REC Caucasus

REC Caucasus კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი Regional Environmental Centre for the Caucasus

The Regional Environmental Centre for the Caucasus (REC Caucasus) is a regional organization, established under the “Environment for Europe” process in 2000. REC Caucasus promotes and facilitates the implementation of the “2030 Agenda for Sustainable Development”, supporting democratic, inclusive and sustainable societies and regional cooperation. The RECC mission, mandate and strategy position th

e organization as a neutral platform and catalyst for accelerating sustainable solutions in partnership with different stakeholder groups at local, national and regional level. The status of the RECC as an independent, non- advocacy and non-profit organization has become a model for open, transparent, efficient and accountable regional cooperation in the region of South Caucasus and beyond.

12/08/2026

▶️ვიდეო მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას აგროტურიზმის განვითარების, აგრობიომრავალფეროვნების წარმოჩენისა და მესხური 🍇 ვაზისა და 🌾ხორბლის ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციის გზით.

📌ვიდეო მომზადებულია პროექტის ფარგლებში: „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლადი ეკოსისტემებისა და სასოფლო დასახლებების“ ფარგლებში.

🖇️პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის შემსრულებელია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), ხოლო პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

***

▶️ The video aims to contribute to improving the economic well-being of local communities by promoting agrotourism, showcasing agrobiodiversity, and raising awareness of local varieties of Meskhetian 🍇 grapevines and 🌾 wheat.

📌 The video was produced within the framework of the project: “Sustainable Management of Agricultural Biodiversity in Vulnerable Ecosystems and Rural Communities of the Samtskhe-Javakheti Region.”

🖇️ The project is implemented at the initiative of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, with financial support from the Global Environment Facility (GEF). The project is executed by the United Nations Environment Programme (UNEP), with the Regional Environmental Centre for the Caucasus (REC Caucasus) serving as the implementing partner.

10/08/2026

💦მდგრადი ორგანული დამაბინძურებლის - პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) - შემცველი ელექტრომოწყობილობებისა და დაბინძურებული ზეთების ერთიანი შეგროვება და უსაფრთხო განადგურებისთვის გატანა.

🌍 ღონისძიება გაიმართა პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ (GEF ID: 9227) ფარგლებში.

🤝 პროექტის ინიციატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ; დონორი - Global Environment Facility (GEF), განმახორციელებელი - UNIDO - United Nations Industrial Development Organization , ხოლო აღმასრულებელი პარტნიორი - REC Caucasus.

👉 ვრცლად: https://shorturl.at/DU3il

***

💦 The collection and transportation for safe disposal of electrical equipment containing the persistent organic pollutant polychlorinated biphenyls (PCBs), as well as contaminated oils.

🌍 The event was held within the framework of the project “PCB-Free Electricity Supply in Georgia” (GEF ID: 9227).

🤝 The project was initiated by the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia; funded by the Global Environment Facility (GEF); implemented by UNIDO – United Nations Industrial Development Organization; and executed by REC Caucasus.

👉 Read more: https://shorturl.at/DU3il

🎙️ როგორ შევამციროთ გზისპირა დანაგვიანება და რატომ არის თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანი? 📌სწორედ ამ საკითხებზ...
04/08/2026

🎙️ როგორ შევამციროთ გზისპირა დანაგვიანება და რატომ არის თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანი?

📌სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს რადიო Fortuna-ს ეთერში REC Caucasus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიკო ახობაძემ და Wissol-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და CSR სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან ქილაშვილმა.

💬საუბარი შეეხო Wissol-ისა და REC Caucasus-ის ერთობლივ გარემოსდაცვით კამპანიას „თუ მოისვრი, მობრუნდება“, რომლის მიზანია გზისპირა დანაგვიანების შემცირება და გარემოზე პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების წახალისება.

🎧 ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ 👇

კამპანია ცნობიერების ამაღლების ეტაპით იწყება.

🌿   Caucasus-მა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-სთან ( ) თანამშრომლობით, ICAT Georgia პროექტის ფარგლებშ...
03/08/2026

🌿 Caucasus-მა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-სთან ( ) თანამშრომლობით, ICAT Georgia პროექტის ფარგლებში ტყისა და ნარჩენების სექტორის სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრები გამართა.

♻️ შეხვედრები დაეთმო საქართველოს განახლებული ეროვნული კლიმატის სტრატეგიისა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს, სადაც სახელმწიფო უწყებების, ექსპერტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სექტორულ პრიორიტეტებსა და კლიმატის შერბილების დამატებით ღონისძიებებზე.



***

🌿 REC Caucasus, in cooperation with the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia (MEPA), held the first Waste and Forestry Sector Working Group meetings under the ICAT Georgia project.

