Democracy Research Institute - DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Democracy Research Institute - DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

Democracy Research Institute - DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRI aims at protection and promotion of human rights and support to the country’s Euro-Atlantic integration.

⚖დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ლაშა კაკოიშვილის საქმე ადამიანის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.👉6 თებერვალს, მოსამართლ...
18/06/2026

⚖დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ლაშა კაკოიშვილის საქმე ადამიანის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
👉6 თებერვალს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ლაშა კაკოიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, 2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომის გამო, ცნო. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადამიანის ევროპულ სასამართლოში დავობს, რომ ლაშა კაკოიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არაერთი ფუნდამეტური უფლება:
⭕მუხლი 3 - წამების აკრძალვა
⭕მუხლი 5 - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
⭕მუხლი 6 - საქმის სამართლიანად განხილვის უფლება
⭕მუხლი 11 - შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
👉საჩივარში მითითებულია, რომ ასევე დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი, რომლის მიხედვითაც: დაუშვებელია ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინია გათვალისწინებული.

17/06/2026

„რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც ...

‼კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს⭕ოკუპირებულ ცხინვალის რეგი...
17/06/2026

‼კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს
⭕ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია. დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევზე კრემლის პირდაპირი წნეხის შედეგად, ე.წ. პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი და ნდობით აღჭურვილი პირი, მარატ კამბოლოვი დაამტკიცა.
❗გაგლოევის ვადის ამოწურვამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი, თუმცა კრემლმა პროცესები მაქსიმალურად დააჩქარა. ძალოვან უწყებებში უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია შემოდგომაზე მოსალოდნელი ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის განმწესება მთავრობის მეთაურად ნათლად აჩვენებს, რომ ცხინვალის რეგიონს ახალ უკვე ღიად და პირდაპირ კრემლის კაბინეტი მართავს, რაც ანექსიური პროცესის ყველაზე სახიფათო ფაზას წარმოადგენს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელ....

❗გულრიფშის რაიონის სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს. ადგილობრივების განცხადები...
17/06/2026

❗გულრიფშის რაიონის სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს. ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად მრავალწლიანი მიმართვებისა და შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული შემოწმებებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

გულრიფშის რაიონის სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს.

17/06/2026

პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ ძალადობასა და სისტემურ დანაშაულზე საუბრობს DRI-ის დირექტორი უჩა ნანუაშვილი ფორმულას ეთერში.

❗მოსკოვი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერისგან მთავრობის დათხოვნას და მარატ კამბოლოვის პრემიერად დანიშვნას ითხოვს⭕ოკუპირებულ ცხი...
16/06/2026

❗მოსკოვი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერისგან მთავრობის დათხოვნას და მარატ კამბოლოვის პრემიერად დანიშვნას ითხოვს
⭕ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება, რაც პირდაპირ კრემლის მხრიდან დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.
⭕გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა გაგლოევს თანამდებობის დატოვება 2025 წლიდან დღემდე უკვე სამჯერ მოსთხოვა, მათ შორის უშუალოდ ვლადიმირ პუტინმაც. როგორც ცნობილი ხდება გადადგომის შესახებ ერთ-ერთი საუბარი, სწორედ, გაგლოევის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მოსკოვში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ შედგა, მას ურჩიეს, რომ გადადგომისთვის ხელსაყრელი დრო იყო, თუმცა დე ფაქტო ლიდერმა რჩევა არ გაითვალისწინა. მეტიც, ცხინვალში დაბრუნებულმა საყოველთაო „შაბათობა“ გამოაცხადა და მასში თავადაც მიიღო მონაწილეობა. მორიგი ასეთი მოთხოვნა მიმდინარე წლის 9 მაისს, მოსკოვში ვიზიტის დროს წარმოიშვა, სადაც მას გადადგომის სანაცვლოდ რუსეთის დუმის დეპუტატობა ან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მაღალ პოზიცია დაჰპირდნენ.
👉მიუხედავად რუსეთის მოლოდინისა, გაგლოევს მთავრობა ამ დრომდე ჯერ კიდევ არ დაუთხოვია.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება.

❗კან კვარჩიას განაჩენი და ოპოზიციის მასობრივი დევნის ახალი ტალღა⭕ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაშ...
15/06/2026

❗კან კვარჩიას განაჩენი და ოპოზიციის მასობრივი დევნის ახალი ტალღა
⭕ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული. რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ერთობლივი ძალისხმევა ადგილობრივი ანტირუსული და ანტისამთავრობო განწყობების ჩასახშობად, შერჩევითი სამართლიდან მასობრივ რეპრესიებში გადაიზარდა. ამ პროცესის დადასტურებაა 4 ივნისს სოჭის საქალაქო სასამართლოს მიერ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსის კან კვარჩიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება. მას დაუსწრებლად 10.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
⭕კრემლის მოტივი ნათელია, მას სურს საარჩევნო ველიდან სრულად გააქროს ისეთი ფიგურები, რომლებსაც ხალხის ქუჩაში გამოყვანა და რუსული ბიზნესისთვის მიწებისა თუ აქტივების უპირობო გადაცემის ბლოკირება შეუძლიათ.

