04/02/2026
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მიმართვა:
სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის, საშენი მასალების, სამხედრო ინჟინერია, ხიდების და გვირაბების, გზებისა და აეროდრომების, რკინიგზებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების, ვენტილაციისა და თბოაირმომარაგების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების და ა.შ. სპეციალისტებს, რომლებიც დასაქმებულები ბრძანდებით სამშენებლო და საშენი მასალების კომპანიებში, საზედამხედველო და საკონსტრუქტორო ბიუროებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში, გთხოვთ დაგვიდგეთ გვერდში საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის: „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“, დაცვაში სანამ არ დაიდება სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით დეტალურად გაწერილი პროგრამა.
თქვენი მხარდაჭერა შეგიძლიათ გამოხატოთ შესაბამისად გაზიარებით, მოწონებით ან კომენტარებით.
წინასწარ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!!!!