♻️ The meetings focused on the development of Georgia's updated National Climate Strategy and the new Climate Action Plan, bringing together representatives of government institutions, technical experts, and development partners to discuss sectoral priorities and additional climate mitigation measures.

🌿 საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ბუნებასთან მეგობრული ეკოტურიზმის განვითარების ინოვაციური ...
31/07/2026

🌿 საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ბუნებასთან მეგობრული ეკოტურიზმის განვითარების ინოვაციური გეგმები წარადგინეს.

ქუთაისში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების, თემებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს და მოიწონეს გეგმები, რომლებიც 13 პრიორიტეტულ სატყეო უბანს მოიცავს.

ინიციატივა ხელს შეუწყობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტყეების მდგრად მართვასა და ადგილობრივი თემებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

#ეკოტურიზმი #ტყეები #საქართველოში

***

🌿 Innovative plans for nature-friendly ecotourism development have been presented for State Forest Fund lands across eight municipalities of Georgia.

During an information meeting in Kutaisi, representatives of the National Forestry Agency, local authorities, local communities, and partner organisations discussed and endorsed plans covering 13 priority forest areas.

The initiative will support the development of ecotourism infrastructure, sustainable forest management, and new opportunities for local communities.

The project is implemented under the EU-funded EU4Environment Programme, with support from the World Bank.

🌱 მნიშვნელოვანი ნაბიჯი პქბ-ისგან თავისუფალი საქართველოსკენ — 160 ტონამდე პქბ-ის შემცველი სახიფათო ნარჩენი საქართველოდან ...
29/07/2026

🌱 მნიშვნელოვანი ნაბიჯი პქბ-ისგან თავისუფალი საქართველოსკენ — 160 ტონამდე პქბ-ის შემცველი სახიფათო ნარჩენი საქართველოდან საბოლოო, ეკოლოგიურად უსაფრთხო გაუვნებელყოფისთვის გაიგზავნა.

📍 27 ივლისს, მარტყოფში, გაიმართა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო ექსპორტისა და საბოლოო გაუვნებელყოფისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება.

🚛 პროექტის ფარგლებში შეგროვებული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული 160 ტონამდე პქბ-ით დაბინძურებული სახიფათო ნარჩენი საფრანგეთის სერტიფიცირებულ საწარმოებში საბოლოო, ეკოლოგიურად უსაფრთხო გაუვნებელყოფისთვის გაიგზავნა.

⚠️ პქბ ისტორიულად გამოიყენებოდა ელექტრომოწყობილობებში და, არასათანადო მართვის შემთხვევაში, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს.

🤝 ღონისძიებამ გააერთიანა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას პქბ-ის უსაფრთხო მართვისა და საბოლოო გაუვნებელყოფის პროცესში.

🌍 ღონისძიება გაიმართა პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ (GEF ID: 9227) ფარგლებში.

🤝 პროექტის ინიციატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ; დონორი - Global Environment Facility (GEF), განმახორციელებელი - UNIDO - United Nations Industrial Development Organization, ხოლო აღმასრულებელი პარტნიორი - REC Caucasus.

👉 ვრცლად: https://shorturl.at/DU3il

***

🌱 An important step towards a PCB-free Georgia — 160 tonnes of PCB-contaminated hazardous waste have been exported from Georgia for final environmentally sound disposal.

📍 On 27 July, an official ceremony marking the safe export and final environmentally sound disposal of PCB-containing hazardous waste was held near Martkopi, Georgia.

🚛 As part of the project, 160 tonnes of PCB-contaminated hazardous waste, collected and prepared in accordance with international requirements, were exported to France for final environmentally sound disposal at a certified treatment facility.

⚠️ PCBs were historically used in electrical equipment and, if not managed properly, pose significant risks to human health and the environment.

🤝 The event brought together representatives of government institutions, international organisations, the private sector and partner companies, highlighting the importance of joint action in the environmentally sound management and final elimination of PCB-containing waste.

🌍 The event was organised within the framework of the “PCB-Free Electricity Supply in Georgia” (GEF ID: 9227) project.

🤝 The project is initiated by the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, funded by the Global Environment Facility (GEF), implemented by UNIDO (United Nations Industrial Development Organization), and executed by REC Caucasus.

👉 Learn more: https://shorturl.at/DU3il

♻️ ნარჩენებიდან ღირებულებამდე - თემატური საინფორმაციო შეხვედრა ქალი მეწარმეებისა და კრეატორებისთვის ფოთსა და ხობში💡 გინდ...
27/07/2026

♻️ ნარჩენებიდან ღირებულებამდე - თემატური საინფორმაციო შეხვედრა ქალი მეწარმეებისა და კრეატორებისთვის ფოთსა და ხობში

💡 გინდათ, ისწავლოთ როგორ აქციოთ ის, რასაც სხვები ნარჩენად თვლიან, ღირებულ პროდუქტად და შემოსავლის წყაროდ? მაშინ ეს შეხვედრა თქვენთვისაა.

