ილიაუნის არქეოლოგიის სტუდენტური კლუბი/Iliauni Archaeology Student Club

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ილიაუნის არქეოლოგიის სტუდენტური კლუბი/Iliauni Archaeology Student Club

ილიაუნის არქეოლოგიის სტუდენტური კლუბი/Iliauni Archaeology Student Club კლუბის მიზანია არქეოლოგიის პოპულარიზაცია #იასკ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა განცხადებაჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდა...
14/02/2026

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა განცხადება

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 12 თებერვალს განათლების ,,რეფორმის” ფარგლებში დაანონსებული სიახლეების შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობა ჩამოაყალიბა და წარმატება განსაზღვრა უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა შრომამ. შედეგად, ილიას უნივერსიტეტი არის წამყვანი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. გარდა ამ ტიპის მიღწევებისა, ილიაუნის ნაწილია ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში არამარტო აგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ მონაწილეობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში.

ილიას უნივერსიტეტმა აღზარდა პროფესიონალთა თაობები, რომელთა წარმატება არ არის შემთხვევითობა - ეს არის იმ ინტერდისციპლინური გარემოს შედეგი, რომლის გაუქმებასაც დღეს „რეფორმის“ სახელით ცდილობენ. ჩვენი პროფესიული წინსვლა სწორედ იმ პროგრამების დამსახურებაა, რომლებსაც დღეს „ქართული ოცნება“ „არაპროფილურად“ მიიჩნევს და სტუდენტების მიღებას უკრძალავს.

მიგვაჩნია, რომ:

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას;

ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესს და სპობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალს;

ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე.

ჩვენ, ილიაუნის კურსდამთავრებულები, მოვითხოვთ:

დაუყოვნებლივ შეჩერდეს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება;

უზრუნველყოფილ იქნეს საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი რეფორმის შემუშავებაში, რომელიც ეხება უმაღლეს განათლებას;

დაცული იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია.

ხელმოწერის ბმული 🔗
https://tinyurl.com/bdh88fkn

⛏️ვორკშოპი არქეოლოგიისა და პალეობიოლოგიის საკითხებზე26 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბა...
25/11/2025

⛏️ვორკშოპი არქეოლოგიისა და პალეობიოლოგიის საკითხებზე

26 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ილიაუნის არქეოლოგიისა და პალეობიოლოგიის მიმართულებათა წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული ვორკშოპების ციკლის პირველი სესია.

🔍ვორკშოპზე ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორ-მკვლევრები დამსწრეთ გააცნობენ მულტიდისციპლინურ კვლევებში ჩართვისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობის შესაძლებლობებს.

ვორკშოპს გაუძღვებიან:
▪️ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
▪️ნიკოლოზ წიქარიძე, პალეოანთროპოლოგი/არქეოლოგი, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი;
▪️გიორგი ბიძინაშვილი, არქეოლოგი, ილიაუნის მკვლევარი

📅დრო: 26 ნოემბერი, 12:00 საათი
📍ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

გარდაიცვალა ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსოტეტის პროფესორი, არქეოლოგი.ილიაუნის არქეოლოგიის კლუბის სახე...
15/11/2025

გარდაიცვალა ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსოტეტის პროფესორი, არქეოლოგი.

ილიაუნის არქეოლოგიის კლუბის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის გარდაცვალებას.💔😢
Nika Tushabramishvili

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა 💡არქეოლოგებმა თურქეთში 1200 წლის წინანდელი პური აღმოაჩინეს, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული...
31/10/2025

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა 💡

არქეოლოგებმა თურქეთში 1200 წლის წინანდელი პური აღმოაჩინეს, რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული

ხუთი და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი პუ­რის ნი­მუ­ში ტოპ­რაქთე­ფეს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ობი­ექ­ტზე — ძვე­ლი ქა­ლაქ ეი­რე­ნო­პო­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იპო­ვეს.

ეი­რე­ნო­პო­ლი­სი, რო­მე­ლიც ისავ­რი­ის ის­ტო­რი­ულ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ბი­ზან­ტი­უ­რი ქა­ლა­ქი იყო, სა­დაც ბერ­ძნუ­ლი ენა დო­მი­ნი­რებ­და. ფო­ტო­ებ­ზე ნათ­ლად ჩანს გა­შა­ვე­ბუ­ლი პური, რო­მელ­ზეც იე­სოს სუს­ტად გა­მოკ­ვე­თი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა და­ტა­ნი­ლი წარ­წე­რით “კურ­თხე­უ­ლი იე­სოს მად­ლით“

აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ სამ­ხრეთ-ცენ­ტრა­ლუ­რი თურ­ქე­თის ქა­ლაქ გა­რა­მა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ოფის­მა გა­მო­ა­ცხა­და.

