28/05/2026
✨ 19 მაისს, „რიგის აუდიტორიაში“, Memo Group • მემო გრუპი-სა და Design-Lab • დიზაინ-ლაბი-ს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სფეროს წარმომადგენელი არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები ესწრებოდნენ
🏭 შეხვედრის მთავარი თემა „მემო ჯგუფის“ ნატახტრის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო იყო, რომელიც სფეროს პროფესიონალებს სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და მასშტაბებს სთავაზობს.
🤝 საღამო სასიამოვნო და არაფორმალურ გარემოში წარიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ერთმანეთისთვის გამოცდილება და პროფესიული ხედვები გაეზიარებინა. პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი საწარმოს მნიშვნელობას ქართული წარმოებისთვის და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც არქიტექტორებსა და დიზაინერებს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
🤍 „მემო ჯგუფისა“ და „დიზაინ-ლაბის“ თანამშრომლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მყარი პარტნიორული ურთიერთობებისა და საერთო პროფესიული ღირებულებების მნიშვნელობას-სწორედ ეს ქმნის ინდუსტრიის განვითარების საფუძველს.
📍 ანა პოლიტკოვსკაიას 3/28
☎️ +995 593 538 608
🌐 design-lab.ge