14/05/2026
🌍 2026 წლის 8-11 მაისს მონაწილეობა მივიღეთ ISC-ის მე-8 კონფერენციაში სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომელსაც უმასპინძლეს ჩვენმა შესანიშნავმა მეგობრებმა IDC Serbia-მ ბელგრადში, სერბეთში.
ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვესტუმრეთ სხვადასხვა სოციალურ საწარმოს, შევიტყვეთ მეტი სოციალური მეწარმეობის სფეროში არსებულ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.
კონფერენცია იყო არა მხოლოდ პროფესიული ზრდისა და თანამშრომლობის სივრცე, არამედ შესაძლებლობა, გაგვეძლიერებინა მეგობრული კავშირები და დაგვემყარებინა ახალი ურთიერთობები ჩვენს ძვირფას ISC კოლეგებთან. 🤝
აღნოვაჩინეთ ბელგრადის სილამაზე და სული. გავეცანით სერბულ კულტურასა და ადგილობრივ ტრადიციებს.
საღამოობით კი, შესაძლებლობა გვქონდა არაფორმალურ გარემოში, გაგვეცვალა ჩვენი გამოცდილებები, საკუთარ თავზე გამოგვეცადა სერბული, თბილი სტუმართმოყვარეობა და გაგვესინჯა უგემრიელესი, ტრადიციული, კერძები 🇷🇸✨
გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს მასპინძლებს, IDC Serbia-ს, შესანიშნავი ორგანიზების, შთამაგონებელი პროგრამისა და თბილი ატმოსფეროსთვის.
ასევე მადლობა, ჩვენს პარტნიორსა და პროექტის ინიციატორს Arbeiter-Samariter-Bund-ს ამ შესაძლებლობისთვის!
სახლში ვბრუნდებით მოტივირებულები, ენერგიით სავსეები და ახალი იდეებით მომავალი სოციალური მეწარმეობის ინიციატივებისთვის! 💡💙