World Vision in Georgia

World Vision in Georgia World Vision საქართველო

World Vision- ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უთანასწორობის დასაძლევად. World Vision საქართველოს პროგრამები, რომელსაც ჩვენი რეგიონული ოფისები ოთხ ძირითად გეოგრაფიულ არეალში ახორციელებს(კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და გლდანი-ნაძალადევი), მიზნად ისახავს მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით ბავშვებისთვის ჯანსა

ღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

ჩვენი საქმიანობა შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს:

ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა,
ახალგაზრდების გაძლიერება
ადრეული ასაკის ბავშვების განვითარება
თემის ჩართულობა
უფლებების დაცვა
ლტოლვილთა მხარდაჭერა

World Vision has been working in Georgia with children, families and communities since 1996 to overcome poverty and inequality. World Vision programs implemented by regional offices in four dedicated geographical regions (Imereti, Kakheti, Samtskhe-Javakheti and Gldani-Nadzaladevi districts in Tbilisi) are aimed at creating a healthy, active and inclusive environment for children through a comprehensive approach. Our activity is focused on:

Child protection and welfare
Youth Empowerment
Early childhood development
Community Engagement
Human Rights Protection
Refugees and Asylum Seekers Support

გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს! 💙World Vision საქართველო, პარტნიორებთან ერთად და ევროკავშირის მხარდაჭერით , აქ...
12/08/2026

გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს! 💙

World Vision საქართველო, პარტნიორებთან ერთად და ევროკავშირის მხარდაჭერით , აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერებაზე, მათი უნარების განვითარებასა და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნაზე.

✨ ნინი ამ გზის ერთ-ერთი შთამაგონებელი მაგალითია. World Vision-ის ახალგაზრდულ აქტივობებსა და ევროკავშირის მხარდაჭერილ ინიციატივებში მონაწილეობით, მან განივითარა საჭირო უნარები და ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ლიდერად. მისი ისტორია ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ ეხმარება რეალური შესაძლებლობები ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებასა და იდეების მოქმედებად ქცევაში.

🚀2025 წელს ჩვენმა ახალგაზრდულმა ინიციატივებმა მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო:

🔹 300-მა ახალგაზრდამ განავითარა სამეწარმეო და ციფრული უნარები ახალგაზრდული კლუბებისა და ტრენინგების მეშვეობით.
🔹 1,000-მა ახალგაზრდამ ისარგებლა თემზე ორიენტირებული პროექტებით.
🔹 60-მა ახალგაზრდა მეწარმემ გაიუმჯობესა უნარები და მიიღო ტექნიკური მხარდაჭერა.
🔹 10-მა სოციალურმა მეწარმემ მოიპოვა დაფინანსება სოციალური პროექტების განსახორციელებლად.
🔹 285-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა მწვანე ინიციატივებსა და ცნობიერების ამაღლების სესიებში მდგრადი განვითარებისა და მწვანე პროფესიების შესახებ.
🔹 130-მა ახალგაზრდამ მიიღო კარიერული კონსულტაცია და ტრენინგი ფინანსურ წიგნიერებაში, გენდერულ თანასწორობაში, ლიდერობასა და მწვანე პროფესიებში.

ახალგაზრდებში ინვესტირება უფრო ძლიერი, ინკლუზიური და მდგრადი მომავლის საწინდარია!🌱💙

იხილეთ სტატია კომენტარებში👇

🎬 კინო ტური ონს ეწვევა!7 და 8 აგვისტოს, 20:30 საათზე, რაჭაში, ონის ცენტრალურ მოედანზე, ევროკავშირის მოძრავი კინოთეატრი გ...
05/08/2026

🎬 კინო ტური ონს ეწვევა!

7 და 8 აგვისტოს, 20:30 საათზე, რაჭაში, ონის ცენტრალურ მოედანზე, ევროკავშირის მოძრავი კინოთეატრი გელით! ღია ცის ქვეშ ორი განსაკუთრებული კინოსაღამო გაიმართება:

📅 7 აგვისტო, 20:30

🎬 „ეროვნული გამოცდები“ (2024) – გიორგი მრევლიშვილის ფილმის ჩვენება.

