე: 🏁 https://forms.gle/yo9CgaDgw5yKX6F29