#საყდრისისკომიტეტისგან

წყარო: https://www.foxnews.com/lifestyle/extraordinary-1200-year-old-bread-bearing-jesus-christs-image-unearthed-archaeologists

29/10/2025

📍რუსთავის სასახლის VI ოთახში, სადაც უკვე აშკარად იკვეთება, საუკუნეების წინ, რუსთავის სასახლის ტერიტორიაზე მომხდარი საბრძოლო მოქმედებების და ხანძრის კვალი, ჩვენმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კიდევ ერთი მუზარადი აღმოაჩინა.
⛓️⚔️მიწის ფენაში მოჩანს ჯაჭვის პერანგის ფრაგმენტიც.
📜არტეფაქტები IX -X სს ეკუთვნის.

28/10/2025

უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში

📣 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით 2016-2025 წლების კვლევის „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins, Environment, and Culture”) სამეცნიერო გუნდი წარადგენს არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშს.

📝 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენები ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ.

📚 დამსწრეები ასევე გაეცნობიან ახალ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის შედეგებს, მიმდინარე სამეცნიერო ლანდშაფტს, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებს.

📌 კვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით.

🌐 სამუშაო ენა: ქართული

📅 დრო: 31 ოქტომბერი, 12:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის: https://shorturl.at/38e1R

🍂🏺 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აგრძელებს კონფერენციების ციკლს არქეოლოგიის სფეროში, რითაც საფრანგეთსა და საქართველოს შ...
27/10/2025

🍂🏺 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აგრძელებს კონფერენციების ციკლს არქეოლოგიის სფეროში, რითაც საფრანგეთსა და საქართველოს შორის თითქმის 20-წლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას აღნიშნავს.

📅 30 ოქტომბერი, 2025 | 18:00 საათზე: « შუა საუკუნეების დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენები ».

არქეოლოგი ჯიმშერ ჩხვიმიანი დმანისის შუა საუკუნეების ისტორიულ მემკვიდრეობას გაგვაცნობს, თავისი მდიდარი არქიტექტურით, ძეგლებითა და ნეკროპოლისით. ეს პერიოდი ასახავს დმანისის მნიშვნელოვან როლს კავკასიის გზაჯვარედინზე და იმ კულტურულ-პოლიტიკურ აღმავლობას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას.

შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.

📍 მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.

🍂🏺 L’Institut français de Géorgie poursuit son cycle de conférences consacré à l’archéologie, célébrant près de 20 ans de coopération fructueuse entre la France et la Géorgie.

📅 30 octobre 2025 à 18h : « Découverte du site médiéval de Dmanisi ».

L’archéologue Jimsher Chkhvimiani vous invite à découvrir l’histoire de Dmanisi à l’époque médiévale, qui s’est distinguée par sa richesse, ses monuments et sa nécropole. A cette époque, le site témoigne du rôle majeur de la région au carrefour des grandes routes du Caucase et dans l’essor politique et culturel qui a conduit à l’Âge d’or de la Géorgie.

La rencontre se tiendra en anglais. L’accès est libre.

📍 Adresse : 7, rue Gudiashvili, 3ème bât. de la BNG, Médiathèque de l'Institut français de Géorgie.

21/10/2025

📍კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა
რუსთავის სასახლის VI ოთახში!

⛓️ რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის სასახლის VI ოთახში, IX-
X სს. ჯაჭვის პერანგი აღმოაჩინა.

📜იგივე პერიოდს განეკუთვნება, იქვე აღმოჩენილი მუზარადიც, რომელიც IX-X საუკუნით დათარიღებულ, საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.

აღმოჩენილია მეფე აშოტ დიდის საფლავი!ისტორიული არქეოლოგიური აღმოჩენა!არქეოლოგებმა გევერნიკის ციხის ტერიტორიაზე აშოტ დიდის...
08/10/2025

აღმოჩენილია მეფე აშოტ დიდის საფლავი!
ისტორიული არქეოლოგიური აღმოჩენა!

არქეოლოგებმა გევერნიკის ციხის ტერიტორიაზე აშოტ დიდის საფლავი აღმოაჩინეს

არტანუჯის (გევერნიკის) ციხე-ქალაქში პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის — აშოტ დიდის საფლავი, IX საუკუნის მონარქის, რომელმაც კავკასიის ბედი განსაზღვრა.

უახლესმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, რომელიც Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტის, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგებმა დაადასტურეს, ნათელი მოჰფინა საუკუნეების მანძილზე არსებულ ისტორიულ საიდუმლოს.