🎤 ჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია რეჟისორთან!

📅 8 აგვისტო, 20:30

🐱 „ფლოუ“ (Flow) – ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი, აღიარებული ლატვიური ანიმაციური ფილმი.

📍 ლოკაცია - ქალაქის ბულვარი

🎟️ დასწრება უფასოა

🌿🎬 ამ ზაფხულს საქართველოს რეგიონებში ევროპული კინოს განსაკუთრებული დღეები გელით!ევროკავშირის ინიციატივით დაიწყო „ევროპულ...
28/07/2026

🌿🎬 ამ ზაფხულს საქართველოს რეგიონებში ევროპული კინოს განსაკუთრებული დღეები გელით!

ევროკავშირის ინიციატივით დაიწყო „ევროპული კინო ტური“ — მოგზაური კინოთეატრი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ევროპულ და ქართულ ფილმებს გააცნობს მაყურებელს.

📍 ამჯერად კინო ტური სოფელ დიმს, ბაღდათის მუნიციპალიტეტს, ეწვევა.

კინოჩვენებებზე დასწრება შეუძლია ყველას — ახალგაზრდებს, ადგილობრივ მოსახლეობას, დამსვენებლებსა და, რა თქმა უნდა, კინოს ყველა მოყვარულს.

✨ არ გამოტოვოთ ეს განსაკუთრებული კინოფესტივალი. გელოდებით ყველას!

📅4-5 აგვისტო
📍ლოკაცია - ნინასოული, სოფელი დიმი
🎟 დასწრება უფასოა!
📌 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ევროკავშირის პოსტში.👇
🎥 კინო ტურის სრული პროგრამა: https://eu4georgia.info/44P4Yq8 See less

🌲 ტყე მხოლოდ ხეები არ არის — ის სიცოცხლის საფუძველია🌍ტყეებში ხმელეთის ბიომრავალფეროვნების 80%-ზე მეტი ბინადრობს და ისინი...
20/07/2026

🌲 ტყე მხოლოდ ხეები არ არის — ის სიცოცხლის საფუძველია

🌍ტყეებში ხმელეთის ბიომრავალფეროვნების 80%-ზე მეტი ბინადრობს და ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ კლიმატის რეგულირებაში. თუმცა, ყოველწლიურად მილიონობით ჰექტარი ტყე არამდგრადი ჭრის შედეგად იკარგება.

🌱ტყის მდგრადი მართვა ნიშნავს ტყის რესურსების გონივრულ გამოყენებას ისე, რომ მომავალ თაობებსაც შეეძლოთ მისი სიკეთით სარგებლობა. ეს გულისხმობს, მხოლოდ იმ რაოდენობის ხეების მოჭრას, რომლის ბუნებრივად აღდგენაც შესაძლებელია.

რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ტყეების შესანარჩუნებლად?

🌳 დარგე ხე ან ჩაერთე ტყის აღდგენის კამპანიებში.
📄 შეამცირე ქაღალდის მოხმარება — გამოიყენე ელექტრონული დოკუმენტები და დაბეჭდე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
♻️ გადაამუშავე ქაღალდი და მუყაო, რათა შემცირდეს ახალი ხის რესურსზე მოთხოვნა.
🪵 აირჩიე FSC-სერტიფიცირებული პროდუქცია,
🛒 მოერიდე უკანონოდ მოპოვებული ხისგან დამზადებულ ავეჯსა და სამშენებლო მასალებს.
🔥 დაიცავი ტყე ხანძრებისგან — არ დატოვო ჩაუქრობელი კოცონი, არ გადააგდო სიგარეტის ნამწვავი და დაიცავი უსაფრთხოების წესები.
🚯 არ დაანაგვიანო ტყე — ნარჩენები ზრდის დაბინძურებისა და ხანძრის რისკს.
📢 აამაღლე ცნობიერება — გააზიარე ინფორმაცია მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან თუნდაც სოციალურ ქსელში.
🤝 მხარი დაუჭირე გარემოსდაცვით ორგანიზაციებს ან მოხალისედ ჩაერთე ტყეების დაცვისა და აღდგენის პროექტებში.
🏛️ მოითხოვე პასუხისმგებლიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მხარი დაუჭირე ინიციატივებს, რომლებიც უკანონო ტყის ჭრას ებრძვის.
🌿 შეამცირე ერთჯერადი ხის პროდუქციის გამოყენება და შეძლებისდაგვარად გამოიყენე მრავალჯერადი ან გადამუშავებული ალტერნატივები.

