GIS GEORGIA

Call Directions Website Contact the organization

GIS GEORGIA გეოინფორმაციული სისტემები საქართველოში 🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 გეოინფორმაციული სისტემები

👏🏻👏🏻👏🏻🎉
20/09/2026

👏🏻👏🏻👏🏻🎉

19/09/2026
Georgian Cartographers Association საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია 🗺️🗺️🗺️🤝❤️
19/09/2026

Georgian Cartographers Association საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია

🗺️🗺️🗺️🤝❤️

🛰️🛰️🛰️ ❤️გეოდეზიური კომპანია ჯითი სარვეი • GT Survey
16/09/2026

🛰️🛰️🛰️ ❤️
გეოდეზიური კომპანია ჯითი სარვეი • GT Survey

გამოვხატავ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას ჩემი უნივერსიტეტისა და FME-ს მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რაც აკადემიურ სივრც...
06/09/2026

გამოვხატავ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას ჩემი უნივერსიტეტისა და FME-ს მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რაც აკადემიურ სივრცეში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და გაზიარებას უზრუნველყოფს. მოხარული ვარ, გაგიზიაროთ Safe Software-ის ოფიციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებული სტატია, სადაც მიმოხილულია, თუ როგორ ეხმარება FME — როგორც მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი — სტუდენტებს მონაცემთა ინტეგრაციის სიღრმისეულად გააზრებაში. მსგავსი საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიურ გარემოში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების ღირებულებას.

---

I would like to express my sincere gratitude and appreciation to my university and FME for their support in bringing modern technologies into the academic environment. I am pleased to share an article published on Safe Software’s official platform, which highlights how FME—as one of the leading data integration and processing solutions—helps students gain a deeper understanding of data workflows. This international recognition underscores the vital importance of innovative approaches in academia and the immense value of sharing expertise with students.

---




https://fme.safe.com/fme-in-action/customers/students-stop-asking-what-the-map-shows-and-start-asking-how-the-data-got-there/

04/09/2026

გიზიარებთ "რუკები ყველასთვისაა 2026" საკონკურსო ვადებს

კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა 15 ივლისს, 2026;

რეგისტრაცია და ნამუშევრების მიღება დაიწყო 1 აგვისტოს, 2026;

ონლაინ განაცხადისა და ნამუშევრის ციფრული ასლის მიღების ბოლო ვადა 27 სექტემბერი, 2026;

ტექნიკური გადამოწმება, კატეგორიებად დაყოფა და ანონიმიზაცია 21–27 სექტემბერი, 2026;

ფიზიკური ნამუშევრების გამოგზავნის პერიოდი 22 სექტემბერი – 6 ოქტომბერი, 2026;

ფიზიკური ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 6 ოქტომბერი, 2026;

ჟიურის შეფასება 7–16 ოქტომბერი, 2026;

გამარჯვებულებთან და სკოლებთან კომუნიკაცია 20–22 ოქტომბერი, 2026;

გამოფენა და დაჯილდოება CAM 2026-ის ფარგლებში 29–30 ოქტომბერი, 2026.

კონკურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებული დეტალური ინფრომაცია იხილეთ კომენტარებში მითითებულ ბმულზე.

თუ გაქვს კონკურსში ჩართვის სურვილი, წინ კიდევ ერთი თვე გაქვს!

ნამუშევრები გადმოაგზავნეთ კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის ელ. მისამართზე: [email protected]

04/09/2026

🗺️ ახალი ეტაპი საქართველოს კარტოგრაფიულ და სამეცნიერო საქმიანობაში

მოხარული ვართ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი, კარტოგრაფიული და საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა, თანამედროვე კარტოგრაფიული პროდუქტების შექმნა და გეოსივრცითი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება.

ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი აკავშირებს ადგილობრივ თვითმმართველობას, აკადემიურ სივრცეს, სტუდენტურ სამეცნიერო საქმიანობასა და თანამედროვე კარტოგრაფიულ ტექნოლოგიებს.

მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ მენტორობას უწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ სამეცნიერო პროექტს, „ზემო იმერეთისა და ზემო რაჭის მუნიციპალიტეტების ლანდშაფტთა ზაფხულის მდგომარეობების კვლევა და კომპლექსურ-გეოგრაფიული კარტოგრაფირება“. პროექტის სამეცნიერო მენტორები არიან საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ გორდეზიანი, გენერალური მდივანი საბა მოდებაძე, ვიცე-პრეზიდენტები ზურაბ ლაოშვილი, თედო გორგოძე და GT Survey-ის დირექტორი გიორგი ხაჩიძე.

2026 წლის 3–10 აგვისტოს განხორციელებული სტუდენტური სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში დაგეგმილი იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპლექსურ-გეოგრაფიული, ლანდშაფტური და კარტოგრაფიული საველე კვლევები, ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) შესწავლა, გეოსივრცითი მონაცემების შეგროვება და თანამედროვე დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიების გამოყენება.

კვლევით პროცესში გათვალისწინებული იყო დრონით აეროგადაღება, LiDAR-ტექნოლოგია, GPS-კოორდინატების დაფიქსირება, საველე კარტოგრაფირება და გეოინფორმაციული მონაცემების პირველადი დამუშავება.

ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება კვლევის საფუძველზე მომზადებული კარტოგრაფიული და გეოსივრცითი მასალების გაზიარება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის. მიღებული მასალები შესაძლებელია გამოიყენონ მუნიციპალური საქმიანობის, სივრცითი დაგეგმარების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და საინფორმაციო მიზნებისთვის.

ამასთან, მემორანდუმი მხოლოდ ერთი ექსპედიციის ფარგლებში თანამშრომლობას არ გულისხმობს. მხარეები მიზნად ისახავენ სტუდენტთა პრაქტიკული და სამეცნიერო უნარების განვითარებას, თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კარტოგრაფიული პროექტების განხორციელებას.

ჩვენთვის, როგორც საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებისა და პროექტის სამეცნიერო მენტორებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კარტოგრაფია აღარ დარჩეს მხოლოდ აკადემიური კვლევის ფარგლებში და მისი შედეგები რეალურად დაუკავშირდეს ტერიტორიის შესწავლას, ადგილობრივ განვითარებას, განათლებასა და სივრცით მართვას.

მადლობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ყველა სტუდენტს, მკვლევარსა და კოლეგას, ვინც ამ სამეცნიერო პროცესის მონაწილეა.

ეს მხოლოდ ერთი მემორანდუმი არ არის, ეს არის მცდელობა, თანამედროვე კარტოგრაფიული მეცნიერება, სტუდენტური კვლევა და საქართველოს მუნიციპალიტეტები ერთიან სამეცნიერო სივრცეში დავაკავშიროთ. 🌍🗺️

#საქართველოსკარტოგრაფთადაასოციაცია #ჭიათურა #კარტოგრაფია

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 21:00
Sunday 09:00 - 21:00

Telephone

+995579320618

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GIS GEORGIA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GIS GEORGIA:

Shortcuts

Share