🤝 გეპატიჟებით ერთდღიან პრაქტიკულ შეხვედრაზე, სადაც ერთად განვიხილავთ, თუ როგორ იქცევა ნარჩენი რესურსად, გავეცნობით აფსაიქლინგის იდეებს და მოვისმენთ ფოთსა და ხობში უკვე განხორციელებული წარმატებული ცირკულარული გადაწყვეტების ამბებს.

📅 7 აგვისტო, 13:00 საათზე
📍 ქ. ფოთი, გურიის ქ. 222 (კოლხეთის ეროვნული პარკი), კაფეტერიის შენობა
✅ მონაწილეობა უფასოა.

📝 დაინტერესების შემთხვევაში, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა 5 აგვისტომდე 👉 https://shorturl.at/Xt7jh

🌍 აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა ( Georgia) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში, რეკ კავკასიასთან ( Caucasus) თანამშრომლობით.

უკვე მრავალი წელია, RECC აქტიურად მუშაობს გარემოს პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შევუერთ...
24/07/2026

უკვე მრავალი წელია, RECC აქტიურად მუშაობს გარემოს პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შევუერთდით „ვისოლის“ ახალ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას - „თუ მოისვრი, მობრუნდება“!

Wissol - ვისოლი

პროექტის მთავარი მიზანი გზისპირა ზოლების დაბინძურების შემცირება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლიანი სამოგზაურო კულტურის დამკვიდრებაა.
კამპანიის დეტალებზე, სტრატეგიულ მიზნებსა და ქცევის ცვლილების მექანიზმებზე გადაცემაში „ქალების ნარატივი“ RECC-ის დირექტორმა სოფიკო ახობაძემ და „ვისოლის“ CSR სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან კბილაშვილმა ისაუბრეს.

👉 იხილეთ ინტერვიუ ვრცლად: https://bm.ge/news/tu-moisvri-mobrundeba-visolis-garemosdatsviti-kampania

#ვისოლი #თუმოისვრიმობრუნდება #გარემოსდაცვა #პლასტიკისწინააღმდეგ #პასუხისმგებლიანიმოგზაურობა

გლობალურ თუ ლოკალურ ბაზარზე, უკვე დიდი ხანია, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ანუ CSR, წ...

🌍 მადლობა ყველას, ვინც ევროპის დღე ბათუმში ჩვენთან ერთად აღნიშნა! 💚კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ( ) სტენდთ...
12/07/2026

🌍 მადლობა ყველას, ვინც ევროპის დღე ბათუმში ჩვენთან ერთად აღნიშნა! 💚

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ( ) სტენდთან კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები არა მხოლოდ ინფორმირებულები არიან ჰაერის დაბინძურების საკითხებზე, არამედ მზად არიან, თავადაც გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 🌬️

ღონისძიების განმავლობაში გამართულმა აქტივობებმა აჩვენა, რომ მაღალია, როგორც ცნობიერება ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროების შესახებ, ისე ინტერესი იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელთა მიღებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

ერთად ვიზრუნოთ, რომ ჰაერი უფრო სუფთა და უსაფრთხო გახდეს ყველასთვის💙

#ჰაერისხარისხი

***

🌍 Thank you to everyone who celebrated Europe Day with us in Batumi! 💚

At the Regional Environmental Centre for the Caucasus ( ) stand, we once again saw that our citizens are not only well-informed about air pollution issues but are also ready to take concrete steps to help improve air quality. 🌬️

The activities held throughout the event demonstrated both a high level of awareness about the main sources of air pollution and strong interest in the actions each of us can take to contribute to cleaner air.

Together, let’s work towards cleaner and safer air for everyone. 💙

🌱 10 ივლისს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, PROGRESS პროექტის ფარგლებში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და მწვანე აგროპრო...
12/07/2026

🌱 10 ივლისს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, PROGRESS პროექტის ფარგლებში, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და მწვანე აგროპროდუქტების სერტიფიცირების საკითხებზე ეროვნული მრგვალი მაგიდა გაიმართა.

🖇️ღონისძიებამ 50-მდე მონაწილე გააერთიანა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ფერმერები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებზე, მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ქართული აგროპროდუქტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.

🤝 შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს აგრარული სექტორის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და ამ პროცესში სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

🖇️ვრცლად 👉 https://shorturl.at/DQkDZ

Address

48/50 Mtskheta Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:30
Tuesday 10:00 - 18:30
Wednesday 10:00 - 18:30
Thursday 10:00 - 18:30
Friday 10:00 - 18:30

Telephone

+995322250775

Alerts

Be the first to know and let us send you an email when REC Caucasus posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to REC Caucasus:

Shortcuts

Share