🌳 ტყეებს საუკუნეები სჭირდება გასაზრდელად. ნუ დავუშვებთ, რომ ისინი რამდენიმე ათწლეულში განადგურდეს.

თქვენ რას აკეთებთ ტყეების დასაცავად?

🌐🌿კამპანიის მიზანია გარემოს დაბინძურების შესახებ ცნობიერების გაზრდა და ეკომეგობრული ჩვევების პოპულარიზება საზოგადოებაში. კამპანია ტარდება პროექტის ფარგლებში „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში“, რომელიც ხორციელდება World Vision ავსტრიის, World Vision საქართველოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და EEC Georgia-ს თანამშრომლობით, ევროკავშირისა და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფინანსური მხარდაჭერით.

#ტყეებისდაცვა #კლიმატისცვლილება #ბუნებისდაცვა #მწვანელექსიკონი
______________________________

🌲 Our Forests Are More Than Just Trees — They're Life Support

🌍Forests hold over 80% of the world's terrestrial biodiversity and regulate our climate. Yet every year, millions of hectares are lost to unsustainable logging.
Sustainable forest management means using forests wisely so they can keep giving for generations. 🌱 This means harvesting only what can naturally regrow

What can we do to preserve forests?
🌳 Plant a tree or get involved in reforestation campaigns.
📄 Reduce paper use — go digital and print only when necessary.
♻️ Recycle paper and cardboard to reduce demand on new wood resources.
🪵 Choose FSC-certified products.
🛒 Avoid furniture and construction materials made from illegally sourced wood.
🔥 Protect forests from fires — never leave a campfire unattended, don't discard cigarette butts, and follow safety rules.
🚯 Don't litter in forests — waste increases pollution and fire risk.
📢 Raise awareness — share information with friends, family, or on social media.
🤝 Support environmental organizations or volunteer for forest protection and restoration projects.
🏛️ Demand responsible environmental policy and support initiatives that fight illegal logging.
🌿 Reduce single-use wood products and use reusable or recycled alternatives where possible.

🌳Forests took centuries to grow. Let's not take decades to destroy them.

What's one thing you do to help preserve our forests?

🌐🌿The aim of our awareness-raising campaign is to increase public understanding of environmental pollution and promote eco-friendly habits in society. The campaign is part of a project Inclusive Growth through Sustainable and Green Business Practices in Georgia, carried out jointly by World Vision Austria, World Vision Georgia, Georgian Farmer’s Association and Energy Efficiency Centre Georgia with the financial support of the European Union and International Partnerships Austria.

🎬✨ ამ ზაფხულს საქართველოს რეგიონებში ევროპული კინოს განსაკუთრებული დღეები გელით!ევროკავშირის ინიციატივით  სხვადასხვა რეგ...
13/07/2026

🎬✨ ამ ზაფხულს საქართველოს რეგიონებში ევროპული კინოს განსაკუთრებული დღეები გელით!

ევროკავშირის ინიციატივით სხვადასხვა რეგიონში დაიწყო „ევროპული კინო ტური“ — მოგზაური კინოთეატრი, რომელიც მაყურებელს ევროპულ და ქართულ ფილმებს გააცნობს.

📅 13-14 ივლისს კინოჩვენებები გაიმართება ჩოხატაურში
📍 ლოკაცია - სამრევლო სკოლის ეზო
🎟️ დასწრება უფასოა!

პროგრამა:

🎞️ 13 ივლისი | 21:00
ლატვიური ანიმაციური ფილმი „ფლოუ“ (Flow)

🎞️ 14 ივლისი | 21:00
ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას, ფილმი „უარყოფითი რიცხვები“.
🎤 ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება შეხვედრა და დისკუსია რეჟისორთან.