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული....

‼️DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს⭕️დემოკრა...
13/06/2026

‼️DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს
⭕️დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება გუშინ, 12 ივნისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში ნოდარ მელაძის მიერ გასაჯაროებულ კადრებს, სადაც პოლიციელების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ფაქტი 4 წლის წინ - 2022 წელს მოხდა და ყველა მათგანი 2026 წლის თებერვალში დააკავეს. ფაქტის აღიარების მიუხედავად, უწყება არ აკონკრეტებს, წარდგენილი ბრალის შინაარსს.
⭕️ უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, რომელიც რამდენიმე პოლიციელის დაკავებას და შედარებით მსუბუქი შინაარსის ბრალდების წარდგენას გულისხმობს, მინიმალურადაც ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს. მსგავსი მიდგომა, განსაკუთრებით კი, ძალადობის ფაქტებზე შერჩევითი რეაგირება, ახალისებს უმძიმესი დანაშაულების ჩადენას - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კი სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ამ ფონზე, იკვეთება საშიში ტენდენცია, რომ მოქალაქეთა მიმართ, მსგავს მძიმე ქმედებებს უწყებები, საპოლიციო ღონისძიების სახედ იყენებენ.
➡️სრული ტექსტის სანახავად ეწვიეთ კომენტარებში დამატებული ლინკს

‼პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი⭕საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად ...
10/06/2026

‼პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი
⭕საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა.
🔶უკანასკნელ პერიოდში პრაქტიკულად გაუქმებულია პატიმრობის, როგორც, „უკიდურესი ზომის“ (,,Ultima Ratio’’) პრინციპი. მართლმსაჯულება ორიენტირებულია არა რეაბილიტაციაზე, არამედ ხანგრძლივ იზოლაციაზე, რის გამოც დეკლარირებული ჰუმანიზმისა და ადამიანის უფლებების პრინციპები რეალურ პრაქტიკაში ძალადაკარგულია.
❗ბოლო ექვს წელიწადში საპატიმროებში მსჯავრდებულთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა. 2025 წლის მონაცემებით, სასამართლო პრაქტიკა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე, კრიტიკულ ნიშნულზეა.
👉https://www.democracyresearch.org/geo/1731/

❗აფხაზეთში კორუფცია დიდი ხანია გასცდა ცალკეული დარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა. დე ფაქტო მთავრობის მორიგი...
05/06/2026

❗აფხაზეთში კორუფცია დიდი ხანია გასცდა ცალკეული დარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა. დე ფაქტო მთავრობის მორიგი „საკადრო როტაციების“ ფონზე, ცხადია, რომ უბრალო კოსმეტიკური ცვლილებები წლების განმავლობაში ნაშენ მანქანას ვერ დაანგრევს.
გადასახადების ყოფილი ე.წ. მინისტრი, დაურ კურმაზია კორუფციას 3 დონედ ყოფს:
🔸 სიტუაციური – ყოველდღიური ქრთამი.
🔸 სტრუქტურული – ინსტიტუციური ბოროტად გამოყენება.
🔸 სისტემური – ძალაუფლებისა და კრიმინალის სრული შერწყმა.
🔶კრიზისის მთავარი წერტილები ენერგეტიკა, ტურიზმი და მიწის უკანონო გაცემაა.
👉მოსკოვი ამ კორუფციულ ჭაობს ორ მთავარ ასპექტში იყენებს:
1️⃣ სუბსიდიების გაფლანგვა: რუსეთიდან მომავალი მილიონები ელიტების ჯიბეებში ქრება. კრემლი ამაზე თვალს ხუჭავს, რადგან კორუმპირებული მარიონეტების მართვა უფრო მარტივია.
2️⃣ ქონების ხელში ჩაგდება: მოსკოვი პირდაპირ აიძულებს სოხუმს ე.წ. „აპარტ-ოტელების კანონის“ მიღებას, რათა გვერდი აუარონ საზოგადოებრივ პროტესტს და რუსმა ოლიგარქებმა საუკეთესო რესურსები ჩაიგდონ ხელში.

აფხაზეთში კორუფცია დიდი ხანია გასცდა ცალკეული სამართალდარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა, რომელი.....

Address

14 B Kazbegi Avenue Second Entrance, Third Floor, Apartment 75
Tbilisi
0160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Democracy Research Institute - DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Democracy Research Institute - DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი:

Share