ხშირად გვსმენია და საკუთარ თავზეც გამოგვიცდია ის პრობლემები, რომელთა გადალახვაც სტუდენტებს უწევთ. არასამართლიანად მიგვაჩნია ოდიოზური მდგომარეობა, რომელსაც დასაქმების ბაზარი სტუდენტებს სთავაზობს: 2 დან 5 წლამდე მუშაობის გამოცდილება , სასაცილოდ დაბალი ხელფასები,დასაქმებული სტუდენტის უფლებების უგულვებელყოფა და .აშ. ამ და სხვა პრობლემების განხილვისას გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა "წარმატების სახლი" და გადა
გვედგა ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად.
ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩავატაროთ საჯარო ლექციები რელევანტურ თემებზე, დავეხმაროთ სტუდენტებს სამოტივაციო წერილებისა და სვ-ების დაწერაში, მივაწოდოთ დამსაქმებულს სწორად შერჩეული კადრები. ჩავატაროთ სხვადასხვა პროდუქტული ღონისძიებები, რომლებიც ორმაგად პროდუქტიული იქნება, რადგან მათი ორგანიზებისას დასაქმებული ახალგაზრდები მიიღებენ ბაზრის მიერ ესოდენ მოთხოვნად გამოცდილებას. ჩვენ გვჯერა, რომ "წარმატების სახლის" მიერ შემოთავაზებული ლექციების , ტრენინგების ფარტო სპექტრი და შემდგომში დასაქმება იქნება პლაცტარმი ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის წარმატების მიღწევაში.