NCC GE Art / ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი გე არტ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • NCC GE Art / ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი გე არტ

NCC GE Art / ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი გე არტ ორგანიზაცია NCC GE Art ემსახურება ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებას საქართველოში.

ჭეშმარიტი სიყვარული მარადიულია 🙏❤️❤️☀️ მადლობა ჩვენო პატრიარქო თქვენი ღვაწლისთვის და სიყვარულისთვის!!საუკუნო საგზალი!,,წ...
18/03/2026

ჭეშმარიტი სიყვარული მარადიულია 🙏❤️❤️☀️ მადლობა ჩვენო პატრიარქო თქვენი ღვაწლისთვის და სიყვარულისთვის!!

საუკუნო საგზალი!
,,წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ ეს სიამოვნება სხვასაც.
ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე, ერთი პატარა ცუდი ამბავი, ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს.
ვილაპარაკოთ ერმანეთზე კარგი.

ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის.
ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი...

არაფერზე არ ინერვიულოთ, არ იდარდოთ, არ მოიწყინოთ, იცით რატომ? თქვენს გვერდით უფალია. ირწმუნეთ მისი, გჯეროდეთ და მისი წყალობით ყველაფერს დაამარცხებთ, ყველაფერს გადალახავთ.
ყველაფერი კარგად იქნება".

გიყვარდეთ ერთმანეთი, უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, იოანე ღვთისმეტყველი ხშირად ამბობს, სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II

28/02/2026

💫💫💫

31/12/2025

✨🎄 ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი GE ART გილოცავთ ახალ წელს!
✨ ახალი წელი ახალი შესაძლებლობების,
შემოქმედებითი თანამშრომლობისა და პროფესიული წინსვლის დასაწყისია.
🎄გისურვებთ ჯანმრთელობას, შთაგონებას და წარმატებულ წელს
ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების სამსახურში!

პროექტის „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა თბილისი-გურია 2025“ 💃🕺მონაწილეთა დაჯილდოვება
04/11/2025

პროექტის „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა თბილისი-გურია 2025“ 💃🕺მონაწილეთა დაჯილდოვება

წარმატებით დასრულდა პროექტი „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-გურია 2025), რომელიც ითვალისწინებდა დარგის პრაქტიკული...
04/11/2025

წარმატებით დასრულდა პროექტი „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-გურია 2025), რომელიც ითვალისწინებდა დარგის პრაქტიკული და თეორიული მიმართულებების (ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის) ცოდნის გაზიარებას, სხვადასხვა აქტივობებს შემდეგი ფორმატით: თემატური გამოფენა, მასტერკლასები, ვორქშოპები _ რომელშიც ჩართულნი იყვნენ როგორც გურიის რეგიონის, ასევე თბილისის, ფოთისა და საქართველოს სხვა კუთხეების დარგის სპეციალისტები, სტუდენტები, მოსწავლეები და ახალგაზრდა ქორეოგრაფები.
სამდღიანი შეხვედრები უაღრესად პოზიტიურ და შემოქმედებით გარემოში მიმდინარეობდა. მონაწილეთა შორის განხორცილდა სახელოვნებო ქორეოგრაფიული და პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, შემეცნებითი ექსკურსიები; დამყარდა შემოქმედებითი კომუნიკაცია თბილისსა და გურიას შორის, ახალგაზრდებს, დარგის სპეციალისტებს, ძველ და ახალ თაობათა შორის, რისთვისაც უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia , საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრალურის ქორეოგრაფიული მიმართულება, რომ არა მათი მხარდაჭერა, პროექტი ნამდვილად ვერ განხორციელდებოდა ასეთი ფორმატით.

ცალკე თემაა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლის „გურია“ და მათი ხელმძღვანელების ( Koba Dundua , ნათია დუნდუა) მასპინძლობა, მათი ორგანიზაციული და პროფესიული ნიჭი, რომლის გარეშე ასეთი შთამბეჭდავი დღეები უბრალოდ ვერ იქნებოდა. უღრმესი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ!

უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება მათი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელის, ქალბატონ ლანა ქავთარაძის და მისი თანამშრომლების მიმართ პროექტის თანადგომისთვის!

რაღა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ხელოვანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, საქმისადმი სიყვარული და ენთუზიაზმი ნამდვილად საამაყოა: უხუცეს ხელოვანს, შესაშური ენერგიის მქონე ბატონს - ვაჟა ახვლედიანს; თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებს: Ia Lortkipanidze; Aleko Gelashvili ; ჩვენი პროექტის საორგანიზაციო ჯგუფს, მუსიკოს-აკომპანიატორებს, დამხმარე პერსონალს და რაღა თქმა უნდა პროექტის არაჩვეულებრივ მონაწილეებს: სტუდენტებს, ქორეოგრაფებს, ახალგაზრდა თაობას

პროექტის „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა თბილისი-გურია 2025“ ფარგლებში მონაწილეები გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ...
03/11/2025

პროექტის „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა თბილისი-გურია 2025“ ფარგლებში მონაწილეები გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ.
ბატონი გიორგი გახლდათ არაერთი მივიწყებული ცეკვისა და სანახაობის აღმდგენი. მას ეკუთვნის „შიპრობის“, „ფუნდრუკის“, „ფარცაკუკუს“, „ფერხულის“, „იდუმალას“, „ხორუმის“, „ვარძიობაძიობის“, სანახაობა "სეირის", "ცხენობანას", "წყაროსთან"; "კალმახობის", "ხერტლის ნადის", "ვაჟთა მთიულურის“ და სხვათა დადგმა-განხორციელება.