მოემზადეთ საინტერესო კინოსაღამოებისთვის ღია ცის ქვეშ🌿🎥

გაეცანით სრულ პროგრამას:
https://eu4georgia.info/44P4Yq8

See less

📢ქცევითი თერაპევტისა და ფსიქიატრის წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა.World Vision საქართველო იწვევს ინდივიდუალურ კონსულტ...
19/06/2026

📢ქცევითი თერაპევტისა და ფსიქიატრის წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა.

World Vision საქართველო იწვევს ინდივიდუალურ კონსულტანტებს/კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ შერჩევაში, რომლის მიზანია ქცევითი თერაპევტისა და ფსიქიატრის საკონსულტაციო მომსახურების მომწოდებელი კონსულტანტების წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა. 📋

📩შერჩევა ტარდება World Vision საქართველოს შესყიდვების ელექტრონული პორტალის მეშვეობით. დოკუმენტაციის სრულ პაკეტზე წვდომის მისაღებად, გთხოვთ, ელ. წერილი გააგზავნოთ მისამართზე: [email protected], საგანში მიუთითეთ "ქცევითი თერაპევტი, ფსიქიატრი".

🔹დაინტერესების გამოხატვის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ივნისი, 18:00.

🔹წინადადების წარდგენის ვადა - 2026 წლის 26 ივნისი, 16:00.

🔗დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=729481

🌾 როგორ ვაქციოთ სოფლის მეურნეობა უფრო მდგრად, რესურსეფექტურ და კლიმატგონივრულ სექტორად? სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს ფე...
18/06/2026

🌾 როგორ ვაქციოთ სოფლის მეურნეობა უფრო მდგრად, რესურსეფექტურ და კლიმატგონივრულ სექტორად? სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს ფერმერებმა, ექსპერტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომლის მთავარი მიზანიცაა მწვანე უნარებისა და ინოვაციური პრაქტიკების განვითარება და დანერგვა სოფლის მეურნებობის დარგში.🌱

✨🤝4 ივნისს, ბათუმში, World Vision საქართველომ და Danish Refugee Council-მა (DRC) შვედეთის დელეგაციას უმასპინძლეს. ვიზიტი...
09/06/2026

✨🤝4 ივნისს, ბათუმში, World Vision საქართველომ და Danish Refugee Council-მა (DRC) შვედეთის დელეგაციას უმასპინძლეს. ვიზიტი პროექტის ''ERTAD'' მონიტორინგის ფარგლებში შედგა და მიზნად ისახავდა იმ პოზიტიური ცვლილებების შეფასებას, რომლებიც მონაწილე ოჯახებისა და ახალგაზრდების ცხოვრებაში განხორციელდა.

🏡პროექტის მიზანია ოჯახების გაძლიერება სოციალური მხარდაჭერის, ცხოვრებისეული უნარების განვითარებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის გზით, რათა მათ შეძლონ სიღარიბის დაძლევა და საკუთარი ოჯახების უზრუნველყოფა. პროექტი ეფუძნება Ultra-Poor Graduation Model-ს, რომელიც ყველაზე მოწყვლად ოჯახებს თვითკმარობის, მდგრადობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე თანმიმდევრულ მხარდაჭერას სთავაზობს.

🧵ვიზიტი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ოჯახების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენით დაიწყო. სტუმრებმა დაათვალიერეს იმ მცირე მეწარმეების ნამუშევრები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში მიღებული პროფესიული უნარების, გადაცემული აქტივების, მენტორინგისა და პროდუქციის რეალიზაციის მხარდაჭერის შედეგად შეძლეს საკუთარი საქმიანობის განვითარება.

💬👨‍👩‍👧‍👦პროექტის ბენეფიციარებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება, მიღწევები და ის გამოწვევები გააზიარეს, რაც მათ უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზაზე გადალახეს. მათი ისტორიები ნათლად ასახავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს დროული და მიზნობრივი მხარდაჭერა.

🌟👩‍🎓განსაკუთრებით შთამაგონებელი იყო ახალგაზრდული კლუბის წევრებთან შეხვედრა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს საკუთარ ინიციატივებზე, მიღწეულ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. მათი აქტიურობა და ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდები პოზიტიური ცვლილებების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძლიერი და მდგრადი თემის ჩამოყალიბებაში.