„ჩვენ მეცნიერულად დავადასტურეთ მეფე აშოტის სამარხის აღმოჩნენა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ნეშტი არ შემონახულა, არსებული მტკიცებულებები ეჭვის საფუძველს აღარ გვიტოვებს, რომ სწორედ აქ განისვენებდა დიდი ქართველი მეფე.“ — ამბობს დოქტორი ოსმან აითექინი, არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი.

აშოტ I დიდი (ცნობილი აშოტ I კურაპალატი) იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. აშოტ I კურაპალატმა შუასაუკუნეების კავკასიის ბედი განსაზღვრა. ქვეყანას მართავდა მისი ძალაუფლების ცენტრიდან — ტაო-კლარჯეთიდან, მთიანი რეგიონიდან, რომელიც თანამედროვე თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე ვრცელდება. აშოტმა გააერთიანა ქართული სამთავროები ბაგრატიონთა დინასტიის ქვეშ, აღადგინა ქრისტიანული მონასტრები და საუკუნოვანი შემოსევების შემდეგ ქვეყანას პოლიტიკური სტაბილურობა დაუბრუნა.

ბიზანტიის იმპერიის მიერ საპატიო ტიტულით — კურაპალატი — აღიარებული აშოტი ერთდროულად იყო როგორც მებრძოლი, ასევე რეფორმატორი — ხიდი იმპერიებსა და სარწმუნოებებს შორის. მისი მკვლელობა, რომელიც დაახლოებით 826 წელს მოხდა და აღწერილია შუასაუკუნეების წყაროში — „ქართლის ცხოვრებაში“, ეპოქის დასასრულად იქცა. იმავე ქრონიკაში ნათქვამია, რომ იგი დაკრძალეს არტანუჯის ეკლესიის ქვეშ — ეს მინიშნება გახდა საფუძველი იმისა, რომ თანამედროვე არქეოლოგები საბოლოოდ მიიყვანა აშოტ დიდის სამარადისო განსასვენებლის აღმოჩენამდე.

2025 წლის არქეოლოგიური სამუშაოების დროს აითექინის გუნდმა გათხრები დაიწყო პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ნაწილში. ჩამონგრეული ქვების ფენების ქვეშ მათ აღმოაჩინეს ორი მეტრი სიგრძისა და 1.8 მეტრი სიგანის თაღოვანი სამარხი — სრულად შენარჩუნებული ქვის სათავსო, რომელიც აღმოჩნდა, რომ შუა საუკუნეების დროიდანვე იყო დალუქული. როდესაც არქეოლოგებმა სამარხი გახსნეს ცარიელი აღმოჩნდა — არ იყო არც ნეშტი, არც არტეფაქტები, არც სამეფო ნიშნები. მიუხედავად ამისა, მისი არქიტექტურა და ზუსტი მდებარეობა - აფსიდის ქვეშ სრულად ემთხვეოდა საუკუნეების წინანდელ ქართულ აღწერებს აშოტის დაკრძალვის ადგილის შესახებ.

„ეს მხოლოდ ვარაუდი არ არის, ზომები, სტრუქტურა და წერილობითი წყაროები - ყველა გზას აქ მოვყავართ. პირველად შეგვიძლია ვთქვათ სრული სამეცნიერო დარწმუნებით — აღმოჩენილია მეფე აშოტ დიდის საფლავი.” განმარტავს აითექინი.

წყარო: აქეოლოგოური სამეცნიერო გამოცემა - Arkeonews

27/08/2025

კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა ოროზმანიდან!

🔴 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა მკვლევარმა გიორგი ბიძინაშვილმა არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფთან ერთად ოროზმანში ადრეპალეოლითური ეპოქის კულტურულ ფენას მიაკვლია.

📌 ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის პოვნის შემდეგ ბოლო თვეების განმავლობაში ეს მეორე უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, რომელიც მეცნიერებას პირველყოფილი ადამიანის შესახებ ახალ ინფორმაციას აწვდის.

👥 ოროზმანის არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ საქართველოს არქეოლოგიისა და პრეისტორიის კვლევითი ცენტრისა და ჰელსინკის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი დეპარტამენტის პროფესორები და დოქტორანტები, პროცესში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო. უნივერსიტეტის, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნისა და აშშ-ის უნივერსიტეტების სტუდენტები.

#მეცნიერებაილიაუნიში

27/08/2025

ახალი აღმოჩენა რუსთავის სასახლეზე!

საქართველოში პირველად!

IX-X საუკუნეების რკინის მუზარადი და ისრის პირი

რუსთავის სასახლის VI ოთახი

Address

ი. ჭავჭავაძის 32
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ილიაუნის არქეოლოგიის სტუდენტური კლუბი/Iliauni Archaeology Student Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ილიაუნის არქეოლოგიის სტუდენტური კლუბი/Iliauni Archaeology Student Club:

Share