მადლობა მხარდაჭერისთვის
საქართველოს კულტურის სამინისტრო
შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia
თეატრალურის ქორეოგრაფიული მიმართულება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება
Koba Dundua ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლს „გურია“

უღრმესი მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლებსა და არაჩვეულებრივ ხელმძღვანელს ქალბატონ ლ...
03/11/2025

უღრმესი მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლებსა და არაჩვეულებრივ ხელმძღვანელს ქალბატონ ლანა ქავთარაძეს, საინტერესო და შემეცნებითი დღეებისთვის ❤️

საქართველოს კულტურის სამინისტრო
შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება

"გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა თბილისი-გურია 2025"მასტერკლასების მეორე დღე  💃🕺ჩვენი მხარდამჭერები:საქართველოს კულტურის სა...
01/11/2025

"გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა თბილისი-გურია 2025"
მასტერკლასების მეორე დღე 💃🕺

ჩვენი მხარდამჭერები:
საქართველოს კულტურის სამინისტრო
შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia
პროექტის პარტნიორი:
თეატრალურის ქორეოგრაფიული მიმართულება
სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ Koba Dundua

"გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა თბილისი-გურია 2025"დღე პირველი 💃🕺საქართველოს კულტურის სამინისტრო შემოქმედებითი საქართველო ...
31/10/2025

"გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა თბილისი-გურია 2025"
დღე პირველი 💃🕺
საქართველოს კულტურის სამინისტრო
შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia
თეატრალურის ქორეოგრაფიული მიმართულება

31 ოქტომბერი, 11 საათი ! „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-გურია 2025)“  💃🕺პროექტის მხარდამჭერია ⤵️საქართველოს კულტ...
26/10/2025

31 ოქტომბერი, 11 საათი !
„გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-გურია 2025)“ 💃🕺
პროექტის მხარდამჭერია ⤵️
საქართველოს კულტურის სამინისტრო
შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia
თეატრალურის ქორეოგრაფიული მიმართულება

პროექტის მასპინძელი #ოზურგეთისმუნიციპალიტეტისჯუმბერდუნდუასსახელობისქართულიხალხურიცეკვებისსახელმწიფოანსამბლიგურია
გელოდებით ყველა მსურველს 😍 @გამომწერები

31 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრის ჩათვლით, გელოდებით ოზურგეთში!პროექტის ხელშემწყობია:  🔹საქართველოს კულტურის სამინისტრო;🔹 სსიპ...
23/10/2025

31 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრის ჩათვლით, გელოდებით ოზურგეთში!

პროექტის ხელშემწყობია:
🔹საქართველოს კულტურის სამინისტრო;
🔹 სსიპ შემოქმედებითი საქართველო;
🔹 სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტს მასპინძლობს 🔹ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ (ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი - კობა დუნდუა).

🔹იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი - ეკატერინე გელიაშვილი,

🔷ა(ა)იპ ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი „გე არტ“.

მალე! შევხვდებით გურიაში 💃🕺❤️ "გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა".     მადლობა მხარდაჭერისთვის შემოქმედებითი საქართველო / Cre...
26/09/2025

მალე! შევხვდებით გურიაში 💃🕺❤️ "გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა". მადლობა მხარდაჭერისთვის შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia საქართველოს კულტურის სამინისტრო

✨ გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსში – „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა“!

👉 სულ შემოვიდა 40 განაცხადი, ხოლო კომისიამ შეარჩია 11 საუკეთესო პროექტი, რომლებიც შემოქმედებითი იდეებითა და საგანმანათლებლო ინოვაციებით გამოირჩევიან:

✅ „ზუსტი ჟღერადობა მომავალ თაობას“
✅ „გაუზიარე ქორეოგრაფიული ცოდნა (თბილისი-გურია 2025)“
✅ „კერამიკის სახელოსნოს აღჭურვა“
✅ „ეზიდური სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა“
✅ „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტუდიის საქმიანობის ხელშეწყობა“
✅ „გზა წინსვლისკენ“
✅ „თანამედროვე მიდგომები ტრადიციული ხელოვნების სწავლებისას“
✅ „ვისწავლოთ, რათა ვასწავლოთ“
✅ „თამარ მეფის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული ანსამბლების შემოსვა“
✅ „ეროვნული სასახლის საგნობრივი და სახელოვნებო მიმართულებების ხელშეწყობა“
✅ „ხელოვნება ყველასთვის“

🎯 კონკურსის მიზანია კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო სასწავლებლების ინსტიტუციური განვითარება, სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა, მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციის გაზრდა და შემოქმედებითი გარემოს შექმნა.

👏🏻 ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ წარმატებას მათი იდეების განხორციელებაში! 🌟

#კონკურსი #შემოქმედებითისაქართველო #ხელოვნება #საგანმანათლებლო #ინოვაცია

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NCC GE Art / ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი გე არტ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to NCC GE Art / ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი გე არტ:

Share