✨ვიზიტის დასასრულს შვედეთის და საქართველოს წარმომადგენლები პროექტის მონაწილე ოჯახებსაც ესტუმრნენ. ოჯახის წევრებთან პირისპირ საუბარმა და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაცნობამ დელეგაციას საშუალება მისცა საკუთარი თვალით ენახა ის რეალური პროგრესი და პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც პროექტის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

მადლობას ვუხდით შვედეთის დელეგაციას მხარდაჭერისა და ნდობისთვის. ერთობლივი ძალისხმევით ვაძლიერებთ ოჯახებს, ვქმნით შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ვუწყობთ ხელს საქართველოში სიღარიბის შემცირებასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
_________________________________

✨🤝On 4 June, World Vision Georgia and Danish Refugee Council welcomed a delegation from SIDA to Batumi for a monitoring visit to the ERTAD project, providing an opportunity to witness the project's impact on the lives of vulnerable families and young people.

🏡The ERTAD project aims to strengthen families through social support, life skills development, and economic empowerment, helping them build sustainable livelihoods and break the cycle of poverty. Through the Ultra-Poor Graduation Model, the project supports the most vulnerable households in progressing toward self-reliance, resilience, and long-term well-being.

🧵The visit began with a small exhibition showcasing products created by project participants from Western Georgia. The exhibition highlighted the achievements of small entrepreneurs who have strengthened their livelihoods through skills development, productive assets, mentoring, and support in bringing their products to market.

💬👨‍👩‍👧‍👦The delegation also met with project beneficiaries, who shared their personal experiences, progress, and the challenges they have overcome on their journey toward greater economic stability and social inclusion.

🌟👩‍🎓A discussion with Youth Club members offered valuable insights into youth engagement and participation. Young people presented their achievements, ongoing initiatives, lessons learned, and aspirations for the future, demonstrating the power of youth-led action in building stronger and more resilient communities.

✨The visit concluded with home visits to two beneficiary families, where representatives from SIDA, World Vision Georgia, and the Danish Refugee Council witnessed first-hand the positive changes the project has brought to families' lives. Through conversations with family members and observation of their progress, the guests saw the tangible impact of integrated social and economic support in helping families move toward a brighter future.

We are grateful to Sweden delegation for its continued partnership and commitment to reducing poverty and creating opportunities for vulnerable families and young people across Georgia. Together, we are supporting lasting change and helping families build pathways out of poverty.

🎈 ბავშვთა დაცვის დღე განსაკუთრებული სიხარულითა და პოზიტიური ემოციებით აღვნიშნეთ სამცხე-ჯავახეთში.🧡ღონისძიების ფარგლებში,...
02/06/2026

🎈 ბავშვთა დაცვის დღე განსაკუთრებული სიხარულითა და პოზიტიური ემოციებით აღვნიშნეთ სამცხე-ჯავახეთში.

🧡ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შემოქმედებით და გასართობ ვორქშოფში, ეთამაშათ და დრო მხიარულ გარემოში გაეტარებინათ. დღესასწაულს დაახლოებით 150 ბავშვი და მათი მშობლები დაესწრნენ.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებზე ზრუნვა, მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა და მშობლების მხარდაჭერა, რათა თითოეულ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხო, ბედნიერი და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო.

______________________

🎈 Children’s Day was celebrated in Samtskhe-Javakheti with great joy and positive energy.

🧡 As part of the event, children had the opportunity to participate in various creative and entertaining workshops, play games, and spend time in a fun and welcoming environment. Approximately 150 children and their parents attended the celebration.

This day once again reminds us of the importance of caring for children, promoting their well-being, and supporting parents so that every child can grow up in a safe, happy, and nurturing environment.

🔆 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კახეთში! 🧡_________________🔆 June 1 – Celebrating International C...
02/06/2026

🔆 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კახეთში! 🧡
_________________

🔆 June 1 – Celebrating International Children’s Day in Kakheti! 🧡

Address

#78 D. Uznadze Str
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

+995322157515

Alerts

Be the first to know and let us send you an email when World Vision in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to World Vision in Georgia:

Shortcuts

Share