KPMA-Kids Products Manufacturers Association

Directions

KPMA-Kids Products Manufacturers Association ჩვენ ვართ ქართული სათამაშოების ასოციაცია , რომელიც სათამაშოების სექტორში მცირე და საშუალო მეწარმეებს აერთიანებს.

🪀 იცით რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის ასაკს სათამაშოების შეძენისას?🧩 ყველაზე გავრცელებული საფრთხე სამ წლამდე ასაკ...
08/05/2026

🪀 იცით რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის ასაკს სათამაშოების შეძენისას?

🧩 ყველაზე გავრცელებული საფრთხე სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში არის მცირე ზომის ნაწილები. ამ ასაკის ბავშვების სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს და არც მარტივად არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები. აღნიშნული შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ 3 წლამდე ბავშვებს აქვთ ვიწრო სასუნთქი გზები, ძლიერი რეფლექსი და ინტერესი, რომ საგნები პირში ჩაიდონ, რადგან ამგვარად ისინი შეიცნობენ სამყაროს.

European Union in Georgia
Česká rozvojová agentura - CzechAid

სათამაშოების მაღაზიის ჭრელი დახლები ბავშვების დიდ სიხარულთან ასოცირდება. თუმცა, ვიზუალური მიმზიდველობის მიღმ.....

08/05/2026

🚗 იცოდით, რომ ხისა და სხვა ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სათამაშოებიც შეიძლება სახიფათო იყოს თქვენი პატარებისთვის?

🟣 ხშირად ეტიკეტზე წერია, რომ ესა თუ ის სათამაშო დამზადებულია ბუნებრივი საღებავებისა და მასალისგან და არ შეიცავს ქიმიკატებს ან/და ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ავტომატურად გვაფიქრენიბენს, რომ ეს ნივთი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა.

მეცნიერულად, ყველაფერი, მათ შორის 💦 წყალი, 🌬️ ჰაერი, 🪵 ხე და 🫟 საღებავი, შედგება ქიმიური ნივთიერებებისგან. შესაბამისად, ბუნებაში არ არსებობს პროდუქტი, მათ შორის სათამაშო, რომელიც არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეტიკეტზე დატანილი სიტყვები „არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს“ მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგულ მიზანს ემსახურება.

🟠 სინამდვილეში მნიშვნელოვანია სათამაშოს შენადგენელი მასალა/ნივთიერების ტიპი, კონცენტრაცია და პოტენციური ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, რადგან ბუნებრივად არსებული ნივთიერებებიც შეიძლება იყოს ტოქსიკური ან/და ალერგიული.

🔵 უნდა გვახსოვდეს, რომ სათამაშოების უსაფრთხოება განისაზღვრება არა მასალის წარმოშობით, არამედ იმით, თუ რამდენად შეესაბამება დახლზე განთავსებული პროდუქტი საერთაშორისოდ აღიარებული უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს.

❓ გაინტერესებთ, როგორ უნდა შეამოწმოთ სათამაშოების უსაფრთხოება?

🔗 წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში ვრცლად: https://bit.ly/3QSLNbl

European Union in Georgia
Česká rozvojová agentura - CzechAid

🚀🚀🚀
02/02/2026

🚀🚀🚀

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when KPMA-Kids Products Manufacturers Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share